განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
330100119002879756
ინსტანცია
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119002879756

საქმე №1/ბ1529-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ირაკლი ქარდავას, თამარ იაკობიძის

ადვოკატების: ნ------------------ ე-–----------–---

მსჯავრდებულების: დ------------------------–----------–----

თარჯიმნის: ი------------------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ--------------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------------------ ასევე, მსჯავრდებულ ლ----------–---- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-–----------–--- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ--------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ყ----------------------–---------------------–--------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

ლ----------–---- მიმართ - დაბადებული 1-----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, უმაღლესი განათლებით, ქვრივი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თ---–--------------------–------------------------------–--------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ვ----------------–----------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით, დ-------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

დ-------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ-------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

დ-------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 31 იანვრიდან.

ლ----------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

ლ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 31 იანვრიდან.

დ-------------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის;

მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილი არაერთგზის.

ლ----------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი დ-------------------- 2018 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე ქ.------–-------------–-------------–------------–-------------------------------------- შეეცადა ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა შპს „------------------------------- კუთვნილ ერთ ბოთლ „------------ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და 6 ცალ სხვადასხვა დასახელების შოკოლადის ნაწარმს, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 43 ლარის და 64 თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა დ--------------------- ლ----------–---სთან ერთად განიზრახა ქ. თ---–-----–---------–----------------------------- ქუჩებში პარკირებული სხვადასხვა ფირმის ავტომობილების სარკეების ქურდობა, აღნიშნული მიზნით 2019 წლის 31 იანვარს ღამის საათებში დ-------------------- ლ----------–---სთან ერთად ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა - რ---------------–---–-- კუთვნილ „-----------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------–---–------------–--------------------------–---–----–---------------–---------------------------------------------------------------------------–----------------------------------------------------------–-------------------------–--------------------------------------------------------------------------------------- უკანა ხედვის სარკეებს, ხოლო დაახლოებით 05:10 საათზე პ-------------–---–-------------------------------------------- უკანა ხედვის სარკეების დაუფლებისას დაკავებულ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული ქმედების შედეგად, რ---------------–---–- შესაძლოა მისდგომოდა 300 (სამასი) ლარის ოდენობის ზიანი, ი-–----------------–---–- 260 (ორასსამოცი) ლარის ოდენობის ზიანი, ა----–-----------–--- 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობის ზიანი, გ------------------- 200 (ორასი) ლარის ოდენობის ზიანი, რ--------------–---–- 300 (სამასი) ლარის ოდენობის ზიანი, გ------------------- 200 (ორასი) ლარის ოდენობის ზიანი, რ------–--------------- 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის ზიანი, პ-------------–---–- 210 (ორას ათი) ლარის ოდენობის ზიანი, ნ-------------------- 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობის ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ--------------------- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------------------ ასევე, მსჯავრდებულმა ლ----------–---მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-–----------–---- მსჯავრდებულმა დ--------------------- და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის კანონით განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ზომის დანიშვნა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარგდენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის დადგენა; ასევე ალტერნატივის სახით, აღნიშნული კვალიფიკაციით დ--------------------- დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მის მიმართ სასჯელის შემსუბუქება. მსჯავრდებულმა ლ----------–---მ და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ლ----------–---- უდანაშაულოდ ცნობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის ალტერნატიული მოთხოვნა მსჯავრდებულ ლ----------–---- მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

მსჯავრდებულ დ--------------------- და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, დ-------------------- გულწრფელად აღიარებს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, მას არცერთი მტკიცებულება სასამართლოში არ გაუხდია სადავო, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას და მის მიერ მიყენებულია მცირე მნიშვნელობის ზიანი, რაც წარმოადგენს საფუძველს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნას სასჯელის მინიმალური ზომა. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს, უტყუარი (ავთენტური) და ურთიერთშეთანხმებული დ--------------------- მამხილებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ ამ ეპიზოდში არ ყოფილა წარდგენილი. შემთხვევის ადგილიდან, არანაირი იარაღი, რითაც შეძლებდნენ მსჯავრდებულები ავტომანქანის სარკეების დაუფლებას, არ ყოფილა ამოღებული. შიშველი ხელებით ისინი ბუნებრივია უკანა ხედვის სარკეების მოხსნას ვერ შეძლებდნენ. ასევე ვერ მოახერხებდნენ იარაღის თავიდან მოშორებას, რადგან შემთხვევის ადგილი პოლიციის მუშაკების მიერ სათანადოდ იქნა დათვალიერებული. დ--------------------- თითს კვლები აღმოჩენილი არ ყოფილა დაქტილოსკოპიური ექსპერიზის მიმდინარეობისას. მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი პირების ჩვენებებია წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ, სხვა პირდაპირი მოწმე სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულოა. დაზარალებულები კი დანაშაულის ჩადენის შემსწრენი არ ყოფილან. გაურკვეველია ასევე, რატომ მიიჩნია ბრალდების მხარემ, რომ თითქოსდა მსჯავრდებულები ცდილობდნენ სხვა ავტომანქანის სარკეების დაუფლებასაც. ამ ფაქტების თვითმხილველი არ არსებობს, ეჭვი კი ყოველთვის წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ლ----------–---- და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების თანახმად, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. საქმეში ლ----------–---- მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ლ------–--------------------------- ჩაიდინეს ავტომანქანებიდან სარკეების ქურდობა, რომლებიც არიან საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირები და მათი უპირველესი ამოცანაა, არ დარჩეთ გაუხსნელი საქმე. შესაბამისად, მათ სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები. ამასთან, თუ პოლიციის თანამშრომლებმა ნახეს, როგორ ტეხავდნენ ლ-------–---------------------------------------- მარკის ა/მანქანის უკანა ხედვის სარკეებს, მაშინ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს დადასტურებულად პირველი ინსტანციის სასამართლო მათ მიერ სხვა ავტომობილებიდან სარკეების ქურდობის ფაქტს. რაც შეეხება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას #------- რომლის თანახმად კვალი #10, ამოღებული „--------“ ფირმის ა/მანქანის სახ. ნომერი H------ გვერდითა სარკის ხუფიდან და კვალი #12, ამოღებული „------------ ფირმის ა/მანქანის სახ. ნომრით K-------- ზედაპირიდან, იდენტურია ლ----------–---- საჩვენებელი და ცერა თითების ანაბეჭდებისა, თვითონ ლ-------–---– არ უარყოფს, რომ მან ნახა ჭრელი პლედი, დააინტერესა რა იდო შიგნით და ჰქონდა შემხებლობა სარკეებთან. დაზარალებულებმა კი სასამართლო სხდომაზე ვერ შეძლეს დაედასტურებინათ შემთხვევამდე ბოლოს როდის და რა მდგომარეობაში ნახეს მათი ავტომობილები, ასევე როდის შეიტყვეს სარკეების მოხსნის ფაქტი. მსჯავრდებული ლ----------–--- ასევე უთითებს, რომ პოლიციის თანამშრომელბის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ ზეწოლას და აღიარებითი ჩვენების მიცემის იძულებას.

სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა----–-----------–--- განაცხადა, რომ ჰყავს ავტომანქანა „--------- რომელიც შემთხვევის პერიოდში გაჩერებული ჰყავდა ქ. თ---–--–---–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2019 წლის 31 იანვარს დილის 06:00 საათზე მას დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ მისი ავტომანქანა იყო დაზიანებული. ა----–-----------–-- მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები. მის ავტომანქანას ჩამსხვრეული ჰქონდა მძღოლის მხარეს უკანა ხედვის სარკე. დაზარალებულმა შემდგომ თავისი ხარჯებით შეაკეთა დაზიანებული სარკე, რომელშიც დაახლოებით 50 ლარი გადაიხადა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ------–--------------- განაცხადა, რომ მას ჰყავდა ორი ავტომანქანა - „--–----–--------–-------------------------------. ისინი გაჩერებული ჰყავდა ქ. თ---–--–---–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2019 წლის 31 იანვარს დილის საათებში დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც შეატყობინა ავტომანქანების დაზიანების ფაქტი. რ------–-------------- მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა, რომ ავტომანქანებზე სარკეები იყო მოპარული და ასევე დაზიანებული. ერთ-ერთი სარკე იყო გატეხილი, რომელზეც აღინიშნებოდა სისხლის კვალი. მან მხოლოდ „--–----–--------–----------- შეაკეთა სარკე, რომლის საფასური იყო 20 ლარი, ხოლო მეორე „ჰ--------------“ დაზიანებული სარკით გაყიდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ--------------–---–-- განაცხადა, რომ ჰყავს 2015 წელს გამოშვებული „--------------------- რომელიც გაჩერებული ჰყავდა ქ.თ---–--–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2019 წლის 31 იანვარს დილის საათებში დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ ა/მანქანაზე სარკეები იყო მოხსნილი. როდესაც რ--------------–---–- მივიდა შემთხვევის ადგილზე ნახა, რომ კუთვნილ ა/მანქანა „--------------------- მოხსნილი ჰქონდა ორივე უკანა ხედვის სარკე. სარკეების თანხა აუნაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ--------------–---–-- განაცხადა, რომ შემთხვევის პერიოდში კუთვნილი ავტომანქანა „-------------------“ გაჩერებული ჰყავდა ქ. თ---–--–--–------- ქუჩაზე. 2019 წლის 31 იანვარს, როდესაც ნახა ხსენებული ავტომანქანა, აღმოჩნდა, რომ მოხსნილი ჰქონდა უკანა ხედვის სარკეები. რ--------------–---–-- საკუთარი ხარჯებით შეიძინა და დაამონტაჟა უკანა ხედვის სარკეები, რომლის ღირებულება იყო 300 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი-–----------------–---–-- განაცხადა, რომ საკუთრებაში ჰყავს „-------------------“ მარკის ავტომანქანა. 2019 წლის 31 იანვარს ღამის საათებში, მას დაუკავშირდა მეზობელი და შეატყობინა ავტომანქანის დაზიანების თაობაზე. ი-–----------------–---–- მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა, რომ კუთვნილი ავტომანქანის უკანა ხედვის სარკეები იყო მოპარული. მან საკუთარი ხარჯებით შეიძინა და დაამონტაჟა იაფფასიანი უკანა ხედვის სარკეები, რომლის ღირებულება იყო 30 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ------------------- განაცხადა, რომ კუთვნილი ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა ქ. თ---–--–--------------------------ის მიმდებარედ. 2019 წლის 31 იანვარს დილის საათებში, როდესაც ავტომანქანასთან მივიდა ნახა, რომ მას მოხსნილი ჰქონდა გვერდითი სარკეები. მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენდა დაახლოებით 300 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა პ-------------–---–-- განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს კუთვნილ „-------------------–--- მარკის ავტომანქანაზე მოპარეს უკანა ხედვის სარკეები. ერთი სარკე ბუდიდან იყო ამოღებული, ხოლო მეორე სარკე ბუდიანად მოხსნილი. მან თავისი ხარჯებით აღადგინა დაზიანებული სარკეები, რომლის ღირებულება შეადგენდა 650 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე---–------------ განაცხადა, რომ 2019 წლის 31 იანვარს თანამშრომლებთან ი---------–-----------------------------–---–------------------------–---–---- ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და ფეხით გადაადგილდებოდნენ ქ. თ---–--–--–------- ქ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც მან, ასევე მისმა თანამშრომლებმა დაინახეს, რომ ორი მოქალაქე მივიდა „------------ ფირმის ავტომანქანასთან და მოტეხეს უკანა ხედვის გვერდითა სარკეები. ე---–--------------------------–----- მარჯვენა მხრიდან მიუახლოვდნენ სხენებულ პირების და დააკავეს დ--------------------, ხოლო გ------------------–---–---------------------–---–- მივიდნენ მარცხენა მხრიდან და დააკავეს ლ----------–---. მოწმემ დაადასტურა, რომ დ--------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა „------------ ფირმის ავტომანქანის სარკე.

ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---------–-------

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------–---–-- განაცხადა, რომ 2019 წლის 31 იანვარს თანამშრომლებთან გ--------------–---–----------–-------------------------------–---------- ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდნენ ქ. თ---–--–--–------- ქ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ დაინახეს, რომ ორი მოქალაქე მივიდა „------------ ფირმის ავტომანქანასთან, რომელსაც მოტეხეს სარკეები. პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ ხსენებულ პირებს და მოწმემ მონაწილეობა მიიღო ლ----------–---- დაკავებაში. ამ უკანასკნელმა მოტეხილი სარკე მოათავსა ჭრელ პლედში. მოწმემ დაადასტურა, რომ ლ----------–---- პირადი ჩხრეკისას ჭრელი პლედიდან ამოღებული იქნა ა/მანქანა „------------ ფირმის გვერდითა სარკე.

ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------–---–---

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 31 იანვარს 05:10 საათზე ქ.თ---–--–---–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ--------------------, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. დ--------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული ერთი ცალი შავი ფერის „------------ ფირმის ავტომანქანის გვერდითა მარჯვენა უკანა ხედვის სარკე. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს დ--------------------, ოქმზე შენიშვნა არ არის გაკეთებული.

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 31 იანვარს 05:10 საათზე ქ.თ---–--–---–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ლ----------–---, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ლ----------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული ჭრელი ფერის ე.წ. „პლედი“, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად, კერძოდ, პლედში ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ცალი მოვერცხლისფრო-მოშავო ფერის ავტომანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკე, ერთი ცალი პატარა ზომის მოვერცხლისფრო ფერის სარკე, ასევე ამოღებული იქნა სხვადასხვა მოდელის ავტომანქანების გვერდითა უკანა ხედვის სარკეების შუშები (მინები) 11 ცალი. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს ლ----------–---, ოქმზე შენიშვნა არ არის გაკეთებული.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ---–--–--–------- ქ--------ის იმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე არსებული „-------------------–--- დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა აღნიშნული ავტომანქანის მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან და უკანა ხედვის სარკის ადგილთან ახლოს ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა ძრავის ხუფის ზედაპირიდან.

ავტომანქანების „--------“, „-----------–----–------------------–----------------------------------------------------------------–---------------------------------------------–------------------–--------------------------- დათვალიერების ოქმების თანახმად, ავტომანქანები დათვალიერებული იქნა ქ.თ---–--–---–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომანქანების დათვალიერების შედეგად: ავტომანქანა „ბმვ“-ს დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტიკების მიერ ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ხელის კვლები 1 ცალ დაქტილო ფირზე; ავტომანქანა „--------“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ხელის კვლები 2 ცალ დაქტილო ფირზე; ავტომანქანა „პრადოს“ დათვალიერები დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები ორ ცალ დაქტილო ფირზე; ავტომანქანა „პრადოს“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები ხუთ ცალ დაქტილო ფირზე; ავტომანქანა „პრადოს“ დათვალიერების დროს ექსპერტ- კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები სამ ცალ დაქტილო ფირზე; ავტომანქანა „ემელის“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები ერთ ცალ დაქტილო ფირზე; ავტომანქანა „ტოიოტა ქამრის“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები ორ ცალ დაქტილო ფირზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა გ--------–-------------------------–-------------------–--–-–---–--------------–--------–---–------------------–---–------------------------------------------------------------–---–----------------------–---–-------------------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი კვალი N----------------------------------------------------------------------- პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. შემთხვევის ადგილიდან აღებული კვალი N10 (ხელის კვალი ამოღებულია ა/მანქანა „----------------------------ის მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკის ხუფის გარე ზედაპირიდან) იდენტურია 02.10.1974 წელს დაბადებულ ლ----------–---- ხელის საჩვენებელი თითს ანაბეჭდის. შემთხვევის ადგილიდან აღებული კვალი N12 (ხელის კვალი ამოღებულია ა/მანქანა „--------------------------------ის გარეთა ზედაპირიდან) იდენტურია 02.10.1974 წელს დაბადებულ ლ----------–---- მარჯვენა ხელის ცერა თითს ანაბეჭდის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-------------------

სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „------------------------------------------- გამოშვებული 2007 წელს, უკანა ხედვის სარკის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 140 (ას ორმოცი) ლარს. ავტომანქანა „M--------------------------------------- გამოშვებული 2000 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს - 90 (ოთხმოცი) ლარს. ავტომანქანა „------------------------------------------ გამოშვებული 2006 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 100 (ასი) ლარს. მარჯვენა სარკის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს - 200 (ორასი) ლარს, წინა ფრთაზე განთავსებული სარკის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 40 (ორმოცი) ლარს. ავტომანქანა „T--------------------------------------------- გამოშვებული 2015 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 150 (ასორმოცდაათი) ლარს, მარჯვენა - 150 (ასორმოცდაათი) ლარი, სულ 300 (სამასი) ლარს; ავტომანქანა „------------------------------- გამოშვებული 2012 წელს, მარცხენა და მარჯვენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს - 200 (ორასი) ლარს. ავტომანქანა „--------------------------------- გამოშვებული 2009 წელს, მარცხენა და მარჯვენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 130 (ასოცდაათი) ლარს, მარჯვენა - 130 (ასოცდაათი) ლარი, სულ 260 (ორასამოცი) ლარს; ავტომანქანა „------------------------------------------------ გამოშვებული 2013 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 150 (ასორმოცდაათი) ლარს, მარჯვენა - 150 (ასორმოცდაათი) ლარი, სულ 300 (სამასი) ლარს; ავტომანქანა---------------------------------------------- გამოშვებული 2007 წელს, უკანა ხედვის სარკის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 70 (სამოცდაათი) ლარს; ავტომანქანა „------------------------------- გამოშვებული 2005 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს; ავტომანქანა „--------------------------ის, სახ. № H------ გამოშვებული 1998 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 60 (სამოცი) ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა შ------------------

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ სრულად გაართვა თავი მტკიცების ტვირთის ვალდებულებას და წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ--------------------- და ლ----------–---- მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. სააპელაციო პალატის შეფასებით, მსჯავრდებულთა უდანაშაულობის შესახებ დაცვის მხარის მსჯელობა დამაჯერებლობას მოკლებულია.

სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებულ პოლიციელთა არადამაჯერებელ ჩვენებებს, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. მსჯავრდებულთა დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციის თანამშრომელი განმარტავს, რომ ქ. თ---–--–--–------- ქ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დაინახეს დ-------------------- და ლ----------–---, რომლებიც მივიდნენ „------------ ფირმის ავტომანქანასთან და ხელით მოტეხეს უკანა ხედვის გვერდითა სარკეები. დ-------------------- ხელში ეჭირა მოტეხილი სარკე, ხოლო ლ----------–---მ იგი შეინახა თან არსებულ ჭრელ პლედში. საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.

პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის, შემთხვევის ადგილის და ავტომანქანების დათავლიერების ოქმებთან. დ---------------------გან ამოღებული იქნა პ-------------–---–-- კუთვნილი ავტომანქანა---------------------–---- გვერდითა მარჯვენა უკანა ხედვის ერთი სარკე, ხოლო ლ----------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის ხელში არსებული ჭრელი ფერის ე.წ. „პლედი“, რომელშიც მოთავსებული იყო როგორც ზემოხსენებული ავტომანქანის გვერდითა უკანა ხედვის მეორე სარკე, ასევე, სხვადასხვა მოდელის ავტომანქანების გვერდითა უკანა ხედვის სარკეების მინები 11 ცალი; შემთხვევის ადგილის და ავტ---------------------–------------------------------------------------------------------–--------------------–----–------------------–----------------------------------------------------------------–---------------------------------------------–------------------–--------------------------- დაზიანებული ან მოსხნილი აქვთ გვერდითი უკანა ხედვის სარკეები, ხოლო მსჯავრდებულ ლ----------–---- ხელის კვლის ნიმუშები აღმოჩნდა არა მისგან ამოღებულ სარკეებზე, როგორც ამას უთითებს დაცვის მხარე და განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა ქუჩაში იპოვაპლედი მასში მოთავსებული სარკეებით და შეეხო მათ, არამედ მისი ხელის კვალის ნიმუშები აღმოჩნდა რ------–--------------- კუთვნილ „--------“ მარკის ავტომანქანასა და ი-–----------------–---–-ს კუთვნილი „--------------------- მარკის ავტომანქანის გარეთა ზედაპირზე. ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ასევე დათვალიერების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების, მათ შორის თავად მსჯავრდებულების მიერ, ამოღებული ნივთებიც დალუქული და ხელმოწერილი იქნა სათანადო წესით.

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები და მათ მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ოქმები ასევე სრულ თანხვედრაშია დაზარალებულების ჩვენებებთან. ა----–-----------–---, რ------–---------------, რ--------------–---–--, რ--------------–---–--, ი-–----------------–---–--, გ------------------- და პ-------------–---–-- დეტალურად მოახსენეს სასამართლოს რომ, როდესაც შემთხვევის ადგილზე გააჩერეს ავტომანქანები, ყველა მათგანს ჰქონდა უკანა ხედვის სარკეები, ხოლო 2019 წლის 31 იანვარს ისინი ნახეს დაზიანებულ მდგომარეობაში, კერძოდ, სარკეები ან მოტეხილი/მოხსნილი ჰქონდათ, ან დამსხვრეული.

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ განმარტებებს დ--------------------- და ლ----------–---- უდანაშაულობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარის ვერსია აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს მსჯავრდებულების ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მსჯავრდებულთა განმარტებები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის თაობაზე, აშკარად უსაფუძვლოა და წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულ ლ----------–---- განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაირღვა მისი უფლებები, სასამართლო იყო მიკერძებული და არ მიეცა საშუალება, სრულყოფილად, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარმოედგინა თავისი პოზიცია. დაცვის მხარეს კი აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად არ წარმოუდგენია შესაბამის მტკიცებულებებზე დამყარებული არგუმენტირებული მსჯელობა.

სააპელაციო პალატა აფასებს რა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც დ--------------------- და ლ----------–---- ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში ქმნიან უტყუარობის ერთიან ჯაჭვს და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათი მხრიდან იმ დანაშაულებრივი ქმდებების ჩადენას, რისთვისაც მათ მსჯავრი დასდო პირველი ინსტანციის სასამართლომ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმაღლესი საფეხურია. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. თუმცა, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას. იგი ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველს არ უნდა უტოვებდეს. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ დ--------------------- და ლ----------–---- ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

2. რაც შეეხება მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში დ-------------------- ნასამართლობის მქონეა არა მხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, რომელმაც ასახვა ჰპოვა მის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციაზე, ასევე იგი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი პირველი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებული ლ----------–--- ნასამართლობის მქონეა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რის გამოც მსჯავრდებულთა მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს დ--------------------- და ლ----------–---- მიერ ჩადენილი დანაშაულის გავრცელებულ ხასიათს, მის საზოგადეობრივ საშიშროებას, ქმედების ინტენსივობას, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომას, დამდგარ მართლსაწინაარმდეგო შედეგს, მსჯავრდებულების პიროვნებას, მათ წარსულს და ინდივიდუალურ მახასიათებლებს და მიიჩნევს, რომ დ--------------------- და ლ----------–---- მიმართ დანიშნულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი რომლის შემცირების საფუძველი არ არსებობს. თითოეული მათგანის მიმართ საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავეთა რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, ამასთან, შეძლებს დააფიქროს მსჯავრდებულები, რომ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, რაც გახდება მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ--------------------- და ლ----------–---- მიერ ჩადენილ ქმედებებს და მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ--------------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ლ----------–---- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

4. დ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ-------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. დ-------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ--------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

7. ლ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

8. ლ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.

9. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლ----------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

10. ნივთმტკიცებები:

- დ--------------------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოღებული „-------------------–--- მარკის ავტომობილის გვერდითა სარკე, მოთავსებული პოლიეთილენის გამჭირვალე ცელოფანში, დალუქული ი--------------- სამმართველოს მ---- განყოფილების N2 ლუქით, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დაილუქა სპეც. პაკეტში შტრიხკოდით: F--------- და ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ---- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- ლ----------–---- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოღებული ჭრელი ფერის პლედი, ორი ცალი უკანა ხედვის სარკე და 11 ცალი ავტომანქანის უკანა ხედვის სარკის მინა, რომლებიც დაილუქა ერთ პაკეტად შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ---- განყოფილების N2 ლუქით, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაილუქა სპეც.პაკეტში შტრიხკოდით F-------- და ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ---- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- ავტომანქანა „-------------------–--- დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა აღნიშნული ავტომანქანის მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან და უკანა ხედვის სარკის ადგილთან ახლოს ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა ძრავის ხუფის ზედაპირიდან, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით F---------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ავტომანქანა „ბმვ“-ს დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტიკების მიერ ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, დალუქული 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- სარკე დალუქული 1 პაკეტად შტრიხკოდით F----------- რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დაილუქა სპეც. პაკეტში შტრიხკოდით F---------- და ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ---- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- ხელის კვლები 1 ც/დ ფირზე დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით F----------- აღნიშნული გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ავტომანქანა „--------“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები 2 ცალ დ/ფირზე დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით F----------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ავტომანქანა „პრადოს“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ორ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით F---------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ავტომანქანა „პრადოს“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ხუთ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით F----------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ავტომანქანა „პრადოს“ დათვალიერები დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები სამ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით F----------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ავტომანქანა „ემელის“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ერთ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით F----------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ავტომანქანა „ტოიოტა ქამრის“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ორ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით F----------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- დ--------------------- ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად F---------, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- დ--------------------- ხელის კვლის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით F---------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ლ----------–---- ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხკოდით F---------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო სურათები და ავტომანქანის დათვალიერების ფოტოები ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი „წიწაკის ნემიროვი“, ორი ცალი შოკოლადის ფილა „ნესკვიკი“, შოკოლადის კანფეტი ქოქოსის, შოკოლადის ფილა „კონიაკის გემო“ და ორი ცალი რძიანი შოკოლადი „კიტკეტი“ ხელწერილებით დროებით ჩაბარდა „------------------------------- თანამშრომლებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

11. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი