განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
010142220700106411
ინსტანცია
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142220700106411

საქმე №1აგ/12-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მაია თეთრაული

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ---- ს--–----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ლ---- ს--–----ე (დაბადებული 1----–-–----------------ს, პირადი ნომერი 0----------, მცხ: ქ. თბილისი, ქვიშხეთის ქუჩა #2, ბინა #71.) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე ლ---- ს--–----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

ლ---- ს--–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლ---- ს--–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე ლ---- ს--–----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასმართლოს 2014 წლის 8 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების არკვეთა 3 (სამი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 26 (ოცდაექვსი) დღე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ს--–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე ლ---- ს--–----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

ლ---- ს--–----ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ---- ს--–----ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება.

 

მსჯავრდებულ ლ---- ს--–----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 23 მაისის #2/05/460048 შეტყობინების თანახმად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ლ---- ს--–----ეს დასრულებული აქვს 2017 წლის 14 ივლისს, ხოლო იმავე განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა - 2019 წლის 22 მაისს.

 

2020 წლის 10 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ---- ს--–----ემ და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის და 26 ივლისის გადაწყვეტილებების საფუძველზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვა, კერძოდ: მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან განთავისუფლება.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ---- ს--–----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (64 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

 

2017 წლის 26 ივლისს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის თანახმად: ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის #2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის ,,ნარკოტიკული საშუალებები“ ა) 73-ე გრაფა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით ნარკოტიკული საშუალება ,,მცენარე კანაფი დიდ ოდენობათ ითვლება 140 გრამიდან“.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ---- ს--–----ე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია 62.06 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისთვის. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 26 ივლისის კანონით შეტანილი ცვლილების თანახმად 62,06 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რის გამოც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ლ---- ს--–----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველ ნაწილზე. რაც შეეხება სასჯელს, როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა 64 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა (იხ. გადაწყვეტილება). რაც შეეხება სასჯელს, ვინაიდან ლ---- ს--–----ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელები მოხდილი აქვს (იხ. შეტყობინება #2/05/46048), პალატა ამ ნაწილში მსჯელობას აღარ იქონიებს, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ ლ---- ს--–----ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს - მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და 2017 წლის 26 ივლისის ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილება და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 26 ივლისის კანონით ცვლილების შეტანის შესახებ და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ---- ს--–----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩენში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაში შეტანილი იქნას ცვლილება;

 

ლ---- ს--–----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ლ---- ს--–----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ. თეთრაული