განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100119003180714
საქმე №1/ბ-63-2020 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
20 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები : ვერა დოლიძე
მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
პროკურორის – კ---- ს-----ის
ადვოკატის - მ-----– ხ--------ის
მსჯავრდებულების – კ---- ბ-----ის და ს----- ბ---–---------ის
მსჯავრდებულ კ---- ბ-----ის კანონიერი წარმომადგენლის - ნ--- ბ-----ის მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
კ---- ბ-----ის მიმართ - დაბადებული 2----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი ნომერი 0----------), არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონი, სოფელი წ---------;
ს----- ბ---–---------ის მიმართ - დაბადებული 2----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელი ო-----–--ი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი კ---- ბ-----ის და ს----- ბ---–---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
კ---- ბ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით, დანიშნული სასჯელი კ---- ბ-----ეს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
კ---- ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
კ---- ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 აგვისტოდან, 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით;
ს----- ბ---–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი); საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით, დანიშნული სასჯელის ს----- ბ---–---------ს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით, დანიშნული სასჯელი ს----- ბ---–---------ს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა, სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ს----- ბ---–---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
ს----- ბ---–---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
ს----- ბ---–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 აგვისტოდან, 2019 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით;
მსჯავრდებულებს - კ---- ბ-----ეს და ს----- ბ---–---------ს დაეკისროთ მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (დ----- ს----–-–---–ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის 11 კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ცხრა ცალი მობილური ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს დ----- ს----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მობილური ტელეფონის დასატენი მოწყობილობის ორი კოლოფი - დაუბრუნდეს დ----- ს----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ანაწმენდები ოთხ ნიმუშად - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ტელეფონის დამცავი პარკი - დაუბრუნდეს დ----- ს----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (დ----- ს----–-–---–ის სარეალიზაციო) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ----- ჭ------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ოთხი კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ანაწმენდის ერთი ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ცამეტი ცალი ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს მ----- ჭ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ----- ჭ------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (ტ------– ჯ--------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ხელის კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ანაწმენდის ერთი ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ხუთი ცალი ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს ტ------– ჯ--------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (ტ------– ჯ--------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ------ ს---------ას სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ხელის კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ------ ს---------ას სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (თ-- ხ--------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ერთი კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (თ-- ხ--------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (ანა ბ--------–---–ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდის ერთი ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (თ-- ხ--------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
2019 წლის 26 ივლისს შემთხვევის (მ------- ტ-------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ერთი კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ფოტოაპარატის ერთი ყუთი - დაუბრუნდეს მ------- ტ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2019 წლის 26 ივლისს (მ------- ტ-------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ანა ბ--------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2019 წლის 29 ივლისს ს----- ბ---–---------თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული - ოქროსფერი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------; 2) შავი ფერის კორპუსის მქონე „ნოკია ვერიზონს“ ფირმის მობილური ტელეფონი; 3) ვერცხლისფერი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------; 4) შავი ფერის კორპუსის მქონე „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; 5) შავი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------; 6) შავი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------- ხუთი ცალი ციფრული ფოტოაპარატი: 1) ვერცხლისფერი კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „nikon coolpix“-ის ფირმის; 2) ვერცხლისფერი კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „sony cyber-shot“-ის ფირმის; 3) შავი ფერის კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „fujifilm“-ის ფირმის; 4) შავი ფერის კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „sony cyber-shot“-ის ფირმის; 5) შავი ფერის კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „Fujifilm“-ის ფირმის, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ს----- ბ---–---------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ხელის ნახჭის ანაბეჭდის ნიმუში -განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
არასრულწლოვანი ბრალდებულის (ს----- ბ---–---------ის) დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოკლე სახელოიანი მოშავო ფერის მაისური, ერთი ცალი წინდა, მოვერცხლისფრო ფერის ბეჭედი, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს არასრულწლოვან ს----- ბ---–---------ს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
არასრულწლოვანი ბრალდებულის (კ---- ბ-----ის) დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებული ზურგჩანთა მასში მოთავსებული სილიკონის ბუდეში ჩადებული შავი ფერის „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი; „ქსიომის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი; „პოკიფონის“ ფირმის მოშავო ფერის მობილური ტელეფონი; „ქსიამომის“ ფირმის მობილური ტელეფონი; „ქსიამომის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი; „სამსუნგის“ ფირმის წითელი ფერის მობილური ტელეფონი; „ქსიამოს“ ფირმის ლურჯი ფერის მობილური ტელეფონი; „სამსუნგის“ ფირმის წითელი ფერის მობილური ტელეფონი, მასზე მიერთებული თეთრი ფერის სადენით; „სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი მასზე მიერთებული თეთრი ფერის სადენით; „ქსიამოს“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი; „ქსიამოს“ ფირმის ლურჯი ფერის მობილური ტელეფონი; თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი; ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი; შავი ფერის სპორტული შარვალი თეთრი ფერის ზოლებით; მოშაო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური თეთრი ნახატებით; მოთეთრო ფერის მოკლესახელოიანი მაისური მოშავო და მოწითალო ნახატებით; თეთრი ფერის წინდა; ერთი ცალი ქვა; ყურსასმენი; ასევე, კ---- ბ-----ისგან ამოღებული მოლურჯო ფერის მაისური, რაც მას თავზე ჰქონდა გაკეთებული და ერთი თეთრი და ერთი შავი ფერის წინდა, რაც ხელებზე ჰქონდა გაკეთებული, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო ერთი ცალი ქვა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ადგილმდებარეობის (ზესტაფონი, ა----–-----–--------- №16-ში მდებარე აფთიაქ ა------ს წინამდებარე ტერიტორია) დათვალიერების დროს ამოღებული ოთხი ცალი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი; ერთი ცალი „ჰონორის“ ფირმის მობილური ტელეფონი; ექვსი ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის (მაღაზია უ------ის) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი ქვა - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის (მაღაზია უ------ის) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ს----- ბ---–---------თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ნაცრისფერი მოკლე სახელოებიანი მაისური, ნაცრისფერი შარვალი, ყავისფერი თასმებიანი ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს ს----- ბ---–---------ს ანდა მისთვის ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მ----- ჭ------ის სარეალიზაციო დახლთან განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
შპს „უ------ში“ განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე