განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100117003269512, №1/ბ-1763-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–---------------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ლ---- შ---------ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: დ--–-----------------------–--------;
ადვოკატი - ე---------- მ------–---–ი.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2016 წლის 24 ივნისის რედაქცია, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2016 წლის 24 ივნისის რედაქცია, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2016 წლის 24 ივნისის რედაქცია, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2016 წლის 24 ივნისის რედაქცია, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--–---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
▪ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ---- შ---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია), შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ ლ---- შ---------ი უსაფუძვლოდ იქნა გამართლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. დაზარალებულების დ----- ნ--------ის და გ------- ბ------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე იდგნენ თ----- ფ--------–---–ის სახლის ეზოსთან გაჩერებულ ავტომანქანასთან, რა დროსაც გაიგეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლის ხმა და დაინახეს მოპირდაპირე მხრიდან, მათი მიმართულებით მიმავალი ლ---- შ---------ი, რომელიც საკმაოდ დიდი მანძილით იყო გაცდენილი თავისი საცხოვრებელი ეზოს ჭიშკარს, ხელში ეჭირა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ლულა მიმართული ჰქონდა მათკენ, მიდიოდა მათი მიმართულებით, აგინებდა გ------- ბ------ეს და ეძახდა „ფაშა“ გამოდი უნდა მოგკლაო“;
▪ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმეების: თ----- ფ--------–---–ის, ა-–---------- ჩ----ის, ნ-----–- თ------–--–ის, გ----–- ბ------ის, ა-----------–---–ის, თ-------------–---–ის და სხვათა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დაინახეს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკრიდან საკმაო მანძილით გამოსული ლ---- შ---------ი ავტომატით ხელში, რომელმაც რამდენიმე გასროლა განახორციელა იარაღიდან და დაჭრა გ------- ბ------ე და დ----- ნ--------ე;
▪ ლ---- შ---------მა ნაწილობრივ აღიარა დანაშაული და განმარტა, რომ მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტარების განზრახვა არ ჰქონდა და იარაღი არ უტარებია არასდროს. მოცემულ შემთხვევაში იარაღი გამოიყენა მხოლოდ გ------- ბ------ის შესაშინებლად, რომლიდანაც თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან გაუსვლელად გაისროლა გ------- ბ------ის ფეხების მიმართულებით, რაც არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის პოზიცია და სააპელაციო შესაგებლის მოთხოვნა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- შ---------ს ბრალი წარედგინა:
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში;
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში;
- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ---- შ---------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინა AKC-74У მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც 2017 წლის 17 აპრილამდე ინახავდა დ--–-----------------------–------ში თავის საცხოვრებელ სახლში.
2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, დ--–-----------------------–------ში, ლ---- შ---------მა სახლიდან ქუჩაში გამოიტანა AKC-74У მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მოახდინა გასროლა დ----- ნ--------ისა და გ------- ბ------ის მიმართულებით, რის შედეგად დ----- ნ--------ემ მიიღო ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა მარცხენა მენჯ-ბარძაყის არეში, რომელიც ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო გ------- ბ------ემ მიიღო ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა მხარის და მარჯვენა მტევნის არეში, რომელიც ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ლ---- შ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა;
- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (ორი ეპიზოდი).
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, დ--–-----------------------–------ში, ლ---- შ---------ი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში მეუღლესთან ს------- მ-------ესთან, სამ მცირეწლოვან შვილთან, მამასთან თ----- შ---------თან, ბიძა გ---–---------თან, სიმამრთან თ----- მ-------ესთან, ბიძაშვილებთან და მათ მეუღლეებთან ერთად. ისინი ავიდნენ ჯერ სასაფლაოზე, შემდეგ მივიდნენ სახლში, გაშალეს სუფრა და აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს. ლ---- შ---------ის სახლის მოპირდაპირედ ცხოვრობს მისი მეზობელი თ----- ფ--------–---–ი. თ----- ფ--------–---–ის დის შვილი გ------- ბ------ე ხშირად ჩამოდიოდა სტუმრად ბიძასთან. გ------- ბ------ეს წარსულში ჰქონდა უთანხმოება ლ---- შ---------თან და მას მიაყენა დანით გულმკერდის არეში დაზიანება. იმ დროს, როდესაც ლ---- შ---------მა გააცილა სტუმრები თავისი საცხოვრებელი სახლიდან, გ------- ბ------ემ დაინახა ლ---- შ---------ი. იმის გამო, რომ გ------- ბ------ე იმყოფებოდა ნასვამი და დაინახა ლ---- შ---------ი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, დაიწყო მისი მისამართით გინება და მისკენ წამოვიდა. ლ---- შ---------ი მოერიდა მას და შევიდა სახლში, რადგან მასთან წარსულში არსებული კონფლიქტის გამო სიტუაცია არ გამწვავებულიყო, მაგრამ გ------- ბ------ემ დაუწყო გინება და ეძახდა, რათა მასთან მისულიყო. აღელვებული გ------- ბ------ე დანით შეიარაღებული მივიდა ლ---- შ---------ის საცხოვრებელი სახლის კართან, აგინებდა ლ---- შ---------ს და ილანძღებოდა. მისი ყვირილის ხმაზე სახლიდან გამოვიდა ლ----ის მამა თ----- შ---------ი და სიმამრი თ----- მ-------ე, რომლებიც უწევდნენ წინააღმდეგობას აღელვებულ გ------- ბ------ეს და ცდილობდნენ სახლში არ შეეშვათ. ამ დროს გარეთ მის კუთვნილ ავტომანქანაში იჯდა ლ---- შ---------ის ნათესავი კ------- კ------ე, რომელიც სახლიდან გამოაცილა ლ---- შ---------მა და ის ელოდებოდა მეუღლეს ნ---- შ---------ს. გ------- ბ------ეს ახლდა მისი ნათესავი დ----- ნ--------ე. ჩხუბის დროს გ------- ბ------ემ წააქცია ძირს თ----- შ---------ი, ასევე ძირს წაიქცა თ----- მ-------ეც. გ------- ბ------ე ხელში დანით ეჩხუბებოდა მათ. ისინი და კ------- კ------ე კი ცდილობდნენ მისთვის დანის წართმევას, რა დროსაც როგორც გ------- ბ------ემ, ასევე კ------- კ------ემ მიიღეს მსუბუქი დაზიანებები. კ------- კ------ემ მიიღო მარცხენა მტევნის ხელის გულის ზედაპირზე, I და II ნების ძვლებს შორის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხოლო გ------- ბ------ემ ჭრილობები მარჯვენა მტევნის არეში. ჩხუბი მიმდინარეობდა საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკართან ახლოს. ჭიშკარი იყო ღია მდგომარეობაში. ამ დროს სახლის ეზოდან, გახსნილ ჭიშკართან ახლოს მდგომმა ლ---- შ---------მა მოახდინა AKC-74У მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დ----- ნ--------ისა და გ------- ბ------ის მიმართულებით, რის შედეგად დ----- ნ--------ემ მიიღო ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა მარცხენა მენჯ-ბარძაყის არეში, რომელიც ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო გ------- ბ------ემ მიიღო ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა მხარის არეში, რომელიც ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენით, ლ---- შ---------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
ლ---- შ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
ლ---- შ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
ლ---- შ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ---- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. ლ---- შ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 18 აპრილიდან 2017 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინებები, რომლის თანახმად, 2017 წლის 17 აპრილს 112-ს ინიციატორმა - დ----- ნ--------ემ აცნობა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრნენ დ----- ნ--------ე და გ------- ბ------ე. იმავე დღეს შსს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსს გ------- ლ------ეს მიმართა ინიციატორმა - ლ---- შ---------მა და განუცხადა, რომ მას ს------–------ში მოუხდა კონფლიქტი, რა დროსაც მან პიროვნებას ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა დაზიანებები. თავად იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე ჰქონდა იარაღი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 აპრილს 21:30 საათიდან 23:10 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც წარმოადგენს დ--–-----------------------–------ში მდებარე თ----- შ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ გამავალ შიდა სასოფლო-საავტომობილო გზას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თ----- შ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს გარეთა მხარეს კუთხეში მიწაზე ნანახი იქნა ერთი ცალი მასრა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული მასრა, ერთი ცალი თასმა, ერთი ცალი ხის ნაფოტი, პატარა ზომის ქვები და სისხლის ნიმუშები.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ:
▪ პაკეტში წარწერით: „...ერთი მოლურჯო ფერის თასმა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით ამოღებული ნიადაგის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ მოლურჯო ფერის თასმაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- ნ--------ეს;
▪ პაკეტში წარწერით: „...ერთი ცალი ხის ნაფოტი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით ამოღებული ნიადაგის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ხის ნაფოტზე და პაკეტში, წარწერით „...მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა წკირზე საკონტროლო წკირთან ერთად ამოღებული ნიადაგზე არსებული ქვის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ბ------ეს;
▪ პაკეტში წარწერით: „...ერთი ცალი პატარა ზომის ქვა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით ამოღებული ნიადაგის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ქვაზე და პაკეტში, წარწერით „...მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა წკირზე საკონტროლო წკირთან ერთად ამოღებული ხევზე გადებული რკინის ხიდიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება წარმოდგენილ პირთა გენეტიკური პროფილებისაგან;
▪ პაკეტში წარწერით: „..კ------- კ------ის მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი დასაკეცი დანა...“, მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ბ------ეს;
▪ პაკეტში წარწერით: „..გ------- ბ------ის შარვალი“, მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ბ------ეს;
▪ პაკეტში წარწერით: „..დ----- ნ--------ის ტანსაცმელი“, მოთავსებულ ჯინსის შარვალზე, გრძელსახელოებიან მაისურსა და ქვედა საცვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ. N13, 14, 15, 17-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- ნ--------ეს (ობ.N18). ობ N16-ს გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის გ------- ბ------ეს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ----- ნ--------ეს, ამავე პაკეტში მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღინიშნება. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ქ--------–-–---–მა.
2017 წლის 18 აპრილს, 02:25 საათიდან 02:45 საათამდე, დ--–-----------------------–------ში მდებარე ლ---- შ---------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა ლ---- შ---------ის მიერ წარდგენილი მოშავო ფერის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნების გარეშე.
დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 18 აპრილს, 03:05 საათზე, სოფელ მუხრანში მდებარე შს ახალგორის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული იქნა ლ---- შ---------ი.
2017 წლის 18 აპრილს, კ------- კ------ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი საშუალო ზომის, მოწითალო ფერის ხით მოპირკეთებული დასაკეცი დანა. დანის პირზე იკითხება წარწერა ლათინური ასოებით „STAINLESS“.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 ივლისის ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი დანა წარმოადგენს ცივ იარაღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ---------ემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 19 აპრილის ექსპერტიზის N------ დასკვნით, სს N------------ საქმეზე წარმოდგენილი N------ იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AKC-74У“ მოდელის, 5,45 მმ. კალიბრის ავტომატი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის როგორც ცალმაგ, ასევე ავტომატურ რეჟიმში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 27 აპრილის ექსპერტიზის N------ დასკვნით, სს N------------ საქმეზე წარმოდგენილი ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74У“ ავტომატისთვის, „РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. მასრა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AKC-74У“ მოდელის, 5,45 მმ. კალიბრის N------ ავტომატში.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ძ-------ემ და დამატებით განმარტა, რომ ავტომატიდან გასროლის მომენტში ტყვია გაიტყორცნება პირდაპირი მიმართულებით, ხოლო მასრა ამ კონკრეტული იარაღიდან გაისროლება მარჯვნივ. ხაზავს ტრაექტორიას, ჯერ ადის ორ-სამ მეტრზე სიმაღლეში და შემდეგ გვერდზე ვარდება მარჯვნივ სამ-ოთხ მეტრში. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის ზუსტი გამოთვლა არ არსებობს და მასრა შეიძლება გადავრდეს სამ, ორ ან ხუთ მეტრზე. არსებობს იარაღები, რომლებიც მასრას აგდებს მარცხენა მხრიდან, მოცემული იარაღი კი - მხოლოდ მარჯვენა მხრიდან. ამ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მასრას აგდებს გვერდზე და მარჯვნივ. თუ მასრა რამეს მოხვდებოდა, ბარიერი მასრას უკან გადმოაგდებდა. მოწმის განმარტებით, მასრის ადგილსამყოფელის მიხედვით მანძილის განსაზღვრა ვერ მოხდება. თუ გასროლა მოხდა ეზოდან, ხოლო ღობე არის დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლის, შესაძლებელია მასრა გადავარდეს ეზოს გარეთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად ღობის ძირში არ დგანან. თუ ღობის ძირში დგას პირი და ისვრის, შეიძლება არ გადავარდეს ეზოს გარეთ და მოხვდეს ღობეს, მაგრამ თუ ცოტა მოშორებით დგას ღობიდან, მასრა თავისუფლად შეიძლება გადავარდეს ეზოს გარეთ. მასრა აკეთებს დაახლოებით ნახევარ წრე ტრაექტორიას, თუმცა გასროლის შემდეგ მასრა უკან არ გადავარდება, შეიძლება იყოს ცოტა აცდენა, მაგრამ აუცილებლად იქნება მარჯვენა მხარეს გვერდზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა დ----- ნ--------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, მეუღლესთან რ--------- თ------–--–თან, შვილებთან და გ------- ბ------ესთან ერთად იმყოფებოდა დ--–-----------------------–------ში მდებარე მეუღლის ბიძის - თ----- ფ--------–---–ის სახლში, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ სხვა ნათესავებიც და აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს. დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე სტუმრებმა დაიწყეს დაშლა, ვინაიდან ყველას ეჩქარებოდა თბილისში წასვლა. მას ალკოჰოლი არ მიუღია. მას შემდეგ, რაც სტუმრებთან ერთად გამოვიდა სახლის ეზოს გარეთ, გ------- ბ------ესთან და ა-–---- ჩ----ესთან ერთად შევიდა მეზობელთან, სადაც დაილოცეს და გ------- ბ------ესთან ერთად მალევე გამოვიდა გარეთ, ა-–---- ჩ----ე კი დარჩა იქ. ამის შემდეგ ის და გ------- ბ------ე იდგნენ მანქანასთან და აპირებდნენ ჩაჯდომას, რა დროსაც გაისმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა. გ------- ბ------ე გაიქცა იმ მიმართულებით, საიდანაც მოხდა გასროლა. გ------- ბ------ეს უკან გაჰყვა დ----- ნ--------ის მეუღლე, თუმცა მან მეუღლეს ჰკრა ხელი, წააქცია და თავად დაედევნა გ------- ბ------ეს, რა დროსაც დაინახა, რომ მათი მიმართულებით მიდიოდა ლ---- შ---------ი, რომელსაც ხელში ეჭირა მათკენ მიმართული ავტომატი. დაზარალებულის განმარტებით, გ------- ბ------ე ლ---- შ---------ს ეუბნებოდა, რომ არ უნდოდა იარაღი, რადგან იქ იყვნენ ბავშვები და ქალები და ელაპარაკათ მხოლოდ მათ. ამ დროს მოხდა მეორე გასროლა. თავად კი ეუბნებოდა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და შარში არ გახვეულიყო. ამ დროს ლ---- შ---------ი მიტრიალდა მისკენ და იარაღიდან მესამე გასროლა განახორციელა მისი მიმართულებით და დაიჭრა მენჯ-ბარძაყის არეში. დაჭრის დროს მას გვერდით ედგა შვილი. არ წაქცეულა, რადგან თავიდან ვერ იგრძნო, რომ დაიჭრა, თუმცა როდესაც სისხლი წამოუვიდა და წაერთვა ფეხი, დაჯდა ძირს. ამ დროს გ------- ბ------ეს, რომელიც იდგა ფეხზე, უკნიდან მიეპარა მაისურიანი პირი და ჩაარტყა ხელკეტი. დაზარალებულის განმარტებით, ამ დროს მან დაიძახა, რომ იყო დაჭრილი და დაიწყო ლ---- შ---------ის გინება, რა დროსაც მასთან მივიდა სხვა პირი, რომელიც იმის გამო, რომ შეაგინა ლ---- შ---------ს, ტანის არეში ურტყამდა ფეხებს. ამის შემდეგ მასთან მივიდნენ თ----- შ---------ი და მისთვის უცნობი პირი, რომელმაც თ----- შ---------ს უთხრა, თავი დაენებებინა დ----- ნ--------ისთვის და მიეხედა მისი შვილისთვის, რომელმაც დაჭრა კაცი. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ლ---- შ---------მა გაისროლა, მისთვის უცხო პიროვნება ლ---- შ---------ს ართმევდა იარაღს, ლ---- შ---------მა მოიშორა აღნიშნული პირი და განახორციელა მეოთხე გასროლა, შემდეგ კი, მის წინ დააგდო იარაღი. ამის შემდეგ მას ლ---- შ---------ი აღარ უნახავს. მან დაინახა, რომ გ------- ბ------ეს ურტყამდა დაახლოებით 10-20 კაცი, რომელთაგან ერთ მაისურიან პირს ხელში ეჭირა მუქი ფერის დანა. ამ პირს დანა წაართვა გ------- ბ------ემ, თუმცა წართმევის დროს თავადვე დაიჭრა ხელში. იმ დროს, როდესაც იგი აწყნარებდა ლ---- შ---------ს, ამ უკანასკნელს უკვე ორჯერ ჰქონდა იარაღიდან გასროლილი, შემდეგ კი, დაახლოებით 2-3 მეტრის მანძილიდან ესროლა მას, რა დროსაც დაიჭრა. ლ---- შ---------მა მოიშორა პირი, რომელიც ავტომატს ართმევდა და განახორციელა მეოთხე გასროლა, რა დროსაც ლულა კვლავ მისკენ ჰქონდა მიმართული, თუმცა ამ დროს იგი იჯდა ძირს. ვინაიდან აღარ ჰქონდა ტყვია, ამ გასროლის შემდეგ ლ---- შ---------მა იარაღი დააგდო მის წინ.
დაზარალებულის განმარტებით, ჩხუბი თავიდან მიმდინარეობდა ხიდთან, შემდეგ კი, გადაინაცვლა ლ---- შ---------ის სახლის ეზოს კართან. ლ---- შ---------მა ავტომატიდან გასროლა განახორციელა სახლიდან 5-10 მეტრის მოშორებით. აღნიშნული იარაღიდან გასროლისას მასრა მიდის ოდნავ გვერდზე, ამიტომ მასრა უკან ეზოში ვერ შევარდებოდა. მასრები უნდა ყოფილიყო იქ, მაგრამ ალბათ აიღეს. როგორც მისთვის არის ცნობილი, ლ---- შ---------ი და მისი ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას მოხვდა გ------- ბ------ისგან გამოსული ტყვია, რაც არის არასწორი, ვინაიდან ამ დროს იგი იდგა ლ---- შ---------ის წინ და ტყვია უნდა გაეჩერებინა ჰაერში. დაზარალებულის განმარტებით, მან დაინახა მეორე გასროლა, რა დროსაც ლ---- შ---------მა თითქმის მიბჯენით ესროლა გ------- ბ------ეს. ამ უკანასკნელს ტყვია მოხვდა ხელში და გამოვიდა ქვევით. ლ---- შ---------ი მიდიოდა მათკენ, აგინებდა გ------- ბ------ეს და ეძახდა „ფაშა“ გამოდი უნდა მოგკლაო. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ლ---- შ---------მა გ------- ბ------ის მიმართ გასროლა განახორციელა შურისძიების მიზნით, რა დროსაც თავადაც დაიჭრა. იმ დროს, როდესაც ლ---- შ---------ი აწარმოებდა გასროლებს სახლიდან თ----- ფ--------–---–ის სახლისკენ დიდი მანძილით იყო გამოსული. ამ ორ სახლს შორის მანძილი არის დაახლოებით 50 მეტრი, მათ შორის ჩაედინება პატარა ხევი, რომელზეც გადებულია პატარა რკინის ხიდი. დაზარალებულის განმარტებით, ამ შემთხვევის გამო ტრამვირებულია მისი შვილი, რომელიც ფსიქოლოგიურად დაითრგუნა. მას სურს, რომ ლ---- შ---------ი დაისაჯოს მკაცრად.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 მაისის ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დ----- ნ--------ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2017 წლის 17 აპრილს მოთავსდა კლინიკაში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა მარცხენა მენჯ-ბარძაყის არეში, ბარძაყის შემომხვევი არტერიის ასწვრივი ტოტის და ბარძაყის ლიტერალური განივი კუნთის დაზიანებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად. ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივლისის ექსპერტიზის N--------- დასკვნით:
▪ გამოსაკვლევად წარდგენილ დ----- ნ--------ის ტანსაცმელიდან შარვალზე და შესაბამისად ტრუსზე, N1 დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვით, N2 - მორფოლოგიური ნიშან-თვისებებითა და N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების მიხედვით, წარმოადგენს გამსვლელ ცეცხლნასროლ დაზიანებას;
▪ ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებათა მიხედვით იარაღის სახეობის დადგენა შეუძლებელია შესაბამისი, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არარსებობის გამო.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–- მ---–----მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ სროლის მანძილთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ექსპერტისთვის კითხვა არ დაუსვამს, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იმსჯელებს.
დაზარალებულმა გ------- ბ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას და ლ---- შ---------ს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, ვინაიდან წარსულში ეს უკანასკნელი დაჭრა დანით და ამის გამო მოიხადა სასჯელი. 2017 წლის 17 აპრილს, იგი დეიდაშვილის მეუღლესთან - დ----- ნ--------ესთან და სხვა ნათესავებთან ერთად აღდგომის დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა დ--–-----------------------–------ში, სადაც მან დალია რამდენიმე ჭიქა, დ----- ნ--------ე კი იყო ფხიზელი. დაახლოებით საღამოს ექვსი საათისთვის ნათესავებმა დაიწყეს დაშლა და ის და მისი ახლო ნათესავები: დ----- ნ--------ე, რ--------- თ------–--–ი და მისი შვილები, ნ-----–- თ------–--–ი, გ----–- ბ------ე, თ-------------–---–ი, ა-----------–---–ი, ა-–---- ჩ----ე, თ----- ფ--------–---–ი და სხვები გამოვიდნენ ეზოში, რა დროსაც იგი დ----- ნ--------ესთან და ა-–---- ჩ----ესთან ერთად შევიდა მეზობელთან, სადაც დაილოცეს. ის და დ----- ნ--------ე მალევე გამოვიდნენ გარეთ, ა-–---- ჩ----ე კი ცოტა ხნით დარჩა მეზობელთან. ზურგით იყო მიყრდნობილი სახლის კარის წინ გაჩერებულ ა-–---- ჩ----ის მანქანას და ეწეოდა სიგარეტს, დ----- ნ--------ე კი იდგა მის უკან. ამ დროს მან გაიგო ავტომატიდან გასროლის ხმა, შეტრიალდა უკან და დაინახა, რომ მოპირდაპირე მხრიდან მისი მიმართულებით მიდიოდა ლ---- შ---------ი, რომელსაც ხელში ეჭირა ავტომატი და მისი მისამართით იგინებოდა. დაზარალებულის განმარტებით, ლ---- შ---------ის და თ----- ფ--------–---–ის სახლები მდებარეობს ერთმანეთის მოპირდაპირედ, დაახლოებით 50-60 მეტრის დაშორებით და მათ ყოფთ ხევი და რკინის ხიდი. მან დაინახა, რომ თავისი სახლის მხარეს, რკინის ხიდიდან დაახლოებით 5-10 მეტრში მყოფმა ლ---- შ---------მა გაისროლა იარაღიდან. ლ---- შ---------მა მას ჯერ სახელი დაუძახა, შემდეგ კი მიმართა ზედმეტსახელით და დაუძახა ,,ფაშა გამოდი უნდა მოგკლაო“. იგი წავიდა ლ---- შ---------ისკენ, რომელსაც ეუბნებოდა არ ესროლა, რადგან იქ იყო ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები და შესაძლებელი იყო ვინმე დაზიანებულიყო და თავი დაეღუპა. მიუახლოვდა ლ---- შ---------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაახლოებით ერთი მეტრის მანძილიდან გაისროლა იარაღიდან, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, რომელ მხარეს ჰქონდა ლ---- შ---------ს იარაღის ლულა მიმართული, მაგრამ ვარაუდობს, რომ მიმართული ჰქონდა მისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიჭრებოდა. გასროლის შედეგად დაიჭრა მკლავში, მარჯვენა მხარეს კუნთში და წაიქცა, ამ დროს დ----- ნ--------ე იყო მის უკან. როდესაც წამოდგა დაინახა, რომ დ----- ნ--------ეც წაქცეული იყო მიწაზე. ლ---- შ---------მა მესამე გასროლა განახორციელა დ----- ნ--------ის მიმართულებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაიჭრა ფეხში. ამ დროს შეიკრიბნენ ლ---- შ---------ის ახლობლები, რომლებმაც მას დაუწყეს ცემა. დაზარალებულის განმარტებით, მას ხელში იარაღი ან დანა არ ჰქონია. მოგვიანებით ნახა, რომ ხელის გული გაჭრილი ჰქონდა დანით, სავარაუდოდ მას ვიღაც ურტყამდა დანას და დანის წართმევის მცდელობისას გაეჭრა ხელი, თუმცა ზუსტად არ ახსოვს და არ დაუნახავს ვის ართმევდა დანას. იგი ვარაუდობს, რომ ლ---- შ---------ი ადრე მომხდარი კონფლიქტის გამო მოქმედებდა შურისძიების მოტივით. ამჟამად მას ლ---- შ---------თან აქვს ნორმალური ურთიერთობა და მტრობა ან პრეტენზია არ გააჩნია.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 მაისის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით გ------- ბ------ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2017 წლის 17 აპრილს მოთავსდა კლინიკაში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა მხრის არეში, შევარდენის (v.cefalica) ვენის და ორთავა კუნთის დაზიანებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად. სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების თანახმად ჭრილობა მიემართება მედიალურად და ქვევით და გამოდის მხრის ქვედა მესამედში მედიალურ ზედაპირზე. სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ჭრილობები მარჯვენა მტევნის არეში. ყველა ზემოაღნიშნული დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის მიზნით.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 ივლისის ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად:
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ დ----- ნ--------ის ჯინსის შარვალზე და გრძელსახელოებიან მაისურზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები; მოკლესახელოებიან მაისურზე და ტრუსზე არ აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები;
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ------- ბ------ის ჯინსის შარვალზე არ აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--–--------–-–---–მა და დამატებით განმარტა, რომ იგი არის ექსპერტ-ქიმიკოსი და დაზიანებაზე არსებული დენთისა და მეტალიზაციის ნაწილაკების მიხედვით გასროლის მანძილის დადგენის მეთოდიკა არ შედის მის კომპეტენციაში.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N---------- დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „გ------- ბ------ის და ლ---- შ---------ის სისხლის ნიმუშებში“ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
მოწმე თ----- ფ--------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 17 აპრილს, მასთან იმყოფებოდნენ სტუმრები და ქეიფობდნენ. დაახლოებით 18:00 საათისთვის სტუმრები გავიდნენ სახლიდან და დაიწყეს მანქანებში ჩასხდომა. ამ დროს თავად იდგა სახლის ჭიშკართან გაჩერებულ ა-–---- ჩ----ის მანქანასთან, გ------- ბ------ე და დ----- ნ--------ე კი იდგნენ ამ უკანასკნელის ავტომანქანასთან, რა დროსაც ხევის მეორე მხარეს, თ----- შ---------ის სახლის მხრიდან გაიგო იარაღიდან ორი გასროლის ხმა. მან შემოუარა ავტომანქანას და ხევის მეორე მხარეს, მისი სახლიდან დაახლოებით 40-50 მეტრში და თ----- შ---------ის სახლიდან 10 მეტრში, დაინახა მიწაზე მწოლიარე დაჭრილი დ----- ნ--------ე და გ------- ბ------ე. ადგილზე მისვლისას არ დაუნახავს, რომ გ------- ბ------ეს ან დ----- ნ--------ეს ვინმე ურტყამდა, თუმცა მანამდე რა მოხდა არ იცის. დ----- ნ--------ემ უთხრა, რომ სწრაფად გამოეძახა სასწრაფო დახმარება, რადგან იყო დაჭრილი. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით შეიტყო, რომ გ------- ბ------ე და დ----- ნ--------ე ავტომატიდან გასროლით დაჭრა ლ---- შ---------მა და ასე იძია შური წარსულში გ------- ბ------ის მიერ დაჭრის გამო.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე ა-–---------- ჩ----ე, რომლის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, კუთვნილი ავტომანქანით იმყოფებოდა დ--–-----------------------–------ში მდებარე სიმამრის - თ----- ფ--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ დ----- ნ--------ე, გ------- ბ------ე და სხვა პირები. დაახლოებით 18:00 საათზე მათ დაიწყეს დაშლა და სახლიდან გავიდნენ ეზოში, სადაც გაჩერებული ჰყავდათ ავტომანქანები. იგი გ------- ბ------ესთან და დ----- ნ--------ესთან ერთად სტუმრად შევიდა მეზობელთან - დ----------ესთან, თუმცა დ-----ი და გ------- მალევე გავიდნენ სახლიდან, თავად კი დარჩა მასთან. აღნიშნულ პირთა გასვლიდან მალევე შემოესმა ყვირილის და იარაღიდან გასროლის ხმა, იგი გავიდა გარეთ და დაინახა, რომ გზაზე შეკრებილი იყო ხალხი, ასევე დაინახა ლ---- შ---------ი, რომელიც იდგა მისი სახლის ჭიშკართან და ხელში ეჭირა იარაღი, რომელიც ზემოთ ჰქონდა აწეული. მანვე დაინახა ძირს დავარდნილი დ----- ნ--------ე, რომელიც ყვიროდა ,,დამჭრეს“. იმავდროულად დაინახა, რომ გ------- ბ------ეს ეჩხუბებოდნენ სხვა პირები. მან დაძრა ავტომანქანა, რომელშიც ჩაისვა დ----- ნ--------ე და გ------- ბ------ე, რომელსაც მკლავიდან მოსდიოდა სისხლი და წაიყვანა საავადმყოფოში. მანქანაში მათ უთხრეს, რომ ისინი იარაღით დაჭრა ლ---- შ---------მა. მოწმის განმარტებით, მან გაიგო იარაღიდან 2-3 გასროლის ხმა. მეზობლის სახლიდან გამოსვლის შემდეგ გასროლა აღარ ყოფილა. ლ---- შ---------ის სახლის მხარეს შესაძლოა იყვნენ ბავშვები და ქალები, მაგრამ მას არ დაუნახავს. იყო ნასვამი, გ------- ბ------ეს დალეული ჰქონდა რამდენიმე ჭიქა, დ----- ნ--------ე კი იყო ფხიზელი. მოწმის განმარტებით, ჩხუბი იყო ლ---- შ---------ის სახლის ჭიშკართან, თუმცა მას ვინმეს ხელში დანა არ დაუნახავს.
მოწმეებმა რ--------- თ------–--–მა, ა-------------–---–მა, ნ-----–- თ------–--–მა, გ----–- ბ------ემ და ა-----------–---–მა განმარტეს, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ----- ფ--------–---–ის სახლის მიმართულებით მიმავალ ლ---- შ---------ს იარაღი მიმართული ჰქონდა გ------- ბ------ისკენ და აგინებდა მას. აღნიშნულის გამო ლ---- შ---------ისკენ გაემართა გ------- ბ------ეც, რომელმაც ლ---- შ---------ს უთხრა არ ესროლა, რადგან იქვე იყვნენ ბავშვები. გ------- ბ------ის მიახლოებისთანავე ლ---- შ---------მა მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან მისგან დაახლოებით ერთ მეტრში მდგარი გ------- ბ------ის მიმართულებით დამიზნებით გასროლა. ლ---- შ---------ს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა დ----- ნ--------ეც და ეძახდა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და არ ესროლა. დ----- ნ--------ე დადგა გ------- ბ------ის წინ, რა დროსაც მას შეაგინა ლ---- შ---------მა და მოახდინა მისი მიმართულებით გამიზნულად გასროლა, რა დროსაც დ----- ნ--------ე დაიჭრა და დაეცა გზაზე. ამის შემდეგ ლ---- შ---------მა გ------- ბ------ის მიმართულებით ახლო მანძილიდან, თავისი სახლიდან მოშორებით, კვლავ განახორციელა ერთი გასროლა. რ--------- თ------–--–მა დამატებით განმარტა, რომ გაიგო 3-4 გასროლის ხმა, რის შემდეგაც დაინახა, რომ დაჭრილ გ------- ბ------ეს და დ----- ნ--------ეს სცემდნენ უმოწყალოდ. მას გ------- ბ------ის ხელში დანა არ დაუნახავს. მოწმე ა-------------–---–მა კი დამატებით განმარტა, რომ სულ იყო სამი გასროლის ხმა, პირველი გასროლის დროს დაიჭრა გ------- ბ------ე, მეორე გასროლისას - დ----- ნ--------ე, თუ არ ცდება კიდევ იყო ერთი გასროლაც. დაჭრილ გ------- ბ------ეს და დ----- ნ--------ეს თ----- შ---------ი და თ----- მ-------ე ურტყამდნენ წიხლებს. მათი განმარტებით, გ------- ბ------ეს ხელში არაფერი სჭერია. მოწმე ნ-----–- თ------–--–ის ჩვენებით, მან დაინახა, რომ გაიღო ლ---- შ---------ის სახლის ჭიშკარი, საიდანაც გამოვიდა ლ---- შ---------ი, რომელსაც ხელში ეჭირა ავტომატი. მან პირველად გაისროლა ჰაერში, ხოლო მას შემდეგ, რაც ხევის მეორე მხარეს გადავიდნენ გ------- ბ------ე და დ----- ნ--------ე, ჯერ გ------- ბ------ეს ესროლა და დაჭრა, შემდეგ კი დ----- ნ--------ეს. ამის შემდეგ თ----- შ---------ი ფეხებს ურტყამდა დ----- ნ--------ეს და ეუბნებოდა ,,მოკვდიო“, გ------- ბ------ეს კი ურტყამდა დაახლოებით ოცი კაცი. მას დანა ან იარაღი გ------- ბ------ის ხელში არ დაუნახავს, მაგრამ იმ დროს, როდესაც გ------- ბ------ე დააგდეს ძირს და უმოწყალოდ სცემდნენ, ფიგურირებდა დუბინკა და დანაც.
მოწმე თ----- მ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, საღამოს, ლ---- შ---------მა ბიძაშვილები გააცილა ეზოს ჭიშკართან. რამდენიმე წუთში ეზოში მყოფს მოესმა, რომ მის სიძეს - ლ---- შ---------ს ვიღაც აგინებდა დედის მისამართით და დააპირა ამბის გასაგებად ქუჩაში გასვლა. ამ დროს ეზოში ჩქარი ნაბიჯით შევარდა აღელვებული ლ---- შ---------ი, რომელიც წავიდა სახლის მიმართულებით. თ----- შ---------თან ერთად გავიდა ქუჩაში და ლ---- შ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან დაახლოებით 5-6 მეტრში დაინახა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- ბ------ე, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, მიდიოდა ლ----ი შ---------ის სახლისკენ და თან აგინებდა ოჯახის მისამართით. მას შეეშინდა, რადგან 2015 წლის ზაფხულში, გ------- ბ------ემ დანით დაჭრა ლ---- შ---------ი. ამიტომ თ----- შ---------თან ერთად მივიდა გ------- ბ------ესთან, შეეცადნენ მის დაწყნარებას და დანის წართმევას, მაგრამ გ------- ბ------ე მათ დანას არ აძლევდა. ამ უკანასკნელს თან ახლდა დ----- ნ--------ე, რომელიც ცდილობდა გ------- ბ------ის შეჩერებას, მაგრამ ვერ ახერხებდა. ამ დროს სახლის ეზოდან ჭიშკართან მივიდა ლ---- შ---------ი, რომელსაც ხელში ეჭირა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და იმ დროს, როდესაც გ------- ბ------ემ კვლავ გაიწია მათკენ, ლ---- შ---------მა იარაღიდან გაისროლა გ------- ბ------ის ფეხების მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად დაიჭრნენ გ------- ბ------ე და დ----- ნ--------ე. მოწმის განმარტებით, ადგილზე შეიკრიბა ხალხი, რის შემდეგაც გ------- ბ------ე და დ----- ნ--------ე გაიყვანეს იმ ადგილიდან.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 აპრილის ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, თ----- მ-------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით და ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით სისხლნაჟღენთის განვითარება არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ხოლო ნაჭდევები ხანდაზმულობით დაახლოებით 3-4 დღისაა.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე თ----- შ---------მა მიუთითა იგივე გარემოებებზე, რაზეც ისაუბრა მოწმე თ----- მ-------ემ და მისცა ანალოგიური შინაარსის ჩვენება.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 აპრილის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, თ----- შ---------ის სხეულზე არსებული დაზიანებები (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით და ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
მოწმე კ------- კ------ის ჩვენებით, 2017 წლის 17 აპრილს, სტუმრად იმყოფებოდა ს------–------ში, მეუღლის - ნ---- შ---------ის ოჯახში. დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ სტუმრებმა დააპირეს წასვლა და ისინი სახლიდან გამოაცილა ლ---- შ---------მა. ის და თ---–---------ი ჩასხდნენ სახლის წინ გაჩერებულ მის კუთვნილ ავტომანქანაში და ელოდნენ ნ---- შ---------ის, ლ---- კ------ის და თ----- კ------ის გამოსვლას. ამ დროს დაინახა, რომ ხევის მეორე მხარეს მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან გამოვიდა გ-------, როგორც შემდეგ გაიგო გვარად - ბ------ე. აღნიშნულ პირს ხელში ეჭირა დიდი დანა, თუმცა მამაკაცი სხვა პირებმა შეატრიალეს ეზოში. რამდენიმე წუთში გ------- ბ------ე ხელში პატარა გასაშლელი დანით კვლავ გამოვიდა ეზოდან და გინებით გაიქცა ლ---- შ---------ის საცხოვრებელი სახლისკენ, რა დროსაც მას უკან მიჰყვებოდნენ სხვა პირები. ამ დროს თავად გადმოვიდა ავტომანქანიდან, ლ---- შ---------ის სახლიდან კი გამოვიდა ლ---- შ---------ის მამა - თ----- შ---------ი, რომელმაც შეაკავა მათი სახლისკენ მიმავალი გ------- ბ------ე. ამ დროს თ----- შ---------ი დაეცა, ეზოდან კი გამოვიდა თ----- მ-------ე. მოწმის განმარტებით, მან გ------- ბ------ეს დაუჭირა მარჯვენა ხელი, რომლითაც იქნევდა დასაკეც დანას და ცდილობდა წართმევას, რა დროსაც თავად მარცხენა ხელის ცერა თითთან ზედაპირულად დაუზიანდა კანი. მას ეზოდან მოესმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გასროლის ხმა, რა დროსაც გ------- ბ------ეს ხელიდან გაუვარდა დანა, წაიქცა და მარჯვენა ხელის მკლავთან ახლოს მოსდიოდა სისხლი. მან აიღო გ------- ბ------ის ხელიდან დაგდებული დასაკეცი დანა, ჩაიდო ჯიბეში და ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციას. მოწმის განმარტებით, გ------- ბ------ის უკან იწვა მისთვის უცნობი პირი, რომელსაც მარჯვენა ფეხის ბარძაყიდან მოსდიოდა სისხლი. აღნიშნული პირი მანამდე უკან მოჰყვებოდა გ------- ბ------ეს. მანვე აღნიშნა, რომ მათი მხრიდან არავის უჩხუბია, ჩხუბობდა და იგინებოდა მხოლოდ გ------- ბ------ე, ასევე იგინებოდა ის პირი, ვინც გ------- ბ------ეს მოჰყვებოდა უკან.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N--------- დასკვნით, კ------------ი კ------ის სხეულზე არსებული დაზიანება, კერძოდ, მარცხენა მტევნის ხელის გულის ზედაპირზე, I და II ნების ძვლებს შორის მიდამოში აღენიშნება კანის დონეზე მდებარე, მუქი მოწითალო ფერის ნაზი ფუფხით დაფარული ნაჭდევი ზომით 0,2x0,2 სმ, ერთი ნაჭდევის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმეებმა თ----- ღ----–---–მა და ი---- ღ----–---–მა განმარტეს, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც გაიგეს იარაღიდან ერთი გასროლის ხმა. ასევე მოესმათ ყვირილი, ადამიანები ითხოვდნენ სასწრაფო დახმარების გამოძახებას. აღნიშნულის შემდეგ თ----- ღ----–---–მა მობილური ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამსახური. მოგვიანებით კი შეიტყვეს, რომ ლ---- შ---------მა ავტომატიდან გასროლით დაჭრა გ------- ბ------ე და დ----- ნ--------ე.
მოწმე ს------- მ-------ის ჩვენებით, 2017 წლის 17 აპრილს, აღდგომა დღეს, იგი მეუღლესთან - ლ---- შ---------თან, მამასთან - თ----- მ-------ესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა ს------–------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში. მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ ლ---- შ---------ის ბიძა - გ---–---------ი და სხვა პირები და ქეიფობდნენ, რა დროსაც გარედან შემოესმათ ყვირილის და გინების ხმა. აღნიშნულის გამო თ----- მ-------ე და თ----- შ---------ი გავიდნენ გარეთ და დაინახეს, რომ ჭიშკართან დანით ხელში იდგა გ------- ბ------ე, რომელიც იგინებოდა, ილანძღებოდა და ცდილობდა სახლში შევარდნას. ამ დროს ეზოს ჭიშკარი, რომლის სიმაღლეა 1,80 სმ, ხოლო ღობის სიმაღლე 1,50 სმ, იყო ღია. გ------- ბ------ე და მასთან ერთად მყოფი უცნობი პირი იყვნენ ნასვამები. თ----- მ-------ე და თ----- შ---------ი ცდილობდნენ გ------- ბ------ის შეჩერებას და მისთვის დანის წართმევას, რა დროსაც თავად მიიღეს მსუბუქი დაზიანებები, რადგან გ------- ბ------ე მათი მისამართით იქნევდა დანას. გარდა ამისა, გ------- ბ------ე თ----- შ---------ის მიმართ ახორციელებდა ძალადობას და იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი დაეცა მიწაზე, გ------- ბ------ე ცდილობდა მისთვის დანის დარტყმას. მოწმემ განმარტა, რომ მას შეეშინდა და იფიქრა, რომ გ------- ბ------ე, რომელმაც წარსულში სხეულის დაზიანება მიაყენა ლ---- შ---------ს, უთუოდ მოკლავდა თ----- შ---------ს. ყვირილის ხმაზე ადგილზე შეიკრიბა დაახლოებით ათი ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც. თავად იდგა სახლის კართან, ჭიშკრამდე დაახლოებით 3-4 მეტრში და ხელში აყვანილი ჰყავდა ჩვილი ბავშვი. ამ დროს გაიგო იარაღიდან ერთი გასროლის ხმა და დაინახა, რომ ლ---- შ---------მა, რომელიც იდგა ეზოს ჭიშკრის შიგნით, შესაშინებლად გაისროლა ფეხების მიმართულებით. მან ეს იარაღი ლ---- შ---------ის ხელში ნახა პირველად. გასროლის შემდეგ დაინახა, რომ გ------- ბ------ეს დანა დაუვარდა ძირს, ხოლო ლ---- შ---------მა იარაღი დააგდო ეზოში და დარეკა პოლიციაში. ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ლ---- შ---------ი და წაიღეს იარაღი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მათ სახლს და თ----- ფ--------–---–ის სახლს, სადაც სტუმრად იმყოფებოდა გ------- ბ------ე, ჰყოფს ხევი, რომელზეც გადებულია ხიდი. მათ სახლებს შორის მანძილი არის დაახლოებით 50 მეტრი. მათ სახლთან მისული გ------- ბ------ე ეჩხუბებოდა თ----- შ---------ს და თ----- მ-------ეს, რომლებიც ჩხუბის დროს წაიქცნენ. აღნიშნულმა პირებმა ჩხუბის დროს მიიღეს დაზიანებები, მათ შორის დანით, როდესაც ცდილობდნენ მის წართმევას.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე დ----- ი-–------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, აღდგომას, იმყოფებოდა სასაფლაოზე, რა დროსაც ფ--------–---–ების სასაფლაოდან გაიგო გ------- ბ------ის ხმა, რომელიც საუბრობდა ხმამაღლა, „ტრიპაჩობდა“ და იქცეოდა აგრესიულად. სასაფლაოდან სოფელში დაბრუნების შემდეგ კი ლ---- შ---------ის სახლთან დაინახა გ------- ბ------ე, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, წაქცეული ჰყავდა თ----- შ---------ი და ეჭიდავებოდა მას. იქვე იყო ლ---- შ---------ის სიმამრი - თ----- მ-------ე და მათ შორის ჩხუბი მიმდინარეობდა თითქმის ლ---- შ---------ის სახლის ჭიშკრის წინ. ვინაიდან მის მანქანაში ისხდნენ ბავშვები, მან აღნიშნულ პირებთან ახლოს მისვლისგან თავი შეიკავა. ამ დროს მას ლ---- შ---------ი არ დაუნახავს და ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა ბიჭს ამ მოხუც კაცთან რა საქმე ჰქონდა, შემდეგ კი, ივარაუდა, რომ შესაძლოა ძველად მომხდარი კონფლიქტის გამო ჩხუბობდნენ. მან ბავშვები მიიყვანა სახლში და კვლავ უკან ავიდა, რა დროსაც შეიტყო, რომ გ------- ბ------ე სახლში მიუვარდა ლ---- შ---------ს. მას ლ---- შ---------ის ხელში იარაღი არასდროს უნახავს და არც ვინმესთან ჰქონია კონფლიქტი, ყველას გვერდით ედგა და ეხმარებოდა.
მოწმე შ--–-- ვ--------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თ----- ფ--------–---–ის სახლი უყურებს მის სახლს და მათ შორის მანძილი არის დაახლოებით 50 მეტრი, ლ---- შ---------ის სახლი კი მდებარეობს მისი სახლის გვერდით, ორი მეტრის მოშორებით. 2017 წლის 17 აპრილს სახლიდან აცილებდა სტუმრებს, რა დროსაც დაინახა, რომ ეზოს გარეთ გამოდიოდა გ------- ბ------ე, რომელიც ისევ უკან შეჰყავდათ ნათესავებს. სტუმრების გაცილების შემდეგ შევიდა სახლში, თუმცა ხმაურზე კვლავ გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ გ------- ბ------ე, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, გადმოვიდა ხიდზე და ილანძღებოდა. მას უკან მისდევდა მეორე ბიჭი - დ-----. იმ დროს, როდესაც გ------- ბ------ე იმყოფებოდა ლ---- შ---------ის სახლის ჭიშკართან ორ მეტრში, ეზოდან გამოვიდა ლ---- შ---------ის მამა - თ----- შ---------ი, რომელსაც მივარდა გ------- ბ------ე და თანნაქონ დანას უტრიალებდა წინ. ეზოდან ასევე გამოვიდა ლ---- შ---------ის სიმამრი - თ----- მ-------ე, რომელსაც ასევე ჩხუბი დაუწყო გ------- ბ------ემ. აღნიშნული პირები ვერ აკავებდნენ გ------- ბ------ეს. ამ დროს ეზოს ჭიშკარი იყო ღია. მან დაინახა, რომ კიბეებზე ჩამოვიდა ლ---- შ---------ი და მოესმა ერთი გასროლის ხმა. ლ---- შ---------ი მას გარეთ გამოსული არ დაუნახავს, რომ გამოსულიყო აუცილებლად დაინახავდა. მოწმის განმარტებით, ჩხუბი იყო ლ---- შ---------ის სახლის წინ, დაახლოებით ორ ნაბიჯში.
მოწმე რ----------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 17 აპრილს იმყოფებოდა ს------–------ის ცენტრში, მისი სახლისგან ოდნავ მოშორებით მდებარე მაღაზიაში, რა დროსაც მან და მაღაზიის მეპატრონემ გაიგეს ერთი გასროლის ხმა. მაღაზიიდან გამოსულმა დაინახა, რომ იყო ჩოჩქოლი. მას მომხდარი არ უნახავს, თუმცა სხვებისგან გაიგო, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ------- ბ------ე დანით ხელში მივარდა ლ---- შ---------ის საცხოვრებელ სახლში და ცდილობდა შიგნით შესვლას. გ------- ბ------ეს თან ახლდა უცნობი პირი, როგორც შემდეგ შეიტყო - დ----- ნ--------ე. აღნიშნულ პირებს კართან დახვდნენ თ----- შ---------ი და თ----- მ-------ე, რომლებიც არ აძლევდნენ სახლში შესვლის ნებას. გ------- ბ------ემ თ----- შ---------ი დააგდო ძირს და სცემდა. წაქცეულ თ----- შ---------ს და თ----- მ-------ეს სცემდნენ გ------- ბ------ე და დ----- ნ--------ე. რის შემდეგაც, ლ---- შ---------მა გამოიტანა თოფი და ეზოდან განახორციელა ერთი გასროლა. გარეთ გამოსული ლ---- შ---------ი არავის დაუნახავს.
მოწმეებმა თ---–---------მა, გ---–---------მა, ლ-----–---------მა და მ------ ფ--------–---–მა დაადასტურეს, რომ ლ---- შ---------ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან დანით მივარდა გ------- ბ------ე, რა დროსაც ლ---- შ---------მა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სახლის ეზოდან განახორციელა გასროლა.
ბრალდებულმა ლ---- შ---------მა წარდგენილ ბრალდებებში ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ წარსულში მას და გ------- ბ------ეს მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსაც იგი გულში დანით დაჭრა გ------- ბ------ემ. მან გამოძიებას განუცხადა, რომ გ------- ბ------ის მიმართ არ ჰქონდა პრეტენზია, ამიტომ ამ უკანასკნელს სასჯელად განუსაზღვრეს პირობითი მსჯავრი. 2017 წლის 17 აპრილს, იმყოფებოდა ს------–------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, სადაც ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად აღნიშნავდა აღდგომის დღესასწაულს. მოგვიანებით, მან გააცილა ბიძაშვილები და გავიდა სახლიდან, რა დროსაც დაინახა, რომ მისი მისამართით ილანძღებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- ბ------ე, რომელსაც ხელში ეჭირა გაშლილი დანა, გამოხატავდა აგრესიას და მოითხოვდა, რომ ლ---- შ---------ი გადასულიყო მისკენ. ბრალდებულის განმარტებით, მისი სახლი და გ------- ბ------ის ბიძის - თ----- ფ--------–---–ის სახლი, სადაც იმ დროს იდგა გ------- ბ------ე, განლაგებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ, დაახლოებით 40-50 მეტრში და მათ შორის ჩამოდის ხევი. იგი მოერიდა გ------- ბ------ესთან კონფლიქტს და შევიდა სახლში ისე, რომ მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სახლში შესვლის დროს დაინახა, რომ გ------- ბ------ეს უკან მისდევდა დ----- ნ--------ე. სახლში შესვლის შემდეგ მან კვლავ გაიგო ხმაურის და გინების ხმა. ამ დროს თ----- შ---------ი და თ----- მ-------ე გავიდნენ ჭიშკართან, რომელთანაც მისულები იყვნენ დ----- ნ--------ე და გ------- ბ------ე. გ------- ბ------ე იგინებოდა ლ---- შ---------ის მისამართით, ცდილობდა სახლში შესვლას და მოითხოვდა ლ---- შ---------ი გასულიყო გარეთ. ბრალდებულის განმარტებით, გ------- ბ------ე მასზე წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო იყო გაბრაზებული. თ----- შ---------ი ცდილობდა შეეჩერებინა გ------- ბ------ე და თხოვდა დაწყნარებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი გაშლილი დანით ხელში ცდილობდა ეზოში შესვლას და ეჩხუბებოდა ლ---- შ---------ის მამას და სიმამრს.
ბრალდებულის განმარტებით, კონფლიქტი მიმდინარეობდა მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ორ-სამ მეტრში. მას შეეშინდა, რადგან სახლში ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვები, ამიტომ ჩხუბის და ყვირილის ხმაზე კვლავ გავიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ გ------- ბ------ემ ჩხუბის დროს ხელი გაარტყა თ----- შ---------ს, რომელიც გარტყმის შემდეგ წაიქცა. ჩხუბის დროს წაიქცა თ----- მ-------ეც. გ------- ბ------ე, რომელიც ტანით არის დიდი, იქნევდა გაშლილ დანას, რომლის წართმევასაც ცდილობდნენ ლ---- შ---------ის მამა და სიმამრი, მაგრამ ვერ შეძლეს. მას შეეშინდა, რომ გ------- ბ------ეს არ დაეჭრა თ----- შ---------ი და თ----- მ-------ე. ამ დროს გაახსენდა, რომ სახლში ჰქონდა პაპის დანატოვარი იარაღი, რომელიც გამოიტანა იმ მიზნით, რომ გ------- ბ------ეს შეშინებოდა, წასულიყო და თავი დაენებებინა თ----- შ---------ისთვის. მას არ უფიქრია იარაღიდან გასროლა. მაგრამ ვინაიდან გ------- ბ------ე იარაღის დანახვაზე გახდა უფრო აგრესიული, გ------- ბ------ის შეშინების მიზნით იარაღიდან განახორციელა მხოლოდ ერთი გასროლა, რა დროსაც დაიჭრნენ გ------- ბ------ე და დ----- ნ--------ე. ლ---- შ---------ის განმარტებით, ეზოს ღობის სიმაღლე არის დაახლოებით 1,50 სმ, ჭიშკრის სიმაღლე კი - 1,80 სმ. გასროლის დროს ჭიშკარი იყო ღია და იგი იმყოფებოდა ეზოში, ჭიშკრის შიგნით დაახლოებით ნახევარ მეტრში, გარეთ არ გასულა, ვინაიდან კონფლიქტი ხდებოდა ჭიშკრიდან ორ მეტრში. კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით მან იარაღიდან გაისროლა ძირს, ფეხების მიმართულებით, დამიზნებით არ უსვრია. ბრალდებულის განმარტებით, თ----- შ---------ი იყო წაქცეული, გ------- ბ------ეს კი ხელები ჰქონდა სისხლიანი, ამიტომ ეგონა, რომ ამ უკანასკნელმა დანით დაჭრა თ----- შ---------ი და შეეშინდა არ მოეკლა. ამ შიშს უმძაფრებდა წარსულში გ------- ბ------ის მიერ დანით გულმკერდის არეში მისი დაჭრის ფაქტი. სხვანაირად გ------- ბ------ეს ვერცერთი მათგანი ვერ შეაჩერებდა სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ მიეყენებინა თ----- შ---------ისთვის ან არ მოეკლა იგი. ბრალდებულის განმარტებით, მასრა აღმოჩენილი იქნა ჭიშკრიდან ორი მეტრის მანძილზე, ღობესთან. ის იარაღი, რომელიც ჰქონდა მას, მასრას აგდებს გვერდით და მარჯვნივ, ჯერ მაღლა აგდებს და შემდეგ მარჯვნივ, ამიტომ შესაძლებელია მასრა იქ აღმოჩენილიყო, სადაც იპოვეს. იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოსული იქნებოდა გარეთ, მასრა დავარდებოდა უფრო შორს. გასროლის შემდეგ, მან დაინახა, როგორ დაუვარდა დანა ხელიდან გ------- ბ------ეს. მას არ დაუნახავს დ----- ნ--------ეს მოხვდა თუ არა ტყვია, დაინახა რომ ეს უკანასკნელი იჯდა იქვე - ძირს. აღნიშნულის შემდეგ მან იარაღი დააგდო ძირს და დარეკა პოლიციაში. პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ დაახლოებით 5-10 წუთში და წაიღეს იარაღი. იგი თავადაც გაჰყვა პოლიციელებს. წარსულში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მას გ------- ბ------ესთან შეხება არ ჰქონდა და არც გაბრაზებული იყო მასზე. თავად არ არის კონფლიქტური ადამიანი, ჰყავს ოჯახი და აქვს სამსახური, ყოველთვის ერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს, გ------- ბ------ეს კი, არაერთხელ ჰქონდა მსგავსი კონფლიქტი სხვა პირებთანაც. შემთხვევის დროს თავად ნასვამი არ ყოფილა. მისივე განმარტებით, ის ადგილი, სადაც მოხდა დ----- ნ--------ის და გ------- ბ------ის დაჭრა, არის მისი ოჯახის საკუთრება და რეგისტრირებულია დედის სახელზე.
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა: ზ-------------ემ, ლ-–-------------–---–მა, ვ-----–----------–---–მა, ზ-----------–-----მა და დ----- თ-------–---–მა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, გ------- ბ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად გაესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისიუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალდების ნაწილში. შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლ---- შ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქცია) ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ლ---- შ---------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ წარმოდგენილი N------ იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AKC-74У“ მოდელის, 5,45 მმ. კალიბრის ავტომატი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის როგორც ცალმაგ, ასევე ავტომატურ რეჟიმში, ხოლო ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74У“ ავტომატისთვის, „РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. მასრა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AKC-74У“ მოდელის, 5,45 მმ. კალიბრის N------ ავტომატში.
,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. მითითებული კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. მოცემულ შემთხვევაში, ლ---- შ---------ს, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვის, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება, შესაბამისად, მას ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდა და ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტს, ადასტურებენ ნებართვის არარსებობას და ეთანხმებიან განაჩენში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, პალატის მიერ დასადგენ ფაქტს წარმოადგენს გარემოება, ატარებდა თუ არა ლ---- შ---------ი 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, დ--–-----------------------–------ში, AKC-74У მოდელის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს.
უდავოა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, შესაბამისად, მისი ტარება პოტენციურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და ხასიათდება მაღალი ხარისხის საშიშროებით. ტარების შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი.
პალატა განმარტავს, რომ იარაღის ტარების, როგორც თავისთავად ტერმინის არსი, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ამასთან, იარაღის ტარება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ..
მცხეთის რაიონულ სასამართლოს სწორად აქვს მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის N591აპ-09 გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატა არ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც კ.უ-შვილი მსჯავრდებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის და განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით სარწმუნოდაა დადგენილი, რომ მეზობლებთან მომხდარი კონფლიქტის დროს კ.უ-შვილმა თავის საცხოვრებელი სახლიდან თავისავე ეზოში, სადაც დგას აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, ნამდვილად გამოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და იქედანვე დაიწყო ამ იარაღიდან სროლა მეზობელი ჯ-ძეების სახლების მიმართულებით, რაც ვერ ჩაითვლება იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებად. ცეცხლსასროლი იარაღით მისი შენახვის ადგილიდან რამდენიმე მეტრზე გადაადგილება მისი გასროლის მიზნით ვერ ქმნის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას, როცა არ მომხდარა ცეცხლსასროლი იარაღით უფრო დიდ მანძილზე თუნდაც ერთჯერადი გადაადგილება.“
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულები და მოწმეები: რ--------- თ------–--–ი, ა-------------–---–ი, ნ-----–- თ------–--–ი, გ----–- ბ------ე და ა-----------–---–ი უთითებენ, რომ ლ---- შ---------ი გამოსული იყო მისი ჭიშკრიდან მოშორებით. აღნიშნულმა პირებმა უარყვეს ის გარემოება, რომ ლ---- შ---------მა გასროლა განახორციელა საკუთარი სახლის ეზოდან. მეორეს მხრივ მოწმეები: თ----- მ-------ე, თ----- შ---------ი, კ------- კ------ე, ს------- მ-------ე, რ----------------–---–ი, თ---–---------ი, გ---–---------ი, ლ-----–---------ი, მ------ ფ--------–---–ი განმარტავენ, რომ ლ---- შ---------მა იარაღიდან გასროლა მოახდინა ეზოდან. აღნიშნულს ადასტურებს თავად ლ---- შ---------იც. დაზარალებულების ჩვენებების საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებენ მოწმეები დ----- ი-–------ე და შ--–-- ვ--------–---–იც. რაც შეეხება მოწმეების თ----- ფ--------–---–ის და ა-–---------- ჩ----ის ჩვენებებს, თ----- ფ--------–---–ი არ წარმოადგენს პირდაპირ მოწმეს, რომელიც მიუთითებდა ლ---- შ---------ის ადგილსამყოფელს სროლის მომენტში, ხოლო ა-–---------- ჩ----ე, მისივე ჩვენების შესაბამისად, გავიდა სროლის ხმაზე და ლ---- შ---------ი დაინახა ამ უკანასკნელის ჭიშკართან იარაღით ხელში.
ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ ლ---- შ---------ის ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ მას ავტომატის ტარების განზრახვა არ ჰქონია, განვითარებულია მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისგან თავის დაღწევის შიშით. აღნიშნული არგუმენტი, პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს საკმარისს წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია განაჩენი სასჯელის ნაწილში, რომლითაც ლ---- შ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული აქვს 3 წლით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით. არც ის არგუმენტია დასაბუთებული, რომ დაზარალებულებმა და მოწმეებმა: რ--------- თ------–--–მა, ა-------------–---–მა, ნ-----–- თ------–--–მა, გ----–- ბ------ემ, ა-----------–---–მა, თ----- ფ--------–---–მა და ა-–---------- ჩ----ემ ჩვენებები მისცეს ფიცის ქვეშ, რის გამოც სასამართლომ უპირობოდ უნდა გაიზიაროს მათი ჩვენებები. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ პირობებში დაიკითხნენ სხვა მოწმეები, ისინიც გაფრთხილებულები იქნენ ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე და მათაც დადეს ფიცი. შესაბამისად, მხოლოდ მოწმეთა მიერ ფიცის დადება არ წარმოადგენს მათი ჩვენებების გაზიარების საფუძველს.
პალატა არ უარყოფს, რომ შესაძლოა ყველა მოწმემ დეტალურად ვერ აღწეროს განვითარებული მოვლენები და მათ ჩვენებებში არსებობდეს მცირე ცდომილებები, თუმცა, მოცემულ საქმეში უტყუარად იმის დადგენა, თუ საიდან განახორციელა ლ---- შ---------მა გასროლა, წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში შეუძლებელია. სასამართლოს მსჯელობას ამყარებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მასრის ადგილმდებარეობა და ექსპერტ-ბალისტიკოსის ჩვენება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ვინმემ გადაადგილა მასრა და წინასწარ იცოდა ექსპერტ-ბალისტიკოსის პასუხი, ან შემთხვევის ადგილზე არსებული სხვა მასრები თუ მტკიცებულებები გადამალა, მიუხედავად იმისა, რომ რიგი საგამოძიებო მოქმედებების დაწყება განხორციელდა რამდენიმე საათის შემდეგ. გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარეს თავად არ დაუსვამს კითხვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტისთვის თუ რა მანძილიდან განხორციელდა გასროლა და სხვა მტკიცებულებით იმის უტყუარად დადგენა, რომ ლ---- შ---------ი იარაღმომარჯვებული დადიოდა ქუჩაში, არ დადასტურებულა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...] გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გააბათილებდა როგორც ლ---- შ---------ის, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც, ერთის მხრივ, წინააღმდეგობაშია დაზარალებულთა ჩვენებებთან კონფლიქტის დაწყების და გაგრძელების პროცესთან მიმართებით, ხოლო მეორეს მხრივ უთითებენ ლ---- შ---------ის ადგილსამყოფელს გასროლის მომენტში. მოწმეთა ნაწილის ჩვენებებით დადგენილია, რომ ლ---- შ---------ი იარაღის შენახვის ადგილიდან კონკრეტული მიზნით იარაღთან ერთად არ გადაადგილებულა სხვა ტერიტორიულ ერთეულში, არ გასცდენია იარაღის შენახვის ადგილს და არ დაუტოვებია საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზო. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რატომ არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს მათი ჩვენებები. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია, რომ თითქოს საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ წარმოადგენს საფუძვლიანს. ის მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულების სახით, არც ერთი პირდაპირ არ ადასტურებს ლ---- შ---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნაწილში.
პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ პასუხობენ მტკიცებულების ერთობლიობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა ლ---- შ---------ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--–---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლ---- შ---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ლ---- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
ლ---- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
ლ---- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ---- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ლ---- შ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ლ---- შ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 18 აპრილიდან 2017 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
ლ---- შ---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი მჭიდით - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
§ დ----- ნ--------ის ტანსაცმელი და გ------- ბ------ის შარვალი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
§ ერთი ცალი დანა, ერთი ცალი მასრა, ერთი ცალი ხის ნაფოტი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით და ერთი ცალი პატარა ზომის ქვა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე