განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2020
საქმის ნომერი
110210118002418963
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210118002418963

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2/ბ-182-19 05 თებერვალი 2020 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე): ზ----- გ-----

წარმომადგენელი: ნ-----–- გ----------

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): რ----- ს----–---–-, ბ---- ღ-------, ზ---- რ------

წარმომადგენელი: ე------ ტ--–-----

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის და 14 დეკემბრის საოქმო განჩინებები

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხე ბ---- ღ--------- და ზ---- რ-------------, რ----- ს----–---–---- სოლიდარულად, მოსარჩელის სასარგებლოდ, 16160 (თექვსმეტი ათას ას სამოცი) ლარის გადახდის დაკისრება; 2. მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმისა და მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება; დოკუმენტის სიყალბის დადგენის მიზნით საპროცესო მოქმედებების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, იგი ეწევა სოფლის მეურნეობას, აქვს სეზონული სამუშაო, მოჰყავს ხორბალი, მზესუმზირა, რომელსაც ჰყიდის და ამით არჩენს ოჯახს. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის აქვს სასესხო ვალდებულებები. კერძოდ, ბანკებიდან გამოაქვს სესხი, რომლის პროცენტებს იხდის წლების განმავლობაში. სწორედ, სესხის თანხებით მოიყვანა ხორბალი 2016 წელს. 2016 წლის დეკემბერში მას დაუკავშირდა შუამავალი რ----- ს----–---–- და შესთავაზა ხორბლის ჩატანა ზესტაფონში კლიენტისათვის. 2017 წლის 26 დეკემბერს, ზესტაფონში ჩაიტანა 28 ტონა ხორბალი, სადაც ზ---- რ------ს და ბ---- ღ-------ს შეუთანხმდა ხორბლის ნასყიდობაზე. შეთანხმების საფუძველზე, ზ---- რ------ს და ბ---- ღ-------ს მიჰყიდა 28 ტონა ხორბალი, რომლის ღირებულება 13160 ლარი მისთვის უნდა გადაეხადათ, თუმცა მის ნაცვლად, მყიდველებმა შუამავალს-რ----- ს----–---–- გადასცეს, რომელმაც აღნიშნული თანხა მიითვისა და მიიმალა. აღნიშნული ქმედებისათვის მოპასუხე რ----- ს----–---–- გასამართლდა, მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სისხლის სამართლის საქმეში მოსარჩელე წარმოადგენდა დაზარალებულს. ვინაიდან, ხორბლის საფასური დღემდე არ მიუღია, ვერ შეასრულა საბანკო ვალდებულებები და იძულებული გახდა გაეკეთებინა ,,ტერაბანკში“''მიმდინარე სესხის რეფინანსირება, რითაც მიადგა ზიანი. ამ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს, რ----- ს----–---–-, ბ---- ღ-------სა და ზ---- რ------ს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 28 ტონა ხორბლის საფასურის - 13160 ლარისა და თანხის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ნაწილის - 3000 ლარის გადახდა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე რ----- ს----–---–-- სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ხორბლის საფასურის-13160 ლარის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ ის ნამდვილად დაუკავშირდა და შეუთანხმდა ზ----- გ-----ს, რომ მოახდენდა მისი 28 ტონა ხორბლის გაყიდვას. იგი პირადად შეუთანხმდა ბ---- ღ-------სა და ზ---- რ------ს ხორბლის ნასყიდობაზე. ამ შეთანხმებაში ზ----- გ-----ს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისიად, ბ---- ღ-------მ და ზ---- რ------მ საერთოდ არ იცოდნენ, რომ ხორბალი ეკუთვნოდა ზ----- გ-----ს. ხორბალი ზესტაფონში პირადად ჩაუტანა ი/მ ბ---- ღ-------ს, მისგან მიიღო თანხა, რომელიც არ გადასცა ზ----- გ-----ს და მიითვისა, რის გამოც გასამართლდა კიდეც. რაც შეეხება ზიანის თანხის-3000 ლარის მოთხოვნას, რ. ს----–---–-- ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა, ბ---- ღ-------მ და ზ---- რ------მ, ზ----- გ------ სარჩელზე შესაგებელი შეიტანეს საპროცესო ვადის დარღვევით, რაც სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ზ----- გ------ (პ/ნ 1----------) სარჩელი დაკმყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხე რ----- ს----–---–- (პ/ნ 2----------), ზ----- გ------ (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს 16 160 (თექვსმეტი ათას ას სამოცი) ლარის გადახდა; 3. ზ----- გ------ (პ/ნ 1----------) სარჩელი მოპასუხეების, ბ---- ღ--------- (პ/ნ 1----------) და ზ---- რ------- (პ/ნ-----------) მიმართ არ დაკმაყოფილდეს; 4. მოპასუხე რ----- ს----–---–- (პ/ნ 2----------), მოსარჩელე ზ----- გ------ (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს, გადახდილი ბაჟის ნაწილის 90 (ოთხმოცდაათი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის; საფოსტო გზავნილების თანხის-სულ 73 (სამოცდაცამეტი) ლარისა და 70 (სამოცდაათი) თეთრის გადახდა; 5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით, რ----- ს----–---–-ს (პ/ნ 2----------) ანგარიშებზე დადებული ყადაღა დარჩეს უცვლელი, ბ---- ღ--------- (პ/ნ 1----------) და ზ---- რ------- (პ/ნ-----------) ნაწილში, 28 ტონა ხორბალზე გაუქმდეს უზრუნველყოფის ღონისძიება; 6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩეს უცვლელი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის დეკემბერში, ზ----- გ-----ს დაუკავშირდა რ----- ს----–---–-, რომელმაც სთხოვა დაინტერესებული პირებისათვის ბ---- ღ--------- და ზ---- რ------------- დედოფლისწყაროდან ზესტაფონში ჩაეტანა 28 ტონა ხორბალი, კილოგრამი 47 თეთრად. ასევე განუმარტა, რომ მყიდველი იმავე დღესვე უზრუნველყოფდა ხორბლის საფასურის და ტრანსპორტირების საფასურის გადახდას. 2.2. 2017 წლის 26 დეკემბერს, ზ----- გ-----მ ზესტაფონში ჩაიტანა ხორბალი, სადაც მას დახვდნენ მოპასუხეები, ბ---- ღ------- და ზ---- რ------. ზ----- გ-----მ ხორბალი ჩამოცალა ბ---- ღ--------- და ზ---- რ------- კუთვნილ საწყობში, რის შემდგომაც მათ, ხორბლის საფასური 13 160 ლარი გადასცეს შუამავალს- რ----- ს----–---–-, რომელმაც ეს თანხა მიისაკუთრა და არ მისცა ზ----- გ-----ს. 2.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენში მითითებულია, რომ რ----- ს----–---–-- განიზრახა ზ----- გ------ კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. 2016 წლის 26 დეკემბერს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ზ----- გ-----ს და შეუთანხმდა, რომ ზესტაფონში მყოფ პირს სურდა მისგან შეეძინა 28 ტონა ხორბალი და 1 კგ-ში გადაუხდიდა 49 თეთრს, რაზეც ზ----- გ----- დაეთანხმა. 2016 წლის 26 დეკემბერს, რ----- ს----–---–---- შეთანხმებისამებრ, ზ----- გ-----მ 28 ტონა ხორბლის მარცვალი, კუთვნილ S------ს მარკის სატვირთო თვითმცლელით, ქ.რუსთავიდან ჩაიტანა ქ.ზესტაფონში, რ---------–-------------ში მდებარე ი/მ ბ---- ღ-------- საწყობში. თავის მხრივ, რ----- ს----–---–-- შეცდომაში შეიყვანა ბ---- ღ------- და ზ---- რ------, რომლებსაც ხორბლის მესაკუთრედ წარუდგინა თავი და ზემოაღნიშნული 28 ტონა ხორბალი, 1 კგ - 47 თეთრის ანგარიშით, ჯამში 13 160 ლარად მიყიდა ი/მ ბ---- ღ-------ს, რის დასტურად, 2016 წლის 26 დეკემბრით დათარიღებულ საქონლის შესყიდვის აქტზე, ბუღალტრის თანდასწრებით, რ----- ს----–---–-- და ბ---- ღ-------მ, როგორც გამყიდველმა და მყიდველმა მოაწერეს ხელი. ამის შემდეგ, ქ.ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, რ----- ს----–---–-- ხორბლის საფასური - 13160 ლარი გამოართვა ბ---- ღ-------ს. რ----- ს----–---–-- ზ----- გ----- მოატყუა და უთხრა, რომ ბუღალტერს ელოდებოდა და თანხის გადასაცემად, რამოდენიმე წუთში შეხვდებოდა ქ.ზესტაფონის შემოსასვლელში. ისარგებლა რა, ზ----- გ------ ნდობით, რ----- ს----–---–-- მობილური ტელეფონი გამორთო და მიიმალა, ხოლო ზ----- გ------ კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 13160 ლარი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით მიისაკუთრა, რომელიც მისი შეხედულებისამებრ განკარგა და ვალები გაისტუმრა. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად ცნობილი იქნა ზ----- გ-----, ხოლო ჩადენილი ქმედებისათვის რ----- ს----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დაენიშნა სასჯელი. 2.4. ზ----- გ-----მ, რომელიც არის ინდ.მეწარმე და ბანკიდან აღებული კრედიტების დახმარებით ეწევა სოფლის მეურნეობას, ვერ მიიღო 2016 წლის ხორბლის საფასური. შესაბამისად, ვერ ისარგებლა აღნიშნული თანხით. ასევე, დროულად ვერ შეასრულა საბანკო ვალდებულებები, რისვისაც მოუწია ,,ტერბანკში'' აღებული სესხის რეფინანსირება, წლიური 11%-ის დარიცხვით, რითაც მიადგა ზიანი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 232I-ე მუხლებზე; სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 463-ე, 464-ე, 477-ე, 992-ე, 998-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა, ბ---- ღ-------მ და ზ---- რ------მ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარადგინეს შესაგებელი, რის გამოც დადასტურებულად ითვლება მათ მიმართ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) ზ----- გ----- ხორბლის ნასყიდობის თაობაზე შეუთანხმდა ბ---- ღ-------სა და ზ---- რ------ს; 2) გამყიდველმა, მყიდველებს ჩაუტანა და მათ საწყობში დააბინავა 28 ტონა ხორბალი; 3) მყიდველებს 28 ტონა ხორბლის საფასური 13160 ლარი უნდა გადაეცათ ზ----- გ------ათვის; 4) ნასყიდობის საფასური ზ---- რ------მ და ბ---- ღ-------მ გადასცეს არა ზ----- გ-----ს, არამედ შუამავალს- რ----- ს----–---–-. 2.6. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ რ----- ს----–---–-- მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ზ----- გ------ათვის განკუთვნილი ფულადი თანხა 13 160 ლარის ოდენობით, რის გამოც აღნიშნულ ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ზ----- გ----- ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო რ----- ს----–---–- ჩადენილი ქმედებისათვის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ვინაიდან, მოპასუხე რ----- ს----–---–-- აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ცნო სარჩელი, დისპოზიციურობის პრინციპისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, 13160 ლარის რ----- ს----–---–-სათვის დაკისრება სასამართლომ საფუძვლიანად ჩათვალა და დააკმაყოფილა. 2.7. სამივე მოპასუხისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნაზე სასამართლომ განმარტა: მოსარჩელე, მოპასუხეებზე თანხის დაკისრებას ითხოვდა სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლებით, კერძოდ, მოპასუხე რ----- ს----–---–-ს მიმართ დელიქტის საფუძველზე, ხოლო ბ---- ღ--------- და ზ---- რ------- მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთ ვითარებაში, მოპასუხეები ვერ იქნებიან სოლიდარულად პასუხისმგებელი პირები და ერთი და იგივე დავის საგანზე მოსარჩელის მოთხოვნა ორჯერ ვერ დაკმაყოფილდება, თუნდაც სხვადასხვა საფუძვლით. სოლიდარული ვალდებულების არსებობისათვის, სამივე მოპასუხე პასუხისმგებელი უნდა იყოს ან ხელშეკრულების, ან დელიქტური ვალდებულების საფუძველზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. 2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხეების ბ---- ღ--------- და ზ---- რ------- მიმართ ფაქტები დამტკიცებულად ჩაითვალა, თუმცა სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს, არა მხოლოდ ბ---- ღ-------- და ზ---- რ------- მიმართ დადგენილი ფაქტები, არამედ მთლიანად სარჩელში მითითებული და საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტი ერთობვლივად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ბ---- ღ--------- და ზ---- რ------- მიმართ, რომ ამ მოპასუხეებს შესასრულებელი ჰქონდათ ნასყიდობის თანხის-13160 ლარის გადახდაზე სახელშეკრულებო ვალდებულება, წინააღმდეგობაში მოდიოდა რ----- ს----–---–-ს მიმართ, სარჩელში მითითებულ და საქმეზე დადგენილ ფაქტებთან, რომ რ----- ს----–---–-- მიისაკუთრა ზ----- გ------ათვის გადასაცემი იგივე თანხა 13160 ლარი და რომ რ----- ს----–---–- მის მიმართ გააჩნია დელიქტური ვალდებულება, რადგანაც ზ----- გ-----ს მიაყენა ზიანი. 2.9. მოსარჩელეს მოთხოვნაზე სადავო თანხის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის 3000 ლარის ანაზღაურების თაობაზე სასამართლომ განმარტა: დადგინდა, რომ ზ----- გ-----მ 2016 წელს გაყიდა 28 ტონა ხორბალი, რომლის საფასური 13160 ლარი ვერ მიიღო, ვინაიდან თანხა მიისაკუთრა რ----- ს----–---–--, რითაც ზ----- გ----- აზარალა. მოსარჩელეს თანხა განსაზღვრული ჰქონდა სამეურნეო საქმიანობისათვის, ასევე საბანკო ვალდებულებების შესასრულებლად, რაც ვერ შეასრულა დროულად და მოუწია მიმდინარე სესხის რეფირანსირება. ხორბლის საფასურით სესხის დროულად დაფარვის შემთხვევაში, რეფირანსირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტები არ ექნებოდა გადასახდელი. ამდენად, რ----- ს----–---–--, ზ----- გ------ათვის განკუთვნილი თანხის მითვისებით, დაააზარალა ზ----- გ-----, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის თანხის-3000 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. პროკურატურამ, აშკარად მიზანმიმართულად, არასწორი მიმართულებით წარმართა გამოძიება. იმის გამო, რომ ზესტაფონელ ,,ბიზნესმენებს“ ღ-------ს და რ------ს ბრალი არ წაყენებოდათ მისი ხორბლის მითვისებაზე ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ დანაშაულში, მხოლო ს----–---–-, უქონელს წაუყენეს ბრალი და ისე გაათავისუფლეს ამ ბრალდებისაგან საპროცესო შეთანხმებით, რომ მისთვის ზიანის ანაზღაურებაც კი არ მოუთხოვიათ. ვინაიდან, მასზე მიყენებული ზიანი არ იქნა ანაზღაურებული და ამაზე არც პროკურატურამ, არც ბრალდებულმა და არც სასამართლომ არ იზრუნა, სამოქალაქო სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სამივე პირის, ს----–---–-ს, რ-------ა და ღ-------- მიმართ, მისთვის მიყენებული ზიანის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე. 3.2. ზ---- რ------მ და ბ---- ღ-------მ, დადგენილ ვადაში ვერ წარადგინეს სარჩელზე შესაგებელი, ასევე დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ რ----- ს----–---–-აც არ წარუდგენია შესაგებელი, რის გამოც, სსკ-ის 2321-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ყველა მოპასუხის მიმართ სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად ითვლებოდა. რ----- ს----–---–-ს სახელით შესაგებელი წარადგინა ე------ ტ--–-----მ, რომელიც იმ დროისათვის ს----–---–-ს ადვოკატი არ იყო. ასეთ ვითარებაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კანცელარიას უფლება არ ჰქონდა ჩაებარებია შესაგებელი თვით ამ პირის (რ.ს----–---–-ს) ან წარმომადგენლის გარეშე, რაც ადასტურებს რომ სასამართლოს მუშაკების მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივ გადაცდომას. გარდა ამისა, თუნდაც თავად ს----–---–- წარედგინა შესაგებელი, თუკი შესაგებელზე არ იქნებოდა დართული საფოსტო ქვითარი, რაც დაადასტურებდა, რომ ამ შესაგებლის ასლი გადმოეგზავნა მოსარჩელეს, შესაგებელი სასამართლოს არ უნდა მიეღო. 3.3. საკუთრების შესაძენად ვალდებულების არსებობისათვის, აუცილებელია ორი პირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. ნასყიდობის ზეპირი გარიგების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მყიდველს, ზ----- გ------ მხრიდან პირდაპირ მფლობელობაში ჩაბარდა 28 ტონა ხორბალი, მოპასუხეებმა შეადგინეს აქტი, რომელშიც არასწორად, გამყიდველად ჩაიწერა რ----- ს----–---–-, რაც ადასტურებს, რომ მოპასუხეებმა მიზანმიმართულად მოახდინეს ხორბლის თანხის ზ.გ------ათვის გადაუხდელობა. აღნიშნული კი, სამივე მონაწილე პირს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია და სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რათა მისი ზარალი რეალურად იქნას ანაზღაურებული. 3.4. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არ მოისურვა განაჩენისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები დაედგინა და ამ მოტივით არ დაკითხა მოწმეები, არ გამოითხოვა მტკიცებულებები, არ შეამოწმა რ----- ს----–---–-ს სახელით შემოტანილი განცხადება, არ დანიშნა შესაგებელზე ხელწერის და ხელმოწერის ექსპერტიზა და გამოიტანა უკანონო საოქმო განჩინებები, რამაც განაპირობა საბოლოო არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის და 14 დეკემბრის საოქმო განჩინებების, ასევე, ზ----- გ------ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბ---- ღ--------- და ზ---- რ------- მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5-2.6 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, არსებობს, თუ არა გარიგების მხარისათვის-მყიდველისათვის ხორბლის საფასურის - 13160 ლარის და ამ თანხის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის - 3000 ლარის მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 4.4. განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ, ზ----- გ-----ს და მეორეს მხრივ, ბ---- ღ-------ს და ზ---- რ------ს შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სსკ-ის 477-ე მუხლში. აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 394.1-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.. 4.5. როგორც უკვე აღინიშნა, დადასტურებულია, რომ ზ----- გ----- (გამყიდველი), რ----- ს----–---–-ს მეშვეობით დაუკავშირდა ბ---- ღ-------სა და ზ---- რ------ს (მყიდველი), ჩაუტანა მათ 28 ტონა ხორბალი ქ. ზესტაფონში, შეუთანხმდა ნასყიდობის ფასზე და მათ საწყობში დააბინავა ხორბალი; მყიდველებს 28 ტონა ხორბლის საფასური 13160 ლარი უნდა გადაეცათ ზ----- გ------ათვის; ნასყიდობის საფასური ზ---- რ------მ და ბ---- ღ-------მ გადასცეს რ----- ს----–---–-. იმისათვის, რომ შეფასდეს მოსარჩელის მოთხოვნა მყიდველებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, უნდა გაირკვეს, რ----- ს----–---–--- თანხის გადაცემით მყიდველებმა შეასრულეს თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რაც შესაძლოა იყოს ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი. 4.6. სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას. იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველი (ბ---- ღ-------, ზ---- რ------) და გამყიდველი (ზ----- გ-----) ერთმანეთს რ----- ს----–---–-ს მეშვეობით დაუკავშირდნენ, მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა ხორბლის მყიდველზე გადაცემა, ასევე ნასყიდობის თაობაზე ანგარიშფაქტურა გამყიდველის სახელით ხელმოწერილი იქნა რ----- ს----–---–-ს მიერ, საბანკო დაწესებულებაში თანხის მისაღებად ბ---- ღ-------ს და ზ---- რ------ს რ----- ს----–---–- გაჰყვა, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე წარმოდგენილი განაჩენით დადგენილი ფაქტების შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ რ----- ს----–---–-- შექმნა ისეთი ვითარება, რომ მყიდველს შეექმნა წარმოდგენა იმისა, რომ რ----- ს----–---–- იყო გამყიდველის წარმომადგენელი და მის წინაშე განხორციელებული შესრულება, კერძოდ ნასყიდობის თანხის გადაცემა, წარმოშობდა შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის-ზ----- გ------ათვის. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ რ----- ს----–---–-სათვის ნასყიდობის საფასურის გადახდით, ბ---- ღ-------ს და ზ---- რ------ს ზ----- გ------ წინაშე ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაეთვალოთ (სკ-ის 427-ე მუხლი), რაც გამორიცხავს განმეორებით მათთვის თანხის დაკისრების შესაძლებლობას. 4.7. რაც შეეხება საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე აპელანტის პრეტენზიას სააპელაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: 01.11.2018 წ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა, ბ---- ღ--------- და ზ---- რ------- წინააღმდეგ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, წარადგინა შუამდგომლობა მოწმე ს.ბ--------- დაკითხვის თაობაზე. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა, ბ---- ღ-------მ და ზ---- რ------მ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ წარადგინეს შესაგებელი, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ბ---- ღ--------- და ზ---- რ------- მიმართ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია დადასტურებულად. ამდენად, მოცემული საოქმო განჩინების გამოტანის დროისათვის პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ აღარ არსებობდა მოწმის დაკითხვის აუცილებლობა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარის თქმის თაობაზე დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. 4.8. პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტის მოთხოვნას, სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვაზე უარის თქმის თაობაზე 01.11.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც 01.11.2018წ. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმით ირკვევა, სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა დაყენებული იქნა არა მოსარჩელის, არამედ მოპასუხე რ----- ს----–---–-ს მიერ. ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელი და სასამართლომაც არ დააკმაყოფილა იგი. ამდენად, აპელანტის პრეტენზია აღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 4.9. სააპელაციო სასამართლო, ასევე არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას 14.12.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენელის შუამდგომლობა, რ----- ს----–---–-ს შესაგებელზე მისი ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე. დადგენილია, რომ რ----- ს----–---–-ს შესაგებელი სასამართლოში შეტანილი იქნა 05.07.2018წ, რაც მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა 13.07.2018წ. ვინაიდან, მოსარჩელეს 2018 წლის ივლისიდან-დეკემბრამდე პერიოდში, საქმის მომზადების საპროცესო ეტაპზე არ განუცხადების დოკუმენტის სიყალბის თაობაზე, სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ასეთი შუამდგომლობის წარდგენა დაგვიანებულია. მოსარჩელის მითითება, რომ სიყალბის თაობაზე ეჭვი გაუჩნდა „წინა სასამართლო სხდომაზე“, რაც გაუმყარდა მოცემულ სასამართლო სხდომაზე, ვერ ჩაითვლება საპროცესო მიზნებისათვის ვარგის შედავებად. ამდენად, არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს 14.12.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ----- გ------ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ზ----- გ------ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის და 14 დეკემბრის საოქმო განჩინებები. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 „გ“ მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. ზ----- გ------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. დარჩეს უცვლელად ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის და 14 დეკემბრის საოქმო განჩინებები; 3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; 4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით; 5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; 6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსამართლე: ირმა პერანიძე