განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
080100119003126289
ინსტანცია
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003126289

საქმე №1/ბ-53-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2020 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე

 

პროკურორის - რ----- თ---------ას

მსჯავრდებულის - ლ---- ჩ---–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის ლ---- ა---------–ის ძე ჩ---–--ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქუთაისი, ხ--------ს ქ. №6/17, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ნ----ს ქ. №2;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---- ჩ---–--ემ ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქუთაისში, გრ. ა--–--ის ქუჩის №2/29-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ლ---- ჩ---–--ემ არასრულწლოვნების ნ--- ნ-–--–-–---–ისა და ნ----- ნ-–--–-–---–ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ი---- ჭ---–-----ას. კერძოდ, აგინებდა რა მას, რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავის არეში. ლ---- ჩ---–--ის ქმედებების შედეგად ი---- ჭ---–-----ამ განიცდა ფიზიკური ტკივილი.

 

- სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 ივლისს დაახლოებით 21:30 საათზე, ქუთაისში, გრ. ა--–--ის ქუჩის №2/29-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ---- ჩ---–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან 5 წლის ნ--- ნ-–--–-–---–ს, კერძოდ, ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი დაარტყა თავის არეში. ლ---- ჩ---–--ის ქმედების შედეგად ნ--- ნ-–--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ლ---- ჩ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ---- ჩ---–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ლ---- ჩ---–--ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატა წინა, განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ლ---- ჩ---–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

ლ---- ჩ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 ივლისიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი რ----- თ---------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე არსებობს უდავოდ ცნობილი თვითმხილველი მოწმის და დაზარალებულის ჩვენება, სადაც დაზარალებულს აღნიშნული აქვს, თუ როგორ მკაცრად და ცუდად ექცეოდა ლ---- ჩ---–--ე მას. ბრალდების მხარე, ასევე, აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელში არ არის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვაისწინებული დამამაძიმებელი გარემოებები. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ჰუმანურია, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას და უნდა გამკაცრდეს.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ----- თ---------ას, რომელიც დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ---- ჩ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ, ასევე, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ალ-------------------------------–-----------------------–-–---–-----------------–---–----------------–----–--------- დაზარალებულ ი---- ჭ---–-----ას, ექსპერტ მ-------------–--ის ჩვენებებით, საქმეში წარმოდგენილი №1912519 21/07/2019 22:37 შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერით №------ და თანდართული მასალებით, შემაკავებელი ორდერით №------ და თანდართული მასალებით, 2019 წლის 22 ივლისის 01:51 საათის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №--------- დასკვნით, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

გასაჩივრებული განაჩენით ლ---- ჩ---–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, დაუნიშნა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 67 და 59-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ლ---- ჩ---–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ----- თ---------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ლ---- ჩ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ---- ჩ---–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ლ---- ჩ---–--ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ლ---- ჩ---–--ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 ივლისიდან.

 

მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთმტკიცებად ცნობილი - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული პულტი - რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე