განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002661085
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/9781-19 25 თებერვალი, 2020 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - გ------- ბ----ე, ი----- კ--–--, დ--–- თ----–---–ი, გ-------– ბ----ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ----------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის თაობაზე
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ----------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა ი----- კ--–--ს, დ--–- თ----–---–ის, გ-------– ბ----ის და გ------- ბ----ის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ფერდობი ნ--–-----ე, პირველი მკ/რ-ნი, კ------------, ბინა #--, ს/კ. 0---------------------- და იგი გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს, ნ----------ეს. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 04.02.2016 წლიდან საჯარო რეესტრში, აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.01.2016 წლის #A---------------- და 03.02.2016 წლის #A---------------- განკარგულებების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ფერდობი ნ--–-----ე, პირველი მკ/რ-ნი, კ------------, ბინა #--, ს/კ. 0---------------------- საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელე ნ----------ის სახელზე. 2.2 მოპასუხეების ი----- კ--–--ს, დ--–- თ----–---–ისა და გ------- ბ----ის მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელე ნ----------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ფერდობი ნ--–-----ე, პირველი მკ/რ-ნი, კ------------, ბინა #--, ს/კ. 0----------------------. 2.3. მოპასუხეების ი----- კ--–--ს, დ--–- თ----–---–ისა და გ------- ბ----ესთან ერთად ნ----------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ფერდობი ნ--–-----ე, პირველი მკ/რ-ნი, კ------------, ბინა #--, ს/კ. 0----------------------, იმყოფება მოპასუხე გ-------– ბ----ის მფლობელობაშიც. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 2.5. საქართველოს სამოქალაქოკოდექსის 172.1 მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.6. აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უნდაახორციელებდეს მფლობელობას. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312.1 მუხლით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, ასევე განჩინება მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივრეს გ------- ბ----ემ, ი----- კ--–--მ, დ--–- თ----–---–მა და გ-------– ბ----ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ ზემოთაღნიშნულ ბინას აპელანტები ფლობენ მართლზომიერად. 3.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნ----------ე ბინას ფლობს მართლზომიერად. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის I ნაწილი, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ეკუთვნის ნ----------ეს (მოსარჩელე, მესაკუთრე). 4.2. გ------- ბ----ეს, ი----- კ--–--ს, დ--–- თ----–---–ს და გ-------– ბ----ეს (აპელანტები) სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, აპელანტები ვალდებულნი იყვნენ დაებრუნებინათ მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება. 4.4. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. 4.4.1. ამ ნორმის საფუძველზე, ნივთის მართლზომიერი მფლობელია პირი, რომელიც მას სამართლებრივად ნამდვილი საფუძვლით ფლობს. 4.4.2. სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძვლის თაობაზე აპელანტებს არ მიუთითებიათ და მათი არსებობა არც საქმის მასალებით მტკიცდება. 4.4.3. ამის შესაბამისად, აპელანტები სადავო ქონების მართლზომიერეი მფლობელები არ არიან. 4.5. პალატა არ იზიარებს აპელანტების პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა არამართლზომიერად. 4.5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.5.2. დადგენილია, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ქონება, სწორედ, მას ეკუთვნის. 4.5.3. აპელანტები არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებიან. 4.5.4. მათ სასამართლოსათვის ის ფაქტებიც არ მიუთითებიათ, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა. 4.5.5. მეტიც, საქმის მასალებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა აპელანტმა, ი----- კ--–--მ სარჩელი აღძრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და იმ განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ სადავო ქონებაზდე საკუთრება შეიძინა. 4.5.6. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 4.5.7. ეს კი ნიშნავს, რომ მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა. 4.6. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს. 4.7. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის მთავარ სხდომაზე აპელანტებმა სასამართლოს წინაშე ახალი მტკიცებულებების დართვა იშუამდგომლეს. 4.7.1. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ წარდგენილ მტკიცებულებებს არ ჰქონდა უშუალო კავშირი განსახილველ საქმესთან და შუამდგომლობის ავტორს არ მიუთითებია საპატიო მიზეზი, რის გამოც ვერ მოახერხა მტკიცებულებების წარდგენა საქმის მომზადების ეტაპზე. 4.7.2. პალატა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ პოზიციას სავსებით იზიარებს. 4.7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. 4.7.4. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. 4.8. დადგენილია, რომ მესაკუთრემ სარჩელი 2016 წლის 16 თებერვალს აღძრა, იმავე წლის 18 მაისს კი სარჩელზე მოპასუხეთა წრე დააზუსტა. 4.8.1. 2016 წლის 10 ივნისს აპელანტებმა სარჩელზე შესაგებელი წარადგინეს, თუმცა შუამდგომლობაში მითითებული მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, 2018 წლის 24 ოქტომბრამდე. 4.8.2. მნიშვნელოვანია, რომ აპელანტებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს 2016 წლის იმ სააღსრულებო წარმოების მასალების დართვის თაობაზე, რომელშიც მხარეებს თავადვე წარმოადგენდნენ. 4.8.3. ეს კი ნიშნავს, რომ მტკიცებულებები მათ იმთავითვე გააჩნდათ და სასამართლოსათვის წარდგენა სავსებით ხელეწიფებოდათ. 4.8.4. ამ ვითარებაში, პალატის აზრით, საქმის მომზადების ეტაპზე მტკიცებულებათა წარუდგენლობის არავითარი საპატიო მიზეზი არ არსებობდა და საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ისინი მიეღო. 4.9. ასეც რომ არ ყოფილიყო, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. 4.9.1. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 4.9.2. მოსარჩელის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების შეძენის ნამდვილობა მოცემულ საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენდა და არც წარმოადგენს. 4.9.3. ამის გამო, იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მოსარჩელის მიერ ქონების შეძენის გარემოებებს ასახავდა, საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და, ამ მოტივითაც, მათი მიღების საფუძვლები არ არსებობდა. 4.9.4. ამის გამო, გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს. 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ... მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. 4.10.1. რადგან აპელანტებს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ ჰქონიათ, მათი შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი. ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტების შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. გ------- ბ----ის, ი----- კ--–--ს, დ--–- თ----–---–ისა და გ-------– ბ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის თაობაზე;
3. გ------- ბ----ის, ი----- კ--–--ს, დ--–- თ----–---–ისა და გ-------– ბ----ის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე