განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2020
საქმის ნომერი
330100119002929258
ინსტანცია
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002929258

საქმე № 1ბ/2010-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე მაკა გველესიანი

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ-------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ-–----------–---–ი.

 

მსჯავრდებული: კ----–-- უ------ი, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, რეგისტრირებული: თ---–-----------------–-------------–------------------------–----------------–---------------–---------------------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილი და სსკ-ის 376-ე მუხლი (2018 წლის 29 მაისის რედაქცია);

 

სასჯელი:

დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ----–-- უ------ის ადვოკატმა ლ-–----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, კ----–-- უ------ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კ----–-- უ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან მსჯავრდებულს არ მიუცია ისეთი ჩვენება, რომელიც არსებითად დააზინებდა მართლმსაჯულებას, რასაც ადასტურებს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობა. რაც შეეხება მსჯავრდებას, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, მსჯავრდებულმა აღიარა, მოინანია და შემდგომში აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან. აპელანტის შეფასებით, სასჯელი ამ ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან შემამსუბუქებელი გარემოებების პირობებში, მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა მაქსიმალური სასჯელი.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა კ----–-- უ------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ლ-–----------–---–მა, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პროკურორმა დ-------------–---–მა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის უცლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, კ----–-- უ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (2018 წლის 29 მაისის რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ძმებს ს-------- და ე---- მ----------ებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გ------- ს---------თან, რის გამოც მეგობარ რ---- კ-----------თან ერთად გადაწყვიტეს და დაგეგმეს გ------- ს----------ს განზრახ მკვლელობა.

2018 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ჟ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს-------- მ----------მა, ე---- მ----------მა და რ---- კ-----------მა ნახეს გ------- ს----------. საუბრის დაწყებისთანავე რ---- კ-----------მა, ე---- მ----------მა და ს-------- მ----------მა გ------- ს---------ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემდნენ ხელებითა და ფეხებით და იმავდროულად მისი განზრახ მოკვლის მიზნით სამივემ ხელთ არსებული დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა არეში 19 (ცხრამეტი) ჭრილობა მიაყენეს მას, რის შემდეგაც სამივე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გ------- ს---------- საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2018 წლის 12 ივლისს, ე---- მ----------ის, ს-------- მ----------ის და რ---- კ-----------ის მიერ ჟ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ გ------- ს----------ს განზრახ მკვლელობას შეესწრნენ კ----–-- უ------ი და რ---------–---------ი, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და შეგნებულად არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის თაობაზე.

2018 წლის 19 დეკემბერს, გ------- ს----------ს განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე კ----–-- უ------მა გამოკითხვისას გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წლის 12 ივლისს, ჟ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე---- მ----------ი, ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი გ------- ს----------ს დანახვისთანავე მივიდნენ მასთან, მათ სიახლოვეს სხვა არც ერთი იქ მყოფი პირი არ მისულა. ე---- მ----------მა, ს-------- მ----------მა და რ---- კ-----------მა თავდაპირველად გ------- ს---------ს დაუწყეს საუბარი. საუბრიდან გამომდინარე მიხვდა, რომ ე---- მ----------სა და გ------- ს---------ს შორის დაიძაბა ვითარება. ხმამაღალი საუბრის შემდგომ უეცრად ატყდა ჩხუბი, რა დროსაც დაინახა, რომ ძმები ე---- და ს-------- მ----------ებმა და რ---- კ-----------მა დაუწყეს ჩხუბი გ------- ს---------ს, სცემდნენ მას ხელებით და ფეხებით. მათგან შორიახლოს მყოფები დაწყებული ჩხუბის გამო მივიდნენ მათთან გასაშველებლად, რა დროსაც დაინახა, რომ ე---- მ----------ი დიდი ზომის დანას ურტყამდა გულმკერდის და სხეულის არეში გ------- ს---------ს, რის შემდეგაც იქ მყოფებთან ერთად გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და არ გამორიცხავს, რომ ჩხუბის დანარჩენ მონაწილეებსაც ასევე ჰქონდათ დანები და გამოიყენეს ის გ------- ს----------ს წინააღმდეგ.

2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე---- მ----------ის, ს-------- მ----------ისა და რ---- კ-----------ის მიერ გ------- ს----------ს წინასწარი შეთანხმებით განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის N------------ საქმის არსებითად განხილვისას, კ----–-- უ------მა მოწმის სახით დაკითხვისას მართალია დაადასტურა გ------- ს----------ს მკვლელობისას შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი, მაგრამ იცრუა და სასამართლოს არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია, კერძოდ უჩვენა, რომ რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი გ------- ს---------ს, რის შემდეგაც გაიწია ამ უკანასკნელისგან ორი - სამი ნაბიჯით და ჩხუბში აღარ ჩარეულა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა მსჯავრდებულ კ----–-- უ------ის ადვოკატის - ლ-–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ კ----–-- უ------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ბრალდებულმა კ----–-- უ------მა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალიწინებულ დანაშაულში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის განხილვის ეტაპზე, მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება არის სწორი, რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში გ------- ს---------ს, ამის შემდეგ გადგა გვერდზე და ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. კ----–-- უ------ის ჩვენებით, იგივე ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში. გამოკითხვის ოქმში - ცემაში იგულისხმა მხოლოდ ერთჯერადი დარტყმა ხელით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების ნაწილის გამოკვლევაზე.

 

უდავო მტკიცებულებით - კ----–-- უ------ის (19.12.2018 წ) გამოკითხვის ოქმის მიხედვით (ამონარიდი ოქმიდან), ,,2018 წლის 12 ივლისს, ჟ--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე კ----------ი მეგობრებთან ერთად მივიდა. თავდაპირველად ე---- მ----------ი, ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი მივიდნენ გ------- ს---------თან, სხვა დანარჩენი პირი, მათ შორის კ----–-- უ------ი შორიახლოს იდგა. ე---- მ----------სა და გ------- ს---------ს შორის იყო დაძაბული საუბარი, ხმამაღალი საუბრის შემდგომ უეცრად ატყდა ჩხუბი, ძმები ე----ა და ს--------, ასევე რ----ა ეჩხუბებოდნენ გ------- ს---------ს ხელებით და ფეხებით. დანარჩენები მათგან შორიახლოს მყოფები, დაწყებული ჩხუბის გამო მივიდნენ გაშველების მიზნით, რა დროსაც კ----------მა დაინახა, რომ დიდი ზომის დანას ურტყამდა ე---- მ----------ი გულმკერდის და სხეულის არეში ა.წ. გარდაცვლილ გ------- ს---------ს, რომელიც მალევე წაიქცა მიწაზე მიღებული ჭრილობების გამო. მიუხედავად გაშველების მცდელობისა, ე----ამ მაინც მოახერხა და დანა წაქცეულ გ-------ას რამოდენიმეჯერ მაინც დაარტყა. მოწმის განმარტებით, ჩხუბის დროს და შემდეგ არავის ხელში დანა არ დაუნახავს გარდა ე---- მ----------ისა, მხოლოდ ე----ას ჰქონდა მისი აზრით დანა და მხოლოდ იგი ურტყამდა გ-------ას. გ------- ს---------ს თავდაპირველად ჩხუბის დაწყების დროს ურტყამდნენ მუშტებს და ფეხებს ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი, მაგრამ მათ დანა არ დაურტყამთ გ-------ასთვის. მიუხედავად ამისა, ვერ გამორიცხავს სხვასაც ჰქონოდა დანა და გამოეყენებინა გ-------ის წინააღმდეგ“.

კ----–-- უ------ი, 2019 წლის 21 თებერვალს, მოწმის სახით დაიკითხა ე---- მ----------ის, ს-------- მ----------ის და რ---- კ-----------ის საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე. ჩვენების მიცემამდე სასამართლოს მხრიდან მკაფიოდ განემარტა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში. კ----–-- უ------მა დადო რელიგიური ფიცი. აღნიშნულის შემდეგ მან სასამართლოს მისცა ჩვენება. კ----–-- უ------მა ზეპირ ჩვენებაში არ დაადასტურა, 19.12.2018 წლის გამოკითხვის ოქმის შინაარსი და განმარტა, რომ ინციდენტის დროს რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში გ------- ს---------ს, შემდეგ გადგა გვერდზე და არ ჩარეულა ჩხუბში.

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ გაშიფრულ იქნა ექსპერტიზაზე წარდგენილი სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი. აუდიოჩანაწერში დიქტორი 1- არის მოსამართლე, 2 - პროკურორი, 3 - ადვოკატი, 4- მოწმე კ----–-- უ------ი.

ამონარიდი სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერიდან:

„ დიქტორი 2 - ვის ურტყამდნენ ხელს? დიქტორი 4 - გ------- ს---------ს. დიქტორი 2 - ვინ და ვინ ურტყამდნენ გ------- ს---------ს? დიქტორი 4 - ე---- მ----------ი და ს-------- მ----------ი. დიქტორი 2 - რ---- კ-----------ი რას აკეთებდა? დიქტორი 4 - მაგ დროს გამოწეული იყო ჩვენსკენ, გასაშველებლად მივარდით რო ვნახეთ რო დანას ურტყამდა. დიქტორი 2 - მაგ დროს სანამ გამოიწეოდა? საერთოდ არ შეხებია? მითხარით, რა სიტუაციაა და რა მომენტია ის ორი პიროვნება რ---- კ-----------ი და ს-------- მ----------ი სად დგანან? დიქტორი 4 - აი ესე გვერდი გვერდ იდგნენ და მერე რ----., რ----ა რო გამოიწია ჩხუბი ატყდა ეგრევე“.

,,დიქტორი 2 - რომ შეხედეთ და ჩხუბი დაიწყოო, რას ხედავთ? აღწერეთ, ვინ ჩხუბობს? ვის ეჩხუბება? და როგორ ჩხუბობს? ეს ყველაფერი აგვიღწერეთ რა. დიქტორი 4 - ე---- მ----------ი, ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი, ჩხუბი დაიწყეს იქ. დიქტორი 2 - სამივემ? დიქტორი 4 - ხო გ------- ს---------ს დაუწყეს ჩხუბი, დიქტორი 2 - ჩხუბში რას გულისხმობთ? ჩხუბი გასაგებია ფიზიკური მარა ჩვენ აღგვიღწერეთ ეს ჩხუბი, დიქტორი 4 - ხო ხელით ჩხუბი, ხელით და ფეხით“.

,,დიქტორი 2 - ხელით და ფეხით სამივე ურტყამდა? დიქტორი 4 - სამივე არა, რ----ამ ერთხელ დაარტყა მაგას სახეში მუშტი და გამოიწია“.

,,დიქტორი 2 - ჩხუბის დროს რ---- კ-----------ს დაუნახეთ რო ერთხელ დაარტყა ხელი? და მერე რა ქნა გამოიწია? დიქტორი 4 - კი, მეტჯერ... მეტჯერ არ, მე., მერე გამოიწია, იმ ბიჭს დანა დაარტყა იმან რა ქვია? ე---- მ----------მა. დიქტორი 2 მოიცადეთ გამოიწია, ეხლა უყურეთ, ორი დარჩა, ს-------- მ----------ი და ე---- მ----------ი, გამოიწია და ეს ორი აგრძელებს ცემას? დიქტორი 4 - კი, კი გასაშველებლად მივარდით. კი, ცემას და დანას ურტყამდა ე---- მ----------ი. დიქტორი 2 - გამოიწია, გვერდზე გამოვიდაო. დიქტორი 4 - კი. დიქტორი 2 - ძმები აგრძელებდნენ ცემას? რ---- კ-----------ი გვერდზე იდგა და უყურებდა ამ ცემას? დიქტორი 4 - არა, გაიქცა მანქანისკენ და ჩვენც გავიქეცით სუ ყველა მანქანისკენ“.

,,დიქტორი 2 - ჩხუბი რო დაიწყეს ძმებმა დაინახეთ რო ერთხელ რ---- კ-----------მა დაარტყა ხელი და გამოვიდა გვერდზე? დიქტორი 4 - კი, კი. დიქტორი 2 - ამ დროს ძმები აგრძელებდნენ მის ცემას? დიქტორი 4 - კი. დიქტორი 1- გამოწეული რას აკეთებსო ამას გეკითხებათ, დიქტორი 4 - სამი ოთხი ნაბიჯი უკან გადადგა და ჩვენ მივარდით გასაშველებლად, დარჩა ჩვენს უკან, როგორ უნდა მენახა რას აკეთებდა მაგ დროს. დიქტორი 2- და ესე იგი, თქვენ რო გაშველება დაიწყეთ ორი, სამი ნაბიჯის გვერდით იდგა რ---- კ-----------ი და არ გეხმარებოდათ თუნდაც გაშველებაში? დიქტორი 4 - არ ვიცი აღარ შემინიშნია და გეუბნებით, სამი, ოთხი ნაბიჯით უკან გამოიწია, ჩვენ მივარდით გასაშველებლად, შეიძლება თვითონაც აშველებდა მარა აღარ მინახია. მე რო მანქანაში ჩავჯექი ის რა ქვია რ---- კ-----------ი და რ---–---- ღ----–---–ი მანქანაში იჯდნენ და ჩა., ჩავსხედით მე და გ------ ნ-------------. დიქტორი 2- აჰა, მერე ჩაჯექით შენ და გ------ ნ------------- და მანამდე უკვე რ---- კ-----------ი და ვინ დაგხვდათ მანქანაში? დიქტორი 4 - კი, რ---–---- ღ----–---–ი.“

მოწმის ზეპირი ჩვენების პარალელურად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუველზე გამოქვეყნდა კ----–-- უ------ის 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმი. გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, კ----–-- უ------მა ზეპირ ჩვენებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი გ------- ს---------ს. დიქტორი 2 - რ---- კ-----------იც რომ ცემდა და ურტყამდა და ს--------ც, დღეს რატომ უარყოფთ ამ ფაქტს? დიქტორი 4 - არ ვუარყოფ მაგას ვიძახი რო...მე დავინახე რომ ერთხელ დაარტყა. დიქტორი 2 -თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ მხოლოდ ერთხელ დაარტყა და გვერდზე გადგაო. დიქტორი 4 - ხოდა როცა დავ., ეგ დავინახე. ერთხელ დარტყმაა დანახული, მეტი არ მაქვს. დიქტორი 4 -კი, ჩხუბი დავინახე, კი ბატონო მარა ერთ წამს მომისმინეთ, ჩხუბი რომ დავინახე, ანუ ჩხუბი რომ დაიწყეს, ვნახე რომ რ----ამ დაარტყა ესე, მერე ურტყამდა ს------ა“.

მოწმე მ-----–------ის ზეპირი ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივნისს, დაიწყო გამოძიება გ------- ს----------ს განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. გამოძიების ეტაპზე დადგინდა, რომ თ---–--–---–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძმები ე---- და ს-------- მ----------ები და რ---- კ-----------ი, თანხმლებ პირებთან ერთად: გ------- ნ-----------------------–-----------–---–--------–---------–------------------------–---------------------------–-----------------–------------------------------------------–------------------------ და კ----–-- უ------თან ერთად, მივიდნენ იმავე ქუჩაზე მყოფ გ------- ს---------თან შესახვედრად. გ. ს---------ს საუბარი დაუწყეს ძმებმა მ----------ებმა და რ---- კ-----------მა, მცირე ხნის შემდეგ, სამივე მათგანმა თანნაქონი ცივი იარაღებით, დანებით, გ------- ს---------ს მიაყენეს არაერთი ჭრილობა. კ----–-- უ------ი და რ---------–---------ი უყურებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. კ----–-- უ------მა გამოძიებაში, 2018 წლის 19 დეკემბერს გამოკითხვისას დააფიქსირა, რომ მას შემდეგ რაც ძმები მ----------ები და რ---- კ-----------ი მივიდნენ გ------- ს---------თან, საუბრის შემდეგ, სამივემ ხელებით და ფეხებით დაუწყეს ცემა გ------- ს---------ს. დაპირისპირებისას გ.ს---------- დაეცა ძირს, მიუხედავად ამისა, სამივე მსჯავრდებული აგრძელებდა ხელებითა და ფეხებით მის ცემას. გასაშველებლად მისულმა კ----–-- უ------მა, მხოლოდ ე---- მ----------ს დაუნახა ხელში დანა. რაც შეეხება დანარჩენებს რ.კ-----------ს და ს.მ----------, კ----–-- უ------მა ვერ დაადასტურა და არც უარყო, მათ ხელში ცივი იარაღის არსებობა. მ.ჩ-----ს ჩვენებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის შემდეგ ყველა ზემოხსენებული პირი მათ შორის ძმები მ----------ები და რ---- კ-----------იც, წავიდნენ ე.წ. ცრემლის გორასთან. ე.მ----------მა დანარჩენებს განუცხადა, რომ არ ენერვიულათ, რადგან ყველაფერს აიღებდა საკუთარ თავზე, პოლიციისათვის კი ეთქვათ, რომ რ---- კ-----------ს და ს-------- მ----------ს დანა არ გამოუყენებიათ. მისი დანა დამარხა იქვე ახლოს მიწაში, მომავალში პოლიციელებისათვის საჩვენებლად. 2019 წლის 21 თებერვალს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას კ.უ------მა შეცვალა გამოძიებაში 2018 წლის 19 დეკემბერს მიცემული ინფორმაცია და განაცხადა, რომ რ---- კ-----------ი მისი უბნელია და მასთან ერთად გაიზარდა. ასევე მიუთითა, რომ რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა გ------- ს---------ს ხელი, ამის შემდეგ გაიწია ორი-სამი ნაბიჯით, აღარ შეხებია გარდაცვლილს და უყურებდა როგორ სცემდნენ ძმები მ----------ები. კ----–-- უ------ს, სხდომაზე ხმამაღლა წაეკითხა გამოძიებაში მიცემული სამივე გამოკითხვის ოქმი. გ------- ს----------ს მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეში, საქმის არსებითი განხილვით მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურდა, რომ გ------- ს---------ს ჭრილობები მიყენებული აქვს სამი სხვადასხვა დანით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით დადგინდა, რომ რ---- კ-----------მა, ე---- და ს-------- მ----------ებმა ხელებით და ფეხებით სცემეს გ------- ს----------. განაჩენით ასევე დადგინდა, რომ რ---- კ-----------მა და ძმებმა მ----------ებმა შეუზღუდეს გადაადგილება გ------- ს---------ს და არ მისცეს შემთხვევის ადგილის დატოვების საშუალება. გ------- ს----------ს წასვლის მცდელობას მოჰყვა რ---- კ-----------ის აგრესია და ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც მყისიერად ჩაერთვნენ ძმები - ე---- და ს-------- მ----------ები. ჩხუბში, რ---- კ-----------მა და ძმებმა მ----------ებმა მოკვლის განზრახვით, მჩხვლეტავ მჭრელი საგნების გამოყენებით 19 ჭრილობა მიაყენეს გ------- ს---------ს და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შემთხვევის შემდეგ ე---- მ----------მა მკაცრად გააფრთხილა ბიჭები, რომ თუ რამე მოხდებოდა, ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებდა და დანაშაულის ჩადენაში ყველას მხოლოდ ის უნდა ემხილა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაესახელებინათ რ---- კ-----------ი და ს-------- მ----------ი. განაჩენით დადგინდა, რომ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ნაწილი, მათ შორის კ----–-- უ------იც იყო არაგულწრფელი.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ----–-- უ------ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: რ---------–---------ის, კ----–-- უ------ის, ლ---------–--------------–-----------–---–-------------------------------------------–----------------–---------–----------–--------------------------------------------------–-------------------- გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ კ----–-- უ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 376-ე მუხლით (2018 წლის 29 მაისის რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების და სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ----–-- უ------ის მიმართ სსკ-ის 376-ე მუხლით (2018 წლის 29 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობისა და სასჯელის შესახებ.

 

სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას კ----–-- უ------ის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ თითქოს კ----–-- უ------ის მხრიდან 2019 წლის 21 თებერვალს, სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში, ადგილი არ ჰქონია 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმისგან განსხვავებული ჩვენების მიცემას, მოცემულ შემთხვევაში, კ----–-- უ------მა, მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე, ზეპირ ჩვენებაში ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში გ------- ს---------ს, ამის შემდეგ გადგა გვერდზე, არ ჩარეულა ჩხუბში, თანმხლებმა პირებმა გააშველეს მხოლოდ ე---- და ს-------- მ----------ები, რომლებიც ეჩხუბებოდნენ გ------- ს---------ს. რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა მას მიცემული გამომძიებლისთვის 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში. ამონარიდი 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმიდან გვ.139 ,,...გაჩერებული ავტომანქანიდან თავდაპირველად გადავედით ყველანი, ხოლო ე---- მ----------ი და მისი ძმა ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი მივიდნენ გარდაცვლილ გ------- ს---------თან, მათ სიახლოვეს სხვა არც ერთერთი ჩვენთაგანი არ ყოფილა, მათ თავდაპირველად ოთხმა დაიწყეს საუბარი, რაც გადაიზარდა ხმამაღალში. საუბრიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ე---- მ----------სა და გ------- ს---------ს შორის იყო დაძაბული საუბარი, ხმამაღალი საუბრის შემდგომ უეცრად ატყდა ჩხუბი, რა დროსაც ძმები ე----ა და ს--------, ასევე რ----ა ეჩხუბებოდნენ გ------- ს---------ს ხელებით და ფეხებით, ჩვენ მათგან შორიახლოს მყოფები დაწყებული ჩხუბის გამო მივედით გაშველების მიზნით მათთან, რა დროსაც დავინახე, რომ დიდი ზომის დანას უტყამდა ე---- მ----------ი გულმკერდის და სხეულის არეში ა.წ. გარდაცვლილ გ------- ს---------ს..., ცემის ფაქტზე საუბრისას, მოწმე კ----–-- უ------მა გამოკითხვის ოქმში კიდევ ერთხელ დაუდასტურა გამოძიებას შემდეგი: „...გ------- ს---------ს თავდაპირველად ჩხუბის დაწყების დროს ურტყამდნენ მუშტებს და ფეხებს ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი, მაგრამ მათ დანა არ დაურტყამთ გ-------ასთავის...“. კ----–-- უ------ის 2019 წლის 21 თებერვლის ზეპირ ჩვენებასა და 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციათა შორის მკაფიო განსხვავება გამოიკვეთა ამ ორი მტკიცებულების შინაარსის შედარებისას, რაც შეეხება საკითხს, თუ სად იცრუა კ----–-- უ------მა, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ სიცრუე გამოიკვეთა სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში, ამ სიცრუეს მოწმობს ერთი მხრივ გამოძიების ეტაპზე და მეორე მხრივ 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კ----–-- უ------მა 2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ რ---- კ-----------ი არის შვილის ნათლია და ბავშვობის მეგობარი, სწორედ აღნიშნული ურთიერობით იყო გამსჭვალული მისი განზრახვა, სახის არეში ერთჯერადი მუშტის დარტყმით, გამოერიცხა რ---- კ-----------ის მონაწილეობა მკვლელობაში. როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, გ------- ს---------- ხელებით და ფეხებით სცემეს რ---- კ-----------მა, ე---- და ს-------- მ----------ებმა. ჩხუბში, რ---- კ-----------მა და ძმებმა მ----------ებმა მოკვლის განზრახვით, მჩხვლეტავ მჭრელი საგნების გამოყენებით 19 ჭრილობა მიაყენეს გ------- ს---------ს და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებით და არც სასამართლო განხილვით არ დადასტურდა, რომ რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი გ------- ს---------ს, მერე გადგა გვერდზე და არ ჩარეულა ჩხუბში.

 

დაცვის მხარე, 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმსა და 2019 წლის 21 თებერვლის ზეპირ ჩვენებას შორის არსებული შინაარსობრივი სხვაობა შეეცადა გაემართლებინა იმით, რომ კ----–-- უ------ი არის ეროვნებით სომეხი, მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში რ---- კ-----------ის მხრიდან ჩადენილ ცემაში გულისხმობდა სახის არეში მუშტით ერთჯერად დარტყმას, თუმცა შესაძლოა ეს გარემოება ისე ვერ გადმოსცა, როგორც რეალურად მოხდა. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის ამ არგუმენტს არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ სამართლაწარმოების ენა ქართული ენა კ----–-- უ------ის მშობლიური ენა არ არის, იგი ჩვეულებრივად მეტყველებს და წერს ქართულ ენაზე. ქართული ენის სათანადო ფლობის ფაქტს მოწმობს 13.07.2018 წლის გამოკითხვის ოქმი, გამომიებლის მიერ დასმულ კითხვაზე მოწმე კ----–-- უ------მა მიუთითა: ,,მე ვარ ეროვნებით სომეხი, მაგრამ დაბადებული და გაზრდილი ვარ საქართველოში, სრულყოფილად ვფლობ ქართულ ენას და ინფორმაციას მოგაწვდით ჩემთვის გასაგებ ქართულ ენაზე“ (ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან), აღნიშნულის შემდეგ 17.07.2018 წ 19.12.2018 წ, კ----–-- უ------ი კვლავ ქართულ ენაზე აწვდის ინფორმაციას გამომძიებელს, სამივე გამოკითხვის ოქმის ბოლოს, მის მიერ ქართულ ენაზე არის შესრულებული ტექსტები ოქმების შინაარსის სიზუსტესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 2019 წლის 21 თებერვალს, კ----–-- უ------მა სასამართლოს ჩვენება მისცა მისთვის გასაგებ ქართულ ენაზე. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერით დასტურდება, რომ იგი სათანადოდ ფლობს ქართულ ენას და ზეპირ ჩვენებაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადმოსცემდა ფაქტებს. კ----–-- უ------ი სათანადოდ, რომ ფლობს ქართულ ენას, ეს დადასტურდა განსახილველი საქმის ფარგლებშიც, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში, სასამართლოს მხრიდან მას დაესვა შეკითხვა, ხომ არ სურდა თარჯიმნით მომსახურება, რაზედაც განაცხადა უარი სწორედ იმის გამო, რომ სათანადოდ ფლობდა ქართულ ენას. ამდენად დაცვის მხარის პოზიცია ქართული ენის არცოდნასთან მიმართებაში, არის მცდელობა, 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში მიცემული ინფორმაცია წარმოადგინოს როგორც უზუსტობა, რაც გამოწვეული იყო ქართული ენის არასათანადო ცოდნით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რომლის საშიშროება იმაში მდგომარეობას, რომ პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მართლმსაჯულების განხორციელებას, თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ართულებენ საქმის ობიექტურ განხილვას და ხელს უშლიან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. დანაშაულის ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესები. დანაშული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად მიიჩნევა ერთ-ერთი ცრუ ჩვენების მიცემის მომენტიდან, შედეგის დადგომას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენება ჩაითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ დამახინჯებულია ის ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის, არ აქვს მნიშვნელობა იმას ეს ჩვენება შეიცავს ბრალდებულის გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ მონაცემებს. ცრუ ჩვენება შეიძლება ეხებოდეს საქმის ყველა მნიშვნელოვან გარემოებას, მაგ., დანაშაულის ფაქტს.

პალატა აღნიშნავს, რომ ცრუ ჩვენება არის აბსტრაქტული საფრთხის შემცველი დელიქტი, ვინაიდან ქმნის მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის აბსტრაქტულ საფრთხეს და ისჯება იმისდა მიუხედავად, კონკრეტულ შემთხვევაში შეუშალა თუ არა ხელი ამ მოქმედებამ სასამართლოში ჭეშმარიტების დადგენას. შესაბამისად, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია შედეგის (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა) დადგომა. ამაზე ცალსახად მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის დისპოზიცია: „მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით...“ აღნიშნული ჩანაწერით ნათელია, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა გამოიხატება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა ან/და ცრუ ჩვენების მიცემაში.

შედეგგარეშე დანაშაულის შემადგენლობათა შექმნისას კანონმდებელი ზოგადად გულისხმობს მოქმედების ან უმოქმედობის აბსტრაქტულ საფრთხეს და ათავისუფლებს მოსამართლეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ამ საფრთხის რეალურად დადგომის დამტკიცების მოვალეობისგან. სწორედ ამიტომ არის, რომ შედეგგარეშე დანაშაულის შემადგენლობა (მაგ., საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლი) დამთავრებულად ითვლება კანონით აკრძალული ქმედების ჩადენის ან სავალდებულო მოქმედების შეუსრულებლობის მომენტიდან. ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა აუცილებელია მაშინ, როცა შედეგიანი დელიქტია ჩადენილი. შესაბამისად, დამატებით რაიმე შედეგზე აპელირება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს დაცვის მხარის მხრიდან ემსახურება კ----–-- უ------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დახსნის სურვილს და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ერთადერთ ორგანოს მხოლოდ სასამართლო არ წარმოადგენს. მართლმსაჯულება იწყება გამოძიების ეტაპზე და გრძელდება სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა კ----–-- უ------მა რეალობისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა - სასამართლოს, თავის მხრივ წარმოადგენს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და არ აქვს მნიშვნელობა იმას, საქმეზე რაზეც განხორციელდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რეალურად გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა თუ გამამართლებელი. მოცემულ შემთხვევაში მთავარი არის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, ამას ხაზს უსვამს დანაშაულის ფორმალური შემადგენლობა.

 

პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ კ----–-- უ------ს როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის სასამართლო განხილვისას, დაკითხვის წინ კანონის სრული დაცვით განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და გაფრთხილებულ იქნა ცრუ ჩვენების მიცემისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. კ----–-- უ------ი სწორედ ამ მომენტიდან ითვლება მოცემული დანაშაულის სუბიექტად. მიუხედავად იმისა, რომ მან კარგად იცოდა მოსალოდნელი შედეგების შესახებ, შეგნებულად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებისა და მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესების ხელყოფის მიზნით, 2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე---- მ----------ის, ს-------- მ----------ის, რ---- კ-----------ის, რ------– დ----–---ის, გ------- კ---------ისა და უ-------–-–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, არსებითი განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით დაკითხულმა კ----–-- უ------მა, მეგობრის და შვილის ნათლიის - რ---- კ-----------ზე ხელის დაფარების მიზნით, სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ სასამართლოს წინაშე არ დაადასტურა, 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის დროს დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ ძმები ე----ა და ს-------- მ----------ები, ასევე რ---- კ-----------ი ეჩხუბებოდნენ გ------- ს---------ს ხელებით და ფეხებით, ასევე ფაქტი, რომ გ------- ს---------ს თავდაპირველად ჩხუბის დაწყების დროს ურტყამდნენ მუშტებს და ფეხებს ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი. ნაცვლად ამისა კ----–-- უ------მა სასამართლოს განუცხადა, რომ რ---- კ-----------მა, ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში გ------- ს---------ს, შემდეგ გადგა უკან დაახლოებით ორი სამი ნაბიჯით და აღარ ჩარეულა ჩხუბში.

მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი - საქმე, რომელზეც კ----–-- უ------მა მისცა ცრუ ჩვენება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ტიპისა და კატეგორიის დანაშაულის გახსნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოწმეთა მიერ სამართალდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა, რათა მოხდეს გამოძიების მიერ არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვება და ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების ზუსტად დადგენა და შეფასება, რასაც მოცემულ შემთხვევაში კ----–-- უ------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ კ----–-- უ------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც არ არსებობს მის მიმართ ზ/აღნიშნულ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის განმარტება, იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესში არასწორად შეფასებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა, ვერ იქნება გაზიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა კ----–-- უ------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ-ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთიმეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ კ----–-- უ------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული- დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (2018 წლის 29 მაისის რედაქცია).

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი კ----–-- უ------ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ----–-- უ------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

კ----–-- უ------ის პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აღიარება.

კ----–-- უ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი და სიმრავლე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ადვოკატ ლ-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი (2018 წლის 29 მაისის რედაქცია), რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი კ----–-- უ------ს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში განმარტა, რომ კ----–-- უ------მა აღიარა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც არსებობდა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების საფუძვლები. პალატა აღნიშნულ არგუმენტს ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა დაუნიშნოს შესაბამისი სასჯელი.

 

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და არ გახდეს მისთვის შემაკავებელი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს კ----–-- უ------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით 3(სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს დანაშაულის ხასიათს და მის ინტენსიურობას, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ დანაშაულებრივი საქმიანობის განმეორების რისკებს. განსახილველ საქმეში პასუხისმგებლობის დამამძიმებელმა გარემოებებმა, დანაშაულის მასშტაბმა და სიმრავლემ, მნიშვნელოვნად გადაწონა ერთადერთი ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოება, კ----–-- უ------ის მიერ დანაშაულის აღიარება სსკ-ის 376-ე მუხლის ეპიზოდში, შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. გასათვალისწინებელია ასევე იმ დანაშაულის სიმძიმე, რომლის შეუტყობინებლობაც ჩაიდინა კ----–-- უ------მა, - მკვლელობა, რა დროსაც მსხვერპლს გ------- ს---------ს მიაყენეს 19 ჭრილობა. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ კ----–-- უ------ის ბრალეულობა არ შემოიფარგლა მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ კ----–-- უ------მა გააგრძელა განზრახი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა და მართლმსჯალებისათვის ხელშეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

 

ამასთან, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ კ----–-- უ------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. კ----–-- უ------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით 3(სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ კ----–-- უ------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ----–-- უ------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი კ----–-- უ------ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ კ----–-- უ------ის ადვოკატის ლ-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

კ----–-- უ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

კ----–-- უ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 29 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მის მიმართ დანიშნული მეორე თანაბარი სასჯელი და კ----–-- უ------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ კ----–-- უ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ კ----–-- უ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2019 წლის 25 თებერვლიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

-ელექტრონული დისკები-შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- კ----–-- უ------ის კუთვნილი მაისური, ფეხსაცმელი და ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კ----–-- უ------ის ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი