განაჩენი

სისხლის სამართლის 17.02.2020
საქმის ნომერი
050100119003226589
ინსტანცია
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119003226589

საქმე №1/ბ-52-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-----– დ-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ-----------–----–----------------–-------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ო------------------–----–----------------–--–-------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:

 

ა-----– დ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისიდან 2019 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივლისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 02 სექტემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ა-----– დ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ა-----– დ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 04 სექტემბრიდან.

 

ა-----– დ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, დაზარალებულ მ------ ც-–--–--ის კაბა, რომელიც ინახება შსს ო------------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ მ------ ც-–--–--ეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----– დ-------ემ ჩაიდინა:

 

_ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

_ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

_ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

_ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ა-----– დ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ნოემბრის თვიდან ა-----– დ-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ ც-–--–--ესთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რომელსაც ქორწინების შემდეგ, 2019 წლის ივნისის თვიდან 2019 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით დროის პერიოდში, ო------------------–----–----------------–--–-------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. ა-----– დ-------ეს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა მეუღლე, მიემართა მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეგინებინა დედისა და სხვა ნათესავების მისამართით. ყოველივე აღნიშნულის გამო მ------ ც-–--–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

 

2019 წლის ივლისის თვის შუა რიცხვებში, ო------------------–----–----------------–--–-------–- არსებული საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა ა-----– დ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ------ ც-–--–--ეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით გადმოიყვანა ავტომანქანიდან, რის შემდეგაც ხელი რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 02 სექტემბერს, ო------------------–----–----------------–--–-------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, ა-----– დ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს _ მ------ ც-–--–--ეს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა თავისა და სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თანაცხოვრების პერიოდში, 2019 წლის 02 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიხაურში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი უკმაყოფილების ნიადაგზე ა-----– დ-------ემ მეუღლის - მ------ ც-–--–--ის მიმართ გამოხატა აგრესია, შეაგინა დედის მისამართით და მინის ნატეხის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ------ ც-–--–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--- მ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულ ა-----– დ-------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

მსჯავრდებულ ა-----– დ-------ისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და ინტენსივობას, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, მსჯავრდებული ა-----– დ-------ე დანაშაულის ჩადენის პერიოდში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. აქედან გამომდინარე, ა-----– დ-------ისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 1 წელსა და 6 თვეზე ნაკლები.

 

მსჯავრდებულ ა-----– დ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----- გ----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ა-----– დ-------ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე დაზარალებულ მ------ ც-–--–--ისა და მოწმეების _ მ------ რ---–---–ის და ნ-------- ც-–--–--ის გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით, ამოღებული ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-----– დ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულ ა-----– დ-------ისათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რასაც სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-----– დ-------ეს უნდა გაუმკაცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები, კერძოდ:

 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ა-----– დ-------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესი, რაც გათვალისწინებულია იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნის მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც ა-----– დ-------ე გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულისათვის და მას ნასამართლობა მოხსნილი არ ჰქონია, ასევე მის მიერ საპატიმრო სასჯელის ფაქტობრივად მოხდის მომენტიდან გასული არ იყო ნასამართლობის გაქარწყლების ვადა, შესაბამისად, სახეზე იყო დანაშაულის რეციდივი, პირველი ინსტანციის სასამართლომ ა-----– დ-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის სახით განუსაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაშინ, როცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასჯელის ვადა არ უნდა ყოფილიყო 1 წელსა და 6 თვეზე ნაკლები, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით, ანუ ამ შემთხვევაში სასჯელის მინიმალური ვადა წარმოადგენს 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ა-----– დ-------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულთან შერიგებულია, რომელიც არ მოითხოვს მის მკაცრად დასჯას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ა-----– დ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელების ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა-----– დ-------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და, შესაბამისად, არ არსებობს მისი უფრო მკაცრი სახის სასჯელით შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: მსჯავრდებულ ა-----– დ-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.ა-----– დ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის ივნისიდან 2019 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის ივლისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 02 სექტემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----– დ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ა-----– დ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 04 სექტემბრიდან.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-----– დ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ა-----– დ-------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ა-----– დ-------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება _ დაზარალებულ მ------ ც-–--–--ის კაბა, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ მ------ ც-–--–--ეს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/