განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
050100119003292621
ინსტანცია
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119003292621

საქმე №1/ბ-110-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2020 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ------- გ---ს ძე ჩ----ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ოზურგეთი, მ---------ს ქ. N8, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ოზურგეთი, თ---------–---ს ქ. N49;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ------- ჩ----ემ ჩაიდინა :

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის ივნისიდან ამავე წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით ეპიზოდი);

 

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი);

 

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი);

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2019 ივნისიდან ამავე წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით, ვ------- ჩ----ე მეუღლეს - რ--------- შ-----------ეს ქ. ოზურგეთში,თ---------–---ს ქუჩა N49-ში მდებარე სახლში, სადაც ცხოვრობდნენ დროებით, განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ რ---------ი მასზე ეჭვიანობდა, აღნიშნულის გამო ურთიერთშელაპარაკებისას, სისტემატურად, ყოველდღიურად აყენებდა შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა ვ------- ჩ----ის მხრიდან რ--------- შ-----------ის მიმართ გინებასა და უწმაწური სიტყვებით მიმართვაში, რის შედეგად რ--------- შ-----------ე განიცდიდა ტანჯვას.

 

1.2. 2019 წლის 10 ოქტომბერს, საღამოს სათებში, ვ------- ჩ----ემ მეუღლეს რ--------- შ-----------ეს ქ. ოზურგეთში, თ---------–---ს ქუჩა N49-ში მდებარე სახლში, სადაც ცხოვრობდნენ დროებით, განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ რ---------ი მასზე ეჭვიანობდა, აღნიშნულის გამო ურთიერთშელაპარაკებისას, დაუწყო გინება და ძალადობით, კერძოდ, კისერში ხელების მოჭერით და სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დატყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2019 წლის 14 ოქტომბერს, საღამოს საათებში ვ------- ჩ----ემ მეუღლეს რ--------- შ-----------ეს ქ. ოზურგეთში, თ---------–---ს ქუჩა N49-ში მდებარე სახლში, სადაც ცხოვრობდნენ დროებით, განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ რ---------ი მასზე ეჭვიანობდა, აღნიშნულის გამო ურთიერთშელაპარაკებისას, დაუწყო გინება და ძალადობით, კერძოდ, კისერში ხელების მოჭერით და სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 დეკემბრის განაჩენით ვ------- ჩ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - (2019 წლის ივნისიდან ამავე წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით დროის პერიოდში) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და ვ------- ჩ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ------- ჩ----ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 14 ოქტომბრიდან 2019 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ ნ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ვ------- ჩ----ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამივე ეპიზოდში) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაცვლად განესაზღვრის თ---------–---ს აღკვეთა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ასეთი სასჯელის პირობებში შეუძლებელი იქნება სასჯელის მიზნების განხორციელება.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ------- ბერიძის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ------- ჩ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: რ--------- შ-----------ისაგან მიღებული შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ რ--------- შ-----------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ია ურუშაძის გამოკითხვის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ვ------- ჩ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სამივე ეპიზოდში განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი, თ---------–---ს აღკვეთის სახით.

 

გასაჩივრებული განაჩენით ვ------- ჩ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ვ------- ჩ----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუნიშნა სასჯელი მუხლის სანქციის ფარგლებში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, რაცა პალატას მიაჩნია სამართლიანად, რის გამოც ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ვ------- ჩ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისიდან ამავე წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით დროის პერიოდში) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ვ------- ჩ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ------- ჩ----ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 14 ოქტომბრიდან 2019 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე