განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003293125
საქმე №1ბ/101-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ზ--------------------------------------------–----------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ზ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ზ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
ზ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ზ-------------------–---–-----------------------------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ზ------------–---–მა არასრულწლოვანი შვილების: ლ----------–---–ის და გ-------–------–---–ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ნ--------------–-–---–ს, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმები, ასევე ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხის ბარძაყზე და ხელი დაარტყა მარცხენა მხარეს ყელის არესა და მარჯვენა ხელში. ნ--------------–-–---–მა ყველა შემთხვევაში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2019 წლის 16 ოქტომბერს, ზ------------–---–ი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა მის მეუღლეს ნ--------------–-–---–ს კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 5--------, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოაჭრიდა თავს. მასვე ზ------------–---–მა იმავე დღეს აღნიშნული ნომრიდან მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე ზ------------–---–მა 2019 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, მისი დისშვილს მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- ნ--------------–-–---–ს მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ნ--------------–-–---–მა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ყველა შემთხვევაში აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ზ------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა სწორად შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. სასამართლომ ზ------------–---–ის მიმართ გამოიყენა პირობითი მსჯავრი, რაც არის მსუბუქი სახის სასჯელი. მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რადგან არ არის შესაბამისობაში ბრალდებულის პიროვნებასთან და მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან.
აპელანტის მითითებით, ასევე გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნება და წარსული, მის მიერ წარსულში მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, ასევე, ეჭვიანობა, რომელზეც ისაუბრა როგორც დაზარალებულმა, ასევე სხვა მოწმეებმა გამოკითხვის ოქმებში. შესაბამისად, მსუბუქი სახის სასჯელი ვერ იმოქმედებს მასზე იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ ზ------------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, ამასთანავე, უსაფუძვლოა. ასეთი მსუბუქი სასჯელის შემთხვევაში არ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტები, მსჯავრდებულის აღიარების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაციით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ზ------------–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ნ--------------–-–---–ის განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი მეუღლის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა გამოყენებულ იქნეს ყველანაირი შეღავათი, ზ------------–---–ის დამამძიმებელ გარემოებას კი წარმოადგენს მის მიერ დანაშაულების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ზ------------–---–ის მიმართ სასჯელი დანიშნულია ინდივიდუალიზაციის პრინციპისა და საკანონმდებლო დანაწესის დაცვით.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ზ------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ზ------------–---–ის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სამართლიანად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ზ------------–---–ისათვი დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი ზ------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ზ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ზ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა, გაუქმებულია. ზ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ზ------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელიადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე