განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2020
საქმის ნომერი
180100117003273241
ინსტანცია
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100117003273241

საქმე №1ბ/1803-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანი გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - დ--------------–---–ის,ადვოკატ- ა-–-----------------ის,მსჯავრდებულ - ვ-–--–-------ის,მსჯავრდებულ - გ--–-------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულების ვ-–--–-------ის, გ--–-------–---–ის და მათი ადვოკატის მ--------------–--–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ვ-–-------–------–--------ს მიმართ - (პ/ნ 3----------); დაბადებული 1----–-–----------------–ს; საქართველოს მოქალაქე; ნასამართლობის არმქონე; ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------------------–------------–ი; ამჟამად პატიმარი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ასევე 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

გ--–-----------------–---–ის მიმართ - (პ/ნ 3----------); დაბადებული 1----–-–------------ს; საქართველოს მოქალაქე; ნასამართლობის არმქონე; ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------------------–------------–ი; ამჟამად პატიმარი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ასევე 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენით:

 

ვ-–--–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ფიქტიურად სხვა პირზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება - თ-------------------ის (პ.ნ. 0----------) სახელზე რეგისტრირებული 4500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7-----------;

 

ვ-–--–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი ზომის ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–--–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ვ-–--–-------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უძრავი ქონება - თ-------------------ის (პ.ნ. 0----------) სახელზე რეგისტრირებული 4500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7-----------.

 

გ--–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, გ--–-------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ფიქტიურად სხვა პირზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება - ნ----------------ის (პ/ნ 1----------) სახელზე რეგისტრირებული 5000 (ხუთი ათასი) კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7------------ მდებარე: მ–------------------------–-------------ი;

 

გ--–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი ზომის ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, გ--–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, გ--–-------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უძრავი ქონება - ნ----------------ის (პ/ნ 1----------) სახელზე რეგისტრირებული 5 000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 7------------ მდებარე: მ–------------------------–-------------ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ვ-–--–-------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

გ--–-------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ვ-–--–-------ემ და ზ---–-------–--–---–მა განიზრახეს თაღლითურად მიეღოთ ქონებრივი უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ზ---–-------–--–---–მა და ვ-–--–-------ემ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადეს 1997 წლის 04 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N3-- აქტი. მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, ზ---–-------–--–---–ის მითითებით, ვ-–--–-------ემ 2009 წლის 22 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, რასაც ერთვოდა 1997 წლის 04 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N3-- აქტი და სხვა დოკუმენტები, რაც წინასწარ მოპოვებული იქნა ზ---–-------–--–---–ის მიერ. აღნიშნულით ვ-–--–-------ე ითხოვდა მის სახელზე მომხდარიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია თითქოსდა მიწის რეფორმით მიღებულ, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მდებარე, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე. ხსენებული განცხადებით, 2009 წლის 28 სექტემბერს, 1997 წლის 04 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N3-- აქტის საფუძველზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეშვეობით, ვ-–--–-------ის სახელზე საკუთრების უფლებით, დარეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი, 15 143 (თხუთმეტიათას ასორმოცდასამი) ლარის ღირებულების, 4 500 (ოთხიათასხუთასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკ. კოდით: 7-----------). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---–-------–--–---–ისა და ვ-–--–-------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით (15 143 ლარი) ქონებრივი ზიანი.

 

ვ-–--–-------ემ და ზ---–-------–--–---–მა განიზრახეს თაღლითურად მიეღოთ ქონებრივი უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ზ---–-------–--–---–მა და ვ-–--–-------ემ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადეს 1997 წლის 04 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N3-- აქტი. მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, ზ---–-------–--–---–ის მითითებით, ვ-–--–-------ემ 2009 წლის 22 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, რასაც ერთვოდა 1997 წლის 04 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N3-- აქტი და სხვა დოკუმენტები, რაც წინასწარ მოპოვებული იქნა ზ---–-------–--–---–ის მიერ. აღნიშნულით ვ-–--–-------ე ითხოვდა მის სახელზე მომხდარიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თითქოსდა მიწის რეფორმით მიღებულ, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მდებარე, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 4 500 (ოთხიათას ხუთასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე. ხსენებული განცხადებით, 2009 წლის 28 სექტემბერს, 1997 წლის 04 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N3-- აქტის საფუძველზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეშვეობით, ვ-–--–-------ის სახელზე საკუთრების უფლებით, დარეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი, 15 143 (თხუთმეტი ათას ას ორმოცდასამი) ლარის ღირებულების, 4 500 (ოთხიათასხუთასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკ. კოდით: 7-----------). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---–-------–--–---–ისა და ვ-–--–-------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

გ--–-------–---–მა და ზ---–-------–--–---–მა განიზრახეს თაღლითურად მიეღოთ ქონებრივი უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთებზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ---–-------–--–---–მა და გ--–-------–---–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადეს 1998 წლის 22 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N4-- აქტი. მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, ზ---–-------–--–---–მა და გ--–-------–---–მა, 2009 წლის 02 ნოემბერს განცხადებით მიმართეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, რასაც ერთვოდა 1998 წლის 22 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N4-- აქტი და სხვა დოკუმენტები, რაც წინასწარ მოპოვებული იქნა ზ---–-------–--–---–ის მიერ. აღნიშნულით გ--–-------–---–ი და ზ---–-------–--–---–ი ითხოვდნენ გ--–-------–---–ის სახელზე მომხდარიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თითქოსდა მიწის რეფორმით მიღებულ, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მდებარე, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 5 000 (ხუთიათასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე. ხსენებული განცხადებით, 2009 წლის 06 ნოემბერს, 1998 წლის 22 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N4-- აქტის საფუძველზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეშვეობით, გ--–-------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი, 33 434 (ოცდაცამეტიათას ოთხასოცდათოთხმეტი) ლარის ღირებულების, 5 000 (ხუთიათასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკ. კოდით: 7-----------). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---–-------–--–---–ის და გ--–-------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით (33 434 ლარი) ქონებრივი ზიანი.

 

გ--–-------–---–მა და ზ---–-------–--–---–მა განიზრახეს თაღლითურად მიეღოთ ქონებრივი უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთებზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ზ---–-------–--–---–მა და გ--–-------–---–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადეს 1998 წლის 22 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N4-- აქტი. მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, ზ---–-------–--–---–მა და გ--–-------–---–მა, 2009 წლის 02 ნოემბერს განცხადებით მიმართეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, რასაც ერთვოდა 1998 წლის 22 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N4-- აქტი და სხვა დოკუმენტები, რაც წინასწარ მოპოვებული იქნა ზ---–-------–--–---–ის მიერ. აღნიშნულით გ--–-------–---–ი და ზ---–-------–--–---–ი ითხოვდნენ გ--–-------–---–ის სახელზე მომხდარიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თითქოსდა მიწის რეფორმით მიღებულ, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მდებარე, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 5 000 (ხუთიათასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე. ხსენებული განცხადებით, 2009 წლის 06 ნოემბერს, 1998 წლის 22 აპრილით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N4-- აქტის საფუძველზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეშვეობით, გ--–-------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით, დარეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი, 33 434 (ოცდაცამეტიათას ოთხასოცდათოთხმეტი) ლარის ღირებულების, 5 000 (ხუთიათასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკ. კოდით: 7-----------). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---–-------–--–---–ის და გ--–-------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--–-------–---–მა და მისმა ადვოკატმა მ--------------–--–---–მა, ასევე მსჯავრდებულმა ვ-–--–-------ემ და მისმა ადვოკატმა მ--------------–--–---–მა.

 

მსჯავრდებულებმა გ--–-------–---–მა და ვ-–--–-------ემ, ასევე მათმა ადვოკატმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და გულწრფელად მოინანიეს იგი.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულებმა ვ-–--–-------ემ და გ--–-------–---–მა, ასევე მათმა ადვოკატმა მ--------------–--–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს.

 

პროკურორმა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულების - გ--–-------–---–ის და ვ-–--–-------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მათი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულთა და მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით; N---------- დტ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით; N-------------------–-----------–-------------------------------------------------–---------------------------------------7 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ-–--–-------ისა და გ--–-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მათ მსჯავრი უნდა დაედოთ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულების გ--–-------–---–ის და ვ-–--–-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა გ--–-------–---–ისა და ვ-–--–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს) და დამამძიმებელი (არ გამოვლენილა) გარემოებები, მათ შორის ისინიც, რომლებზეც დაცვის მხარე აპელირებს სააპელაციო საჩივარში, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე ბრალდებულის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულებს ვ-–--–-------ესა და გ--–-------–---–ის მიმართ განსაზღვრულია სამართლიანი და კანონიერი მინიმალური სასჯელი, შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ,,ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა იმ დანაწესისა, რასაც აღნიშნული მუხლი მოითხოვს, სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს სხვა გარემოებებსაც, კერძოდ: სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მიზანი და მოტივი, ქმედების ჩადენის სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი და ქმედების სოციალურად საშიში ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და განხორციელების ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ვ-–--–-------ესა და გ--–-------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ვ-–--–-------ის ადვოკატ მ--------------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ გ--–-------–---–ის ადვოკატ მ--------------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელი დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენი;

 

ვ-–--–-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ფიქტიურად სხვა პირზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება - თ-------------------ის (პ.ნ. 0----------) სახელზე რეგისტრირებული 4500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 7-----------;

 

ვ-–--–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი ზომის ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–--–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით და საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ვ-–--–-------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას უძრავი ქონება - თ-------------------ის (პ.ნ. 0----------) სახელზე რეგისტრირებული 4500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7-----------.

 

ვ-–--–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ვ-–--–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 30 ივლისიდან.

 

გაუქმდეს ვ-–--–-------ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად ზ---------------–---–ის (პირადი N3----------) უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, მის: მცხეთის რაიონი, სოფელი მუხრანი, საკადასტრო კოდი 7-----------. (4000 ლარის ექვივალენტურ წილზე).

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევამდე - სახელმწიფოს სასარგებლოდ აღრიცხვამდე შენარჩუნდეს ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა - თ-------------------ის (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებული 4500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე - საკადასტრო კოდით 7-----------;

 

გ--–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, გ--–-------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ფიქტიურად სხვა პირზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება - ნ----------------ის (პ/ნ 1----------) სახელზე რეგისტრირებული 5000 (ხუთიათასი) კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7------------ მდებარე: მ–------------------------–-------------ი;

 

გ--–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი ზომის ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, გ--–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით და საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, გ--–-------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას უძრავი ქონება - ნ----------------ის (პ/ნ 1----------) სახელზე რეგისტრირებული 5000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 7-----------; მდებარე: მ–------------------------–-------------ი.

 

გ--–-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გ--–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 30 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

СD დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე