განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002900378
საქმე №1ბ/1648-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მ------ ცისკარიშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ა----------–---–ის
მსჯავრდებულ - ნ----------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 21 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------, ნასამართლევის, უმაღლესი განათლებით, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონი, ს------–---------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენით:
ნ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ----------------ეს მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი);
მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის (2019 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი).
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით ნ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 დეკემბრიდან. ნ----------------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 1 ივნისს სასჯელის მოხდით.
საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ნ----------------ემ გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა და 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ. თბილისში, გლდანის პ------–----------------------------------------ში მდებარე ბინაში, შელაპარაკებისას ყოფილ მეუღლეს - მ-------------------ეს, სახეში მოუჭირა ხელი და მეორე ხელით რამდენჯერმე დაარტყა სახეში, რითაც მ-------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თბილისში, გლდანის პ------–----------------------------------------ში მდებარე ბინაში, ნ----------------ემ შელაპარაკებისას ყოფილ მეუღლეს - მ-------------------ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის - ე-–--- ნ-------ის თანდასწრებით, ხელი გაარტყა სახეში, რითაც მ-------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ----------------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა წარედგინა იმ უტყუარ, ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ნ----------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას. სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ვერსია, რომელიც აშკარად ეყრდნობოდა მხოლოდ გამოძიების დროს მიღებული საქმის მასალებს და არა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოვლენილ ინფორმაციას.
აპელანტმა განმარტა, რომ საქმის არსებითი განხილვისას და უშუალოდ მოწმეთა დაკითხვისას დადასტურდა, რომ მათი ჩვენებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც უტყუარი მტკიცებულებები, ამასთან ისინი არ მოდიოდნენ თანხვედრაში არც ერთმანეთთან და არც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და ვერ აკმაყოფილებდნენ დამაჯერებლობის სტანდარტს. სასამართლომ ნ----------------ის ბრალის დასასაბუთებლად მოიყვანა მხოლოდ ოჯახურ კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარის - მ-------------------ის ჩვენება და მისი ახლო მეგობრების ირიბი ჩვენებები, რომლებიც ეყრდნობოდნენ ისევ და ისევ მ-------------------ის განმარტებებს. სხვა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა გამამტყუნებელი განაჩენის მართებულობას, წარმოდგენილი არ ყოფილა. ის, რომ მ-------------------ე და შესაბამისად, მისი ახლო მეგობრები წარმოდგენდნენ დაინტერესებულ მხარეს, დადასტურდა კიდეც სასამართლო განხილვისას.
ნ----------------ის განმარტებით, ის და მ-------------------ე ჯერ კიდევ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად, მას და მ------ს შორის გასარკვევი იყო მთელი რიგი საკითხები, ბავშვის მეურვეობისა და ქონების გაყოფის თაობაზე, ამ თემაზე საუბრისას მ-------------------ე განსაკუთრებით ღიზიანდებოდა, აგრესიულად იქცეოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა. იგი თავად იყო მ-------------------ის აგრესიის მსხვერპლი, რაც ყოველთვის გამოწვეული იყო ქონების გაყოფის საკითხზე საუბრით. აპელანტის აზრით, აღნიშნული საკითხების გარკვევა შესაძლოა სასამართლო დავებში გადაზრდილიყო, ამიტომ მ-------------------ემ იგი ცრუდ დაასმინა, რათა თავიდან მოეშორებინა და ერთგვარი უპირატესობა მოეპოვებინა მასზე.
აპელანტს მიაჩნია, რომ მ--------------–---–ის და თ------------–-–---–ის ჩვენებები ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიან, როგორც მ-------------------ის მიერ მიცემულ ჩვენებასთან, ასევე მათ მიერვე გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციასთან, გარდა ამისა, სასამართლოში მათი ჯვარედინი დაკითხვისას ნათლად დადასტურდა ეჭვი მათი მიკერძოებულობის თაობაზეც. კერძოდ, მ--------------–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ არც 2018 წლის ოქტომბრის თვეში და არც 2019 წლის 5 თებერვალს არ დაუნახავს ნ----------------ის მიერ ხელის დარტყმის ფაქტი, თუმცა მაინც ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სწორედ ნ----------------ემ დაარტყა ხელი მ-------------------ეს. აპელანტის აზრით, არსებობს ეჭვი გამომძიებელ ლ-–--–--------იას მიმართ არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაზე, ვინაიდან ის იძიებდა მ-------------------ესა და ნ----------------ეს შორის მომხდარ კონფლიქტს 2017 წლის 2 დეკემბრის ფაქტზე, რა დროსაც გაიცნო მ-------------------ე და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ მათი ურთიერთობა შესაძლოა გასცდა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებს და გადაიზარდა ახლო მეგობრულ ურთიერთობაში. აღნიშნულის დასასაბუთებლად აპელანტმა მიუთითა სატელეფონო ამონაწერებზე, რომლებშიც არ ჩანს და არც ნ----------------ე საუბრობს მათ შინაარსზე, თუმცა მიაჩნია, რომ მიმოწერის დრო, ინტენსივობა და პერიოდი მიუთითებს იმაზე, რომ მათ შორის იყო ისეთი ურთიერთობა, რაც საშუალებას აძლევდათ ერთმანეთისათვის მიეწერათ ღამის 12:00 საათზე, რაც საკმაოდ ახლო ურთიერთობაზე მიუთითებს. აპელანტის აზრით, გამომძიებლის არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მას არც კი უცდია ფაქტის შემსწრე კიდევ ერთი მოწმის, ა------------ის ადგილსამყოფელის და საკონტაქტო მონაცემების დადგენა, რათა მოეხდინა მისი გამოკითხვა აღნიშნულ საქმეზე, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მან ზუსტად იცოდა, რომ ა------------ე იტყოდა სიმართლეს, რაც იქნებოდა განსხვავებული მ-------------------ის და მისი მეგობრების მიერ გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციისგან, რადგან მ-------------------ეს და ა------------ეს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და ის არ მოიტყუებდა მ-------------------ის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა აღნიშნა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აგებული იყო სიცრუეზე, ცრუ დასმენის და გამომძიებლის მიერ მიკერძოებული გამოძიების მსხვერპლი.
აპელანტმა მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები ვერ აკმაყოფილებდნენ უტყუარობის მინიმალურ სტანდარტს, კერძოდ, 2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის მოხდა მოწმეების მიერ აღწერილი ფაქტი. მ-------------------ის განმარტებით, მასზე ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა ოქტომბრის დასაწყისში, თუმცა შესაძლებელია სექტემბრის ბოლო დღეებიც ყოფილიყო. ანალოგიური განცხადება გააკეთა მ--------------–---–მაც, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ოქტომბრის დასაწყისში გულისხმობდა 1-დან 10 ოქტომბრამდე დროის პერიოდს. თ------------–-–---–ის განმარტებით კი აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა დაახლოებით 15 ოქტომბერს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მოწმეების ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია, სასამართლო და მხარეები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას გადაემოწმებინათ, თუ რამდენად იყო შესაძლებელი, იმ დროს შემთხვევის ადგილზე ნ----------------ის ან საქმეში მითითებული სხვა ნებისმიერი პირის ყოფნა.
აპელანტმა მიუთითა, რომ დაზარალებულმა მ-------------------ემ გამოძიების ეტაპსა და სასამართლო განხილვისას მისცა განსხვავებული ჩვენება 2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდთან დაკავშირებით, რის გამოც მისი ჩვენებები სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო, რის თაობაზეც შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აპელანტის აზრით, მ-------------------ეს რომ გამოძიებისათვის მოტყუება შეუძლია დასტურდება იმითაც, რომ მისივე განმარტებით, 2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდს, გარდა გამოკითხვის ოქმში მითითებული პირებისა, ესწრებოდა მისი მეგობარი, ი----------–--ეც, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა მთელი დღის განმავლობაში. თუმცა, აღნიშნული მან არ უთხრა გამომძიებელს, რადგან დაკითხვამდე იგი ტელეფონით ესაუბრა ი----------–--ეს, რომელმაც სთხოვა, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო არ სურდა მონაწილეობა მიეღო საქმის გამოძიებაში და ჩვენების მისაცემად ევლო საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში, რაც მ-------------------ემ გაითვალისწინა და გამომძიებელს დაუმალა ინფორმაცია ი----------–--ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის შესახებ. აპელანტის განმარტებით, დაზარალებული ტყუის მაშინაც, როდესაც ამბობს, რომ 2019 წლის 5 თებერვალს მას ნ----------------ემ მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაში, რის შემდეგაც მას გაუწითლდა მარჯვენა ლოყა, ხოლო ხელის დარტყმის მომენტში, ისინი პირისპირ იდგნენ. ასეთ შემთხვევაში, ნ----------------ეს ხელის ძალიან უხერხული მოძრაობა უნდა გაეკეთებინა, რის აუცილებლობაც არ იყო. გარდა ამისა, შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული იყო, რომ მ-------------------ეს სხეულზე არ აღენიშნებოდა დაზიანებები, ხოლო ვიზუალური დათვალიერების ოქმში კი აღწერილი იყო, რომ თითქოსდა მას მარჯვენა ლოყაზე აღენიშნებოდა დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანება სიწითლის სახით, თუმცა გამომძიებლის მიერ არ მომხდარა ვიზუალური დათვალიერების ფარგლებში სახეზე სურათის გადაღება, რითაც გაქარწყლდებოდა ყოველგვარი ეჭვი მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
აპელანტის განმარტებით, წინააღმდეგობრივია მ--------------–---–ისა და თ------------–-–---–ის ჩვენებებიც, ისინი არ არიან უშუალო შემსწრე და მონაწილე 2018 წლის ოქტომბრის თვეში განვითარებული მოვლენებისა, მათ მხოლოდ ჩხუბის და დარტყმის ხმა გაიგეს გვერდითა ოთახიდან, ხოლო ვინ ვის დაარტყა ხელი, საკუთარი თვალით არ დაუნახავთ და ფაქტის მხოლოდ მ-------------------ისეული ვერსიაა მათთვის ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ნ----------------ემ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში განიხილა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ნ----------------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ნ----------------ემ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები.
უპირველეს ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001).
პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მიერ აქცენტირებულ საკითხებს, კერძოდ, ნ----------------ის მთავარ პრეტენზიას წარმოადგენს დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების არასანდოობა და წინააღმდეგობრივი ხასიათი. ამ მიმართებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ვრცლად მოიყვანოს აღნიშნულ პირთა ჩვენებები, კერძოდ:
დაზარალებულ მ-------------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში (ზუსტ თარიღს ვერ იხსენებს), ნ----------------ე ესტუმრა იმ დროს, როდესაც მასთან სახლში იმყოფებოდნენ მისი მეგობრები - მ--------------–---–ი, ნ-------------–---–ი, ა------------ე და თ------------–-–---–ი, ხოლო ბავშვები - ე-–--- და თ----- ნ----------ი იმყოფებოდნენ სკვერში სათამაშოდ. ნ----------------ემ გაიგო მისი მეგობრების საუბარი, რომ საღამოს აპირებდნენ ლუდის დალევას, რაც არ მოეწონა, გაიყვანა იგი გვერდით ოთახში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ნოდარმა ხელი წაუჭირა ყელის არეში და ორი-სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. მათ ყვირილზე ოთახში შევარდნენ მისი მეგობრები, ჩადგნენ ცოლ-ქმრის შუა და შეძლეს მათი გაშველება. მ-------------------ის განმარტებით, აღნიშნული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა იმ დროს არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან შეეცოდა და დაინდო მისი შვილების მამა.
აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ნ----------------ე კვლავ მივიდა მის საცხოვრებელ ბინაში, ქ. თბილისში, გლდანის პ------–----------------------------------------ში, სადაც მის გარდა იმყოფებოდნენ მათი საერთო შვილი - ე-–--- ნ-------ე და მათი შვილების ძიძა - მ--------------–---–ი. ნ----------------ე გარკვეული პერიოდი ეთამაშა ე-–--- ნ-------ეს, რის შემდეგაც მოინდომა ბავშვის წაყვანა, რასთან დაკავშირებითაც მოუვიდათ უთანხმოება და ნ----------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში დაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ჩხუბსა და ფიზიკურ შეურაცხყოფას შეესწრო მათი შვილი - ე-–--- ნ-------ე, რომელმაც მოგვიანებით ისიც კი უთხრა: „დედიკო მაპატიე, ვერ მოვახერხე თქვენს შუაში ჩადგომაო“. ასევე, მათი ჩხუბის ხმაზე გვერდით ოთახიდან გამოვიდა ბავშვების ძიძა - მ--------------–---–ი, რომელიც შეეცადა მათ გაშველებას, ხოლო, მან დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც ნასამართლევი იყო მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, კვლავ ძალადობდა მასზე.
მოწმე მ--------------–---–მა დაადასტურა, რომ იგი იყო მ-------------------ის და ნ----------------ის შვილების ძიძა. 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში, იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, გლდანის პ------–----------------------------------------ში მდებარე მ-------------------ის საცხოვრებელ ბინაში, მ-------------------ესთან, ნ-------------–---–თან, ა------------ესთან და თ------------–-–---–თან ერთად, რა დროსაც ბავშვების სანახავად მივიდა მ-------------------ის ყოფილი მეუღლე - ნ----------------ე, რომელმაც გაიგო, რომ მეგობრები ლუდის დალევას აპირებდნენ. აღნიშნულზე გაღიზიანდა ნ----------------ე, რომელმაც მ-------------------ე გაიყვანა გვერდით ოთახში და დაუწყო ჩხუბი. მან მკაფიოდ გაიგო აგრეთვე ხელის სახეში გარტყმის ხმაც, რის გამოც ისინი შევიდნენ იმ ოთახში, სადაც ჩხუბი ხდებოდა და ა------------ე და თ------------–-–---–ი ჩადგნენ ცოლ-ქმარს შორის და გააშველეს. მ-------------------ეს სახეზე ჰქონდა სიწითლე და იყო უკიდურესად აღელვებული, ხოლო ნ----------------ე მალევე წავიდა სახლიდან.
გარდა ამისა, 2019 წლის 5 თებერვალს, იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, გლდანის პ------–----------------------------------------ში მდებარე ბინაში, მ-------------------ესთან და მის მცირეწლოვან ე-–--- ნ-------ესთან ერთად, რა დროსაც დაახლოებით 15:00 საათზე, მათთან სახლში, ბავშვის სანახავად, მივიდა ნ----------------ე. ამ უკანასკნელს მ-------------------ესთან მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი, რის გამოც თავად გავიდა გვერდით ოთახში, ისე, რომ კარები არ დაუკეტავს. შემდეგ გაიგო სახეში ხელის დარტყმის ხმა, რის გამოც მაშინვე გამოვიდა ოთახიდან და ნახა, რომ მ------ს სახეზე ჰქონდა სიწითლე და იყო ძალიან აღელვებული. მ------მა დარეკა 112-ში, რის შემდეგაც ნ----------------ე მაშინვე წავიდა სახლიდან. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ჩხუბისა და ძალადობის ფაქტს ესწრებოდა მ-------------------ისა და ნ----------------ის მცირეწლოვანი შვილი - ე-–--- ნ-------ე, რომელიც იყო უკიდურესად შეშინებული და გაფითრებული.
მოწმე თ------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში სტუმრად იმყოფებოდა მ-------------------ესთან, ქ. თბილისში, გლდანის პ------–----------------–- მდებარე ბინაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მ--------------–---–ი, ნ-------------–---–ი და ა------------ე. ამ დროს სახლში მივიდა მ-------------------ის ყოფილი მეუღლე ნ----------------ე, რომელმაც მოისმინა მათი საუბარი იმის თაობაზე, რომ საღამოს აპირებდნენ ლუდის დალევას. აღნიშნულზე ნ----------------ემ მ-------------------ე გაიყვანა გვერდით ოთახში და მალევე გაიგო ყოფილ მეუღლეებს შორის ხმამაღალი კონფლიქტისა და სახეში ხელის გარტყმის ხმა, რის გამოც ისინი შევიდნენ ოთახში და დაინახა, რომ ნ----------------ეს ხელი ჰქონდა მოკიდებული მ-------------------ის მკლავზე, ხოლო მეორე ხელი ყელში ჰქონდა მ-------------------ისთვის წაჭერილი. იგი ჩადგა მათ შუაში და ა------------ესთან ერთად შეძლო მათი გაშველება. მ-------------------ეს სახეზე ჰქონდა სიწითლე და მის კითხვაზე, თუ რა მოხდა, მ-------------------ემ უთხრა, რომ ნ----------------ემ სახის არეში დაარტყა ხელი.
მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულებრივ ფაქტში მონაწილე მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის არსებით აცდენას ადგილი არ ჰქონია.
აპელანტმა ეჭვქვეშ დააყენა გამომძიებელ ლ-–--–--------იას ჩვენების სანდოობა და მის მიერ ჩატარებული გამოძიების მიუკერძოებლობა, დაზარალებულ მ-------------------ესა და მას შორის შესაძლო მეგობრული ურთიერთობის გამო. მოწმე ლ-–--–--------იას ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ-------------------ის მიმართ მისი ყოფილი მეუღლის – ნ----------------ის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მან მალევე გამოკითხა მ-------------------ე, რომელიც იყო აღელვებული და სახის არეში ეტყობოდა სიწითლე. გარდა აღნიშნული სიწითლისა, სხვა დაზიანება მ-------------------ეს არ აღენიშნებოდა, რის გამოც ამ უკანასკნელმა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე განაცხადა უარი. მოწმის განმარტებით, იგი სიწითლეს დაზიანებად არ თვლის, შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის ოქმში სიწითლეზე, როგორც დაზიანებაზე არ მიუთითებია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
ლ-–--–--------იასა და მ-------------------ეს შორის მეგობრული ურთიერთობის დასტურად აპელანტმა მიუთითა სატელეფონო ამონაწერებზე, რომლებშიც არ ჩანს და არც ნ----------------ე საუბრობს მათ შინაარსზე, თუმცა მიაჩნია, რომ მიმოწერის დრო, ინტენსივობა და პერიოდი მიუთითებს იმაზე, რომ მათ შორის იყო ისეთი ურთიერთობა, რაც საშუალებას აძლევდათ ერთმანეთისათვის მიეწერათ ღამის 12:00 საათზე, რაც საკმაოდ ახლო ურთიერთობაზე მიუთითებს. აღნიშნულ საკითხზე დასახელებულმა მოწმეებმა მიუთითეს თავიანთ ჩვენებებში და განმარტეს, რომ ნ----------------ის ბრალდების საქმის განხილვისას ყველა ეპიზოდში მათ შორის იყო მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა. მსჯავრდებულის მოსაზრება დაზარალებულსა და გამომძიებელს შორის ახლო მეგობრული ურთიერთობის შესახებ, წარმოადგენს მის მიერ წარმოდგენილი მიმოწერებიდან შექმნილ ვარაუდს, რაც არ შეიძლება გახდეს მოწმეთა ჩვენების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.
აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ ბრალდების მხარემ მოცემულ საქმეზე წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ მ-------------------ის ჩვენება, რომელიც იყო შედეგით დაინტერესებული პირი და მისი მეგობრების, ორი ირიბი მოწმის ჩვენება, რომლებიც დაზარალებულის ნაამბობს გადმოსცემდნენ. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შეფასებაში სასამართლო სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ 2018 წლის ოქტომბრის ფაქტთან დაკავშირებით მ--------------–---–მა და თ------------–-–---–მა განმარტეს, რომ მას შემდეგ, რაც გაიგეს ხელის გარტყმის ხმა, ისინი შევიდნენ იმ ოთახში, სადაც ყოფილ ცოლ-ქმარს შორის იყო კონფლიქტური სიტუაცია და დაინახეს, რომ ნ----------------ეს ერთი ხელი მ-------------------ის მკლავზე ჰქონდა მოკიდებული, ხოლო მეორე ხელი ყელში ჰქონდა წაჭერილი, ასევე, მ-------------------ეს სახეზე ეტყობოდა სიწითლე. რაც შეეხება აღნიშნულ ეპიზოდში მისი ჩადენის თარიღთან დაკავშირებულ პრეტენზიას, საქმის მასალებით, მათ შორის თავად მსჯავრდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ ეს უნდა ყოფილიყო 10-15 ოქტომბერს, რა დროსაც მასსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის მოხდა კონფლიქტი. აღნიშნული ძალადობის 2018 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში განხორციელების ფაქტი დასტურდება აგრეთვე თვითმხილველ მოწმეთა მიერ დასახელებული თარიღებითაც.
2019 წლის 5 თებერვლის ძალადობის ფაქტსაც ჰყავს დაზარალებულის გარდა თვითმხილველი მოწმე - მ--------------–---–ი, რომელიც სახეში ხელის გარტყმის ხმაზე გამოვიდა ოთახიდან და უშუალოდ ნახა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტური მდგომარეობა და მ-------------------ის სახეზე სიწითლე, რასთან დაკავშირებითაც მ-------------------ემ უთხრა, რომ ნ----------------ემ გაარტყა სახეში ხელი. დაზარალებულ მ-------------------ისა და მოწმე მ--------------–---–ის ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ აღნიშნული ძალადობა განხორციელდა მცირეწლოვან ე-–--- ნ-------ის თანდასწრებით, რომელიც მ--------------–---–ის განმარტებით, ესწრებოდა ცოლ-ქმარს შორის ჩხუბს, რის გამოც იყო უკიდურესად შეშინებული და ფერდაკარგული. 2019 წლის 05 თებერვლის ეპიზოდთან მიმართებით მნიშვნელოვანია ვიზუალური დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, მ-------------------ეს ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნება სიწითლე მარჯვენა ლოყის მიდამოში. მ-------------------ის განმარტებით, აღნიშნული სიწითლე მან მიიღო 2019 წლის 05 თებერვალს, როდესაც მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ----------------ემ გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა სახის მიდამოში. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას დარტყმის განხორციელების ტრაექტორიასთან დაკავშირებით, ვინაიდან კონფლიქტურ სიტუაციაში დარტყმის რაციონალურად განსაზღვრასა და მოსახერხებელი მოქმედებების შერჩევაზე მსჯელობა შეუძლებელია. აპელანტი ასევე მიუთითებს მ-------------------ის შედეგით დაინტერესებულობაზე, სიცრუისკენ მიდრეკილებაზე სხვადასხვა საფუძვლით, რომლის დასაბუთებისას ის ვარაუდებს ეყრდნობა, ამასთან, აღნიშნული არგუმენტები ვერ აბათილებენ ნ----------------ის მიერ ძალადობის ფაქტების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ნ----------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ----------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობის ორი ეპიზოდი.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი ნ----------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ნ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ----------------ეს მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ნ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2019 წლის 6 თებერვლიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე