განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
080100119002920707
ინსტანცია
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002920707

N 1/ბ-687-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2020 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

მარინე იმერლიშვილი

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

პროკურორის - ვ--–---- კ--------ის

მსჯავრდებულის - ნ--- შ---------ის,ადვოკატის - ვ--–---- კ-------–------ მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--- კ----ს ძე შ---------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ. წყალტუბო, თამარ მეფის ქ. N1----.

აღწერილობით ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით ნ--- შ---------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის; ასევე პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 9 იანვარს ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ნ--- შ---------ემ უკანონოდ შეაღწია წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობის საოპერატორო შენობაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ,,ჯ-------–--ის“ კუთვნილ 124 მ. სიგრძის ოთხწვერიან სადენს და 88 მ. სიგრძის რვაწვერიან სადენს, ტ------– გ------–---–ის კუთვნილ ,,А----“-ის ფირმის ელექტრობურღს; ,,R-------------“-ის ელექტრო ბურღს და ,,F-----“-ის ფირმის ელექტრო ბურღს. ქურდობის შედეგად შპს ,,ჯეო ბილდს“ მიადგა 187 (ას ოთხმოცდაშვიდი) ლარისა და 20 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ტ------– გ------–---–ს მიადგა 160 (ას სამოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2019 წლის 10 მარტს, დაახლოებით 2245 საათზე წყალტუბოში, 9 აპრილისა და ტაბიძის ქუჩის გადაკვეთაზე, ნ--- შ---------ემ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ნ-----–---- ზ---–-–---–ს. ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევ-ისათვის მისი დაკავებისას არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკის ნ-----–---- ზ---–-–---–ის და ადგილზე მისული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს მუშაკების კანონიერ მოთხოვნას, რა დროსაც პოლიციის მუშაკებს ძალადობის გამოყენებით არ მისცა შესაძლებლობა განეხორციელებინათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ------ გ-----------ნს, ნ-----–---- ზ---–-–---–ს, დ----- ნ------ეს და მ----- უ--–--ას. ბ------ გ-----------ნს, დ.ნ------ეს და მ----- უ--–--ას დაუზიანა სამსახურეობრივი ფორმის სვიტერი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ნ--- შ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, ნ--- შ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ნ--- შ---------ის მიერ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას და წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული იქნა მსჯავრდებულის მიმართ წამება, არაადამიანური და არასათანადო მოპყრობა, რაზეც მეტყველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებში ჩადებული, დაკავების შემდგომ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.

საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ექსპერტიზა, რითაც შეფასებულია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები. დაცვის მხარე, არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია დაკარგულია ნივთები და შეფასებულია ის შესაბამისი წესით, მაგრამ ამ ნივთებს დაუფლებულია სხვა უცხო პირი და არა მსჯავრდებული.

ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც გამომძიებელმა მიათითებინა შემთხვევის ადგილი, სადაც მოხდა დანაშაული და ასევე მიათითებინა, თუ სად ინახებოდა ფარულად დაუფლებული ნივთები. მიუხედავად ამისა, კიდეც, რომ საგამოძიებო ექსპერტიმენტი ჩატარებულიყო კანონის დაცვით, სს საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

რაც შეეხება სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - 2019 წლის 10 მარტს, წყალტუბოში 9 აპრილისა და ტაბიძის ქუჩების გადაკვეთაზე სრულიად უსაფუძვლოდ, თითქოსდა ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ პოლიციელები, თუმც დაკავების საფუძველი არ განუმარტიათ მისთვის, უფრო მეტიც, იმ დროისათვის მსჯავრდებული პოლიციელების მხრიდან რეალურად იქცა წამების, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლად და სწორედ ამან, ინსტიქტურად გამოიწვია ნ.შ---------ის მხრიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართ აგრესია, რაც მათ მიერვე იქნა აღბეჭდილი ვიდეო ფირზე.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ უხეშადაა დარღვეული ნ.შ---------ის უფლება დაკავებისას, ვინაიდან დამკავებელმა პირებმა კანონით განსაღვრულ ვადებში არ აცნობეს მის მშობლებს, როგორც არასრულწლოვნის დაკავების შესახებ.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე პროკურორს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტს - ნ--- შ---------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - ვ--–---- კვანტალიანს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

პროკურორ ვ--–---- კ--------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული სამშენებლო კომპანია შპს „ჯ------–--ის“ მუშა მოსამსახურის - დაზარალებულ ტ------– გ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 იანვარს აწარმოებდა წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი შენობა-ნაგებობის და წყლის გამწმენდი ბეტონის აუზების მშენებლობას. 2019 წლის 9 იანვარს ის და მისი თანამშრომლები სამსახურში მივიდნენ დაახლოებით 09:00 საათზე, მუშაობის დროს დასჭირდა მისი კუთვნილი ელექტრო ბურღები, რისთვისაც შევიდა საოპერატოროს შენობის ლაბორატორიის ოთახში, სადაც აქვს სამუშაო იარაღები და სამშენებლო მასალები, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მისი კუთვნილი ორი ელექტრო ბურღი და ერთი ელემენტიანი ბურღი ე.წ. „შურუპავიორტი“ აღარ იყო და ივარაუდა, რომ იყო ვიღაც უცხო პირის მიერ მოპარული. აღნიშნული მან აცნობა კომპანიის მომარაგების მენეჯერს გ--- დ-------–---–ს, რის შემდეგაც დაათვალიერეს საოპერატორო ოთახი, საიდანაც ასევე მოპარული იყო ნაცრისფერი იზოლირებულ გარსიანი ბოჭკოვანი ტელევიზიის სადენი, რომელსაც ჰქონდა რვა წვერი, მთლიანად მათი სიგრძე იყო 100 მეტრი. აღნიშნული ოთახიდან მოპარული იყო ასევე 100 მეტრი სიგრძის წითელი ფერის იზოლირებულ გარსიანი ინტერნეტის ბოჭკოვანი სადენი, რომელსაც ჰქონდა ოთხი წვერი. აღნიშნულის შესახებ მათ შეატყობინეს წყალტუბოს პოლიციას. ტ------– გ------–---–მა მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში გ--- დ-------–---–თან ერთად, რა დროსაც მათ მიუთითეს ადგილი შენობის ფანჯარასთან, საიდანაც სავარაუდოდ შენობაში შესული იყო ის პირი, ვინც აღნიშნული ნივთები მოიპარა. მათ ასევე შენობაში მიუთითეს ადგილები, სადაც დაწყობილი იყო ელექტრო ბურღები და ელექტრო სადენები.

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის კომპანიის ,,ჯეო ბილდის“ მენეჯერის - გ--- დ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 იანვარს სამსახურში მისულს, ხელოსანმა ტ------– გ------–---–მა უთხრა, რომ მისი სამუშაო ნივთები იყო წაღებული, როცა შენობა დაათვალიერეს დაადგინეს, რომ ასევე წაღებული იყო კაბელის რულონები. დაზარალებულმა განმარტა, რომ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 187 ლარი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც მონაწილეობას იღებდა ბრალდებული ნ--- შ---------ე, მისი მამა და რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი.

მოწმის ახით დაკითხული ვახტანგ ჩიტორელიძის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, მიღებული იქნა პატაკი კ---- მაისურაძის მიერ, რომელმაც გამოკითხვისას დაადასტურა მიღებული ინფორმაცია. ამის შემდეგ მოწმის სახით იქნა გამოკითხული ნ--- შ---------ე, რის შემდგომაც ვახტანგ ჩიტორელიძის მიერ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ნ--- შ---------ის მონაწილეობით, მისი თანხმობით, მისი კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნ--- შ---------ის მითითებით მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში ჩამდინარე წყლების მშენებლობის ტერიტორიაზე, სადაც ნ--- შ---------ე ნებაყოფლობით უთითებდა იმ ადგილებს თუ როგორ შეაღწია შენობაში და კონკრეტულად შენობაში არსებულ ოთახებში საიდანაც ფარულად დაეუფლა შპს „ჯ------–--ის“ კუთვნილ ელექტრო სადენებს და ტ------– გ------–---–ის ელექტრო ხელსაწყოებს. აღნიშნულის შემდეგ ნ--- შ---------ემ ისინი მიიყვანა იმ არხის პირას სადაც დადებული ჰქონდა მის მიერ ფარულად დაუფლებული ხელსაწყოები და სადენები, რომლებიც შენახული ჰქონდა წყლის არხიდან დაახლოებით 500-600 მეტრის მოშორებით ბუჩქთან, საიდანაც მისი მონაწილეობით მოხდა ფარულად დაუფლებული ნივთების ამოღება. აგრეთვე დაინიშნა ექსპერტიზები, კერძოდ: სასაქონლო ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდგომაც უშუალოდ ვახტანგ ჩიტორელიძის მიერ გაცნობილ იქნა ბრალი ნ--- შ---------ისათვის. მოწმის განმარტებით ნ--- შ---------ეს განემარტა კანონით გათვალისწინებული ყველა უფლება და მისი თანხმობით, კანონიერ წარმომადგენელთან და ექსპერტებთან ერთად ნებაყოფლობით ჩატარდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება.

მოწმის სახით დაკითხული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ---- ო-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 იანვარს პოლიციის თანამშრომლებთან ბ------ გ-----------ნთან ერთად მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში ექსპერტების, გამომძიებლების და ბრალდებულ ნ--- შ---------ის მონაწილეობით, სადაც აგრეთვე მონაწილეობდა ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი. აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარება საჭირო იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში მდებარე წყალტუბოს წყლის გამწმენდი ნაგებობის მიმდებარედ არსებული მშენებარე შენობიდან ელექტრო სადენების, ელექტრო ბურღისა და ე.წ. დრელის ფარულად დაუფლების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული იყო ნ--- შ---------ე, რომელმაც საგამოძიებო ექსპერიმენტისას ნებაყოფილებით მიუთითა ადგილები, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მითითებულ ნივთებს. ნ--- შ---------ემ ასევე მიუთითა ის ადგილი, სადაც მოათავსა წაღებული ნივთები.

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ი-------–--ემ და გ------ი გ--------–---–მა ანალოგიურად გადმოსცეს ფაქტობრივი გარემოებები, დაადასტურეს მათი მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში და შედგენილი ოქმის კანონთან შესაბამისობა.

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის - ნ-----–---- ზ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს დაახლოებით ღამის 1100 საათზე სამსახურეობრივი ავტომობილით მოძრაობდა წყალტუბოს ტერიტორიაზე, კერძოდ 9 აპრილისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე, შეჩერდა შუქნიშანთან, წითელ შუქზე. ამ დროს დაინახა, რომ სამი პირი, რომელთაგან ორი მისთვის უცნობი იყო, ხოლო ერთ-ერთი იყო ნ--- შ---------ე გადმოდიოდნენ გადასასვლელზე, ნ--- შ---------ემაც, რომელიც რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული შეიცნო იგი, მიტრიალდა მისი ავტომანქანისკენ და ხმამაღლა შეაგინა. გადმოვიდა ავტომანქანიდან და ჰკითხა თუ რატომ აგინებდა, რაზედაც ნ--- შ---------ემ ისევ შეაგინა, ხოლო მისთვის უცნობი შ---------ის თანმხლები ორი პირი გაიქცა. აღნიშნულის გამო ნ-----–---- ზ---–-–---–მა მას განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მისი საქციელი იყო კანონსაწინააღმდეგო, რაზეც ნ--- შ---------ე განაგრძობდა მის გინებას. ამიტომ მოწმემ გადასცა ჯერ რაციაზე, ხოლო შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციის სამორიგეოს, რომ გამოეშვათ დამხმარე ჯგუფი და თვითონ დაიწყო მისი დაკავება, თან შეეცადა განემარტა მისთვის, რომ ადმინისტრაციული წესით აკავებდა პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფისთვის. ამასობაში ადგილზე მივიდა ოპერ----ული ჯგუფიც მ----- უ--–--ას, ბ------ გ-----------ნის და დ..... ნ------ის შემადგენლობით, სამივე თანამშრომელს ეცვა სამსახურეობრივი ფორმა. თავად უთხრა ბ------ გ-----------ნს დაეწყო ვიდეო გადაღება, რა დროსაც აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ნ--- შ---------ემ მიმართა აგრესია ბ------ გ-----------ნისკენ და დაუწყო ცემა. ბ------ გ-----------ნმა ვეღარ შეძლო გაეგრძელებინა გადაღება, რადგან ნ--- შ---------ეს იგერიებდა, თავადაც შეეცადა დახმარეობოდა ბ------ გ-----------ნს, ჩაერთო მის დაკავებაში, რა დროსაც ნ--- შ---------ემ მას სახეში ჩაარტყა თავი, რითაც მიაყენა ტკივილი. აგრეთვე ნ--- შ---------ემ ჯიბიდან ამოიღო წვრილ წვერიანი დაახლოებით 20 სმ. სიგრძის სადგისისმაგვარი ე.წ. ,,შტირი“ და სურდა დაერტყა მისთვის, თან ყვიროდა ,,დაგჩეხავო“. თავად წაართვა აღნიშნული საგანი. ნ--- შ---------ე, როგორც მას, ასევე დანარჩენ სამ პოლიციის თანამშრომელს უწევდა წინააღმდეგობას, ურტყამდა, ახევდა სამსახურებრივ ფორმას, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულის განმარტებით ნ--- შ---------ის დაკავება გაუჭირდათ მისი მხრიდან განხორციელებული აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების გამო, რის გამოც შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის ადგილზე შედგენა. დაკავების ოქმი შედგა პოლიციის განყოფილებაში.

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ.ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს ღამის საათებში დაახლოებით 1100 საათისთვის, სამსახურეობრივი ავტომანქანით, თანამშრომლებთან ბ------ გ-----------ნთან და მ----- უ--–--ასთან ერთად გადაადგილდებოდა ქ.წყალტუბოს ტერიტორიაზე, როდესაც რაციაზე მიღებულ იქნა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ-----–---- ზ---–-–---–ის შეტყობინება, რომ სჭირდებოდა დახმარება. გამოცხადდნენ ადგილზე, სადაც ნ--- შ---------ე აგინებდა და წინააღმდეგობას უწევდა ნ-----–---- ზ---–-–---–ს. ბ------ გ-----------ნმა დაიწყო ვიდეო გადაღება, ხოლო თავად ცდილობდა დაეკავებინა ნ--- შ---------ე, რომელმაც დაარტყა სახის არეში და შემოახია სამსახურებრივი ფორმა (სვიტერი). მოწმის განმარტებით ნ--- შ---------ე იყო ძალიან აგრესიული, წინააღმდეგობას უწევდა თითქმის ყველა პოლიციელს და საცემად იწევდა მათკენ.

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ----- უ--–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს ღამის საათებში დაახლოებით 1100 საათისთვის, სამსახურეობრივი ავტომანქანით, ოპერ----ულ თანამშრომლებთან ბ------ გ-----------ნთან და დ.ნ------ესთან ერთად გადაადგილდებოდა ქ.წყალტუბოს ტერიტორიაზე, როდესაც რაციაზე მიღებულ იქნა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ-----–---- ზ---–-–---–ის შეტყობინება, რომ სჭირდებოდა დახმარება, როცა მითითებულ მისამართზე მივიდნენ ნახეს, რომ ნ-----–---- ზ---–-–---–ი ცდილობდა დაეკავებინა ნ--- შ---------ე, რომელიც იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა, ნ-----–---- ზ---–-–---–ს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და დაარტყა თავი სახის არეში. ნ--- შ---------ე მათ დანახვაზე კიდევ უფრო აგრესიული გახდა, ყველა იქ მყოფი პოლიციელის მიმართ ახორციელებდა, როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, ქონდა ე.წ. ,,შტირი“, რომლის დარტყმაც უნდოდა ნ-----–---- ზ---–-–---–ისთვის, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და ეს საგანი წაართვეს. ნ--- შ---------ემ პირადად მას შემოახია პოლიციის უნიფორმა, დაარტყა რამდენჯერმე, თუმცა მას არ მიუღია რაიმე სახის შესამჩნევი დაზიანება. მართალია გაუჭირდათ ნ--- შ---------ის დაკავება, თუმცა საბოლოოდ მაინც დააკავეს და გადაიყვანეს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში.

