განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
080100119003165294
ინსტანცია
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003165294

საქმე №1/ბ-84-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 თებერვალი, 2020 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---- ი-----ს ძე ხ----------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. უკრაინის მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ი----------–---–ის პირველი შესახვევი №15;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა---- ხ----------ემ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 24 ივლისს, დღის საათებში, ქუთაისში, ბ------ის ქ. №20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---- ხ----------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ--–---- ა-–----ეს. კერძოდ, ავტომანქანის კარი მოარტყა ფეხზე და კისრის არეში უჭერდა ხელს. ა---- ხ----------ის ქმედებებით მ--–---- ა-–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 24 ივლისს, დღის საათებში, ქუთაისში, ბ------ის ქ. №20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---- ხ----------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ--–---- ა-–----ეს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. ა---- ხ----------ის ქმედების შედეგად მ--–---- ა-–----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით:

 

ა---- ხ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა---- ხ----------ეს, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ ა---- ხ----------ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 24 ივლისიდან 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ა---- ხ----------ეს, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით;

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი რ----- თ---------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ა---- ხ----------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა რამდენიმე პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ თუ როგორ მკაცრად და ცუდად ექცეოდა ა---- ხ----------ე მის მეუღლეს, სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა განსაკუთრებით მსუბუქი სასჯელი. ბრალდების მხარე, ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ჰუმანური და აღნიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა---- ხ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---- ხ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: დ------–-------–-----------------------------------------------------------------------------------------------ს ჩვენებებით, №0----- შემაკავებელი ორდერით და თანდართული მასალებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ა---- ხ----------ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

გასაჩივრებული განაჩენით ა---- ხ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ა---- ხ----------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულები, დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ა---- ხ----------ე ნასამართლობის არმქონე პირია, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუნიშნა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია. შესაბამისად, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და გასაჩივრებულ განაჩენში ა---- ხ----------ის მიმართ საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ----- თ---------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ა---- ხ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა---- ხ----------ეს, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ ა---- ხ----------ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 24 ივლისიდან 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ა---- ხ----------ეს, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით.

 

ა---- ხ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) გაუქმებულია; გირაოს შემტანს - ზ----- ბ--------ეს (პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

მსჯავრდებულ ა---- ხ----------ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მოხდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე