განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2020
საქმის ნომერი
010100118002750612
ინსტანცია
თარიღი
11.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0101001180027-0612

სსაქმე №1/ბ-645-2019წ.

განაჩენი

საქართველოსსახელით

27 თ--------–ი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე

პროკურორის - ა---- მ-------ას,გამართლებულის - დ----- ხ--–--–---–ის,ადვოოკატების - პ----ა შ----ის და მ----- წ---–--ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------- ი-–-ს ძე უ----–--ის მიმართ, დაბადებული 195- წლის 03 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, 2-------- ქუჩა №78, ბინა №19.

დ----- ქ----–ის ძე ხ--–--–---–ის მიმართ, დაბადებული 197- წლის 25 მ----, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, დ. თ------------–ის შესახვევი №8.

ი-–-- გ--- ძე ა--------ას მიმართ, დაბადებული 198- წლის 29 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ვ-–----–----–ას ქუჩა №86.

აღწერილობითი ნაწილი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

1. ნ-------- უ----–--ე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და ფლობა. 2. დ----- ხ--–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, სხვისი მოძრავი ნივთვის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბინაში უკანონო შეღწევით, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 3.ი-–-- ა--------ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთვის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბინაში უკანონო შეღწევით,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი-–-- ა--------ას და დ----- ხ--–--–---–ის მიმარ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის პირველი სექტემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ი-–-- ა--------ამ, წინასწარი შეთანხმებით დ----- ხ--–--–---–თან ერთად, ჯგუფურად, 2018 წლის 22 ოქტომბერს, შუადღის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, ფ---------------- ქუჩა №108, ბინა №21-ში მდებარე თ----ა თ---------ის კუთვნილ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა--------ა და ხ--–--–---–ი ფარულად დაეუფლნენ ოქროს ჯაჭვისებურ სამაჯურს, ოქროს გულსაბამს, სუნამოს, 500 ლარის ოდენობის თანხას, კასრისა და ორი მამაკაცის გამოსახულების მინი ქანდაკებას და საიუველირო კომპანია „ზარაფხანას“ საგარანტიო ბარათს, ოქროსფერ ჯაჭვისებურ სამაჯურს, „F-------- C-------”-ის, “S-----”- ის და “T-----”- ის ფირმის მაჯის საათებს, “I------”-ს ფირმის სამ ცალ მაჯის საათს და სხვა---ვთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის პირველი სექტემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ი-–-- ა--------ამ, 2018 წლის 16 ოქტომბერს, შუადღის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, პ--–---ის ქუჩა №162, ბინა №269-ში მდებარე ს------- ვ---–--–-----ის კუთვნილ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 300 ლარის ოდენობის თანხას, ქალის ვერცხლისფერ საათს, ვერცხლის ბეჭედს, ვერცხლის საყურეს, მუყაოს კოლოფში მოთავსებულ შოკოლადს, რითაც დაზარალებულ ს------- ვ---–--–-----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის პირველი სექტემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ი-–-- ა--------ამ, 2018 წლის 04 ოქტომბერს, შუადღის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, ხ--–--–---–ის ქუჩა №205, ბინა №160-ში მდებარე ე----- მ--–--ის კუთვნილ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დაზარალებულ ე----- მ--–--ის კუთვნილ საათს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

ნ-------- უ----–--ის მიმარ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ნ-------- უ----–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დ----- ხ--–--–---–ისგან და ი-–-- ა--------ასგან შეიძინა, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული „T-----”- ის, „F-------- C-------”-ის, “S-----”- ის“ ფირმის მაჯის საათები, ასევე “I------”-ს ფირმის ორი ცალი მაჯის საათი. ნ-------- უ----–--ე მის მფლობელობაში არსებული S-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ. ბათუმში, რა დროსაც მის მფლობელობაში არსებული „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული ნივთები.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით:

 

1. დ----- ხ--–--–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

დ----- ხ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

2. ი-–-- ა--------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 177- ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ი-–-- ა--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. ნ-------- უ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ-------- უ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გამართლებულებს ნ-------- უ----–--ეს, დ----- ხ--–--–---–ს და ი-–-- ა--------ას განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ი-–-- ა--------ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დ----- ხ--–--–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის; ნ-------- უ----–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მათ მიმართ მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე წარადგინა მთელ რიგ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა არსებითი გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა მისულიყო დასკვნამდე, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ყველა დანაშაულებრივი ქმედება.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თ----ა თ---------ის და ს------- ვ---–--–-----ის საცხოვრებელი ბინის ქურდობის ეპიზოდში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არსებობდა არა ორი პირადპირი მტკიცებულება, არამედ ორზე მეტი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სამართლებრივ საფუძველს. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მათი დათვალიერებისა და ამოცნობის ოქმები, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუშები და მის საფუძველზე გაცემული ოდოროლოგიური დასკვნა იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საკმარის სამართლებრივ საფუძველს. ასევე, ბრალდების მხარე უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს ი-–-- ა--------ას მიერ ე----- მ--–--ის ბინის გაქურდვის ფაქტს, კერძოდ: საქმეზე გამოძიების დაწყების შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმით, დაზარალებულის ჩვენებით, ნივთის ამოცნობის ოქმით. ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება სასამართლოს იმ არგუმენტაციას, რომ ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზისა და ობიექტური შეფასებით, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს.

ასევე, ბრალდება ვერ დაეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ და მათ შორის 2015 წლის 3 აპრილის, N448 აპ-14 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მხოლოდ ნაქურდალი ნივთის ბრალდებულისთვის აღმოჩენა, ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მისი დამნაშავედ ცნობისთვის, თუ ბრალდების მხარე ვერ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს თუ რა გარემოებებში და ვინ დაეუფლა---ვთებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკასაციო პალატამ შეუძლებლად მიიჩნია ასეთ მოცემულობაში პირის დამნაშავედ ცნობა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ამის საპირისპიროს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ თ----ა თ---------ისა და ს------- ვ---–--–-----ის სახლის დათვალიერების დროს აღებული სუნის ნიმუშების გამოკვლევან ცხადყო, რომ როგორც თ----ა თ---------ის საცხოვრებელ ბინაში, ასევე ს------- ვ---–--–-----ის საჩხოვრებელ ბინაში აღებული სუნი ემთხვეოდა დ----- ხ--–--–---–ისა და ი-–-- ა--------ას სუნის ნიმუშებს. სასამართლომ აბსოლუტურად არასწორი შეფასება მისცა და მტკიცებულებათა შეფასების დროს დაუშვა ფაქტობრივი შეცდომა, როდესაც განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა საეჭვო იყო მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეში, შემთხვევის ადგილიდან (ქ. ბათუმი, ხ--–--–---–ის ქ. N20ა, ბინა N13) აღებული სუნის ნიმუში, რომელიც იდენტური იყო ი-–-- ა--------ასა და დ----- ხ--–--–---–ის სუნის ნიმუშებისა მიიჩნია დაზარალებულად ცნობილ ე----- მ--–--ის ბინად და განმარტა, რომ სასამართლოსათვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ დაემთხვა სუნის ნიმუში ე----- მ--–--ის ბინას, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულად ცნობილი ე----- მ--–--ის ბინიდან საერთოდ არ ამოღებულა სუნის ნიმუში. არც ბრალდების მხარეს და არც თავად დაზარალებულს არ დაუმალავს სასამართლოსათვის ის გარემოება, რომ ე----- მ--–--ის საცხოვრებელი ბინიდან არ აღებულა სუნის ნიმუში. სასამართლოსათვის ასევე ცნობილი იყო, რომ არსებობდა, გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის გამო ვერ მოხერხდა დამნაშავეთა იდენტიფიცირება. ასევე, ბრალდება ვერ დაეთანხმა გამამართლებელ განაჩენს ნ-------- უ----–--ის ნაწილში. ბრალდების მხარისათვის გაუგებარია სასამართლოს პოზიცია ამოცნობის მიმდინარეობასა და ოქმებთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, გამომძიებელმა, რომელმცა დაზარალებულებთან ჩაატარა---ვთების ამოცნობა, სასამართლოს განუმარტა, რომ შესადარებელი ობიექტები, მოიპოვეს მეგობრებში და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ამოცნობის დაწყებამდე მოახდინა---ვთიერი მტკიცებულების გახსნა, რომელიც ჩხრეკის შედეგად იყო ამოღებული, და მოათავსა ორ შესადარებელ ობიექტთან ერთად, რომელიც მოპოვებული იყო სავაჭრო ობიექტსა და მეგობრების წრეში. თუკი, ამგვარ ამოცნობას ჭვქვეშ დავაყენებთ, გამოდის, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის კეთილსინდისიერებას, რომელმაც დახმარება აღმოუჩინა საგამოძიებო ორგანოს და ქმნის ვარაუდის, საფუძველს, რომ თუნდაც ს------- ვ---–--–-----ის საცხოვრებელი ბინიდან ფარულად დაუფლებული მაჯის საათი წარმოადგინა რომელიმე სავაჭრო ობიექტმა. ბრალდების მხარეს არაგონივრულად და მიმანიშნებლად მიაჩნია, იმ ფაქტობრივი გარემოების ამოცნობის ოქმში ასახვა, რომელი ნივთია ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული და რომელი ნივთია სავაჭრო ობიექტიდან მოპოვებული. შესაბამისად, ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება სასამართლოს პოზიციას ნივთის ამოცნობის ოქმების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების კუთხით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი, ი-–-- ა--------ას, ნ-------- უ----–--ისა და დ----- ხ--–--–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ არის უკანონო, დაუსაბუთებელი და მასში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა---- მ-------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ დ----- ხ--–--–---–ს, გამართლებულების ი-–-- ა--------ას და ნ-------- უ----–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს პ----ა შ----ეს და მ----- წ---–--ას, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თ----ა თ---------ის მიერ ელ-სმენის საშუალებით ბათუმის საქალაქო სამმართველოში შესული შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბათუმში, ფ---------------- N108/21-ში მდებარე ბინა არის გაქურდული.

 

მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელის ჯ------ მ--–--ის, დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტების ა-----– ა---–---ის და ე------ ჯ--------ის, კინოლოგ გ---- მ----–--ი ჩვენებებით და მათ მიერ შედგენილი 2018 წლის 22 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ფ---------------- ქუჩა №108, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე ბინა №21- ში. დათვალიერდა ბინის ყველა ოთახი, ბიოლოგიური ნახშირით აღებულ იქნა სუნის კვალი, ამოღებულ იქნა ბინის საკეტი გულა და ერთი ცალი გასაღები, მუყაოს ორი ცალი კოლოფი და საფულე. სუნამოს ყუთის ზედაპირიდან, ასევე სუვენირის კოლოფიდან აღებულ იქნა ხელის კვლები.

 

საქმის არსებითი განხილვისას, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნდა დაზარალებულ თ----ა თ---------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც 2018 წლის 22 ოქტომბერს დილის დაახლოებით 11 საათზე გავიდა ქ. ბათუმში, ფ--------- მ----ს ქუჩა №108/21-ში მდებარე ბინიდან, სახლში დაბრუნდა დაახლოებით 16:30 საათზე, ბინის კარი ჩვეულებრივად დაკეტილი დახვდა. საძინებელში შესვლისას შენიშნა, რომ კარადის სათავსოები იყო გამოღებული. ერთ-ერთ სათავსოში ინახავდნენ თავისივე კოლოფებით 6 ცალ საათს, "F------- K-------"-ის, "T----"-ის "S-----"-ის, "I------"-ს ფირმის. დაათვალიერა და ნახა, რომ კოლოფებში საათები აღარ იდო. სათავსოში ასევე არ აღმოჩნდა ოქროს სამაჯური და გულსაბამი წმინდა გიორგის გამოსახულებით, მოპარული აღმოჩნდა საფულე, რომელშიც დაახლოებით 500 ლარი ჰქონდა შენახული, საიუველირო კომპანია "ზარაფხანას" ნაკეთობა - კასრი ორი მამაკაცის ქანდაკებით, რომელსაც ჰქონდა დასადგამი და მასში იდო საგარანტიო ტალონი, ასევე ჯაჭვისებრური სამაჯური - ბიჟუტერია. მოპარული საათებიდან ორი მას, ოთხი კი მის მეუღლეს ეკუთვნოდა. შეუძლია ყველა მოპარული ნივთის ამოცნობა. ბინაში არეულობა არ შეინიშნებოდა, გარდა ჩამოთვლილი ნივთებისა, სხვა არაფერი იყო დაკარგული. ქურდობის შესახებ შეატყობინა პოლიციას.

 

მოწმის სახით დაკითხული თ------ კ--------–-ას ჩვენების და საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციული პატაკის თანახმად, 2018 წლის 24 ოქტომბერს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ------ კ--------–-ამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ თ---------ის ბინის ქურდობა ჩადენილი უნდა ჰქონოდათ დ----- ხ--–--–---–ს და ი-–-- ა--------ას. ინფორმაციის მიღებისას ა--------ა იმყოფებოდა ბათუმში, თ------------–ის ქ. N100-ის მიმდებარედ და თან ჰქონდა ნაქურდალი ნივთების ნაწილი, ხოლო ხ--–--–---–ი იმყოფებოდა ქ. ბათუმში, თ------------–ის და ბრწყინვალის ქუჩების კვეთის მიმდებარედ და მასაც თან ჰქონდა ნაქურდალი ნივთების ნაწილი. ამავე ინფორმაციის თანახმად, თ---------ის ბინიდან ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამ პირებმა მიყიდეს ნ-------- უ----–--ეს, ნაწილს ინახავენ საცხოვრებელ სახლებში.

 

მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელის ა------- ძ-------ის, ჩხრეკაში მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელების - ი-----–- ბ-----ის, ლ-–- ჯ----–ის, ექსპერტ-კრიმინალისტის ბ------- ა-----ის ჩვენებების და მათ მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს გადაუდებელი აუცილებლობით ქ. ბათუმში, ვ-–----–----–ას ქუჩა №86-ში მდებარე ი-–-- ა--------ას საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, ი-–-- ა--------ას საძინებელ ოთახში განთავსებული საწოლის ლეიბის ქვეშ აღმოჩენილი იქნა ორი ცალი მაჯის საათი და ერთი ცალი სამაჯური, რაც ადგილზევე იქნა ამოღებული და დალუქული. ჩხრეკის ოქმში ი-–-- ა--------ას მიერ გაკეთებული შენიშვნის თანახმად, აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მისი ოჯახის წევრებს.

 

მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელის ჯ----– ც-–--–--ის, ჩხრეკაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტების: რ---–---- გ-----ის, ი-----–- ჭ-----–--ის, პოლიციის თანამშრომლების რ----- ლ----ის, თ----- თ--------–---–ის, კ---- დ------ის, პ----ა ს--------ის ჩვენებებით და მათ მიერ 2018 წლის 24 ოქტობერს გადაუდებელი აუცილებლობით ქ. ბათუმში, დ. თ------------–ის ქუჩის შესახვევი №8-ში მდებარე დ----- ხ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად მისაღებ ოთახში არსებული ტელევიზორის სადგამზე ნანახი და ამოღებული მაჯის საათი წარწერებით V-BOAT, ყელსაბამი კულონით, კულონი წითელი და თეთრი თვლებით, ოთხთვლიანი კულონი. ტელევიზორის ზევით არსებულ თაროზე ნანახი და ამოღებული იქნა მაჯის საათი, წარწერით - ORIENT. საათებიდან აღებულ იქნა ანაწმენდები. სამზარეულოში, კედელზე მიდგმული სკამის უჯრაში ნანახი და ამოღებული იქნა ყვითელი ფერის ლითონის სამაგრი. მეორე სართულზე არსებული საძინებელში განთავსებულ ტრი-–--ჟზე აღმოჩენილ იქნა წითელსამაჯურიანი მაჯის საათი, ასევე ოთხკუთხა კოლოფში სხვადასხვა სამკაული - ბიჟუტერია. იმავე ოთახში საწოლის ტუმბოზე აღმოჩენილ იქნა ორი ცალი მაჯის საათი, მამაკაცის გამოსახულებიანი ე.წ. "სტატუეტკა", "ზარაფხანის" საგარანტიო ფურცლით. მეორე საძინებელ ოთახში აღმოჩენილ იქნა მაჯის საათი და ორი ცალი საყურე. საათების ზედაპირიდან აღებულ იქნა ანაწმენდები. ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა.

 

ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტები და დაათვალიერა დ----- ხ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "S-----"- ის, "I------"-ს ფირმის მაჯის საათები, კასრის ფორმის სუვენირი ორი მამაკაცის გამოსახულებით და "ზარაფხანას" საგარანტიო ტალონი.

 

2018 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ----ა თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა „S-----”- ის“ ფირმის სამი საათი, თითქმის იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო „S-----”- ის“ ფირმის მამაკაცის მაჯის საათი, რომელიც ინახებოდა მასთან და რომელიც 2018 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ფ---------------- ქუჩა 108, ბინა 21-დან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ ხ--–--–---–ის ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.

 

2018 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ----ა თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა "I------"-ს ფირმის სამი საათი, თითქმის იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო I------"-ს“ ფირმის მაჯის საათი, რომელიც ინახებოდა მასთან და რომელიც 2018 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ფ---------------- ქუჩა 108, ბინა 21-დან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ ხ--–--–---–ის ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.

 

იგივე უნდა ითქვას სუვენირის ამოცნობის ოქმზეც. ამოცნობისას თ----ა თ---------ემ მის წინაშე წარდგენილი, თითქმის იდენტური აღწერილობის სამი სუვენირიდან ამოიცნო ერთ-ერთი სუვენირი, თუმცა არის თუ არა ეს ნივთი სწორედ ხ--–--–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთი, ამოცნობის ოქმი არაინფორმატიულია.

 

დაზარალებული თ---------ის მონაწილეობით ჩატარებული საგარანატიო ტალონის დათვალიერების ოქმის თანახმად, თ---------ემ დაადასტურა, რომ ტალონი ნამდვილად

ეკუთვის მას და ის წარმოადგენს მის მიერ შეძენილი სუვენირის საგარანტიო ტალონს.

 

ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტი და დაათვალიერა ი-–-- ა--------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "DEFAQTO"-ს და "QUARTZ"-ის ფირმის მაჯის საათები და ჯაჭვისებურად ნაქსოვი სამაჯური.

2018 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ----ა თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი ერთმანეთის იდენტური აღწერილობის სამაჯური და მან ამოიცნო ერთ-ერთი, რომელიც ინახებოდა მასთან და რომელიც 2018 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ფ---------------- ქუჩა N108, ბინა N21-დან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ა--------ას სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამაჯური რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი სამაჯური არის თუ არა სწორედ ა--------ას ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.

 

მოწმის სახით დაკითხული ჯ----– ბ---–----ის ჩვენების და საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციული პატაკის თანახმად, 2018 წლის 24 ოქტომბერს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯ----– ბ---–----ემ მიიღo ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ თ---------ის ბინიდან ნაქურდალი ნივთები შეძენილი აქვს და გასაღებას აპირებს ნ-------- უ----–--ე, რომელიც "ლექსუსის" მარკის ავტომანქანით უნდა მივიდეს გ------------ას ქ. N50-ის მიმდებარედ და თან აქვს ნაქურდალი ნივთები, მათ ნაწილს უნდა ინახავდეს ასევე თავის საცხოვრებელ სახლში.

 

მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელის ჯ------ მ--–--ის, ჩხრეკაში მონაწილე ინსპექტორ-გამომძიებლების - ი-----–- მ------–--ის და ჯ--- გ----–---–ის ჩვენებებით და მათ მიერ შედგენილი 2018 წლის 24 ოქტობერს გადაუდებელი აუცილებლობით ქ. ბათუმში, გ------------ას ქ. N50-ის მიმდებარედ ჩატარებული ნ-------- უ----–--ის პირადი (რომელიც ასევე მოიცავდა ავტომანქანის ჩხრეკას) ჩხრეკის ოქმით, ნ-------- უ----–--ის მართვის ქვეშ არსებული მანქანის უკანა სავარძლიდან ამოღებულ იქნა "F------- K-------"-ის, "I------"-ს, "T----"-ის ფირმის მაჯის საათები. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე.

 

ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტები და დაათვალიერა ნ-------- უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "F------- K-------"- ის, "I------"-ს, "T----"-ის ფირმის მაჯის საათები.

 

2018 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ----ა თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა "T----"-ის ფირმის სამი საათი, ერთმანეთის მსგავსი, ხოლო ორი მათგანი აბსოლუტურად იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო „T-----ის“ ფირმის მამაკაცის მაჯის საათი, რომელიც ფ---------------- ქუჩა N108, ბინა N21-დან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.

 

იგივე უნდა ითქვას იმავე დღეს ჩატარებულ ამოცნობებზე, რომელთა ოქმების თანახმად, თ----ა თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა "F------- K-------"-ის, "I------"-ს ფირმის საათები და ერთმანეთის მსგავსი, ხოლო ორ შემთხვევაში აბსოლუტურად იდენტური აღწერილობის სამ-სამი საათიდან ამოიცნო ერთ-ერთი, რომელიც მისი ბინიდან მოიპარეს 2018 წლის 22 ოქტომბერს. ამოცნობის ოქმები არც ამ შემთხვევაში შეიცავს ინფორმაციას უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული საათები რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი საათები არის თუ არა სწორედ უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთები.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფ---------------- ქ. N108-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, რომლებიც ბრალდების მხარის პოზიციით, ადასტურებენ ი-–-- ა--------ას და დ----- ხ--–--–---–ის მიერ თ----ა თ---------ის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტს, კერძოდ, ჩანს როგორ შედიან ისინი 2018 წლის 22 ოქტომბერს თ---------ის საცხოვრებელ კორპუსის შესასვლელ დერეფანში.

 

სასამართლომ გამოიკვლია რა აღნიშნული ჩანაწერი, განმარტავს, რომ მასში ასახული პირების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. კადრში ჩანს კოსპუსის შესასვლელი დერეფანი, სადაც 15:41 საათზე შედის მამაკაცი საშუალოზე დიდი ზომის ქოლგით ხელში, ქოლგა ფარავს მისი სხეულის დიდ ნაწილს, სახეს სრულად და იდენტიფიცირება შეუძლებელია. მის უკან მიდის შავკეპიანი მამაკაცი, რომლის სახე ასევე არ ჩანს, თუმცა ქოლგიან მამაკაცზე მაღალი აღნაგობისაა. ქოლგიან და კეპიან მამაკაცებში ი-–-- ა--------ას ან დ----- ხ--–--–---–ის შეცნობა შეუძლებელია.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ნ---- კ--–----ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმში, ფ---------------- N108, ბინა N21-დან ამოღებულ შავი ფერის ორ ყუთზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიცირებისთვის არაინფორმატიულია. ყვითელი ფერის ყუთზე და საფულეზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, მათში ი-–-- ა--------ას და დ----- ხ--–--–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მ-------- ჩ------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, შემთხვევის ადგილებიდან, კერძოდ: ქ. ბათუმში, პ--–---ის N162, ბინა N263-დან, ქ. ბათუმში, ხ--–--–---–ის ქ. N20ა, ბინა N13-დან და ქ. ბათუმში, ფ---------------- ქ. N108, ბინა 21-დან აღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების - დ----- ხ--–--–---–ის და ი-–-- ა--------ასგან აღებული სუნის ნიმუშებისა.

 

საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ე----- მ--–--ის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს ელ-სმენის საშუალებით ბათუმის საქალაქო სამმართველოში გაკეთებული შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბათუმში, ხ--–--–---–ის ქ. N20/160-ში მდებარე ბინა არის გაქურდული.

 

საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 5 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხ--–--–---–ის ქ. N20ა, ბინა N160-ში საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულზე. კარის საკეტს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება, დათვალიერდა ბინის ყველა ოთახი, ხელის ან სუნის კვალი აღებული არ ყოფილა.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ე----- მ--–--ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს ხ--–--–---–ის ქ. N20ა, ბინა N160-ში. 2018 წლის 5 ოქტომბერს, გვიან ღამით სახლში დაბრუნებისას შენიშნა, რომ სამზარეულოს თაროზე მის მიერ დადებული და სახლში დატოვებული საათი ადგილზე აღარ იდო, ასევე ვერ იპოვა საძინებელ ოთახში მდებარე კარადის თაროზე შენახული "მაკაროვის" სისტემის ტაბელური იარაღი, რომელიც პოლიციაში ნამსახურობის გამო საჩუქრად ჰქონდა მიღებული შს მინისტისგან. ქურდობის შესახებ შეატყობინა პოლიციას. მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული ამოცნობისას, ამოსაცნობად წარდგენილი სამი საათიდან ამოიცნო თავისი საათი.

 

ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტი და დაათვალიერა ი-–-- ა--------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "DEFAQTO"-ს და "QUARTZ"-ის ფირმის მაჯის საათები .

 

2018 წლის 8 ნოემბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულ ე----- მ--–--ეს ამოსაცნობად წარედგინა "QUARTZ"-ის“ ფირმის სამი საათი, ერთმანეთის არათუ მსგავსი, მინიმუმ ორი მათგანი იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო „"QUARTZ"- ის“ ფირმის მამაკაცის მაჯის საათი, რომელიც მისი ბინიდან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ა--------ას სახლის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ ა--------ას ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხ--–--–---–ის ქ. N20-ში მდებარე "უ------- ა-----ს" ვიდეოსათვალთვალო სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ბრალდების მხარის პოზიციით, ადასტურებენ ე----- მ--–--ის ბინის ი-–-- ა--------ას მიერ გაქურდვის ფაქტს, კერძოდ ჩანს როგორ შედის ის 2018 წლის 4 ოქტომბერს მ--–--ის საცხოვრებელ კორპუსის სადარბაზოში.

 

სასამართლომ გამოიკვლია რა აღნიშნული ჩანაწერი, განმარტავს, რომ მასში ასახული პირების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. კადრში ჩანს სადარბაზოს შესასვლელი, სადაც შედის და გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოდის ორი მამაკაცი, ორივეს თავზე ახურავს კეპი და სახე არც ერთს უჩანს. ერთ-ერთი მათგანი, ბრალდების მხარის მტკიცებით ი-–-- ა--------აა, თუმცა მისი შეცნობა თეთრკეპიან და წითელფეხსაცმლიან მამაკაცში შეუძლებელია. რაც შეეხება მის თანმხლებს, მის ვინაობაზე ბრალდების მხარეს სასამართლო განხილვისას ვერსია არ გაუჟღერებია.

 

საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ს------- ვ---–--–-----ის მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს 112-ის სამსახურში შესული შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბათუმში, გ------------ის ქუჩაზე მდებარე ბინა არის გაქურდული, საწოლზე დახვდა ნაკვალევი, სიგარეტის ნამწვი, წაღებულია ფულადი თანხა.

 

საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 16 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს პ--–---ის ქ. N162-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულზე ბინა N263-ში. დათვალიერდა ბინის ყველა ოთახი, აღებული იქნა ხელის და სუნის კვალი, ამოღებულ იქნა შავი ფერის მოწითალო კოპლებიანი მუყაოს ყუთი.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ს------- ვ---–--–-----ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. 2018 წლის 16 ოქტომბერს სამსახურიდან სახლში საღამოს დაბრუნებულმა, სააბაზანოში შესვლისას უნიტაზში დაინახა სიგარეტის ნამწვი, საძინებელ ოთახში საწოლზე ფეხის ნაკვალევი, მიხვდა, რომ მის ბინაში ვიღაც უცხო იყო ნამყოფი. აღმოაჩინა, რომ უჯრაში აღარ იდო 300 ლარი, მოპარული იყო "DEFAQTO"-ს ფირმის საათი, ვერცხლის ბეჭედი, ვერცხლის საყურე და ბელგიური შოკოლადი. პოლიციას შეატყობინა მომხდარი ქურდობის თაობაზე. პოლიციის თანამშრომლემა დაათვალიერეს მისი ბინა, აიღეს ხელის და სუნის კვალი. მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული ამოცნობისას, ამოსაცნობად წარდგენილი სამი საათიდან ამოიცნო თავისი საათი.

 

ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტი და დაათვალიერა ი-–-- ა--------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "DEFAQTO"-ს და "QUARTZ"-ის ფირმის მაჯის საათები .

 

2018 წლის 8 ნოემბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ ს------- ვ---–--–-----ეს ამოსაცნობად წარედგინა "DEFAQTO"ის“ ფირმის სამი საათი, ერთმანეთის არათუ მსგავსი, მინიმუმ ორი მათგანი იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მისი ბინიდან მოიპარა უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ა--------ას სახლის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ ა--------ას ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.

 

სასამართლომ გამოიკვლია ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი, პ--–---ის ქუჩა N 137-ში არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერი, რომელზე ასახული ინფორმაცია აბსოლუტურად არაიმფორმატიულია და გაურკვეველია საქმეზე მისი დამაგრების მიზანშეწონილობა. რაც შეეხება გ------------ის N63-ში განთავსებული კამერების ჩანაწერებს, ტექნიკური ხარვეზის გამო მისი გამოკვლევის გართულების შემდეგ ბრალდების მხარემ მოხსნა აღნიშნული ჩანაწერი მტკიცებულებებიდან. შესაბამისად მისი გამოკვლევა არ მომხდარა.

 

დ----- ხ--–--–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არ აქვს შეხება თ----ა თ---------ის ბინის ქურდობასთან. 2018 წლის 24 ოქტომბერს ქუჩაში დააკავეს და სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა, თუმცა სანამ გადაიყვანეს მანქანიდან, მანამ შევიდნენ პოლიციელები მის სახლში და ჯერ კიდევ მანქანაში მჯდარი ხედავდა მისი სახლის აივანზე გასულ პოლიციელებს. მისი ოჯახის გარდა, სახლში მდგმურების ორი ოჯახი ცხოვრობს და არ იცის ნივთები, რომლებიც პოლიციამ ჩხრეკისას ამოიღო, ვინ მიიტანა მათ სახლში.

 

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს დ----- ხ--–--–---–ს მხრიდან ქურდობის ჩადენის ფაქტს, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთვის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბინაში უკანონო შეღწევით, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ი-–-- ა--------ას მხრიდან ქურდობის ჩადენის ფაქტს, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთვის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბინაში უკანონო შეღწევით,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. ნ-------- უ----–--ის მხრიდან ქურდობის ჩადენის ფაქტს, ესე იგი წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და ფლობას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ ნ-------- უ----–--ემ, დ----- ხ--–--–---–მა და ი-–-- ა--------ამ დანაშაული ჩაიდინეს. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ნ-------- უ----–--ე, დ----- ხ--–--–---–ი და ი-–-- ა--------ა უდანაშაულოდ და გაამართლა ისინი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით ; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

1. დ----- ქ----–ის ძე ხ--–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დ----- ხ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

2. ი-–-- გ--- ძე ა--------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ი-–-- ა--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. ნ-------- ი-–-ს ძე უ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ-------- უ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 იანვრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - მ--- კ-----ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, 2-------- ქუჩა 7------------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------- – 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულებს ნ-------- უ----–--ეს, დ----- ხ--–--–---–ს და ი-–-- ა--------ას განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ნივთმტკიცებები - თ----ა თ---------ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალი, ხელის კვლები ორ ცალ დაქტილოფირზე და სუვენირის კოლოფიდან ორ ცალ ამონაჭერზე ამოღებული ხელის კვლები, დ----- ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ანაწმენდები, ბრალდებულ დ----- ხ--–--–---–ისგან და ი-–-- ა--------ასგან აღებული ნერწყვის და სუნის ნიმუშები, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები სამ ცალ დაქტილოფირზე, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალი, დ----- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული აბები და---ვთიერი მტკიცებულებებიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თ----ა თ---------ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული ბინის შესასვლელი კარის საკეტის გულა და გასაღები, ორი ცალი მუყაოს კოლოფი და ერთი ცალი საფულე ელვა შესაკრავით, ნ-------- უ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „F--------- C-------“-ს ფირმის მაჯის საათი, ასევე „T-----“-ის და „I------“-ს ორი ცალი მაჯის საათი, პენიტენციური დაწესებულებიდან ამოღებული დ----- ხ--–--–---–ის ტანსაცმელი, ი-–-- ა--------ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „QUARTZ“-ს ფირმის მაჯის საათი და ქალის ერთი ცალი მაჯის ვერცხლისფერი საათი და ერთი ცალი რგოლებიანი (ჯაჭვისებური) სამაჯური, დ----- ხ--–--–---–ის საცხოვრებელი ჩხრეკის დროს ამოღებული „I------“-ს და „S-----“-ის ფირმის საათები და მინი ქანდაკება კასრისა და ორი ადამიანის გამოსახულებით, დ----- ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ყველა სხვა---ვთი (იხ. ბინის ჩხრეკის ოქმი), ე----- მ--–--ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული საკეტის გულა და გასაღები, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული საკეტის გულა, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული მუყაოს ყუთი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ნ-------- უ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „iphone 7“ -ის ფირმის მობილური ტელეფონი და „PHILIPPE“-ს ფირმის მაჯის საათი, რომლებიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე, ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S--------, რომელიც გაჩერებულია შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ეზოში და ნ-------- უ----–--ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ყველა---ვთი, (რომელიც არ არის შემხებლობაში წარდგენილ ბრალდებასთან, იხ. ბინის ჩხრეკის ოქმი)- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, პირველი ინსტანციის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ.

 

ქ. ბათუმში, ფ---------------- ქუჩა N 108-დან ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული ვიდეო- ჩანაწერები კომპაქტ დისკზე; კომპაქტ დისკი, რომელშიც ჩაწერი-–-- 01.11,2018 წელს გამოთხოვილი ინფორმაცია, ორი ცალი კომპაქტ დისკი, რომელშიც ჩაწერი-–-- 25.10.2018 წელს და 26.10.2018 წელს გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე