განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2020
საქმის ნომერი
080100119002946863
ინსტანცია
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119002946863

საქმე №1/ბ-724-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ--------------–---–ი

 

მსჯავრდებული: ბ----–--–--------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ-------------------------–-----–------------------;

ადვოკატი: გ--–------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი, 236-ე მუხლის მესამე ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ----–--–--------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

 

- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება;

 

- ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

 

ზემოაღნიშნულის გამო, ბ----–--–--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით: ბ----–--–--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ----–--–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----–--–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. ბ----–--–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა; ბ----–--–--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2018 წლის 28 დეკემბრიდან. დადგინდა, რომ ბ----–--–--------ე სასჯელის მოხდის პერიოდში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ იქნეს შპს ,,აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი, ქუტირი); ხოლო აღნიშნული კრიტერიუმების ამოწურვის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდეს საერთო წესით. ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ბ----–--–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი უნომრო ავტომატი, მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, კასტეტი - შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. ბ----–--–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ასანთი, ხუთი ე.წ. ,,ჟგუტი’’, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული კოლბა მასში არსებული სითხით, მცირე ზომის დანა თავისივე ჩასადებით - განადგურდეს. ბ----–--–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფანარი, უნივერსალური ბრტყელტუჩა, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებულ ჯეოსელის სიმბარათთან ერთად, ჯეოსელის სიმბარათი, გასაღები, ტელეფონის ბატარეა, ერთი კოლოფი სანთებელა, მეტალის სანთებელა, ერთი წყვილი ხელთათმანი, ელექტრონული მაჯის საათი, ერთი შარვალი, კაპიშონიანი ნაჭრის ქურთუკი, სამედიცინო ჩანთა და კეპიანი ქუდი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ბ----–--–--------ის ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები მოტოციკლის სახელურიდან, მოწითალო ლაქა, ვალუტის პუნქტის კარისა და სახელურიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოტოციკლი, სათვალე, ჩაფხუტი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები, მეხსიერების ბარათი, რომელზეც ჩაწერილია გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, ბ----–--–--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ---------–-----–-------------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურში ბ----–--–--------ე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხა თ-------------ეს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვა სავალუტო ჯიხურში არსებული თანხა.

 

- ბ----–--–--------ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - 9 მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) კუსტარულად დამზადებული უნომრო ავტომატი მჭიდითა და საბრძოლო მასალით - 9მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) 28 ცალი ვაზნით, ქარხნული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი - 8მმ კალიბრის „KRAL MINI 2005” მოდელის უნომრო პისტოლეტი მჭიდითა და საბრძოლო მასალით - 8მმ კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის კუსტარულად დამზადებული 3 ცალი ვაზნით, რომლებიც ამოღებულ იქნა 2018 წლის 28 დეკემბერს ჩატარებული ბ----–--–--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

- 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ---------–-----–-------------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურში ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებისას ბ----–--–--------ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - 9მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) კუსტარულად დამზადებულ უნომრო ავტომატს მჭიდით, საბრძოლო მასალას - 9მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) 28 ცალი ვაზნას, ქარხნული წესით დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს - 8მმ კალიბრის „KRAL MINI 2005” მოდელის უნომრო პისტოლეტს მჭიდით და საბრძოლო მასალას - 8მმ კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის კუსტარულად დამზადებულ 3 ცალ ვაზნას, რომლებიც ამოღებულ იქნა 2018 წლის 28 დეკემბერს ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ----–--–--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–------------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, მსჯავრდებული ბ----–--–--------ე გამართლდეს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გამოყენებულ იქნეს სასჯელის მინიმალური ზღვარი, ამასთან, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულ ბ----–--–--------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს.

 

აპელანტის მითითებით, ყაჩაღობა წარმოადგენს ფორმალურ დანაშაულს და იგი დამთავრებულად ითვლება მოძრავი ნივთის გადაცემის მოთხოვნისთანავე. საქმის მასალებითა და კერძოდ დაზარალებულ თ-------------ის ჩვენებით არ დგინდება, რომ ბ----–--–--------ის მიერ თ-------------ის მიმართ ადგილი ჰქონდა თანხისა და ან რაიმე მატერიალური სიკეთის გადაცემის მოთხოვნას.

 

აპელანტის აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ზედმეტად მკაცრია სასჯელის ნაწილში, ვინაიდან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბ----–--–--------ე დანაშაულის ჩადენისას იყო ფსიქიურად დაავადებული, ხოლო საქმის განხილვისას მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

 

პროკურორს, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე, შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

სააპელაციო წესით საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ----–--–--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ--–------------ს, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, შეტანილი უნდა იქნას მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად ბრალდებულ ბ----–--–--------ის ჩვენებით, მოწმეების: გ-----------------ის, დ------–----ის, ლ-–-------–---–-–---–ის, ლ-–--–-------–---–ის, ა---------–----------–---–ის, დაზარალებულ თ-------------ის ჩვენებებით, ბრალდებულ ბ----–--–--------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის N2---- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0--–- დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ----–--–--------ემ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში მსჯავრდებულ ბ----–--–--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა ამ ნაწილში არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს ბ----–--–--------ე გამართლდეს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ----–--–--------ის მიერ სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ყაჩაღობა) ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ბ----–--–--------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით, ოთხი საათის შემდეგ, წავიდა ტყეში იარაღის სასროლად. გზაში ჭ-------ის ქუჩაზე გაუფუჭდა მოტოციკლი და დაინახა, რომ იქვე იყო მამაკაცი, რომელიც კეტავდა რაღაც ობიექტს და სთხოვა დანა მოტოციკლის შესაკეთებლად, თუმცა, აღნიშნულმა მამაკაცმა მას უხეშად უპასუხა, რომ დანა არ ჰქონდა და ხელი აუქნია. ამის გამო, ბ----–--–--------ემ მას ხელი კრა და დაიწყეს ჩხუბი, რამე კონკრეტული განზრახვა მას არ ჰქონია. მამაკაცმა დაიწყო ყვირილი, რის გამოც ბ----–--–--------ე გარეთ გამოვიდა, მოტოციკლზე დაჯდა, თუმცა, მანქანამ „დაარტყა“ და გზა ვერ გააგრძელა. ამის შემდეგ, დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამოკითხეს, სადაც ანალოგიურად განმარტა, რაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, ადრე წამლებს იღებდა, თუმცა, შემდეგ შეწყვიტა და დაიწყო ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, შემთხვევის დღესაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება კი ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულ თ-------------ის ჩვენებით, 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 5 საათიდან 6-ის ნახევრამდე დროის პერიოდში, როდესაც ის ობიექტს კეტავდა დაინახა, რომ მისკენ მიდიოდა მამაკაცი შავი ჩაფხუტით, რომელმაც ხელით ანიშნა თითქოს ფულის დახურდავება სურდა, რაზეც თ-------------ემ უპასუხა, რომ აღარ მუშაობდა, შიგნით არ შეუშვა და დაიწყო კარის დახურვა, თუმცა, აღნიშნულმა მამაკაცმა მას კართან ფეხი დაუდო, რაზედაც თ-------------ემ მას წინააღმდეგობა გაუწია, ამაზე „ჩაფხუტიანმა“ მამაკაცმა თ-------------ეს უთხრა, ფული მომეცი თორემ მოგკლავო. თ-------------ემ მას კისერში მოკიდა ხელი, რა დროსაც ქურთუკის შიგნით დაინახა ავტომატის ტარი. როგორც დაზარალებულმა განმარტა, მას სამსახურში ჰქონდა დაახლოებით 29000 ლარი. დაზარალებულის განმარტებით, ჭიდილის დროს იგი გადმოვარდა გარეთ, ფეხზე წამოდგა მხოლოდ სხვა პირების დახმარების შემდეგ, ამ დროს დაინახა, რომ ჩაფხუტიანი პირი დაჯდა მოტოციკლზე და წავიდა, თუმცა, შეეჯახა იქვე მოძრავ პოლიციის მანქანას და გადმოვარდა მოტოციკლიდან. დაზარალებულის განმარტებით, ის ბ----–--–--------ეს იცნობდა მანამდეც და ახასიათებს, როგორც პატიოსან და ზრდილობიან პიროვნებას. დაზარალებულმა განმარტა, რომ ჭიდილის პროცესში მას ცალი ხელით ეჭირა ბ----–--–--------ის ქურთუკზე არსებული ,,ზმეიკა’’ რათა ავტომატი არ ამოეღო, ხოლო მეორე ხელით მას უმკლავდებოდა, რა დროსაც ფეხი კარს წამოკრა და გადავარდა გარეთ. როდესაც ბ----–--–--------ე ობიექტიდან გარეთ გაიქცა და დაჯდა მოტოციკლზე, მასთან მივიდნენ მისი შვილი თ-------------ე, რომელმაც ბ----–--–--------ე მოტოციკლიდან გადმოიყვანა, ორი პოლიციის თანამშომელი და დაცვის პოლიციელები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მტკიცებულებების მთლიანობაში შეფასებისას, სააპელაციო პალატას არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს დაზარალებულის ჩვენება, ვინაიდან, მისი სანდოობა საქმეში წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით არის გამყარებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ-----------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქუთაისში, ჭ-------ის გ-------------ში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება და პოლიციის ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ დაზარალებული თ-------------ე, პოლიციის თანამშრომლები და თავად ბრალდებული ბ----–--–--------ე, რომლის დაკავებაც მოხდა შემთხვევის ადგილზე. ბ----–--–--------ეს სახესა და ტანსაცმელზე აღენიშნებოდა დაზიანებები და როგორც თავად განმარტა, ისინი მიიღო მაშინ, როდესაც გაქცევის დროს საკუთარი მოტოციკლით დაეჯახა იქვე მყოფ ავტომობილს. მოწმის განმარტებით, ბ----–--–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 28 ცალი ვაზნით, პისტოლეტი მჭიდით და ექვსი ცალი ვაზნით, ორი ცალი დანა, კასტეტი, პლასტმასის ე.წ „ჟგუტები“, გამჭვირვალე ბოთლში მოთავსებული სპეციფიური სუნის სითხე, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა იყო ბენზინი, აგრეთვე ბ----–--–--------ის კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დროს. ბრალდებულს დაკავებისას განემარტა უფლებები, დაკავების მიზეზი და ოქმი შედგენილ იქნა დაკავების ადგილზე, რომლის სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს მონაწილე პირებმა ხელისმოწერით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------–----ემ განმარტა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 28 დეკემბერს იმყოფებოდა ჭ-------ის გამზირზე, ლ-–-------–---–-–---–თან ერთად და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, შემოესმათ ხმაური და დაინახეს, რომ უცნობი მამაკაცი ქუჩაში ყვიროდა „დამაყაჩაღესო“ და ამ დროს მეორე მამაკაცი ჩაფხუტით ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა ტროტუარიდან გზის მიმართულებით, ამ დროს თავადაც გაემართნენ იმ მიმართულებით და დაინახეს, რომ აღნიშნული მამაკაცი დაჯდა მოტოციკლზე და წასვლისას შეეჯახა იქვე მოძრავ ინკასაციის ავტომობილს, ისინი რამდენიმე წამში მიუახლოვდნენ მას და შებოჭეს, შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც. ერთ-ერთმა მოქალაქემ მათ უთხრა, რომ შებოჭილ პირს ჰქონდა ავტომატი და იყო შეიარაღებული. დ------–----ის განმარტებით, როდესაც მათ „ზმეიკის“ გახსნა დააპირეს, შენიშნეს იარაღი და მოახდინეს მისი დაკავება, განუმარტეს უფლებები და აცნობეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას მომხდარი ფაქტის შესახებ. დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა გამომძიებელი და ადგილზე იქნა შედგენილი დაკავების ოქმი, ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულ იქნა ავტომატი ვაზნებით, პისტოლეტი ვაზნებით, დანა, „ჟგუტი“ და ბენზინის მცირე ზომის ბოთლი, დათვალიერებისას შენიშნეს, რომ ბრალდებულს ეცვა ორ-ორი ტანსაცმელი, ორი მაისური, ორი შარვალი. ამოღებული ნივთები გამომძიებლის მიერ ადგილზევე დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები, რის შემდეგაც ბრალდებული გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ნანობდა მის საქციელს. როგორც მოწმემ განმარტა, იგი ბრალდებულ ბ----–--–--------ეს იცნობს და ახასიათებს დადებითად.

 

ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ-–-------–---–-–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ-----–--–--------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს გამოძიება დაიწყო ქუთაისში, ჭ-------ის გამზ. N---ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. მოწმის განმარტებით მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი დაზარალებულის და ექსპერტების მონაწილეობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი იქნა წაქცეული მოტოციკლი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სათვალე და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც ამოიღეს შესაბამისი წესით. მოტოციკლის სახელურიდან და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესასვლელი კარის სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდები და დაილუქა შესაბამისი წესით. მის მიერ ასევე დათვალიერდა ვიდეო-ჩანაწერი. მოწმემ განმარტა, რომ მან თავად გააცნო ბრალი ბ----–--–--------ეს, მის მიერ დაინიშნა ექსპერტიზები და მან დაადასტურა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–--–-------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ინკასაციის სამსახურში. 2018 წლის 28 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქუთაისში, ჭ-------ის გამზირზე, რა დროსაც მის ავტომობილს დაეჯახა მოტოციკლი. როდესაც გადმოვიდა, დაინახა, რომ პირი შებოჭეს, რომელსაც თან ჰქონდა ავტომატი ვაზნებით, შავი ფერის ხელთათმანები, მცირე ზომის პისტოლეტი, ე.წ „ჟგუტი“ და კასტეტი. შებოჭილი პირი წინააღმდეგობას უწევდა დამკავებლებს და ცდილობდა გათავისუფლებას.

 

ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის ინკასაციის სამმართველოს ქუთაისის ჯგუფის ინსპექტორმა ა---------–----------–---–მა.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, 2018 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ი-–------------ის გამზ. N---ში განთავსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაყაჩაღების ფაქტზე.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N3------ თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ-------------ეს 2018 წლის 28 დეკემბერს დაუკავშირდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი დ------–----ე და აცნობა, რომ ჭ-------ის გამზირზე N---ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული ჰყავს ერთი პირი და ითხოვს დახმარებას.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ-----------------ის მიერ, 2018 წლის 28 დეკემბერს, 17:43 საათზე ქუთაისში, ჭ-------ის გამზ. N---ში განთავსებული კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე ბ----–--–--------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ბ----–--–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა შავი ფერის მეტალის და ხის კონსტრუქციის ავტომატური იარაღისმაგვარი საგანი, რომელიც მასზე დამაგრებული საკიდით გადაკიდებული ჰქონდა კისერზე, ავტომატურ იარაღში მოთავსებულია მჭიდი, რომელიც არის შავი ფერის მეტალის კონსტრუქციის, რომელში მოთავსებულია 28 (ოცდარვა) ცალი ვაზნა. შარვლის მარჯვენა მხარეს წელის მიდამოდან ამოღებულ იქნა პისტოლეტის მაგვარი საგანი, რომელიც არის ლითონის და ხის კონსტრუქციის, მოშავო ფერის, რომელშიც მოთავსებულია მჭიდი, ხოლო მჭიდში დევს ექვსი ცალი ვაზნა, ხოლო მეშვიდე ვაზნა მოთავსებული იყო პისტოლეტის ლულაში. შავი ფერის ქურთუკის მარჯვენა ქვედა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მეტალის კონსტრუქციის შავი ფერის ე.წ კასტეტი, შავი ფერის მეტალისა და პლასტმასის კონსტრუქციის ფანარი, რომელსაც აქვს მიმაგრებული რუხი ფერის ნაჭრის ზონარი, ასევე ჯიბიდან ამოღებულ იქნა წითელი ფერის მეტალის კონსტრუქციის უნივერსალური ბრტყელტუჩა, ხოლო ქურთუკის მარცხენა ქვედა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ხუთი ცალი პოლიეთილენის ე.წ ჟგუტი, ბ----–--–--------ის შავი ფერის ნაჭრის შარვლის მარჯვენა გარე ჯიბიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, მცირე ზომის პოლიეთილენის კოლბა, რომელშიც მოთავსებულია მძაფრი სუნის მქონე გამჭვირვალე სითხე, ამავე ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის სამსუნგის ფირმის დასაკეცი მობილური ტელეფონი და ჯეოსელის სიმ-ბარათი, ასევე ამოღებულ იქნა ერთი ცალი ვერცხლისფერი ლითონის გასაღები და ოთხკუთხედი ფორმის შავი ფერის მობილური ტელეფონის კვების წყარო ე.წ „ბატარეა“, ქურთუკის შიდა გულის ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი კოლოფი სანთებელა, მოლურჯო ფერის მეტალის სანთებელა. ბ----–--–--------ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან მოხსნილი და ამოღებულ იქნა შავი ფერის ნაჭრის ერთი წყვილი ხელთათმანი, ასევე მარჯვენა მაჯიდან მოხსნილი და ამოღებულ იქნა შავი ფერის პოლიეთილენის სამაჯურიანი ელექტრონული მაჯის საათი, ასევე ბ----–--–--------ისაგან ამოღებული იქნა მეტალის და პლასტმასის კონსტრუქციის მცირე ზომის დანა თავისივე ჩასადებით, ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის ნაჭრის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს საჯდომზე აღენიშნება დაზიანება ნახევის სახით, ასევე დაზიანება აღენიშნება მარცხენა ტოტზე ნახევის სახით, ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის კაპიუშონიანი ნაჭრის ქურთუკი, რომელსაც შიგა და გარე მხარეს აქვს ჯიბეები, ხოლო ქურთუკის მარცხენა მკლავში აღმოჩნდა მართკუთხედი ფორმის შავი ფერის „პლაშოვკის“ სამედიცინო ჩანთა „მერსედესის“ ემბლემის გამოსახულებით, ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის კეპიანი ქუდი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 დეკემბერს 19:00 საათიდან 20:30 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერება ჩატარდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ-----–--–--------ის მიერ. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქუთაისში, ი.ჭ-------ის გამზ. N---ში, სადაც განთავსებულია თ-------------ის კუთვნილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ, ჭ-------ის გამზირზე ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, გზის საფარზე განთავსებულია „ფორდის“ მარკის „ჰაილუქსის“ ტიპის ავტომანქანა, რომელსაც აქვს დაცვის პოლიციის გერბი და მისი აღმნიშვნელი წარწერები. ავტომანქანას მარჯვენა წინა მხარეს ბამპერზე აქვს ნაკაწრები, მის წინ საბურავთან წაქცეულ მდგომარეობაშია შავი ფერის მოტოციკლი, მოტოციკლის საჭის მარჯვენა სახელურთან გზის საფარზე დაგდებულია შავი ფერის სათვალე, შავი ფერის ჩაფხუტი, პლასტმასის ნატეხები. ჩაფხუტთან გზის საფარზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქა, მოტოციკლის საჭის სახელურებიდან აღებულ იქნა ანაწმენდები. ამოღებულ იქნა შავი ფერის სათვალე, შავი ფერის ჩაფხუტი, მოწითალო ფერის ლაქა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შესასვლელი კარის ჩარჩოს შიდა და გარე მხრიდან, ასევე კარის ჩარჩოს შიდა და გარე სახელურის ქვედა ნაწილებიდან აღებულ იქნა ანაწმენდები.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, DVD დისკი დათვალიერდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ-----–--–--------ის მიერ. დისკზე არის შვიდი ვიდეო ფაილი, ისინი დათარიღებულია 28.12.2018 წლით, მოცემულია 17:00 საათიდან 17:48 საათამდე დროის მონაკვეთი. ვიდეოჩანაწერში არის ვალუტის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერის პერიმეტრის ჩანაწერები. გარე პერიმეტრის ჩანაწერებში ჩანს, ი. ჭ-------ის გ-------------ის წინამდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა, სადაც საავტომობილო გზაზე ავტომანქანის საპარკინგე ადგილზე მოტოციკლით დგას ბ----–--–--------ე, რომელიც მის მოტოციკლთან დგას და თითქოს ცდილობს მის შეკეთებას, აღნიშნულის შემდეგ 17:47 საათზე ბ----–--–--------ე მიდის თ-------------ის ვალუტის ჯიხურის კართან, რის შემდეგაც სწრაფად შედის ვალუტის პუნქტში, შიდა პერიმეტრის სამეთვალყურეო ჩანაწერში ჩანს თ-------------ე, რომელიც კეტავს ვალუტის კარს, რა დროსაც მასთან ხელის კვრით შედის მოტოციკლისტის ჩაფხუტიანი ბ----–--–--------ე, რომელიც ცდილობს უბიდან ამოიღოს ავტომატი, კადრში ჩანს ავტომატის ტარი, რომელზეც ხელი უკიდია ბ----–--–--------ეს, თ-------------ესა და ბ----–--–--------ეს შორის მიმდინარეობს ფიზიკური ჭიდილი, რა დროსაც თ-------------ე ვალუტის კართან გარე მხარეს დაეცემა, ამის შემდეგ ბ----–--–--------ე გარბის მის მოტოციკლთან, რომელსაც აბრუნებს, რა დროსაც ის დაეჯახება დაცვის პოლიციის ავტომანქანას და დაეცემა, ამავდროულად მასთან მიირბენენ თ-------------ე, თ-------------ე, ასევე პოლიციის თანამშრომლები ლ-–-------–---–-–---–ი და დ------–----ე, ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ერთობლივად დააკავეს ბ----–--–--------ე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის N2---- დასკვნის თანახმად, 9 მმ. კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) ვაზნების გასასროლად, კუსტარულად დამზადებული უნომრო ავტომატი, გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება კუთხვილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 9 მმ. კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) 28 ცალი ვაზნა გასროლის წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული 8 მმ. კალიბრის „KRAL MINI 2005” მოდელის უნომრო პისტოლეტი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 8 მმ. კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის ფუჭი (ხმოვანი) გასროლის ვაზნიდან კუსტარულად დამზადებული 3 ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული 8 მმ. კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის 4 ცალი ფუჭი (ხმოვანი) გასროლის ვაზნა დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისია და საბრძოლო მასალათა კატეგორიას არ მიეკუთვნება.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0--–- დასკვნის თანახმად, ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი ტურისტული ტიპის მრავალსაგნიანი დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი კასტეტი მიეკუთვნება მსხვრევად-დასარტყმელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი საძგერი დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ბ----–--–--------ეს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონალური აშლილობა (კოდი F60.3; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ბ----–--–--------ე ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად ბ----–--–--------ეს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, დეკომპენსაციის მდგომარეობა. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ----–--–--------ეს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ბ----–--–--------ე ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ----–--–--------ეს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით, ამჟამად ბ----–--–--------ე წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ბ----–--–--------ემ უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: ხონი, ქუტირი) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: გიორგი შალიკიანმა, დავით მაღრაძემ და თამარ ნიკოლოზიშვილმა.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდგომ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს N2--- წერილით მიმართა, აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სადაც მითითებულია, რომ „2019 წლის 03 დეკემბრის ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის N1---- დასკვნით, ბ----–--–--------ის ფსიქიკური მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მის მიმართ არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმები ამოწურულია, რის გამოც, იგი არ საჭიროებს არანებაყოფლობითი სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას შპს აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“. საქართველოს სს საპროცესო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებისა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებული ბ----–--–--------ე 2019 წლის 03 დეკემბერს გაწერილი იქნა შპს აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრიდან, რომელიც გადაყვანილი იქნა შესაბამის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სასჯელის საერთო წესით შემდგომი მოხდის მიზნით“.

 

პალატა განმარტავს, იმისათვის რომ მოხდეს წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, პალატამ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ---------–-----–-------------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურში ბ----–--–--------ე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხა თ-------------ეს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვა სავალუტო ჯიხურში არსებული თანხა. შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედება ზუსტ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, ბ----–--–--------ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არ არსებობს, რის გამოც, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც უკავშირდება მომხდარი შემთხვევის დროს მაღაზიაში განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ბ----–--–--------ის მხრიდან ფულადი თანხისა და ან რაიმე მატერიალური სიკეთის გადაცემის მოთხოვნას, რის გამოც, ეს მტკიცებულება არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის დისპოზიციაში მითითებულია დანაშაულზე - ყაჩაღობაზე, რაც ობიექტური მხრივ გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, მიმართულია ისეთი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისაკენ, როგორიცაა უპირველეს ყოვლისა საკუთრების უფლება და აგრეთვე, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.

 

ყაჩაღობა, ისევე, როგორც საკუთრების ხელმყოფი სხვა დანაშაულები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა, გარეგნულად სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, მაგრამ მისი გამოვლენის თითოეული ასეთი ფორმა სრულად შეესაბამებოდეს ამ დანაშაულის სამართლებრივ არსს. საამისოდ მთავარია, რომ დაზარალებულს გაცნობიერებული ჰქონდეს შემდეგი გარემოებები: პირველი ის, რომ მასზე ხორციელდება თავდასხმა; მეორე – ამ თავდასხმას ახლავს ისეთი ძალადობა ანდა ძალადობის მუქარა, რაც საფრთხის შემცველია მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის; და მესამე - აღნიშნული თავდასხმა ხორციელდება მისი კუთვნილი თუ მის მფლობელობაში არსებული თანხის ან სხვა ქონების მისაკუთრების მიზნით. ამიტომ, ისეთ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულზე ამგვარი თავდასხმისას დამნაშავის ქმედების ხასიათი და შინაარსი პირდაპირ ააშკარავებს და დაზარალებულისთვის საცნაურს ხდის ქონების (თანხის) დაუფლებისა და მისაკუთრების მიზანს, ასეთი ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის სრულიად არ არის აუცილებელი ვერბალური ან სხვა სახით (მაგალითად, შესატყვისი ჟესტით) გამოხატული კომუნიკაცია მოძალადისა დაზარალებულთან. ძალიან ხშირად დამნაშავის მოქმედების სუბიექტურ შინაარსს პირდაპირ და სრულიად არაოზროვნად გადმოსცემს ამ მოქმედების გარეგნული ობიექტური მხარე. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებული მიუთითებს, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 17:00 საათიდან 17:30 საათამდე დროის პერიოდში, როდესაც ობიექტს კეტავდა დაინახა, რომ მისკენ მიდიოდა მამაკაცი ,,შავი ჩაფხუტით“, რომელმაც ხელით ანიშნა, რომ თითქოს სურდა ფულის დახურდავება, რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ აღარ მუშაობდა, შიგნით არ შეუშვა და დაიწყო კარის დახურვა, თუმცა, აღნიშნულმა მამაკაცმა მას კართან ფეხი დაუდო და უთხრა, ,,ხმა, თორემ მოგკლავო“, შეეშინდა მუქარის და წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს, დაადასტურა, რომ მსჯავრდებულმა მოსთხოვა ფული (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი 07.09.2019 – 13:39:52 – 13:40:02), დაინახა ქურთუკის შიგნით დაინახა ავტომატის ტარი. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმში მის მიერ მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმიდან დაახლოებით სამ საათში მისცა გამოძიებას განმარტება, რა დროსაც, უფრო კარგად ახსოვდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული დეტალები, წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და მოაწერა ხელი. დარწმუნებულია, რომ ბექა შალამბერიძისათვის ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, მასზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმას მოყვებოდა მძიმე შედეგი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება სრულად შეიცავს ყაჩაღობის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა აუცილებელ ნიშანს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების: გ-----------------ის, დ------–----ის, ლ-–-------–---–-–---–ის, აგრეთვე მოწმეების: ლ-–--–-------–---–ის და ა---------–----------–---–ის ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ თ-------------ის მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან, მათი ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ბ----–--–--------ეს დაკავებისას თან ჰქონდა ავტომატი ვაზნებით, პისტოლეტი ვაზნებით, მცირე ზომის პისტოლეტი, ე.წ „ჟგუტი“, დანები, კასტეტი და ბენზინი. აღნიშნულ მტკიცებულებებთან ასევე შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სავალუტო ჯიხურის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები DVD დისკზე.

 

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ბრალდებულის ჩვენებაში გადმოცემული გარემოებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ იზიარებს მსჯავრდებულ ბ----–--–--------ის პოზიციას, რომ ვინაიდან მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებში ერთ-ერთი სწორედ დანაა, მან დაზარალებულ თ-------------ეს მოსთხოვა დანა, რომელიც გაფუჭებული მოტოციკლის შესაკეთებლად სჭირდებოდა, ამასთან, გასათვალისწინებელია ასევე, რომ ბრალდებულ ბ----–--–--------ისაგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ასევე მიუთთებს ამ უკანასკნელის განზრახვაზე, ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ფულადი თანხას, რომელსაც მოსთხოვა კიდეც ფულის მასზე გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა მას. პალატა განმარტავს, რომ ყაჩაღობა თავისი შინაარსით ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას განეკუთვნება და იგი დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან, რა დროსაც, მნიშვნელობა არ აქვს რეალურად დაეუფლა თუ არა თავდამსხმელი ქონებას, ამ დროს მნიშვნელოვანია აღიქვა თუ არა დაზარალებულმა თავდასმა რეალურად, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი და დადასტურებულია, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე, სასამართლო განხილვით გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც, ბრალდებულის ჩვენება არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებიდან და არსებითად ეწინააღმდეგება მათ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ბ----–--–--------ის მიერ თ-------------ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულის შემდეგ აღარ იმსჯელებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ სხვა მოსაზრებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი მსჯავრდებულის უდანაშაულობის მტკიცების თვალსაზრისით, რადგან ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ თავის ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში მითითებული დებულებით (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Van de Hurk v. Netherlands), 1991 წლის 19 აპრილი, 61 პარ.), რომლის მიხედვით, სასამართლო არ არის ვალდებული, უპასუხოს მხარეს მის მიერ წარდგენილ ყველა საკითხზე, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს მსჯავრდებულ ბ----–--–--------ის გამართლებას სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ყაჩაღობა) ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე, ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

რაც შეეხება სასჯელის ზომას, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს და ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს და დანაშაულის ხასიათის, სასჯელის საკმარისობის, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბექა შალამბერძის მიმართ, საქმეზე ჩატარებული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებითაც, მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება სასამართლოს მიერ ბ----–--–--------ისთვის სასჯელის შემსუბუქება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო წინა განაჩენით განსაზღვრული მოუხდელ სასჯელთან მიმართებით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შთანთქმის პრინციპის გამოყენება, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, ბ----–--–--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაციის ნაწილში, არის კანონიერი და დასაბუთებული, რომლის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს, ხოლო, სასჯელის ნაწილში, ბ----–--–--------ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. შესაბამისად, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ--–------------ს, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ბ----–--–--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ--–------------ს, საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში, ბ----–--–--------ის მიმართ, შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

4.ბ----–--–--------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

5.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ----–--–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----–--–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

8.ბ----–--–--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 დეკემბრიდან;

 

9.ბ----–--–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

 

10.საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ბ----–--–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი უნომრო ავტომატი, მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, კასტეტი - შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

- ბ----–--–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ასანთი, ხუთი ე.წ. ,,ჟგუტი’’, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული კოლბა მასში არსებული სითხით, მცირე ზომის დანა თავისივე ჩასადებით - განადგურდეს;

 

- ბ----–--–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფანარი, უნივერსალური ბრტყელტუჩა, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებულ ჯეოსელის სიმბარათთან ერთად, ჯეოსელის სიმბარათი, გასაღები, ტელეფონის ბატარეა, ერთი კოლოფი სანთებელა, მეტალის სანთებელა, ერთი წყვილი ხელთათმანი, ელექტრონული მაჯის საათი, ერთი შარვალი, კაპიშონიანი ნაჭრის ქურთუკი, სამედიცინო ჩანთა და კეპიანი ქუდი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ბ----–--–--------ის ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები მოტოციკლის სახელურიდან, მოწითალო ლაქა, ვალუტის პუნქტის კარისა და სახელურიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოტოციკლი, სათვალე, ჩაფხუტი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

- DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები, მეხსიერების ბარათი, რომელზეც ჩაწერილია გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/