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ბ------ გ-----------ნის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს ღამის საათებში დაახლოებით 1100 საათისთვის, სამსახურეობრივი ავტომანქანით, ოპერ----ულ თანამშრომლებთან მ----- უ--–--ასთან და დ.ნ------ესთან ერთად გადაადგილდებოდა ქ. წყალტუბოს ტერიტორიაზე, როდესაც რაციაზე მიიღეს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ-----–---- ზ---–-–---–ის შეტყობინება, რომ სჭირდებოდა დახმარება. მისამართზე მისვლისას ნ-----–---- ზ---–-–---–ი ცდილობდა დაეკავებინა ნ--- შ---------ე და ჩაესვა მანქანაში, თუმცა ის აგრესიულ წინააღმდეგობას უწევდა, ურტყამდა და აგინებდა. ნ-----–---- ზ---–-–---–მა მას უთხრა, რომ განეხორციელებინა ვიდეო გადაღება, ხოლო როცა ნ--- შ---------ემ დაინახა, რომ მას ვიდეოზე აფიქსირებდა მთელი აგრესია მიმართა მისკენ, დაუწყო ცემა და გინება, დაარტყა სახის არეში ჩამოახია პოლიციელის ფორიმის სამხრე, რის გამოც მის მიერ ვეღარ მოხერხდა ვიდეოგადაღების გაგრძელება. შემდეგ დ.ნ------ისა და მ----- უ--–--ას დახმარებით მოხდა ნ--- შ---------ის ქმედების აღკვეთა და მოწმემ გააგრძელა ვიდეოგადაღება. ნ--- შ---------ე შეეცადა ე.წ. ,,შტირი’’ დაერტყა ნ-----–---- ზ---–-–---–ისთვის, რაც წაართვა ნ-----–---- ზ---–-–---–მა. ბრალდებულმა ნ-----–---- ზ---–-–---–ს თავი ჩაარტყა სახის მიდამოში, რა დროსაც თავად ნ--- შ---------ეს წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით ნ--- შ---------ე იყო ზედმეტად აგრესიული, ამიტომ გაჭირდა მისი დაკავება და პოლიციის ავტომანქანაში ჩასმა. ბრალდებულის დაკავების ოქმი შედგენილ იქნა წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში მიყვანის შემდეგ, რაზეც ნ--- შ---------ემ ხელი არ მოაწერა.

მოწმის სახით დაკითხული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ო----- ბ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე დაკავებული ნ--- შ---------ე გამოკითხა, მისივე ნებართვით ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დროს და ასევე მისი თანხმობით აიღო ნერწყვის ნიმუში.

მოწმის სახით დაკითხული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის ა-–-------რე ქ-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 მარტს იყო მორიგე გამომძიებელი წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, დაიწყო გამოძიება ნ--- შ---------ის მიერ პოლიციის მუშაკების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტთან დაკავშირებით. მან გამოკითხა მოწმეები: ნ-----–---- ზ---–-–---–ი, დ.ნ------ე, ბ------ გ-----------ნი და მ----- უ--–--ა. მათგან გადაუდებელი აუცილებლობის წესითა და მათივე თანხმობით ამოიღო ე.წ. ,,შტირი“ და ბ------ გ-----------ნის მიერ გადაღებული ნ--- შ---------ის დაკავების ამსახველი დისკი და სამსახურეობრივი ფორმის ქურთუკები, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით და დაინიშნა ექსპერტიზები. აღნიშნულის შემდეგ მითითებული პირები ცნობილ იქნენ დაზარალებულებად, გამოტანილ იქნა დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რაც გაეცნო დაზარალებულ პირებს. 2019 წლის 28 მარტს გაერთიანდა ნ--- შ---------ის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეები და წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 9 იანვარს წყალტუბოს რაიონის, სოფელ გვიშტიბში მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობის საცავიდან ტ------– გ-------–--ლის კუთვნილი ელექტრო დრელისა და ელექტრო სადენების ქურდობის ფაქტზე.

 

დანაშაულის შესახებ N4---- შეტყობინების თანახმად - წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------ი ა-----ეს დაუკავშირდა ტელეფონით ტ------– გ-------–--ლი და განაცხადა, რომ სოფელ გვიშტიბში მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობიდან წაღებულია მისი კუთვნილი ელექტრო დრელი და ელექტრო კაბელები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2019 წლის 9 იანვარს 1250 საათიდან 1410 საათამდე დროის პერიოდში, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------ი ა-----ის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში, რომელიც წარმოადგენს წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი შენობა ნაგებობისა და წყლის გამწმენდი ბეტონის აუზების მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიას. სამშენებლო კომპანია შპს „ჯ------–--ის“ მომარაგების მენეჯერმა გ--- დ-------–---–მა მიუთითა საოპერატორო შენობის უკანა მხარეს არსებულ ფანჯარაზე, რომელიც არის ღია მდგომარეობაში და ფანჯრის რაფაზე აღინიშნება ტალახიანი ფეხსაცმლით დატოვებული კვალი, გ--- დ-------–---–ის განმარტებით სწორედ აღნიშნული ფანჯრიდან შეაღწია შენობაში პიროვნებამ და ფარულად დაეუფლა ტელევიზიის ბოჭკოვან სადენს და ინტერნეტის ბოჭკოვან სადენს, ასევე ელექტრო ბურღებს და ელექტრო შურუპავიორტს, ამის შემდეგ გ--- დ-------–---–მა მიუთითა საოპერატორო ოთახზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ოთახში, სადაც განთავსებულია პლასტმასის მილების შესადუღებელი აპარ---- შენახული ჰქონდათ ნაცრისფერი იზოლირებულ გარსიანი რვა წვერიანი ბოჭკოვანი სადენი, რომელიც იყო ტელევიზიის სადენი, ასევე იმავე ოთახიდან ფარულად დაუფლებული იყო წითელი ფერის იზოლირებულ გარსიანი ინტერნეტის ბოჭკოვანი სადენი, რომელიც იყო ოთხ წვერიანი და ორივე სადენი იყო ახალი და თითოეული იყო 100 მეტრი სიგრძის, სულ ორივე 200 მეტრი სიგრძის. ამის შემდეგ გ--- დ-------–---–მა მიუთითა აღნიშნულ შენობაში ლაბორატორიის ოთახი და განმარტა, რომ აღნიშნული ოთახიდან მოპარული იყო კომპანიის მუშა მოსამსახურის კუთვნილი სამი ელექტრო ბურღი, რის შემდეგაც ტ------– გ------–---–მა მიუთითა აღნიშნულ ოთახში ადგილი, საიდანაც ფარულად დაუფლებული იყო მისი კუთვნილი „ალმაზის“ ფირმის შავი ფერის კორპუსიანი ელექტრო ბურღი, მწვანე ფერის კორპუსიანი „RTRMAX-ის“ ფირმის ელექტრო ბურღი და შავი და ლურჯი ფერის კორპუსიანი ელექტრო ბურღი ე.წ შურუპავიორტი. აღნიშნული ოთახის მეტალოპლასტმასის კარის საკეტის გარე სახელურიდან აღებულ იქნა ანაწმენდები, ამავე ოთახის კარის მინის გარე ზედაპირიდან ექსპერტების მიერ აღებული იქნა ოთხი ხელის კვალი.

მოწმის სახით დაკითხული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ------ი ა-----ძის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ 2019 წლის 9 იანვარს დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომლის სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გურამ კუჭავამ.

2019 წლის 10 იანვრის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის კ---- მაისურაძის პატაკით, მიღებული ოპერ----ული ინფორმაციის თანახმად წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში მდებარე წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი შენობა-ნაგებობის, მშენებლობაზე მომუშავე მუშის ტ------– გ------–---–ის კუთვნილი ორი ცალი ელექტრო ბურღი და ერთი ცალი სახრახნისი, ასევე შპს „ჯ------–--ის“ კუთვნილი ორი რულონი იზოლირებულ გარსიანი სადენი საოპერატორო შენობის ოთახებიდან ფარულად დაუფლებული უნდა იყოს ქ. წყალტუბოში თამარ მეფის ქუჩა N1-----ში მცხოვრები, 2001 წლის 22 ივლისს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ--- კ----ს ძე შ---------ის (პ/ნ 5----------) მიერ.

2019 წლის 10 იანვარს 1155 საათიდან 1310 საათამდე დროის პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად - შემთხვევის ადგილი მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში და წარმოადგენს წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდ შენობა-ნაგებობას. შენობა-ნაგებობის ეზოში ნ--- შ---------ემ მიუთითა შენობა, სადაც იგი შევიდა მარტო, შენობის გარეთა მხრიდან მიუთითა ფანჯარა, რომელიც დამუშავებულია ექსპერტების მიერ და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ფანჯრის გაღების შემდეგ იგი მარტო შევიდა შენობაში, ასევე აღნიშნული ფანჯრის საშუალებით გამოვიდა შენობიდან, შენობაში შესვლის შემდგომ ნ--- შ---------ემ მიუთითა საოპერატორო ოთახზე და განმარტა, რომ აღნიშნული საოპერატორო ოთახიდან იგი 2019 წლის 9 იანვარს, გვიან ღამით ფარულად დაეუფლა ორ რულონ ელექტრო სადენს, ხოლო აღნიშნულის შემდგომ დერეფანში ხელმარცხნივ მიუთითა ერთ-ერთი ოთახი, რომელიც განკუთვნილია ლაბორატორიისათვის, სადაც განთავსებულია სამშენებლო მასალა და ხელსაწყოები. ნ--- შ---------ემ მიუთითა ოთახში განთავსებულ მუყაოს ყუთზე და განმარტა, რომ ლაბორატორიის ოთახში განთავსებული ყუთიდან იგი 2019 წლის 9 იანვარს, ღამის საათებში ფარულად დაეუფლა ორ ელექტრო დრელს და ერთ „შურუფავოის“, რომლებიც მან ჩაალაგა ოთახში არსებულ ხელჩანთაში. ამის შემდგომ ნ--- შ---------ემ მიუთითა თამარ მეფის ქუჩაზე ხელმარჯვნივ წყლის არხისაკენ და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე ბუჩქის ძირში ინახავდა მის მიერ ფარულად დაუფლებულ ელექტრო ხელსაწყოებს და ორ რულონ ელექტრო სადენს, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ხელჩანთაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ამოღებულ იქნა ნ--- შ---------ის მიერ ფარულად დაუფლებული ნივთები, კერძოდ: წითელი და თეთრი ფერის იზოლირებულ გარსიანი ორი რულონი ელექტროსადენი, შავი ფერის ელექტროდრელი ,,А----“-ის ფირმის, მომწვანო ფერის ელექტროდრელი ,,RTRMAX ROTHER“ -ის ფირმის, ,,F-----“-ის ფირმის ,,შურუფავოი’’.

სასაქონლო ექსპერტიზის N18/ს დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 124მ. სიგრძის ოთხ წვერიანი სადენის მარკირებით: „B---------- J-H(ST)H..L9 2x2x0.80+0.80 mm2“ საბაზრო ღირებულება დღევანდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 99.2 (ოცხმოცდაცხრამეტ ლარს და ოც თეთრს) ლარს. 88მ. სიგრძის რვა წვერიანი სადენი მარკირებით: „DRAKA UC400SCREEN 23 CATEGORY 6 U/FTP 4P IEC 61156-5 PVC 09 3416103 807111643” 88 (ოცხმოცდარვა) ლარს, „А----“-ის ფირმის MODEL: АДУ-10503Р ელექტრო ბურღი 50 (ორმოცდაათი) ლარს, „RTRMAX ROTHER”-ის ფირმის ელექტრო ბურღი 25 (ოცდახუთი) ლარს, „F-----”-ის ფირმის MODEL: FCD144L01 ელექტრო ბურღი 85 (ოთხმოცდახუთი) ლარს.

დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 10 მარტს 23:20 საათზე წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ------ი გ-----------ნის მიერ ქ. წყალტუბოში, 9 აპრილისა და ტაბიძის ქუჩის გადაკვეთაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ--- კ----ს ძე შ---------ე.

ბრალდებულის დაკავების თაობაზე ოჯახის წევრისათვის შეტყობინების შესახებ ოქმით, დადგენილია, რომ დაკავებული ბრალდებულის ნ--- შ---------ის დედას - ნ--- შ---------ეს, 2019 წლის 11 მარტს 0130 საათზე, შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ბ------ი გ-----------ნის მიერ ეცნობა მისი შვილის ნ--- შ---------ის დაკავების თაობაზე საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი ბ------ი გ-----------ნი და ბრალდებულის დედა - ნ--- შ---------ე.

2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა-–-------რე ქ-----ას მიერ 0210 საათიდან 0225 საათამდე დროის პერიოდში ნ-----–---- ზ---–-–---–ისაგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ლითონის წკირი ე.წ. „შტირი“ საშუალო ზომის მრგვალი ფორმის წამახვილებული ლითონის წვერით, რომელსაც სახელურზე დახვეული აქვს მოცისფრო-მოწითალო ფერის ძაფი.

2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელ ა-–-------რე ქ-----ას მიერ 03:00 საათიდან 03:15 საათამდე დროის პერიოდში ბ------ი გ-----------ნისაგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი მისი კუთვნილი პოლიციელის მოლურჯო ფერის უნიფორმის სვიტერი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა სამხრე, ერთი ცალი CD-R დისკი, რომელზეც განთავსებულია ნ--- შ---------ის დაკავების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი ორ ფაილად.

2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელ ა-–-------რე ქ-----ას მიერ 0400 საათიდან 0415 საათამდე დროის პერიოდში მ-----ი უ--–--ასაგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი მისი კუთვნილი პოლიციელის მოლურჯო ფერის უნიფორმის სვიტერი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარცხენა სამხრე.

2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელ ა-–-------რე ქ-----ას მიერ 0450 საათიდან 0505 საათამდე დროის პერიოდში დ.ნ------ისაგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი მისი კუთვნილი პოლიციელის მოლურჯო ფერის უნიფორმის სვიტერი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა სამხრე.

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 11 მარტს 07:00-07:08 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ-----–---- ზ---–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 11 მარტს 21:15-21:45 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ--- შ---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები დამწვრობის, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანება (II ხარისხის) დამწვრობის სახით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; დაზიანებები ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (10.03.2019წ); ხოლო დანარჩენი დაზიანებები სისხლნაჟღენთების, დამწვრობისა და გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში მარცხნივ მოწითალო ფერის ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (10.03.2019წ).

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა შოთა თათვიძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სიწორე.

2019 წლის 12 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელ ა-–-------რე ქ-----ას მიერ 1240 საათიდან 1310 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერებულ იქნა CD-R დისკი. ფაილი N1 წარწერით: „video-1552375191” რომლის ჩანაწერის ხანგრძლივობაა 30 წამი, ფაილის გახსნისას ვიდეო ჩანაწერში ჩანს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ნ-----–---- ზ---–-–---–ი, რომელსაც ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და მოშავო ფერის ტყავის ქურთუკი. იგი ცდილობს ავტომანქანაში ჩასვას ნ--- შ---------ე, რომელსაც ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის ქურთუკი, ხოლო ქურთუკის შიგნით მოყვითალო ფერის სვიტერი. იგი უწევს წინააღმდეგობას ნ-----–---- ზ---–-–---–ს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და სახის არეში მარცხენა მხარეს ურტყამს თავს და ხელს. ასევე აგინებს დედის მისამართით ვიდეო ჩანაწერის გადამღებს, რომელიც ბ------ გ-----------ნის განმარტებით არის თვითონ და იფურთხება მისი მისამართით, ნ-----–---- ზ---–-–---–ი მას მოუწოდებს, რომ დაწყნარდეს. ფაილი N2 წარწერით: „video-1552375268” რომლის ჩანაწერის ხანგრძლივობაა 81 წამი, ფაილის გახსნისას ვიდეო ჩანაწერში ჩანს ნ--- შ---------ე, რომელსაც იგივე ტანსაცმელი აცვია, იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს დედის მისამართით შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ დ.ნ------ეს, რომელსაც ტანთ აცვია პოლიციის უნიფორმის მოლურჯო ფერის სვიტერი. დ.ნ------ე ცდილობს შებოჭოს ნ--- შ---------ე. კადრში მთელი ჩანაწერის განმავლობაში ისმის ბ------ გ-----------ნის ხმა, რომელიც აწარმოებს ვიდეო გადაღებას, იგი მოუწოდებს ნ--- შ---------ეს დაწყნარდეს, აფრთხილებს, რომ არ შეაგინოს და ხელი არ დაარტყას პოლიციის თანამშრომლებს. ნ--- შ---------ე წინააღმდეგობას უწევს დ.ნ------ეს, აგინებს, უყვირის რომ „თუ არ ჩამოგაგლიჯო მაგ პაგონები ჩემი დედაო“ სახის არეში ურტყამს ხელს და უზიანებს მარჯვენა სამხრეს. ჩანაწერში 70 წამზე ჩნდება ნ-----–---- ზ---–-–---–ი, რომლის დახმარებით დ.ნ------ე ნ--- შ---------ეს აჯენს ავტომანქანაში. ამით ჩანაწერი სრულდება.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა CD დისკზე ვიდეო ჩანაწერი. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით „მ----- უ--–--ასაგან ამოღებული პოლიციელის უნიფორმის დაზიანებული სვიტერი“ მოთავსებულ მოლურჯო ფერის სვიტერზე არსებული ბიომასალის (ობ. N4,5) გენეტიკური პროფილები შერეულია, ობ. N4-ის (სამხრეები და მიმდებარე ზედაპირი) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ობ. N5-ის (წინა ზედაპირი) გენეტიკური პროფილის მინორული წილი ეკუთვნის ნ--- შ---------ეს (ობ. N17, პაკეტი წარწერით „ბრალდებულ ნ--- შ---------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში“) ხოლო მაჟორული წილი მამრობითი სქესის სხვა პირს. პაკეტში წარწერით „ბ------ი გ-----------ნისაგან ამოღებული პოლიციელის უნიფორმა დაზიანებული“ მოთავსებულ მოლურჯო ფერის სვიტერზე არსებული ბიომასალის (ობ. N6,7) გენეტიკური პროფილები შერეულია, ობ. N6-ის (სამხრეები და მიმდებარე ზედაპირი) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ობ. N7-ის (წინა ზედაპირი) გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ნ--- შ---------ეს (ობ. N17); პაკეტში წარწერით „ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ნ--- შ---------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი“ მოთავსებულ მოშავო ფერის კაპიუშონიან ქურთუკზე (ობ. N8,10) მოყვითალო ფერის კაპიუშონიან გრძელსახელოებიან მაისურზე (ობ. N11,13) და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალზე (ობ. N14,16) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ--- შ---------ეს (ობ. N17);

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ნ--- შ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით ნ--- შ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 მე-2 ნაწილების თანახმად, დანიშნული სასჯელი შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ნ--- შ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი.

ნ--- შ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 9 იანვარს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გამთენიისას მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ პოლიციის უფროსთან იყო დაბარებული, რის გამოც მას გაჰყვა. პოლიციის უფროსმა მას უთხრა, რომ ვინაიდან არასრულწლოვანი იყო, არავინ დაიჭერდა და თავის თავზე აეღო მომხდარი ქურდობის ფაქტი, რაზედაც ის დასთანხმდა. პოლიციამ იცოდა, რომ ის წარსულში ქურდობისათვის იყო ნასამართლევი. შემდეგ შემთხვევის ადგილზე მამასთან ერთად გაიყვანეს და აიძულეს მიეთითებინა კონკრეტული ადგილები. მოპარულ ნივთებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნივთები მას არასოდეს უნახავს და როდესაც პოლიციამ აჩვენა, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიუთითა ნივთებზე. პოლიციის თანამშრომლებს ყველაფერზე ემორჩილებოდა, რასაც ეტყოდნენ, რადგან პოლიციის უფროსი დაჰპირდა, რომ არ დაიჭერდნენ ვინაიდან იყო არასრულწლოვანი. რაც შეეხება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მას დანაშაული არ ჩაუდენია, პირიქით პოლიციამ დააკავა და სცემეს, რის შედეგად მოსდიოდა სისხლი. მისი დაკავება მოხდა კანონის დარღვევთ, არ გამოიძახეს მისი მშობლები.

პალატა სრულად იზიარებს ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მტკიცებულებათა შეფასების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან, ურთიერთთავსებადია და ერთგვაროვნად ადასტურებენ, რომ ნ--- შ---------ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის და პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შუამდგომლობის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ნ--- შ---------ის მიმართ ახდენდნენ ფიზიკურ ზეწოლას. პალატის აზრით ყოველივე აღნიშნული მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, არ დასტურდება და არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ, ურთიერთ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, ნ.შ---------ეს სასამართლოში არ წარმოუდგენია სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც გააბათილებდა ხსენებულ მტკიცებულებებს.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნ--- შ---------ე საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ფაქტებს ასახავდა პოლიციის თანამშრომლების მითითებით, მან არ იცოდა ქურდობის ჩადენის ადგილი და ასევე ნივთები პირველად ნახა საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოება არ დასტურდება. საგამოძიებო მოქმედებას ნ--- შ---------ესთან ერთად ესწრებოდა მისი კანონიერი წარმომადგენელი მამა - კ---- შ---------ე, რომლებსაც საგამოძიებო მოქმედებასთან, შედგენილ ოქმთან დაკავშირებით შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ და მათ ხელის მოწერით დაადასტურეს ოქმში ასახული გარემოებების და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ოქმის მიხედვით დასტურდება ნ--- შ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამ უკანასკნელმა ცალსახად უჩვენა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს ჩადენილი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ შენობა, სადაც იგი შევიდა მარტო, შენობის გარეთა მხრიდან და მიუთითა ფანჯარა, მიუთითა საოპერატორო ოთახზე და განმარტა, რომ აღნიშნული საოპერატორო ოთახიდან იგი 2019 წლის 9 იანვარს, გვიან ღამით ფარულად დაეუფლა ორ რულონ ელექტრო სადენს; მიუთითა ოთახში განთავსებულ მუყაოს ყუთზე და განმარტა, რომ ლაბორატორიის ოთახში განთავსებული ყუთიდან იგი 2019 წლის 9 იანვარს, ღამის საათებში ფარულად დაეუფლა ორ ელექტრო დრელს და ერთ „შურუფავოის“, რომლებიც მან ჩაალაგა ოთახში არსებულ ხელჩანთაში. ამის შემდგომ ნ--- შ---------ემ მიუთითა თამარ მეფის ქუჩაზე ხელმარჯვნივ წყლის არხისაკენ და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე ბუჩქის ძირში ინახავდა მის მიერ ფარულად დაუფლებულ ელექტრო ხელსაწყოებს და ორ რულონ ელექტრო სადენს, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ხელჩანთაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ამოღებულ იქნა ნ--- შ---------ის მიერ ფარულად დაუფლებული ნივთები.

აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში ნ--- შ---------ეს ჩვენება არ მიუცია, არამედ მან ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ნ--- შ---------ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გარდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ტ------– გოგინაშილის, დაზარალებულის წარმომადგენლის გ--- დ-------–---–ის, გამომძიებლების ვახტანგ ჩიტორელიძისა და რ---- ო-------–-–---–ის, ექსპერტების ი-------–--ის და გ------ი გ--------–---–ის თანხვედრაში მყოფი მტკიცებულებებით, სრულად დასტურდება 2019 წლის 9 იანვარს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობის საოპერატორო შენობაში ნ--- შ---------ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი.

რაც შეეხება ნ--- შ---------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის, მათ შორის პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობა, ასევე მისი პირადი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და ის დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი. ძალადობით ან ძალადობის მუქარით პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან. ასევე მნიშვნელოვანია მიზანი, კერძოდ ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ამოღების ოქმები, რისი შინაარსიც პალატას სარწმუნოდ მიაჩნია, ხოლო ხსენებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების მიხედვით დადგენილია, რომ დაზარალებულებისაგან ამოღებულია დაზიანებული სამსახურებრივი ფორმები, ნ-----–---- ზ---–-–---–ისაგან ასევე ამოღებული იქნა ე.წ. ,,შტირი’’, ბ------ გ-----------ნისაგან ამოღებული იქნა ერთი ცალი CD დისკი. სხდომაზე გამოკვლეული ბ------ გ-----------ნისაგან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი სრულ შესაბამისობაშია ნ.ზ---–-–---–ის, ბ.გ-----------ნის, დ.ნ------ისა და მ.უ--–--ას ჩვენებებთან, სადაც დაფიქსირებულია თუ როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შურაცხყოფას ნ--- შ---------ე პოლიციის თანამშრომლებს. ასევე სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად 2019 წლის 11 მარტს 07:00-07:08 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ-----–---- ზ---–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზარალებულები ნ.ზ---–-–---–ი, ბ.გ-----------ნი, დ.ნ------ე და მ.უ--–--ა დამაჯერებლად განმარტავენ, რომ ნ-----–---- ზ---–-–---–ის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს ქ.წყალტუბოში 9 აპრილისა და ტაბიძის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მათ დახვდათ ნ--- შ---------ე, რომლის ადმინისტრაციული წესით დაკავებას და მანქანაში ჩასმასაც ცდილობდა ნ-----–---- ზ---–-–---–ი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. მათ დანახვაზე ნ--- შ---------ე გახდა მეტად აგრესიული, რა დროსაც ნ-----–---- ზ---–-–---–ს თავი ჩაარტყა, ასევე ამოიღო თან ნაქონი ე.წ. ,,შტირი’’, რომლის გამოყენებითაც ცდილობდა ნ-----–---- ზ---–-–---–ისათვის დაზიანების მიყენებას. ნ-----–---- ზ---–-–---–მა ნ--- შ---------ეს წაართვა საგანი და თავის მანქანაში ჩააგდო. დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ ნ--- შ---------ემ მათ დაუზიანა სამსახურებრივი ფორის სამხრეები და ყვიროდა ,,მაგ პაგონებს დაგახევთო’’ ყოველივე ზემოაღნიშნული აშკარად მიუთითებს, რომ ნ--- შ---------ის მიერ ჩადენილია პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის მიმართ მტკიცებულებები ეყრდნობა პოლიციელთა ჩვენებებს და არ არის გამყარებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება.

პალატა ასევე განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

პალატა ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას ნ--- შ---------ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან ნ--- შ---------ემ აღნიშნული დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა მაშინ, როდესაც იგი იმყოფებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით ნ--- შ---------ეს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 მე-2 ნაწილების შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნულ საქმეზე მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქმეში ,,ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ” ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დასადგენად სასამართლო ითვალისწინებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება, მხოლოდ შეთანხმებული, საკმაოდ ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმციებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ--- შ---------ის მიმართ გამოტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ--- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი ნ--- შ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ნ--- შ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, ნ--- შ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ნ--- შ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

ნ--- შ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 მარტიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:

ნ-----–---- ზ---–-–---–ისაგან ამოღებული ლითონის წკირი, ბრალდებულ ნ--- შ---------ისაგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ოთხი კვალი - განადგურდეს.

ბ------ი გ-----------ნისაგან ამოღებული სამსახურებრივი ფორმის სვიტერი, მ----- უ--–--ასაგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმის სვიტერი, დ----- ნ------ისაგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმის სვიტერი - დაბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

ბრალდებულ ნ--- შ---------ისაგან ამოღებული მოშავო ფერის ელვაშესაკრავიანი ქურთუკი, მოყვითალო ფერის სვიტერი, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი - დაუბრუნდეს ნ--- შ---------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ბ------ი გ-----------ნისაგან ამოღებული CD დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ამოღებული ორი რულონი ელექტროსადენი, ორი ელექტრო ბურღი, სახრახნისი და ჩანთა - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

მარინე იმერლიშვილი