განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002916207
საქმე №1ბ/1929-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
მანუჩარ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-------–---–---;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული ა---------------------ი (პ/ნ 0----------, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, მცხოვრების მისამართზე: ქ-------–------------–-------–--------------–-----ში);
ადვოკატი - მ------------–-–---–ი;
დანაშაულის კვალიფიკაცია/დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის.
თარჯიმანი - თ------------------ი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 13 მარტის განაჩენით ა---------------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით. მას ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.
2019 წლის 14 თებერვალს, ღამის საათებში, ქ-------–--–---------------–------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,პ---------ის“ მიმდებარედ ე-–------------მ თავის ტაქსში (ტოიოტა პრიუსი, სახ. ნომრით: E--------) მგზავრად ჩაისვა ა---------------------ი, ხოლო პ------–-------–--------------------ის მიმდებარედ - ა---------------------ის ნაცნობი პირი. ა---------------------ის მითითებით, ე-–------------მ ავტომანქანა გააჩერა პირველი დოლაბაურის გზა №2/4-ის მიმდებარედ, რა დროსაც ა---------------------ი ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის, ხოლო მეორე უცნობი პირი დანის მაგვარი საგნის გამოყენებით თავს დაესხნენ ე-–------------ს და მოსთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა, რა დროსაც ე-–------------მ დანის მაგვარი საგნით მიიღო დაზიანება მარჯვენა ხელის არეში, რის შემდგომაც ავტომანქანიდან გადავიდა და გაიქცა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:
ა---------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------------------ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---------------------მა.
3. მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულმა ა---------------------მა სასამართლო განხილვისას შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, ხოლო გამოყენებული სასჯელი - სამართლიანი, რისი გათვალისწინებით, უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. სასამართლოს შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ივანე თანანაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულ ა---------------------ის აღიარება, დაზარალებულ ე-–------------ს, მოწმეების მა------------–----------–---------------------------–--–-–---–--------------------------------------–----------------------------ის ჩვენებები, აგრეთვე მტკიცებულებების ნაწილი - მოწმეების ჯ----------–-–---–-----–---–--------–-----------–-----–-------------–--------–---–---–-----------------------------–---------------------------------–------------------------------–---–---------------------–--------–-–---–-----------------------------–-----–--–---–-----–-------------–---–-----------------------------------–------------------------–---–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ა/მანქანისა და გასაღების ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ხელწერილი, იარაღის მაგვარი საგნის, ფანრის და დანის ამოღების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და საქმეზე დართული ყველა სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული სასამართლოს მიერ და პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა---------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ა---------------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დანაშაულის მოტივსა და მიზანს (ანგარება/სხვისი ქონების დაუფლება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლისგან დაცვის ობიექტაა, როგორც სხვისი საკუთრებას, ასევე ჯანმრთელობა), დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას (დანაშაული ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღის გაოყენებით), მსჯავრდებულის პიროვნებას და მის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის პიროვნების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, რაც შეეხება წარსულს - მან პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
ამასთან, ვინაიდან ა---------------------მა განზრახი დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის ქვეშ, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა---------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ა---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, 2 წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით.
ა---------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 14 თებერვლიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 5 ცალი ხელის კვალი, მიკრონაწილაკები 9 ცალ წებოვან ლენტზე, 6 ცალი ანაწმენდი, მოწითალო ფერის ანაწმენდები, 2 ცალი სუნის ნიმუში, დაზარალებულ ე-–------------სგან არებული სისხლის ნიმუში, საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ ამოღებული ერთი ცალი იარაღის მაგვარი საგანი, დანა და ფარანი, ბრალდებულ ა---------------------ისგან აღებული სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლების ნიმუში, ე-–------------ს ავტომანქანიდან ამოღებული სავარძლის ქსოვილის ამონაჭერი, პისტოლეტის მაგვარი საგნიდან აღებული დნმ ანაწმენდები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- დაზარალებულ ე-–------------სგან ამოღებული ჯინსის შარვალი, ბრალდებულ ა---------------------ისგან ამოღებული ქურთუკი და ა---------------------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებ;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი 2 ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი 1 ცალ დისკზე და ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი 1 ცალ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
მანუჩარ კაპანაძე