განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002659437
საქმე №1/ბ-349-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
პროკურორის - პ----- ც-–--–--ის
ადვოკატის - ხ----- კ----ის
გამართლებულის - მ------ ბ--–-------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ კ----ს ძე ბ--–-------ის მიმართ - დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქ--------------–------ის ქ. N5, ბ N18;
აღწერილობითი ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ------ ბ--–-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 აგვისტოს, ღამის საათებში, მ------ ბ--–-------ე, ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი ქN434-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგომზე გაჩერებული, ი-------- რ----------ის კუთვნილი ,,OPEL VEQTRA G’’ ფირმის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით R------, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ცდილობდა დაუფლებოდა გვერდითა უკანა ხედვის სარკეს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენით მ------ ბ--–-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის გამამართლებელი განაჩენი მ------ ბ--–-------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად განესაზღვროს სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
გასაჩივრებული განაჩენი მ------ ბ--–-------ის მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელია, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრლადების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რაც გამოკვლეული იქნა სასამართლოში, უტყუარად დადასტურდა მ------ ბ--–-------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. მოწმეების თ----------------ის და გ--–----------ის ჩვენებები, ასევე ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ექსპერტის მიერ საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებულ ფოტოსურათებთან. ბრალდების მხარისათვის გაუგებარია, თუ რატომ არის საეჭვო ის გარემოება, თუ რა დროს მოხვდა მ------ ბ--–-------ის ხელში სარკე ან საგამოძიებო მოქმედების ხანგრძლივობა ან ის გარემოება, რომ საჯარო სივრცეში გაჩერებული ავტომანქანის სარკეზე აღმოჩნდა მესამე პირის, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მურად ბ-------ის ხელის კვლები; ასევე გაუგებარია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ნივთმტკიცებაზე მ------ ბ--–-------ის ხელის კვალის არსებობა რატომ უნდა ჩაითვალოს აუცილებლად, მაშინ როდესაც საგანზე ხელის კვალის არსებობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ტემპერატურაზე და ა.შ. გარდა ამისა, შესაძლებელია პირს შემხებლობა ჰქონდეს საგანთან, მაგრამ ინდენტიფიცირებისათვის ვარგისი ხელის კვალი საერთოდ ვერ იქნას ამოღებული. მ------ ბ--–-------ე დაკავებულ იქნა ქურდობის მცდელობის ფაქტზე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთთავსებადი, შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას და მ------ ბ--–-------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ ტოვებს.
გამართლებულ მ------ ბ--–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ---- კ--–-----ია წარმოდგენილი შესაგელით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციომ პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს პ----- ც-–--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ მ------ ბ--–-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ხ----- კ----ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მ------ ბ--–-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს თ----------------ის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ ქობულეთში ა----–-----–------------------ის მოპირდაპირედ ავტოსადგომზე მ------ ბ--–-------ე ცდილობდა ავტომანქანის გვერდითა სარკის ქურდობას;
პირველი ინსტანციის სასამართლოში საჯაროდ გამოქვეყნებული, დაზარალებულ ი-------- რ----------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ის ქობულეთში დასასვენებლად ჩამოვიდა 2018 წლის 14 აგვისტოს ოჯახთან ერთად კუთვნილი ავტომანქანით - ,,OPEL VEQTRA G’’ მარკის სახელმწიფო ნომრით R------; დაბინავდა აღ--–-----–------------------ში და ავტომანქანა გააჩერა სახლის წინ არსებულ ავტოსადგომზე; 2018 წლის 16 აგვისტოს საღამოს ავტომანქანა ნახა და რაიმე სახის დაზიანება არ შეუმჩნევია, ყველაფერი იყო წესრიგში; 17 აგვისტოს დაახლოებით 03:00 საათზე აივნიდან დაინახა მის ავტომანქანასთან მდგომი უცხო პირები, დაინტერესდა და ჩავიდა ეზოში; იყო რამდენიმე პოლიციელი, მათ შეჩერებული ჰყავდათ უცხო პირი; იქ შეიტყო, რომ ეს უცნობი პირი ცდილობდა მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის სარკის მოპარვას. მისი განმარტებით, სარკის ღირებულებაა 100 ლარი, მოითხოვა ზიანის ანაზღაურება და დამნაშავის დასჯა.
მოწმის სახით დაკითხულ გ--–----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს იმყოფებოდა მივლინებით ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, მისი სამოქმედო ტერიტორია იყო ზღვისპირა პარკი, 16 აგვისტოს 10 საათიდან 17 აგვისტოს 10 საათამდე პერიოდში მოძრაობდა თ----------------ესთან ერთად. 17 აგვისტოს იქნებოდა ღამის 03:00 საათი, აღმაშენებლის გამზირზე N434-ის, სანაპიროს მოპირდაპირედ ავტოსადგომზე შენიშნეს ავტომანქანა ოპელთან გაჩერებული პიროვნება, დაინახეს, რომ მან მოტეხა მარცხენა ხედვის სარკე და აპირებდა გაქცევას, დაუძახეს, რომ შეჩერებულიყო და დაედევნენ; ეს პიროვნება შეაჩერეს, მან თავი წარუდგინა, რომ იყო მ------ ბ--–-------ე, აღიარა, რომ ეს სარკე თანხის მიღების მიზნით მოტეხა, სურდა გაეყიდა; აცნობეს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს, მოვიდა გამომძიებელი და ექსპერტი; გამომძიებელმა შეადგინა დაკავების ოქმი და ჩხრეკის ოქმი; მ------ ბ--–-------ემ ნებაყოფლობით ხელი მოაწერა ოქმს; ამოღებული იქნა აღნიშნული სარკე, შეფუთული და დალუქული იქნა ექსპერტის მიერ, სარკეზე იყო ანაბეჭდები და ისინი დაილუქა ცალკე; ამის შემდეგ დაკავებული პიროვნება გადაიყვანეს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში; მანქანა იყო ,,OPEL VEQTRA G’’ მარკის, რუხის ფერის ფურგონის ტიპის, სახელმწიფო ნომრით 2--; ისინი იმყოფებოდნენ მასთან ახლოს, საიდან გამომდინარეც დაინახეს მ. ბ--–-------ის მოქმედება, მას ხელში ეჭირა აღნიშნული ნივთი; იყო მარტო; დაკავებული პირი საგამოძიებო მოქმედებას დაეთანხმა, მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია; შემთხვევიდან დაახლოებით 3-4 მეტრში დააკავეს.
მოწმის სახით დაკითხულ თ----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კარგად ახსოვს ის შემთხვევა; ღამით დაახლოებით 03:00 საათზე იმყოფებოდა დ. აღმაშენებლის გამზ. N434-თან, ის და გ--–----------ე გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, იქვეა ავტომანქანების სადგომი, ასევე ახლოსაა და შესაძლებელია ადვილად მისვლა ახლომდებარე კლუბებთან; რუხი ვერცხლისფერი ავტომანქანასთან შენიშნეს პიროვნება, რომელმაც მოგლიჯა ავტომანქანის სარკე; დაუძახა, რომ აზრი არ ჰქონდა გაქცევას და შეჩერებულიყო, ის დაიბნა და შეჩერდა; გაესაუბრა შეჩერებულს, გამომძიებელი გამოიძახა, მისგან ამოიღეს ავტომანქანის სარკე და კარგად ახსოვს, რომ ამოღებული იქნა მისი თითის ანაბეჭდებიც. ჩხრეკისას რაიმე სხვა ნივთი არ ამოღებულა, ოქმებზე და დალუქულ ნივთზეც ასევე ამოღებულ ხელის თითის კვლებზე მოაწერა ხელი; თავად ბრალდებული განმარტავდა, რომ სისულელე გააკეთა და ნანობდა; შემთხვევა მოხდა დაახლოებით 03 საათის შემდეგ; 10 მეტრზე მეტი იქნებოდა მოცილებული, როცა დაინახა, როგორ მოგლიჯა მან სარკე, გაიქცა და გაეკიდნენ, კარგად იცნობს იმ ტერიტორიას და თავად ბრალდებულმა გზა ვერ გაიკვლია და ამიტომ მოხერხდა მისი დაკავება; ამინდი კარგი იყო თუმცა საკმაოდ ციოდა; მათ დაუძახეს, რომ იყვნენ პოლიციელები და რომ უნდა შეჩერებულიყო.
მოწმის სახით დაკითხვისას თ----- რ-------ემ განაცხადა, რომ საქმეზე ძირითადად თავად აწარმოებდა გამოძიებას; მის მიერ მოხდა ბრალდებულის დაკავება და პირადი ჩხრეკა, შედგენილია შესაბამისი ოქმი; საგამოძიებო მოქმედება ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა, პოლიციელებთან ერთად, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა გვერდითი ხედვის სარკე; ამოღებული ნივთმტკიცება დაილუქა შესაბამისი წესით; აღებული იქნა ავტომანქანიდან და გვერდითი ხედვის სარკიდან თითის კვლები; დაკავება მოხდა ღამის საათებში, დაახლოებით 02:50 სთ; ბრალდებული არ ახსოვს იყო თუ არა ნასვამი, არ შეუმოწმებია; არ ჩათვალა საჭიროდ; როგორც ახსოვს არ ჩანდა ისეთი მთვრალი; როცა მივიდა ადგილზე, ის პოლიციელებს ჰყავდათ შეჩერებული, ხელში ეჭირა ავტომანქანის სარკე; ავტომანქანა იდგა ავტოსადგომზე; ავტომანქანის გვერდით იდგა თუ არა სხვა ავტომანქანები, არ ახსოვს;
მოწმის სახით დაკითხვისას გ------- ბ---–--ემ განაცხადა, რომ ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. N434 - ის მოპირდაპირე მხარესაა ავტოსადგომი, ექსპერტის თარჯიმნის და დაზარალებულის მონაწილეობით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას იქ იდგა ავტომანქანა მუქი ვერცხლისფერი, რომელსაც არ ჰქონდა მარცხენა ხედვის სარკე; დაზარალებულის განმარტებით კი შემთხვევამდე ავტომანქანას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ავტომანქანიდან ამოღებული იქნა კვლები; როგორც ახსოვს მარცხენა და მარჯვენა მხარეს იდგა ავტომანქანები; ბრალდებული არ იცის სად იყო, ორიენტაცია ჰქონდა ადგილის დათვალიერებაზე; ბრალდებულთან მას შეხება არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხვისას მ------ ს---------ემ განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის პირად ჩხრეკაში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, 2018 წლის 17 აგვისტოს ღამის საათები 03:00 საათის შემდეგ ქობულეთის სამორიგეოს გვერდით ოთახში იმყოფებოდა, როცა გამოიძახეს, გამომძიებელი თ----- რ-------ე ელოდებოდა და ერთად გავიდნენ; ჩხრეკა ჩაუტარდა პიროვნებას სახელით მ------, ხელში ეჭირა და ამოღებული იქნა ავტომანქანის უკანა ხედვის სარკე, შემდეგ დამუშავებული და ამოღებული იქნა ორი ცალი ხელის კვალი, დაილუქა ცალ-ცალკე და მისცა გამომძიებელს; სხვა რაიმე სახის ნივთი არ ამოღებულა; შემდეგ დათვალიერება ჩატარდა, აქ უკვე გამომძიებელი იყო ბ---–--ე, როგორც ახსოვს რუხი ვერცხლისფერი მანქანა იყო, მარცხენა მხარეს არ ჰქონდა უკანა ხედვის სარკე; მანქანის ფრთაზე ამოღებული იქნა ხელის კვალი და ისიც გადასცა გამომძიებელს; დათვალიერებას ესწრებოდა ასევე მესაკუთრე; სარკე ამოიღეს ბრალდებულისაგან;
მოწმე გ------- გ-------–--ემ განაცხადა, რომ ჩატარებული აქვს მოცემულ საქმეზე რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ავთენტურობა და კანონიერებაც დაადასტურა.
2018 წლის 18 აგვისტოს ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მ------ ბ--–-------ის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო 2018 წლის 17 აგვისტოს, 03:20 საათზე და დასრულდა 04:47 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2018 წლის 17 აგვისტოს, 02:50 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირის ქ.N434-ის მოპირდაპირედ ავტოსადგომზე. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა გ--–----------ემ. პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა ავტომანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკე, რომელიც ეჭირა წინ ორთავე ხელში. ქესპერტების მიერ გვერდითა ხედვის სარკე დამუშავებული იქნა დ/ფხვნილით, რა დროსაც გვერდითა უკანა ხედვის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის კვალი ორ ცალ დ/ფირზე, რომელიც ექსპერტების მიერ მოთავსდა და დაილუქა შსს ექსპერტიზის პარკში ლუქი N1. ასევე, ექსპერტების მიერ მ------ ბ--–-------ისგან ამოღებული გვერდითა უკანა ხედვის სარკე მოთავსდა და დაილუქა ექსპერტიზის პარკში, პაკეტი N2. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა მ------ ბ--–-------ის პირადი ჩხრეკა, ასევე მისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკე და სარკის ზედაპირიდან ამოღებული კვლები ციფრული ფოტოაპარატით ნიკონით, რითაც დასრულდა მ------ ბ--–-------ის ჩხრეკა. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ.
2018 წლის 17 აგვისტოს (ავტომანქანის) შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ოქმის შედგენა დაიწყო 2018 წლის 17 აგვისტოს, 04:40 საათზე და დასრულდა 05:35 საათზე, ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირის ქ.N434-ის მოპირდაპირედ ავტოსადგომზე, შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის გ------- ბ---–--ის მიერ, ექსპერტის მ------ ს---------ის, ავტომანქანის მფლობელის ი-------- რ----------ის, თარჯიმნის მონაწილეობით. დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, ნებაყოფლობით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშრალ ამინდში.
შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქობულეთში, ა----–-----–-----------------, საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ, სადაც არის ავტომანქანების სადგომი. აღნიშნული ავტომანქანა სადგომზე გაჩერებულია, რუხი ვერცხლისფერი ფერის ,,OPEL VEQTRA G’’ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით R------. დათვალიერების დროს ფიქსირდება, რომ ავტომანქანას მარცხენა გვერდითა სარკე აქვს მოძრობილ მდგომარეობაში. დათვალიერებას ესწრებოდა აღნიშნული ავტომანქანის მფლობელი ი-------- რ----------ი, რომელმაც მიუთითა ავტომანქანის იმ ადგილზე, სადაც მარცხენა გვერდითა სარკე არის მომძვრალი და განმარტა, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს ღამის საათებში მისთვის უცნობმა პირმა მოახდინა მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ოპელ-ვექტრაზე, სახელმწიფო ნომრით R------ მარცხენა გვერდითა სარკის მოძრობა. ექსპერტის მიერ დამუშავებული იქნა დაქტილოფხვნილით აღნიშნული ავტომანქანა, რა დროსაც ავტომანქანის მარცხენა მხარეს, სადაც სარკე ქარხნულად არის დამონტაჟებული ამოღებული იქნა ხელის კვალი. ასევე, ავტომანქანის მარცხენა წინა ფრთიდან ექსპერტის მიერ აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ხელის კვალი. აღნიშნული ორი ცალი ხელის კვალი ექსპერტების მიერ დასურათდა, ჩადებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. აღნიშნული ავტომანქანა დაკეტილ მდგომარეობაშია. ავტომანქანის დათვალიერების დროს სხვა რაიმე სახის კვლები ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. შემთხვევის ადგილზე არ არის დამონტაჟებული კამერები და არ მიმდინარეობს ვიდეოგადაღება. შემთხვევის ადგილი ექსპერტების მიერ დასურათდა ,,ნიკონის'' ფირმის ციფრული ვიდეოგადამღებით, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც გამოძიებისთვის საინტერესო ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ.
სასაქონლო ექსპერტიზის N----- 24.10.2018წ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ავტომანქანის ,,OPEL VEQTRA G’’ სახელმწიფო ნომრით R------ უკანა ხედვის მარცხენა გვერდითა სარკის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა ედაგენს 130 (ასოცდაათი) ლარს.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N----- 01.11.2018 წ. დასკვნით დადგენილია, რომ 1. სს No172170818001 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვლები N1, N2 და N3 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
- დაქტილოფირზე მაქსიმალური ზომით: 44X59მმ გადატანილი კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
2. კვალი N1 გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 39X57მმ, რომელიც მოთავსებული იყო ქაღალდის პაკეტში წარწერით: „ 17:08:2018 აღმაშენებლის 434 მ------ ბ--–-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანის გვერდითი სარკის ზედაპირიდან ამოღებული (2) ცალ დაქტირო ფირზე ხელის კვალი:“, იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი — მ-------- ვ--–------ის ძე ბ-------ის (დაბ. 0--------- წელს) მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის.
3. N2 და N3 კვლების იდენტური ხელის ანაბეჭდების ნიმუშები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
ექსპერტმა ნ----- ჩ---–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მოხდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის კვლების გამოკვლევა და დადარება ბაზასთან. დასკვნაში მითითებული გარემოება, რომ კვლები ბაზაში არ არის, ნიშნავს იმას, რომ ბაზაში არ აღმოჩნდა ამ კვლების იდენტური ნიმუშები. წარმოდგენილი კვლები მან შეადარა ბაზაში არსებულ კვლებს და ამ კვლების იდენტური კვლები ბაზაში არ მოიპოვებოდა.
მ------ ბ--–-------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოო სიტყვით განაცხადა, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია; ის ნამდვილად იმყოფებოდა ქობულეთში მეგობრებთან ერთად; ქუთაისიდან ქობულეთში ჩავიდა 2018 წლის 15 აგვისტოს საღამოს; ოთხნი იყვნენ; იმ ღამით რესტორანში იმყოფებოდნენ; ღამის 24:00 საათიდან 01:-00 საათამდე შუალედში გამოვიდნენ და ქუჩაში პოლიციის თანამშრომლებმა მათთვის გაურკვეველი მიზეზით დააკავეს მისი ორი მეგობარი; როცა მოიკითხეს, თუ რატომ გადაყავდათ, პასუხი არ გასცეს, აგრესიულად მიმართეს, რომ მასაც მალე მიუსვამდნენ გვერდით; წამოვიდა და ჩაჯდა ავტომანქანაში; ეძინა ალბათ ორი საათი მაინც, ბუნებრივი მოთხვნილების დასაკმაყოფილებლად გადმოვიდა მანქანიდან ახალ გაღვიძებული და გაემართა იქვე ახლოს მყოფი ტუალეტისკენ, ის სადღაც 10 მეტრში იყო იმ ადგილიდან, შეუძლია ზუსტად მივიდეს და აღწეროს ის ადგილი; მიმავალს დაუძახეს პოლიციელებმა და შეაჩერეს, იყვნენ სამნი; მიიყვანეს ერთ ავტომანქანასთან და ეუბნებოდნენ, რომ იმ ავტომანქანის სარკე მან მოიპარა და რა თქმა უნდა არ დაეთანხმა; ისე იყო ნასვამი, იქვე სკამზე დასვეს და გარკვეული პერიოდი ეძინა კიდეც; როგორც ჩანს გადაამოწმეს მონაცემები და ნახეს, რომ იმყოფებოდა აღრიცხვაზე პრობაციის ბიუროში, ხელში დააჭერინეს სარკე იძულებით, თავად არ სურდა ხელში დაჭერა, რადგან არ იყო მისი მოპარული; შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებაში; ეუბნებოდნენ, რომ არაფერი ისეთი არ იქნებოდა, ჯარიმას დაუნიშნავდნენ და გამოუშვებდნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია მოწმე პოლიციელების ჩვენებების და ჩხრეკის ოქმის სანდოობა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაკავებული პირის, მ------ ბ--–-------ის ხელის კვალი არ იქნა აღმოჩენილი მოპარულ ნივთზე და მასზე აღმოჩნდა ვინმე ბ-------ის ხელის კვალი. პირველი ინსტანციის სასამართლოს აზრით, პოლიციელთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია და მ. ბ--–-------ის მიმართ წარდგენილი ბრალის დადასტურება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ავტომანქანის სარკესთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან და ექსპერტის დასკვნასთან.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში სასამართლოს არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვედრილი, არანაირი წინააღმდეგობა ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია მ. ბ--–-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოილუსტრაციებით, დაზარალებულის ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა მ------ ბ--–-------ის პირადი ჩხრეკის და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა.
პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს მოწმეთა ჩვენებებს მ------ ბ--–-------ის დაკავებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოწმე თ. დ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მათგან დაახლოებით 10 მეტრში რუხი ფერის ,,ოპელ-ვექტრას’’ მარკის ავტომანქანასთან, სახელმწიფო ნომრით R------, შენიშნეს მ------ ბ--–-------ე, რომელიც იდგა ავტომანქანის მარცხენა მხარეს, იგი დაეკიდა ავტომანქანას და მოგლიჯა გვერდითა ხედვის სარკე, რომელიც ხელში ეჭირა, იგი იმყოფებოდა მარტო, პოლიციელები აღნიშნულის დანახვისათანავე გაიქცნენ მისკენ და დააკავეს. ანალოგიურად აღწერა საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოწმე გ--–----------ემ და აჩვენა, რომ დაახლოებით 3-4 მეტრში იქნა მათ მიერ შეჩერებული მ. ბ--–-------ე. მოწმე თ.რ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მ. ბ--–-------ე დაკავებულ იქნა 02 საათსა და 50 წუთზე (ფაქტობრივი დაკავების დრო), რაც დაკავების ოქმში იქნა ასახული. მან ადგილზე მისვლის შემდეგ ექსპერტის მონაწილეობით დაიწყო ოქმის შედგენა. პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, დათარიღებულს 2018 წლის 17 აგვისტოთი, ოქმის შედგენა დაიწყო 2018 წლის 17 აგვისტოს 03 საათსა და 20 წუთზე, ოქმის შედგენა დასრულდა 04 საათსა და 47 წუთზე. პირადი ჩხრეკის შედეგად მ. ბ--–-------ისგან ამოღებულ იქნა ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკე, რომელიც ხელში ეჭირა, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე მ------ ბ--–-------ემ დაადასტურა თავისი ხელმოწერით, შენიშვნა ან რაიმე განცხადება მას არ გაუკეთებია. აღნიშნული ოქმი ხელმოწერილ იქნა ასევე მასში მონაწილე ექსპერტის მ------ ს---------ის და ინსპექტორ-გამომძიებლების გ--–----------ის და თ----------------ის მიერ. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ისევე როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თან ახლავს ფოტოილუსტრაციები, სადაც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა, ასევე ფოტოსურათებში ჩანს, თუ როგორ უჭირავს ხელში მ------ ბ--–-------ეს ავტომანქანის სარკე.
აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ კვალი N1 გადატანილი დაქტილოფირზე ზომით 39X57მმ, რომელიც მოთავსებული იყო ქაღალდის პაკეტში წარწერით: „17:08:2018 აღმაშენებლის 434 მ------ ბ--–-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანის გვერდითი სარკის ზედაპირიდან ამოღებული (2) ცალ დაქტირო ფირზე ხელის კვალი:“, იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი — მ-------- ვ--–------ის ძე ბ-------ის (დაბ. 0--------- წელს) მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის. საქმის განხილვისას ექსპერტმა ნ. ჩ---–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნივთზე არ ამოვიდა მ. ბ--–-------ის ხელის კვალი, თუმცა ასევე დადგენილია, რომ მ. ბ--–-------ეს ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკე ხელში ნამდვილად ეჭირა. იმ პირობებში, როდესაც არსებობს მოწმე პოლიციელების: თ----------------ის, გ--–----------ის, გ------- გ-------–--ის, თ----- რ-------ის, გ------- ბ---–--ის, ექსპერტ მ------ ს---------ის, დაზარალებულ ი. რ----------ის თანმიმდევრული, თანხვედრილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნია; ასევე, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, თანდართული ფოტომასალით, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; სასაქონლო-ექსპერტიზის დასკვნა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოილუსტრაციით - პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ნივთზე არ აღმოჩნდა მ------ ბ--–-------ის ხელის კვალი, არ წარმოადგენს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის საფუძველს. პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქმეზე ყველა საპროცესო მოქმედება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და პოლიციელთა მხრიდან მ. ბ--–-------ის მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება.
ამასთან, დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და რომ ისინი მ. ბ--–-------ეს აბრალებენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას. სავარაუდო ვერსია მ------ ბ--–-------ის წასრულში ნასამართლობასთან დაკავშირებით, ასევე დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------ ბ--–-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ქვეპუნქტებით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ------ ბ--–-------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’,,დ’’ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მ------ ბ--–-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელს გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას.
გარდა აღნიშნულისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მ------ ბ--–-------ის მიმართ გამოტანილ განაჩენებზე, კერძოდ: ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განაჩენით მ------ ბ--–-------ის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,დ’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 02 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04 წელი, ჩაეთვალა პირობით, იმავა გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 12 ნოემბრიდან.
მ------ ბ--–-------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კალენდარულად გათავისუფლდა 2016 წლის 11 ნოემბერს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით მ------ ბ--–-------ის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, მ. ბ--–-------ეს განესაზღვრა 04 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 04 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 40000 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მ------ ბ--–-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი უცვლელი დარჩა.
საქმეში წარმოდგენილი მერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 20.08.2018 წ. N59095 წერილით ირკვევა, რომ მ------ ბ--–-------ეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 4000 ლარის დაფარული აქვს სრულად, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს და მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
საქმეში წარმოდგენილი იმერეთის პრობაციის ბიუროს 17.08.2018წ. წერილით ირკვევა, რომ მ------ ბ--–-------ე იმყოფება აღრიცხვაზე და მასზე ზედამხედველობას და კოტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენის საფუძველზე.
ამდენად, მ------ ბ--–-------ემ ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში, ხოლო საბოლოო სასჯელი კი დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის გამამართლებელი განაჩენი მ------ ბ--–-------ის მიმართ და გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
მ------ ბ--–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს მ------ ბ--–-------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების გათვალისწინებით) დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, ასევე ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობიოთ, მ------ ბ--–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მ------ ბ--–-------ე დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 06 თებერვლიდან.
მ------ ბ--–-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 04 მარტის ჩათვლით.
მ------ ბ--–-------ე შესახლებულ იქნას შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
ნივთიერი მტკიცებულება - მ------ ბ--–-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანის უკანა ხედვის მარცხენა გვერდითა სარკე, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლების ნიმუში, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე