განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002615967
საქმე №1ბ/790-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ი-----–----------ას
ადვოკატ - თ-----------–---–ის
მსჯავრდებულ - ა-–---------------–----ს
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას და მსჯავრდებულ ა-–---------------–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა-–---------------–----ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ-------------------–-------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით ა-–---------------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ა-–---------------–----ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია მხედველობის ორგანოს დაკარგვა.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 21:10 საათზე, ქ. თბილისი, კ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------------–----მ, მის მეზობელ, მ--–---------–---–ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლითონის ნაჭერი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში, რის შედეგადაც მ--–---------–---–მა მარცხენა თვალში დაკარგა მხედველობა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა-–---------------–----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-----------–---–მა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–----------ამ.
წარმოდგენლი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა მსჯავრდებულ ა-–---------------–----სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა შემდეგი საფუძვლით:
აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-–---------------–----ს მიერ განხორციელებულ ქმედებას, მას განუსაზღვრა ქმედების არათანაზომიერი, ბევრად უფრო მსუბუქი სასჯელი. აღნიშნული შეუსაბამობა გამოიხატა მასში, რომ უგულვებელყოფილ იქნა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები. აპელანტის მითითებით, ისეთი ძალადობრივი დანაშაულისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, მით უფრო, როდესაც ამას მოჰყვა მხედველობის ორგანოს დაკარგვა და დაზარალებულზე წარუშლელი კვალის დატოვება, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი და შემდგომ უკვე მისი ძალაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული. გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულს დღემდე გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია და მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტი ამოწურული არ არის.
მსჯავრდებულ ა-–---------------–----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-----------–---–მა თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილში, ა-–---------------–----ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით და ამ მუხლის სანქციის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რა ვითარებაში მოხდა დაზარალებულ მ--–---------–---–ის დაზიანება, ვისი და რა საგანი იქნა გამოყენებული. მ--–---------–---–ის დაზიანების პირველივე საათებში ა-–---------------–----მ გამოძიებას მისცა გულწრფელი და დამაჯერებელი ჩვენება მომხდართან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მ--–---------–---–ის დაზიანება მოხდა მისი მხრიდან თავდაცვის მდგომარეობაში და ეს გარემოება დაუკავშირა მ--–---- და ლ-------------–---–ების მხრიდან ლითონის საგნების გამოყენების ფაქტს, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია საქმეში, თუმცა სასამართლოს მხრიდან ეს ფაქტი არ გამხდარა განსჯის საგანი. აპელანტის აზრით, ამ მტკიცებულებათა შეფასება აუცილებლად უნდა მომხდარიყო, თუნდაც მათ დასაბუთებულად უარსაყოფად და სასამართლოს ამის შემდეგ უნდა ემსჯელა ა-–---------------–----ს ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის სისწორეზე. ა-–---------------–----ს განმარტებით, მ--–---------–---–თან ჩხუბის დროს, ეს უკანასკნელი შევარდა სახლში და გამოიტანა რკინის ხელკეტი, მას უკან მოჰყვებოდა მისი და - ლ-------------–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა ლითონის „პოდნოსი“. ლ-------------–---–ი გამოკითხვის დროს აცხადებდა, რომ ის თავის ძმასა და ა-–---------------–----ს აშველებდა. აპელანტის განმარტებით, ობიექტურ შემფასებელს შეუძლებელია არ დაენახა სასამართლო პროცესზე, როგორ ცდილობდა არადამაჯერებლად, წინააღმდეგობებით გადაეფარა კონფლიქტში მისი ლითონის „პოდნოსით“ მონაწილეობა. მ--–---------–---–ის მიერ გამოტანილ ე. წ. არმატურის ფორმის რკინის ხელკეტს, რომელიც, ა-–---------------–----ს ჩვენებით, მან მ--–---------–---–ს წართმევის დროს მოახვედრა, პირველ გამოკითხვაში მ--–---- და ლ-------------–---–ები საერთოდ არ ახსენებდნენ და მიუთითებდნენ, რომ ა-–---------------–----მ დაზიანება მიაყენა რკინის საგნით. საგანი, რომლითაც მოხდა მ--–---------–---–ის დაზიანება და ლ-------------–---–მა გამოართვა ა-–---------------–----ს, შეაგდო თავის ეზოში. აღნიშნული საგანი გამოძიების მიერ ამოღებულია ნივთმტკიცებად და გამოკვლეულიც არის სასამართლოზე, მაგრამ სასამართლოს მიერ ამ გარემოების სათანადოდ შეფასება არ მომხდარა, რადგან მთლიანად იქნა გაზიარებული მ--–---------–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მისი სისხლის კვალი, რომელიც ამ კონკრეტულ საგანზე აღმოჩნდა შემთხვევითობას წარმოადგენდა და კავშირში არ იყო მომხდართან. შეფასების მიღმაა დარჩენილი კონკრეტული საგნის ამოღების ადგილი, რაც ეზოს მარცხენა შიდა მხარეს წარმოადგენს და მ--–---------–---–ის მიერ აღწერილი დაზიანების შემდგომ მის გადაადგილების მიმართულებას საერთოდ არ ემთხვევა. ასევე საყურადღებოა მოწმედ დაკითხული ექსპერტის გ---–-----------ის ჩვენებაც, რომლის თანახმად, კონკრეტული საგანი მათ აღმოაჩინეს ეზოს ბოლოში, მარცხენა მხარეს ბალახებში, რომელსაც სისხლის ლაქები არ მიჰყვებოდა. აპელანტმა აღნიშნა, რომ მათი საჩივარი სწორედ ლ-------- და მ--–---------–---–ების მიერ კონფლიქტისას გამოყენებული ლითონის საგნების გასაჩივრებულ განაჩენში მსჯელობის გარეშე დატოვებას ეხება და კონკრეტული გარემოებების შეუფასებლად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიაჩნიათ უკანონოდ და დაუსაბუთებლად. ამ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, ა-–---------------–----ს ქმედება სწორად იქნებოდა დაკვალიფიცირებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები დაეთანხმნენ თავიანთი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს და მათი დაკმაყოფილება ითხოვეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა-–---------------–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-----------–---–ის და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–---------------–----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ საჩივარი წარადგინა ა-–---------------–----ს ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭების ნაწილში, ვინაიდან უსაფუძვლოდ მიიჩნია მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა მ--–---------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის. დაცვის მხარის მიერ განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, პალატა მიიჩნევს, რომ ა-–---------------–----სა და მ--–---------–---–ს შორის ფიზიკური დაპირისპირებისა და ამ დაპირისპირებისას მ--–---------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტი უდავო გარემოებაა, თუმცა განსხვავებულია მხარეთა მოსაზრებები, თუ რა ვითარებაში მოხდა ამ დაზიანების მიღება. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ლ-------- და მ--–---------–---–ების მიერ კონფლიქტისას გამოყენებული ლითონის საგნების მსჯელობის გარეშე დატოვებამ გამოიწვია ა-–---------------–----ს ქმედების არასწორი კვალიფიკაცია. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია კონფლიქტის უშუალო მონაწილე სამი პირის ჩვენებების ანალიზი, კერძოდ:
დაზარალებულ მ--–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევამდე 45 დღით ადრე იგი პირველად შეხვდა ა-–---------------–----ს, რომელიც ავტომანქანას აჩერებდა ხოლმე მათი კედლის წინ. იგი ა-–---------------–----ს ესაუბრა, უჩვენა დაზიანებული კედელი და სთხოვა კონკრეტულ ადგილას ავტომანქანა აღარ გაეჩერებინა. ამის მიუხედავად, ა-–---------------–---- მაინც აჩერებდა მანქანას იმ ტერიტორიაზე. მან ღვედის გაბმის გამო უკმაყოფილება გამოხატა და ქუჩაში ლანძღვითა და გინებით დადიოდა. 2018 წლის 20 ივლისს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, მას ქუჩიდან შემოესმა რაღაც ხმაური, კერძოდ ლითონისა და ლაპარაკის ხმა. კარის გაღებისას მან ჭიშკრის წინ, ქუჩის მხარეს დაინახა უცხო პიროვნება და შემდეგ ა-–---------------–----, რომელსაც ხელში ხსენებული ღვედი ეჭირა. მან განუცხადა, რომ ღვედის გადაჭრა სურდა, რათა ავტომანქანით ევლო ტროტუარზე. მას სურდა ეპასუხა, ამ თემაზე ხომ გესაუბრეო, თუმცა ა-–---------------–---- მას ეცა და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა და ფიზიკური დაპირისპირება. ა-–---------------–----ს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ახლდა, რომელიც არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას და იგი ყ---–----ს დამშვიდებასა და გაშველებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ერთ მომენტში, ისინი სამივენი წაიქცნენ. ხმაურზე სახლიდან გამოვიდა ლ-------------–---–ი, რომელიც სიტყვიერად ცდილობდა ყ---–----ს დაშოშმინებას. ასევე ა-–---------------–----ს დედის სახლიდან, რომელიც მდებარეობს გზის მეორე მხარეს, 20 მეტრის მოშორებით, კ-------------------ში, ხმაურზე გამოვიდა სამი ქალი, რომლებიც ასევე ამშვიდებდნენ ა-–---------------–----ს, რომელმაც ლ-------------–---–საც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ როგორღაც ერთმა მამაკაცმა და სამმა ქალმა ძლივს გაიყვანეს ა-–---------------–----, რომელიც აგრესიული იყო. ეს დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. ამ დროს უკვე ბნელოდა და ქუჩაში გარე განათება იყო ჩართული. დაზარალებულის განმარტებით, მას ა-–---------------–----სთვის დაზიანება არ მიუყენებია. ის და მისი და სახლში დაბრუნდნენ, რა დროსაც ლ-------------–---–მა 112-ში დარეკა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ქუჩიდან კვლავ მოესმა მსგავსი ხმაური. როდესაც კარი გააღო, დაინახა, რომ ა-–---------------–----ს ხელში ბრტყელტუჩა ეჭირა და ღვედის გადაჭრას ცდილობდა. მის დანახვაზე ბრალდებული გაექანა და ბრტყელტუჩა სახის მარცხენა მხარეს ძლიერად ჩაარტყა, რის შედეგადაც, დაეცა, დეზორიენტაცია მიიღო და შემდეგი დარტყმები აღარ უგრძვნია. მან ამ დარტყმის შედეგად სმენაც დაკარგა და არაფერი ესმოდა. შესაბამისად, არ იცის რამდენჯერ დაარტყა მას ა-–---------------–----მ და რომელი დარტყმის შედეგად დააკარგვინა მხედველობა. დაზიანებები თვალის გარდა ასევე ჰქონდა კისერზეც. დარტყმის მომენტში, მას სხვა არავინ დაუნახავს. ამ ხმაურზე გარეთ გამოვიდა ლ-------------–---–იც, თუმცა მისი გამოსვლის მომენტი არ დაუნახავს, რადგან სახლისკენ ზურგით იდგა. მას ეჭირა თუ არა რამე ხელში, არ ახსოვს. ლ-------------–---–ის დანახვაზე, ა-–---------------–----მ აგრესია მასზე მიმართა და ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენა. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს კომფლიქტი, ზუსტად არ იცის. როდესაც იგი წამოდგომას ცდილობდა, დაინახა, რომ ა-–---------------–----მ მისი დაც წააქცია. ლითონის საგნისთვის თვალი აღარ მოუკრავს. მას თვალიდან სისხლდენა დაეწყო. შემდეგ მან ა-–---------------–----ს დედის ხმა გაიგო, რომელიც იძახდა, ,,გამომეპარაო“. ლ-------------–---–მა სასწრაფო გამოიძახა. ადგილზე ჯერ პოლიცია მივიდა, შემდეგ სასწრაფო დახმარება, რომელმაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ შემთხვევის შედეგად მან მარცხენა თვალი დაკარგა.
კიდევ ერთი თვითმხილველი მოწმის ლ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ
შემთხვევის დღეს, 2018 წლის 20 ივლისს ა-–---------------–----ს მთელი დღე მათ ტროტუარზე ჰყავდა ავტომანქანა გაჩერებული. ამ დროს მისი ძმაც სახლში იმყოფებოდა. საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე, მ--–---------–---–ი ქუჩიდან შემომავალი ხმაურის გამო ეზოდან გავიდა. ცოტა ხანში თვითონაც გავიდა ქუჩაში, რადგან ჩხუბისა და გინების ხმა შემოესმა. მათ ჭიშკართან ა-–---------------–----ს მანქანა იდგა, ხოლო მის უკან სხვა მანქანა იდგა. იქვე იყო ა-–---------------–----ც, რომელიც მ--–---------–---–ისკენ იწევდა და იგინებოდა. მას ერთი ახალგაზრდა მამაკაცი აკავებდა. ამ დროს ა-–---------------–----მ მასაც ჰკრა ხელი. ცოტა ხანში ა-–---------------–----ს ეზოდან გამოვიდნენ დედამისი და ორი ქალბატონი, რომლებიც ასევე ცდილობდნენ ა-–---------------–----ს დამშვიდებას, ხოლო მ--–---------–---–სა და მას სთხოვდნენ სახლში შესულიყვნენ, რადგან მათი დანახვა ა-–---------------–----ს აღიზიანდება. ხსენებული კომფლიქტი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც სამმა ქალბატონმა და ერთმა მამაკაცმა იგი ძლივს წაიყვანეს სახლში. ა-–---------------–---- ამ დროსაც იგინებოდა და იწევდა მისკენ და მ--–---------–---–ისკენ. ამის შემდეგ, იგი სახლში შევიდა და 112-ში დარეკა, რომლის მეშვეობითაც შეეცადა გაერკვია თუ როგორ უნდა მომხდარიყო ა-–---------------–----ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემა, თუმცა პატრულის გამოძახებაზე უარი უთხრა. ამ დროს მ--–---------–---–ი ეზოში იმყოფებოდა. ცოტა ხანში მას ეზოდან შემოესმა ჩხუბისა და გინების ხმა. იგი გავარდა ეზოში და დაინახა, რომ ეზოს ჭიშკრის წინ ა-–---------------–---- და მ--–---------–---–ი ჩხუბობდნენ. ა-–---------------–---- უტევდა, ხოლო მისი ძმა თავს იცავდა. მ--–---------–---–ი მისგან ზურგით იდგა, ხოლო ა-–---------------–---- - სახით. ამ დროს ქუჩის ხელოვნური განათება იყო და ყველაფერი კარგად ჩანდა. ა-–---------------–----ს ხელში ბრტყელტუჩა ეჭირა. შემდეგ ამ ჩხუბისას მარჯვენა ხელით რაღაც მეტალის საგანი შემოუქნია მ--–---------–---–ს და თვალი დაუზიანა, საიდანაც სისხლი წამოუვიდა. შემდეგ კიდევ დაარტყა რამდენჯერმე, რის გამოც დაზიანება ყელზეც მიაყენა. იგი შეეცადა ა-–---------------–----ს შეჩერებას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ფიზიკურად მასზე ბევრად ძლიერი იყო. ამ დროს ა-–---------------–----მ მასაც დაარტყა ხელი და წააქცია. სახლიდან გამოსვლისას ხელში სინი ეჭირა, მაგრამ რატომ აიღო არ ახსოვს, არ გამოუყენებია და იქვე დააგდო. მ--–---------–---–მა ჩარტყმის შედეგად ბევრი სისხლი დაღვარა, ხოლო მარცხენა თვალი მოგვიანებით საერთოდ ამოუღეს ოპერაციის შედეგად და ამჟამად ცალ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს.
მნიშვნელოვანია კონფლიქტის უშუალო მონაწილე ა-–---------------–----ს ჩვენება, რომლის თანახმად, 2018 წლის 20 ივლისს, იმყოფებოდა მშობლებთან, რა დროსაც ავტომანქანა დააყენა სახლის მოპირდაპირე მხარეს, ბ---–---–--ის ღობესთან. ორი კვირით ადრე მ--–---------–---–მა ღობის წინ, ბორდიურზე რკინის ბოძები ჩააბეტონა, რომლებზეც გააბა რკინის ღვედი, რომ მანქანები არ ასულიყვნენ ბორდიურზე. ამის გამო მან მანქანა შეაყენა უკანა მხრიდან. შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი მანქანის უკან გაჩერებული იყო უცხო ავტომანქანა, რის გამოც გამოსვლა შეუძლებელი იყო. ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ლ-------------ე. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვინაიდან ინსულინის ნემსის მოხმარების დრო უწევდა, ჩქარობდა სახლში წასვლას და ამის გამო ქუჩაში გამოსულ მ--–---------–---–ს სთხოვა, მისთვის ღვედი ჩაეხსნა და გაეტარებინა. მ--–---------–---–მა მას აგრესიული ტონით უპასუხა, ,,საიდანაც შემოხვედი, იქიდან გადიო“ და შეაგინა. მან ბ---–---–ს აუხსნა, რომ უკან მანქანა იყო გაჩერებული და ვერ გავიდოდა, თან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სასწრაფოდ უნდა წასულიყო სახლში. შემდეგ გინებაზე გინებითვე უპასუხა. მ--–----მა მისკენ დასარტყმელად გაიწია. ამას მოჰყვა გაწევ-გამოწევა და ჩხუბი. მ--–----მა მკლავზე დაარტყა ხელი. მასაც უნდოდა დაერტყა მ--–----ისთვის, მაგრამ შემდეგ სახლიდან გამოვიდნენ დედამისი და მეზობლები, ასევე იქვე იყო მისი მეგობარი ლ-----, რომლებმაც გააშველეს მოჩხუბრები და დარტყმის საშუალება აღარ მისცეს. თვითონ წამოვიდა სახლში და მ--–---------–---–იც შევიდა ეზოში. შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა თავის მანქანასთან და ფიქრობდა თუ როგორ გამოეყვანა ტროტუარიდან, მას ხელში არანაირი ხელსაწყო არ სჭერია. ამ დროს ეზოდან გამოვარდა მ--–---------–---–ი, რომელმაც გინებითა და ლანძღვით მიმართა მას, თუ რატომ დაბრუნდა ისევ. მან უპასუხა, რომ მანქანის გაყვანა სურდა. ბ---–---–მა მას შეაგინა, რაზეც მანაც გინებით უპასუხა. ამის შემდეგ, ბ---–---–მა მას ხელი მოუქნია, რომელიც მან ხელის დაფარებით აიცდინა. ბ---–---–ი შევარდა ეზოში და იქიდან გამოიტანა არმატურის მსგავსი რკინის ჯოხი, რომელიც ხელში ეჭირა და გინებით მისკენ მიიწევდა დასარტყმელად. მას ასევე მოჰყვებოდა მისი და, რომელიც იწყევლებოდა და ლანგარს იქნევდა. და-ძმა მას ერთად ესხმოდა თავს. მან ხელი აიფარა და თავდაცვის მიზნით უნდოდა მ--–----ისთვის რკინის დეტალის წართმევა. როგორც შემდეგ გაარკვია, ამ ჯიკაობის პროცესში მ--–---------–---–ს რკინის დეტალი თვალში მოხვდა, რის სურვილიც მას არ ჰქონია. ეს ყველაფერი დაინახა მ--–----ის დამ. რკინა მანქანის სავალ გზაზე დავარდა. გაწევ-გამოწევაში, შეიძლება ლ-------------–---–საც ჰკრა ხელი და წააქცია, ზუსტად არ ახსოვს. როდესაც დედამისი გასაშველებლად გადმოვიდა, მ--–----ის დამ მას ხელზე უკბინა, რადგან მისკენ იწევდა საცემად, ხოლო დედამისი აკავებდა. შემდეგ მამამისი მივიდა ადგილზე და იგი სახლში წაიყვანა, რომ ინსულინის ნემსი გაეკეთებინა, რადგან უკვე გონებას კარგავდა. შემდეგ როგორც აღმოჩნდა, მ--–---------–---–ს 112-ში დაურეკავს. დედამისმა დაურეკა მას და უთხრა, პატრული გკითხულობსო. ამის გამო იგი თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა მისი დაკავება.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას კონფლიქტის ორ ეტაპად მიმდინარეობის შესახებ, რომელთაგან მეორე ეტაპის თვითმხილველი მხოლოდ სამი პირია. თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების ანალიზით ნათელია, რომ მ--–---------–---–ის ხელში რკინის საგნის არსებობაზე მხოლოდ მსჯავრდებული მიუთითებს და მისი მოსაზრება არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. დაცვის მხარე ასევე აქცენტს აკეთებს მოწმე ლ-------------–---–ის ხელში ე. წ. ,,პოდნოსის’’ არსებობის შესახებ და მიუთითებს, რომ იგი ამ ნივთს ა-–---------------–----ზე თავდასხმისთვის იყენებდა. პალატა აღნიშნავს, რომ სახლიდან გამოსვლისას ხელში სინის ჭერის ფაქტს არ უარყოფს თავად მოწმეც, თუმცა საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ამ ნივთით ა-–---------------–----ზე თავდასხმის ფაქტი. თავისი პოზიციის გასამყარებლად დაცვის მხარეს არც სააპელაციო ინსტანციაში წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთების ნაწილში მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, დათვალიერდა ქ. თბილისი, კ--------------------ის მიმდებარე ტერიტორია. ხსენებული სახლის წინ არსებული ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და საავტომობილო გზა გაყოფილია მეტალის ბოძებით და მათზე გაბმული მეტალის ბაგირით. კ--------------------ში შედის ორფრთიანი ღია ფერის მეტალის კარით, რომლის მარცხენა ფრთაზე განთავსებულია მომცრო ზომის მეტალის კარი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში. მარცხენა ფრთაზე კარს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა, ბიოლოგიურ ჩხირზე განთავსდა და დაილუქა. აღნიშნული კარი შედის ეზოში, სადაც მარჯვენა მხარეს გრუნტოვან ზედაპირზე განთავსებულია მეტალის ლანგარი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ლანგარი მოწითალო ფერის ლაქებით განთავსდა კონვერტში და დაილუქა სპეც. პაკეტში. ეზოში შესასვლელი კარის შიგნით მარცხენა მხარეს განთავსებულია მეტალის ნაჭერი, რომელიც ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ და განთავსდა სპეც. პაკეტში. აღნიშნული მეტალის ნაჭრის მარცხნივ ასევე გრუნტოვან ზედაპირზე განთავსებულია მომრგვალო ფორმის მეტალის ნაჭერი, რომელიც ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ. აღნიშნულ მილს თავში აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ეზოში განთავსებული ერთსართულიანი სახლის შესასვლელთან გრუნტოვან ნიადაგზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ექსპერტების მიერ ბიოლოგიური ჩხირის მეშვეობით იქნა ამოღებული და დაილუქა სპეც. პაკეტში.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მეტალის ნაჭრებზე სისხლის კვალის აღმოჩენის თვალსაზრისით პალატა მოიხმობს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, რომლის მიხედვით, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,...ობ #3 რკინის ნაჭერი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული ეზოში ნიადაგის ზედაპირიდან და ობ #5 რკინის ნაჭერი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული ეზოში მარცხენა მხარეს, ხეებთან, ბალახებში ნიადაგის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ კონტეინერში, წარწერით: ,,ობ #3“ მოთავსებულ მეტალის დეტალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. #1) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებულ კონტეინერში წარწერით: ,,ობ #5“ მოთავსებულ მეტალის დეტალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. #2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი მ--–---------–---–ის (ობ. #10; პაკეტი, წარწერით: ,,მ--–---------–---–ის სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
- პაკეტში წარწერით: ,,...ობ #1; ობ #4 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები 2 (ორი) ც ბიოლოგიურ ჩხირზე...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #3,4) და პაკეტში, წარწერით: ,,...ობ #2 1 (ერთი) ც ლანგარი მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული ეზოში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ ასფალტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მეტალის ლანგარზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. #5,6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი მ--–---------–---–ის (ობ. #10) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
- პაკეტში, წარწერით: ,,მ--–---------–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ პერანგზე (ობ. #7) და მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. #8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #7,8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---------–---–ს (ობ. #10). პაკეტში მოთავსებულ მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. #9) სისხლი არ აღმოჩნდა.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნანი ნანობაშვილმა.
დაცვის მხარის მიერ სადავოდ დაყენებულ საკითხთან მიმართებაში, პალატა განმარტავს, რომ სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებისას მოპოვებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს საქმესთან მათი რელევანტურობის გათვალისწინებით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად შეფასდა ყველა ის მტკიცებულება, რაც უკავშირდებოდა მოცემული სისხლის სამართლის საქმის დეტალურ აღქმას, მათ შორის, დაზარალებულისა და მისი დის მიერ კონფლიქტისას გამოყენებული ნივთები, მათგან მომდინარე საფრთხეები და მიაჩნია, რომ ა-–---------------–----ს მიმართ არ განხორციელებულა ისეთი სახის ხელყოფა, რაც მას ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. კონფლიქტი, თავისთავად გულისხმობს მხარეთა პროვოკაციულ ჩართულობას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, მ--–---------–---–ის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის ნიშნები არ იკვეთება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას, ხოლო მეოთხე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
პალატა მიუთითებს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია კონფლიქტში მონაწილე პირებისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების ანალიზი. სწორედ ასეთი ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ა-–---------------–----ს მიმართ მ--–---------–---–ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, იგი ვერ იქნებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ასეთ ვითარებაში კი, სასამართლოს მხრიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაზე მსჯელობა საფუძველს მოკლებულია.
ხელყოფის არათანაზომიერებაზე ასევე მეტყველებს დაზიანებები, რომლებიც მიადგათ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს. აღნიშნული დაზიანებები აღწერილია შესაბამის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მათი ანალიზი. კერძოდ:
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, ,,როგორც ირკვევა შპს ,,ნ--------------–ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #8----დან მ--–---------–---–მა აღნიშნულ კლინიკას მიმართა 21.07.18 წ. 16:32 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: თვალის კაკლის დეგენერაციული ცვლილებები. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერში აღწერილია: სკლერის ნაფლეთოვანი ჭრილობა თვალის შიგთავსის დიდი ნაწილის დაკარგვით, მარცხენა თვალის ევისცერაცია. ქუთუთოების ნაფლეთოვანი ჭრილობა ორივე საცრემლე წერტილების და საცრემლე გზების მოგლეჯვით, მარცხენა ჰაიმორის წიაღის კედლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების ცდომით, მარცხენა თვალის კაკლის ტრავმული დაზიანება, მარცხენამხრივი პროფტოზი. 21.07.18წ. შპს ,,ნიუჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა მარცხენა თვალის ევისცერაცია. 23.07.2018 წ. მოქ. მ--–---------–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე ერთი გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული /სამედიცინო დოკუმენტაციის ნახეთქი ჭრილობა/ ჭრილობის ირგვლივ სისხლნაჟღენთით/ სახით. ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები ნიკაპის მიდამოში მარცხნივ უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ლოყის მიდამოში მარცხნივ და მარჯვენა მუხლის მიდამოში ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. მარცხენა თვალზე არსებული დაზიანებები - მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე არსებული ნახეთქი ჭრილობა /ამავე თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნაჟღენთით/ სკლერის ნაფლეთოვანი ჭრილობა თვალის შიგთავსის დიდი ნაწილის დაკარგვით და ამავე თვალის ევისცერაციით, მარცხენა ჰაიმორის წიაღის კედლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვით 35%. დანარჩენი დაზიანებები - ნიკაპის მიდამოში უსწოროკიდეებიანი ჭრილობა და ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, მარცხენა ლავიწის შუა მესამედში და მარცხენა ლოყის მიდამოში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 23 ივლისს, მოქალაქე ლ-------------–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წვივის და მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში ნაჭდევის სახით. ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, ა-–---------------–----ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღინიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით (მათი ზუსტი ლოკალიზაცია და აღწერილობა იხილეთ პირადი შემოწმების მონაცემებში). აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ქ---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ა-–---------------–----სა და მ--–---------–---–ს შორის კონფლიქტის არსებობისა და ამ კონფლიქტისას ა-–---------------–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ლ-------------ის, ლ---–------------ის, ნ----------–--–---–ის, მ--------–--–---–---------------–---–-----------------–--------------------------------------–--–-–---–-------------------–---–--, გ---–-----------ის, ი-–-----------------------–----------ს ჩვენებებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ა-–---------------–----ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-–---------------–----მ ნამდვილად ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია მ--–---------–---–ის მხედველობის ორგანოს დაკარგვა.
ამასთან, პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას ა-–---------------–----სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება რა ა-–---------------–----ს ქმედების კვალიფიკაციას, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას მისთვის სასჯელის სახისა და ზომის შეფარდების ნაწილში შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინების თანახმად, მსჯავრდებულის ადვოკატ თ-----------–---–ის შუამდგომლობა ა-–---------------–----ს მიმართ ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებული ა-–---------------–---- გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შემდგომი მოხდისაგან და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა-–---------------–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-----------–---–ის და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ა-–---------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–---------------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია. ა-–---------------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 21 ივლისიდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებული ა-–---------------–---- გათავისუფლებულია დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შემდგომი მოხდისაგან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული: ა) ორი ცალი მეტალის ნაჭერი, დალუქული ერთ სპეც პაკეტად, კოდით FCD878316; ბ) მოწითალო ფერის ლაქები ამოღებული სახლის ეზოდან და მეტალის კარის ზედაპირიდან ბიოლოგიურ ჩხირებზე დალუქული ერთ სპეც პაკეტად შტრიხკოდით FCD854054; გ) მეტალის ლანგარი მოწითალო ფერის ლაქებით დალუქული ერთ ცალ სპეც პაკეტში შტრიხ კოდით FCD872593 - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ; 2) მ--–---------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; 3) შპს ,,ნ--------------–“-ში მოწმე რ-----------–----სგან ამოღებული მ--–---------–---–ის სპორტული შარვალი, პერანგი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი მათზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ; 4) შპს ,,ნ--------------–სი“-დან გამოთხოვილი მ--–---------–---–ის სამედიცინო ისტორია (რომელიც გადაგზავნილია ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით) და სსიპ 112-დან მომართვის წერილით გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერი CD დისკზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე