განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002268452
საქმე №1ბ/1413-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ-------------ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ნ-----------------–---–ი (დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მ--------–--------------------–-–---–-----ში);
ადვოკატი - ნ-----------------–-----;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, დიდი ოდენობით.
საბოლოო სასჯელი: ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2005 წლის 23 დეკემბერს, დაფუძნებულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჩ-------ი“, რომლის თავმჯდომარეთაც დაინიშნა ნ-----------------–---–ი, რომელსაც ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, დამოუკიდებლად ეწარმოებინა ამხანაგობის საქმიანობა, მათ შორის -აეღო სესხი და უფლებრივად დაეტვირთა ამხანაგობის კუთვნილი ქონება. ამხანაგობის შექმნის მიზანი იყო თ---–--–--------------------------------ში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა.
ნ-----------------–---–მა განიზრახა ნ-----–--------------------------------------------------------ის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2008 წლის 30 აპრილს, სანოტარო ბიუროში გაფორმებულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჩ-------ის“ კრების ოქმი (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №1-2434. აღნიშნული კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის წევრები გახდნენ და ქ. თ---–--–--------------------------------ში, პირველ სადარბაზოში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა 27-ის (რომელიც რეალურად არ არსებობდა), თანამესაკუთრეებად დაფიქსირდნენ ნ-----–-----------------------------------------------------ე. ნ-----------------–---–მა არარსებული ფართის სანაცვლოდ, ნ-----–----------ეს გამოართვა 20 000 აშშ დოლარი, თ--------------ეს - 14 000 აშშ დოლარი, ე-----------------ეს - 21 000 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნულ თანხებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ნ-----–----------ეს, თ--------------ეს და ე-----------------ეს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით:
ნ-----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის და 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ნ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დ-------------ემ და ითხოვა მისი შეცვლა.
პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივარზე შესაგაბელი შემოიტანა მსჯავრდებულ ნ-----------------–---–ის ადვოკატმა ლ----------–--ემ.
3. მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს და ნ-----------------–---–ს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რადგან ნ-----------------–---–ის ქმედებებს შედეგად მოჰყვა დაზარალებულებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება (გასათვალისწინებელია დაზარალებულ ნ-----–----------ის პოზიცია ზიანთან დაკავშირებით), მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს და შსაბამისად სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება არ შიძლება მიჩნეული იქნეს სამართლიანად, რადგან ცხადია, რომ სასჯელი ყოველთვის დარცება აღუსრულებელი და იგი ვერ გახდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის გარანტი.
დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, ხოლო გამოყენებული სასჯელი - სამართლიანი, რისი გათვალისწინებით, უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. სასამართლოს შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნ-----------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–----------ის ჩვენება, დაზარალებულ ე-----------------ის ჩვენება, მოწმე ნა-----------–----ის ჩვენება, მოწმე ვ-–--------------------ის ჩვენება, მოწმე ნ-----------------–---–ის ჩვენება, მოწმე ე--------–--ის ჩვენება, მოწმე კ---------------ს ჩვენება, მოწმე გ-------------------ის ჩვენება, 2017 წლის 16 მარტის ამოღების ოქმი, 2008 წლის 30 აპრილის ნოტარიუს ე--------–--ის მიერ გაფორმებული 1-2434 სანოტარო აქტი, 2016 წლის 12 სექტემბრის დათვალიერების ოქმი, თანახმად, 2017 წლის 23 თებერვლის დათვალიერების ოქმი, თანახმად, 2007 წლის 9 თებერვლის 1-751 სანოტარო აქტი, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადასტურების თაობაზე 5525 სანოტარო აქტის თანახმად, 2013 წლის 26 თებერვლის ამოღების ოქმი, 2013 წლის 26 თებერვლის ამოღების ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2011 წლის 10 მაისის 1/6270-10 განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის 1/4054-11 განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის 2869/2840 განჩინება, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 25 მაისის 25/05/01 განკარგულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 ივლისის წერილი, ასევე საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული წერილობითი მტკიცებულებები (გარდა პირველ, მეორე და მესამე ტომში მოთავსებული წერილობითი მტკიცებულებებისა) ასევე მოწმეების - კ--------------–-----------–-----------–---–-----–-----------------–-------------–----------------------------------------------------------------------–---–------------–--------------------------------ის და თ--------------ის გამოკითხვის ოქმები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 16 ივლისის განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა. ნ-----------------–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილია 2008 წელს, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა ??????????? ??????? ????????? ???????? 180-? ?????? გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია“. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული კატეგორიულად წინააღმდეგია, ნ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებულ იქნას ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათები - ზიანის სრულად ანაზღაურებამდე; შესაბამისად, ნ-----------------–---–ის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი და მას უნდა შეეფარდოს სამართლიანი სასჯელი.
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ნ-----------------–---–ის ხანდაზმულ ასაკსა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), მსჯავრდებულის პიროვნებას და მის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის პიროვნების ან/და მისი წარსულის უარყოფითად შფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ღირსეულად რეინტეგრაციას). სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ-----------------–---–ის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენა (დაზარალებულის სამართლიანი დაკმაყოფილება) მეტად შესაძლებელია მსჯავრდებულის თავისუფლებაში ყოფნის პირობებში, ვიდრე მისთვის თავისუფლების აღკვეთის დროს.
ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება“, თუმცა ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა;“ ამდენად, ნ-----------------–---–ის მიმართ, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებისას ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
ამასთან, ვინაიდან ნ-----------------–---–ი მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2011 წლის 10 მაისის 1/6270-10 და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის 1/4054-11 განაჩენებით, ქმედების ჩადენის დროს - 2008 წლის 30 აპრილს, იგი ნასამართლევი არ ყოფილა, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესი, სასჯელთა უპირობო შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ნ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის და 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ნ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ ნ-----------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ქ. თ---–--–--------------------------------ში მდებარე ამხანაგობა ,,ჩ-------ი“-ს საცხოვრებელი კორპუსის პროექტები 2 ტომად - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი