განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119003087849
საქმე N 1ბ/2047-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25.02.2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა, გ------- სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე: ხ----- გ----------ი, თ------- ს--------ა
დაცვის მხარე: ლ--–- მ---------, მ-----ა კ---------ე
მსჯავრდებული: რ----– გ---------ი, (დაბადებული 19---–-–------------ს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ბოლნისის რაიონის სოფელი ც---------, მე-19 ქუჩა, 83 და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. რუსთავი, მე-1-------------4-) მიმართ.
თარჯიმანი: ა---- ს---–--------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქ/პ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", „ბ“ ქ/პ, საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქ/პ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:
რ----– გ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - -თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრამა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ----– გ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
რ----– გ---------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 ივნისიდან.
რ----– გ---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მხარეთა პოზიცია:
რუსთავის საქალაქო სასამართოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----– გ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–- მ---------მ და ითხოვა რ----– გ---------ის პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტის ნაწილში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის სასჯელის შემსუბუქება.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა რ----– გ---------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----ე კ---------ემ დააზუსუტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის განაჩენის შეცვლა, სასჯელის შემსუბუქებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მერ ჩადენილი დანაშაულები.
სამართლომ დაადგინა:
მსჯავრდებულმა რ----– გ---------მა ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120- მუ ხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მუქარა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართვლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 2 ივნისს, დილის საათებში, ქ.რუსთავში მე-1-----------4-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში რ----– გ---------მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შვიდი თვის ორსულ ს----- მ--------ას, ყელზე მოუჭირა ხელები, რის გამოც ს----- გ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 29 მაისს, შუა დღის საათებში, ქ. რუსთავში, მე-1-----------4-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში რ----– გ---------მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შვიდი თვის ორსულ ს----- მ--------ას, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილების: 11 წლის გ------- გ---------ის, 10 წლის ბ------ გ---------ის და 4 წლის ა----- გ---------ის თანდასწრებით, თავისსა და ხელების არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, ასევე ჩაარტყა მარცხენა ფეხზე. რ----– გ---------ის ქმედებებით ს----- გ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 25 მაისს, შუა დღის საათებში, ქ.რუსთავში მე-1-----------4- ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ხოლო 2019 წლის 2 ივნისს დაახლოებით 18:00 საათზე, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, რ----– გ---------მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შვიდი თვის ორსულ ს----- მ--------ას უთხრა, რომ მასაც და მის შვილებსაც მოკლავდა. ს----- მ--------ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, რადგან 2019 წლის 25 მაისს რ----– გ---------მა დამუქრებისას მას შუბლზე მიადო შავი ფერის პისტოლეტი.
2019 წლის 3 ივნისს, 04:50 საათზე, ქ. რუსთავში მე-1-----------4-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რ----– გ---------ი უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში ასევე უკანონოდ შეძენილ 0.0348 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით (ოპიუმის მოხმარების ფაქტი) ადმინისტრაციულ სახდელდადებულ რ----– გ---------ს 2019 წლის 3 ივნისს ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზ. N22ა-ში მდებარე ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმებისას დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული რუსთავის საქალაქო სასამართოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ პირველი ინსტანციის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; საპელაციო პალატის მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; შესაბამისად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში რ----– გ---------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება, სასჯელის შემსუბუქებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ს----- მ--------ას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, რ----– გ---------ი არის მისი მეუღლე. 2019 წლის 1 ივნისის საღამოს, მოხდა შეკამათება მასსა და ბრალდებულს შორის, რის გამოც მეორე დილით ს----- მ--------ამ დატოვა ბავშვები, მეუღლე და დედამისთან წავიდა. მეორე დღეს მას რ----– გ---------თან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ბრალდებული ეუბნებოდა ს-----ს დაბრუნებულიყო სახლში, რაზეც უარი განუცხადა. შემდგომში მან დაურეკა რ----– გ---------ის მამას და სთხოვა, რომ რ----–ი წაეყვანათ, რადგან აღარ სურდა მასთან ცხოვრება. როცა ეს მოხდა მან გადაწყვიტა პასპორტის აღება, რომელიც მანქანაში იყო. ამ დროს მან შეამჩნია, რომ ბრალდებულის მამა და ძმა ორივე მათი სახლის წინ ეზოში იმყოფებოდნენ. შემდგომში უკვე მივიდა ბრალდებულის დედა და ძმა და სცადეს ს-----ზე ძალადობა, რის გამოც დაზარალებული დაემუქრა მათ, რომ იგი პოლიციას დაურეკავდა. როდესაც მან პოლიციას დაურეკა, უთხრა, რომ მისი ქმარი მას ეჩხუბებოდა, რადგანაც მან კარგად არ იცოდა ქართული მის შვილს სთხოვა ინფორმაციის გადაცემა. მისმა შვილმა პოლიციას უთხრა, რომ მამა და დედა ჩხუბობდნენ. პოლიციის მოსვლის შემდეგ რ----– გ---------ი იქნა წაყვანილი. დაზარალებული ადასტურებს 2 ივნისს მომხდარ ფაქტს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მისი მეუღლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. მან და მისმა მეუღლემ იკამათეს, ხოლო ჩალურჯებები რომლებიც მას სხეულზე აღენიშნებოდა აბაზანაში დაცემის შედეგად და შემდგომში მეუღლის მიერ დახმარების დროს აქვს მიღებული.
პირველის ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ს----- მ--------ას გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმი. ს----- მ--------ამ დაადასტურა, რომ გამოძიების დროს, გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია სიმართლეა და ნამდვილად მსგავსად მოხდა. ნამდვილად მისი ნაკარნახევი სიტყვებითაა დაწერილი გამომძიებლის მიერ. მოწმემ განმარტა, რომ მას სურს რ----– გ---------თან შერიგება, რადგან ის მას ეხმარება, პატრონობს და უვლის. იგი მამობას უწევს როგორც თავის ისე პირველი ქორწინებიდან დარჩენილ მის სამ შვილსაც.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----ა მ--------ას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 2 ივნისს მ-----ა მ--------ასთან სახლში მივიდა მისი ქალიშვილი ს----- მ--------ა თავის შვილებთან ერთად. ს----- მ--------ა დღის განმავლობაში მის სახლში იმყოფებოდა. ის ანერვიულებული იყო, რადგან მეუღლესთან რ----– გ---------თან იკამათა. ს-----ს მისთვის არ უთქვამს თუ რის შესახებ იკამათეს. ს----- მასთან დროებით მივიდა და საღამოს საკუთარ სახლში ერთად დაბრუნდნენ. იგი ყოველ საღამოს სამსახურიდან მიდის ს-----სთან სახლში. სახლში მისულებს მათ რ----– გ---------ი სახლში დახვდა. სახლში მისულ ს-----ს არაფერი არ მოუმოქმედებია, პოლიციაში იმიტომ დარეკა, რომ ანერვიულებული იყო. იგი ყველაფერზე ნერვიულობს, ოჯახზე შვილებზე და ნერვიულობის გამო გააკეთა ეს. რ----– გ---------მა ნამდვილად სცემა მისი შვილი ს----- მ--------ა, მაგრამ ის მისი მეუღლეა და შესაბამისად ზოგჯერ ქმარი სცემს ხოლმე ცოლს. მასაც სცემდა მისი მეუღლე და ძალადობდა ხოლმე მასზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილ ჩვენებას, რომელიც მან მისცა პოლიციას 2019 წლის 3 ივნისს არ ადასტურებს და ამბობს რომ ჩვენების მიცემის დროს ისინი გაბრაზებულები იყვნენ. პოლიციაში მიცემული ჩვენებაში იცრუა თუ არა მ-----ა მ--------ამ, მან განაცხადა, რომ დიახ მათ იცრუეს პოლიციაში და თავად მოიგონეს ჩვენებაში მითითებული ინფორმაცია. ასევე ის ამბობს რომ ჩვენების მიცემის დროს მისი შვილი ორსული იყო, გაბრაზებული იყო და ჩვენების მიცემისას გონებას კარგავდა. მ-----ა მ--------ას განმარტებით, მისთვის ნორმალურია როცა ქმარი ცოლს სცემს, როცა ქალი შეცდომას დაუშვებს ქმრის მიერ მისი ცემა გამართლებულია. მისთვის სასამართლოზე წარმოდგენილი მისი გამოკითხვის ოქმის ხელმოწერა მისთვის არავის დაუძალებია და ნებით დაწერა იგი. მიცემული ცრუ ჩვენების მოგონება კი იმიტომ დასჭირდათ, რომ ისინი გაბრაზებულები იყვნენ. თარჯიმანი ესწრებოდა გამოკითხვის პროცესს მასთან ერთად. მან ნერვიულობის ნიადაგზე მოიტყუა, მაგრამ სხდომაზე პროკურორის მიერ წაკითხული ჩვენება მისი მოყოლილი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რ----– გ---------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ 2019 წლის 2 ივნისს იყო ნასვამი, არ ახსოვს არაფერი, ეძინა და გაღვიძებულს მისი მეუღლე დედასთან დახვდა წასული. შესაძლებელია მის მეუღლეს მის მიერ სიმთვრალეში ნათქვამი სწყენოდა, მაგრამ სხვა სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. იგი არ ადასტურებს მის მიერ მეუღლის მიმართ ყელში ხელის მოჭერის ფაქტს და ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ აბაზანაში დაცემისას, მან წამოყენების მიზნით მარჯვენა მკლავში მოჰკიდა ხელი და წამოაყენა, ამ დროს მიიღო მან სწორედ დაზიანება, სხვა მხრივ მისთვის ხელი არ დაუკარებია. მას მისი მეუღლის შვილებთან ისეთივე ურთიერთობა აქვს, როგორც საკუთართან და ისინი მას მამას ეძახიან. მათ შორის არ ხდება მსგავსი კონფლიქტები და შესაბამისად მისი მეუღლის, ს-----ს სახლიდან წასვლის ფაქტიც მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში მოხდა. მისი სიდედრი შემთხვევის საღამოს მასთან იმყოფებოდა და მასთანვე დარჩა სახლში ღამით, ისე კი ხშირად მიდის მათთან. მის მეუღლეს როცა სურს მაშინ მიდის საკუთარ დედასთან ან თავად მიჰყავს მისივე მანქანით. რ----–ს და მის სიდედრს კარგი ურთიერთდამოკიდებულება აქვს, ზოგჯერ მისი ცოლი, ს-----ც კი არ ექცევა ისე კარგად დედამისს, როგორც თავად ექცევა სიდედრს. რაც შეეხება 2019 წლის 29 მაისის ფაქტს ყველაფერი, რაც მისი მეუღლის ჩვენებაში წერია სიცრუეა და არ ეთანხმება მომხდარს, შესაძლებელია ჩვენებაში მოყოლილი ამბავი იმ დღეს ემთხვეოდეს, როცა ს----- სააბაზანოში წაიქცა. რაც შეეხება პისტოლეტის შუბლზე მიდების საკითხს, მას არც კი ახსოვს თუ სად იდო აღნიშნული პისტოლეტი სახლში, მსგავსი რამ არ მომხდარა და ეს ყველაფერი სიცრუე იყო. მის მეუღლესთან და სიდედრთან ჩვეულებრივ ნორმალურ ურთიერთობაშია და დაკავებიდან 5 დღის შემდეგ მასთან იყო ციხეშიც კი იყო მისული და შეუგზავნა საჭირო ნივთები, მას შემდეგაც არაერთხელ იყო მისული. საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლთან და 273-ე მუხლთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალი რ----– გ---------მა აღიარა და განმარტა რომ მომხმარებელია და აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება მისია, მაგრამ ის ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს და არა სხვებს. იგი საკუთარ მეუღლესთან კონფლიქტს არ აღიარებს.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა რ----– გ---------მა თავის სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დგინდება, რომ 2019 წლის 2 ივნისს ქ. რუსთავში, მ-----------------ში ორსულ ს----- მ--------ას მისმა მეუღლემ რ----– გ---------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის გ------- ჯელიას მიერ 2019 წლის 3 ივნისს შედგენილი ოქმით ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების შესახებ, დადასტურებულია, რომ რ----– გ---------ი შემოწმებულ იქნა ალკოჰოლურ სიმთვრალეზე და მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 2.030 პრომილეს ოდენობით.
ბრალდებულის რ----– გ---------ის დაკავების ოქმის მიხედვით იგი დაკავებულ იქნა 2019 წლის 2 ივნისს 23:48 საათზე ქ. რუსთავში მ------------ კორპუსის ეზოში მე-3 სადარბაზოსთან. დაკავებისას ბრალდებული უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნის მომსახურებით, მოაწერა გადაეცა დაკავების ოქმის ასლი. დაკავების ოქმის მიხედვით მისი გადაუდებელი აუცილებლობით დაკავების ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე.
2019 წლის 3 ივნისის ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, რ----– გ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად სამზარეულოს შესასვლელიდან მარცხენა მხარეს კუთხეში დადგმული „HITACHI“-ის ფირმის მაცივრის შიდა კარის ზედა ნაწილზე არსებული ზედა თაროდან ამოღებული იქნა გამოყენებული 6 ცალი 5 მლ მოცულობისა და 3 ცალი 2 მლ მოცულობის ერთჯერადი საინექციო შპრიცი. ცხრავე გამოყენებული საინექციო შპრიცი დაილუქა ერთად დადგენილი წესით.
სამზარეულოში განთავსებულ მაგიდაზე, რომელიც დგას სამზარეულოში შესასვლელიდან მარჯვენა კედელთან დგას შავი ფერის პლასტმაცის სახელურიანი, ავტომანქანა „ოპელის“ ლოგოს გამოსახულებიანი მასალები. აღნიშნული მასალების პლასტმასის სახელურის დაშლისას მასში აღმოჩენილი იქნა მოთეთრო ფერის ქაღალდში გახვეული, თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში ე.წ. ბაშად დაფასოებული მოყავისფრო ფერის გრანულებიანი მასა. აღიშნული ქაღალდი და მასში გახვეული თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში, ე.წ. ბაშად დაფასოებული მოყავისფრო ფერის გრანულებიანი მასა ამოღებული იქნა და ერთად დაილუქა დადგენილი წესით.
მისაღებ ოთახში შესასვლელიდან მარცხნივ მდებარე საძინებელში, საძინებელში შესასვლელიდან მარჯვნივ დადგმულ ლოგინის მატრასის ქვეშ აღმოჩენილი და ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლტი მჭიდით. პისტოლეტზე იკითხება წარწერა „EKOL Major“ და ნომერი EMi-18020028. ამოღებული პისტოლეტი მჭიდით დაილუქა დადგენილი წესით.
ექსპერტების მიერ მოხდა ჩხრეკის ფოტოს დასურათება და ფოტოები დაერთო 1.1. N0120200619003 საქმეს.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის (გვ. 69-70) თანახმად:
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი N EMi – 18020028 ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „EKOL Major“ მოდელის, 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტი. იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
2019 წლის 12 თებერვლის ნაყოფის და ორსულობის ულტრაბგერითი გამოკვლევის ოქმის (გვ. 74) თანახმად პაციენტი არის ს----- მ--------ა, 28 წლის. ორსულობის ვადა:15 კვირისა და 2 დღის ფეხმძიმე. მოსალოდნელი ორსულობის სავარაუდო ვადა: 2019 წლის 04. 08.
ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით N201375 რ----– გ---------ს ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა მეტადონის, ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის დადგენილებით რ----– გ---------ს ასკ-ის 45-ე მუხლით ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N3022/სქ-N2630/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტებში, რომლებიც ამოღებული იქნა რ----– გ---------ის ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,0348 გრამს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1 ივლისის დასკვნის თანახმად 1,2/ ს----- მ--------ას გარეგანი დათვალიერებით 03.06.2019 წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარცხენა მხრის და მარცხენა ბარძაყის მიდამოებში, ნაჭდევები მარჯვენა მხრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია პირადი გასინჯვის მონაცემებიც, რომლის მიხედვით ს----- მ--------ა უჩივის ტკივილს კისრის მიდამოში. მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნება მოლურჯო ფერის ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 4X3,4 სმ. მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება ანალოგიური ხასიათის სიხლნაჟღენთი ზომით 1,3X0,9 სმ. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე აღენიშნება კანის დონეზე მდებარე, მოწითალო ფუფხით დაფარული ორი პარალელურად მდებარე ნაჭდევი ზომებით 6,3X0,5 და 5,5X0,5 სმ.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება რ----– გ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ----– გ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
რ----– გ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
რ----– გ---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასაჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ასაკს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
რ----– გ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ამასთან პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მიერ სრული მოცულობით აღიარებული იქნა მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მსჯავრდებული გულწრფელად ინანიებს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, ამავდროულად დაზარალებულთან შერიგებულია .
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ოჯახური მდგომარეობის და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, რ----– გ---------ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ----– გ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
პალატა მიიჩნევს, რომ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით რ----– გ---------ის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
რ----– გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით საქმეზე არსებული ნივთმტკიცება:
ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხმოვანი პისტოლეტი - განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ----– გ---------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-----ა კ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში რ----– გ---------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
რ----– გ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ----– გ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის დღიდან;
რ----– გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 ივნისიდან.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით საქმეზე არსებული ნივთმტკიცება:
ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხმოვანი პისტოლეტი - განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი