განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2020
საქმის ნომერი
330100119002938443
ინსტანცია
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002938443

საქმე № 1ბ/119-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული - ა---------– ა----–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------------------–------–-------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–--------------------------------------------–--

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

განაჩენის მიხედვით: ა---------– ა----–--ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-------–---–------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ა---------– ა----–--ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ა---------– ა----–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა ა---------– ა----–--ის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, მან ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული, თანაც არაერთგზის. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია სახელმწიფოს მიდგომა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე, რაზედაც სახელმწიფომ დაისახა პრიორიტეტულად ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ა---------– ა----–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ა---------– ა----–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---------– ა----–--ეს წარედგინა ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---------– ა----–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ---–--–-----------------–---–--------------------------------------------ში, 1----–-–---------------ს დაბადებულმა ა---------– ა----–--ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლე ნ----- ი-----–-–---–ს. კერძოდ, ა---------– ა----–--ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჯერ მარცხენა მხარში დაარტყა მუშტი მეუღლე ნ----- ი-----–-–---–ს, ხოლო შემდეგ გაშლილი ხელი სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ა---------– ა----–--ე თანაცხოვრების პერიოდში მეუღლე ნ----- ი-----–-–---–ს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---------– ა----–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენით, ა---------– ა----–--ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე მ------ ჩ-----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ნ----- ი-----–-–---–ისა და ა---------– ა----–--ის მეზობლად. 2019 წლის 23 თებერვალს, ნ-----მ სთხოვა დაერეკა პარტულში და უთხრა ა------ სახლში ყველაფერი დაამტვრიაო. მეუღლე ზ------ თ-----–----ი გაუშვა მეზობლებთან. ამავე ჩვენებით, მოწმე პირადად არ შესწრებია ოჯახურ კონფლიქტს, ასევე, ძალადობის ფაქტს და არც თავად ნ-----ს უთქვამს მისთვის მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ.

მოწმე ზ------ თ-----–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მეგობრობს ა---------– ა----–--ის ოჯახთან. 2019 წლის თებერვალში, რიცხვი არ ახსოვს, დაახლოებით საღამოს რვა საათზე, უთხრა მეუღლემ, რომ ნ----- ი-----–-–---–ს სურდა პატრულის გამოძახება. ამბის გასაგებად ავიდა ა---------– ა----–--ესთან. სახლის კარები გაუღო ნ-----მ. მანვე ნახა, რომ ბარის სკამი იყო წაქცეული. მისი თანდასწრებით ა---------– ა----–--ეს ნ-----სთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც თავად მეუღლეებს უთქვამთ მისთვის რამე მომხდარი კონფლიქტისა თუ ძალადობის ფაქტის შესახებ.

მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ შ---- ხ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან, 2019 წლის 22 თებერვალს, შეტყობინების საფუძველზე ოჯახურ კონფლიქტის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. საქმეზე დაკითხა მოწმეები, შეადგინა ბრალდებულის დაკავების ოქმი და დანიშნა სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზები.

მოწმეებმა- ნ-----–----------------------------–---–---------------------------------------- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქედებების ავთენტურობა.

ელ-სმენის შეტყობინების ოქმებით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვალს, ნ----- ი-----–-–---–მა ,,112-ში“ განხორციელა ზარი, თბ--–--–---–--------------------------------------------ში მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ნ----- ი-----–-–---–ის განცხადებით, მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ თ---–--–-----------------–---–--------------------------------ში, სახლში შესასვლელის ხელმარცხნივ არის მისაღები და სამზარეულო სტუდიოს ტიპის, სადაც დგას ავეჯის კედელი, ძირს ყრია ამავე ,,სტენკის“ ნამსხვრევები. საძინებელი ოთახი და სამზარეულო გამოყოფილია ბარით, რომელთანაც დგას ორი მაღალი სკამი, ამათგან ერთ-ერთი არის დაზიანებული, სადგამი აქვს გაღუნული. საძინებლის კარის ჩარჩო არის დაზიანებული. მაგიდაზე დევს დაზიანებული ტელეფონი. ნ----- ი-----–-–---–მა მიუთითა შესასვლელში მდგარ კომოდის უჯრაზე, რომელიც დაზიანებულია. ასევე, მიუთითა იატაკზე დაყრილ ავეჯის ნამტვრევებზე და ავეჯის კედლის იმ ადგილზე, საიდანაც არის მოტეხილი, ასევე საძინებლის კარზე, მაგიდაზე არსებულ დამტვრეულ მაგიდაზე და დაზიანებულ სკამზე, ასევე მისაღები ოთახის მეტალოპლასტმასის ფანჯრის ანჯამაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გამოძახებულ იქნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მათ მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა 1 ცალი მობილური ტელეფონი, დაზიანებულ მდგომარეობაში, მისაღებ ოთახში მაგიდის ზედაპირიდან, რომელიც მოთავსდა სპეც. პაკეტში, გადაღებული ფოტოსურათები დაერთო საქმეს.

2019 წლი 14 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ----- ი-----–-–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა მხარის, მარცხენა წინა მხრის და მარცხენა წვივის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები-სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოწმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. მარცხენა მხრის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მარცხენა წინა მხრის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით 1-2 დღისაა. მარცხენა წვივის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი 5-9 დღისაა. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა.

მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა თ------- კ-----მ დაადასტურა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ ა---------– ა----–--ის ქმედების შედეგად ნ----- ი-----–-–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

დაზარალებულმა ნ----- ი-----–-–---–მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

არასრულწლოვანმა მოწმემ ვ------ ი-----–-–---–მა უარი განაცხადა ა---------– ა----–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ა---------– ა----–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ა---------– ა----–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა---------– ა----–--ის მიერ მეუღლის - ნ----- ი-----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სისტემატიური შეურაცხყოფის, დამცირების ფაქტებს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სააპელაციო პალატამ, გაანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ა---------– ა----–--ემ მეუღლის ნ----- ი-----–-–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, მიაყენა სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ა---------– ა----–--ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ა---------– ა----–--ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ა---------– ა----–--ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სისტემატიური შეურაცხყოფის, დამცირების ფაქტებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - ნ----- ი-----–-–---–ისა და ა---------– ა----–--ის გარდა კონფლიქტის შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილები (არ დაკითხულან სასამართლო სხდომაზე), ხოლო 2019 წლის 22 თებერვლის კონფლიქტის შემდგომ პერიოდს შეესწრო ნ----- ი-----–-–---–ის არასრულწლოვანი ძმა ვ------ ი-----–-–---–ი, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და ა---------– ა----–--ეს. მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა - ნ----- ი-----–-–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ასევე არასრულწლოვან მოწმე ვ------ ი-----–-–---–ს სასამართლო სხდომაზე არ მიუცია ჩვენება, ხოლო ა---------– ა----–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და პალატას მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ა---------– ა----–--ის მიერ.

ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, პალატას შესაფასებელი რჩება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების მ------ ჩ-----–---ს და ზ------ თ-----–----ის ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ უშუალოდ არ შესწრებიან ა----–--ეეების ოჯახში არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას და მომხდარის შესახებ არც თავად მეუღლეებს უთქვამთ. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის დადგენა და არა მისი მიმყენებელი პირისა და ტკივილის შეგრძნების განსაზღვრა. აღნიშნული დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ----- ი-----–-–---–ს ნამდვილად ჰქონდა დაზიანებები მარცხენა მხარის, მარცხენა წინა მხრის და მარცხენა წვივის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ (ა---------– ა----–--ემ თუ სხვა პირმა) მიაყენა, ან როდის და რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა აღნიშნული დაზიანება. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია.

 

ელ -სმენის შეტყობინების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი საპროცესო დოკუმენტები, ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებს, რამდენადაც ისინი ვერ ადასტურებენ ფაქტს ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი. აღნიშნულ ოქმებში აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. მასში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა კი შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით უნდა დადასტურებულიყო.

 

საპელაციო პალატის შეფასებით, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი ა---------– ა----–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით არ ადასტურებს ა---------– ა----–--ის ბრალეულობას. საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ა---------– ა----–--ემ მეუღლის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობის და სისტემატიური შეურაცხყოფის, დამცირების ფაქტები, არც თავად დაზარალებულს და არც სხვა პირებს სასამართლოსათვის ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ ა---------– ა----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება მეუღლის-ნ----- ი-----–-–---–ის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey" (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ა---------– ა----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ა---------– ა----–--ემ განახორციელა ოჯახში ფიზიკური ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება - მეუღლის ნ----- ი-----–-–---–ის მიმართ.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ა---------– ა----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა---------– ა----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

გამართლებულ ა---------– ა----–--ეს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი