განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
330100119003230152
ინსტანცია
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003230152

საქმე №1ბ/309-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ვ--–---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ნ-----------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:

ვ--–---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ--–---------------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით.

 

ვ--–---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს და არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს და არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ვ--–---------------ე, ქ. თბილისი, ნ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თანაცხოვრების უკანასკნელი წლებში - 2019 წლის 28 აგვისტომდე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ--–------------–--ეს, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ნ-----–-------------ე. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ვ--–---------------ის ქმედებით დ--–------------–--ე განიცდიდა ტანჯვას.

 

ვ--–---------------ე, ქ. თბილისი, ნ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თანაცხოვრების უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 2019 წლის 28 აგვისტომდე დროის მონაკვეთში, აიძულებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ--–------------–--ეს და არასრულწლოვან შვილს, ნ-----–-------------ეს საცხოვრებელი სახლის დატოვებას, კერძოდ, თვეში დაახლოებით ორჯერ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვ--–---------------ე სახლიდან აგდებდა მათ, უკეტავდა კარს, ღია ცის ქვეშ ტოვებდა და სახლში დაბრუნების მცდელობისას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. 2019 წლის 27 აგვისტოს დაახლოებით 19:30 საათზე, ვ--–---------------ისგან მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ასარიდებლად, სახლიდან გამოსულ დ--–------------–--ეს, ვ--–---------------ემ ჩაუკეტა სახლში შესასვლელი კარი და არ შეუშვა არასრულწლოვან შვილთან ერთად. ვ--–---------------ის ქმედების გამო დ--–------------–--ესა და ნ-----–-------------ეს შეზღუდული ჰქონდათ ქმედების თავისუფლება, იძულებულები იყვნენ მეზობლებთან შეეფარებინათ თავი ან ღია ცის ქვეშ დარჩენილიყვნენ ვ--–---------------ის დაძინებამდე, რის შემდგომაც საცხოვრებელ სახლში ახერხებდნენ ჩუმად შეპარვას. ამასთან ვ--–---------------ე, თანაცხოვრების უკანასკნელი პერიოდის მანძილზე დ--–------------–--ეს აიძულებდა ფულის მისთვის მიცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით.

 

2019 წლის 22 ივნისს, ქ. თბილისი, ნ-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ--–---------------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ--–------------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ---------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, ვ--–---------------ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ვ--–---------------ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა მსჯავრდებულის ქმედების არათანაზომიერი სასჯელი და ამ ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს დამძიმების კუთხით. აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა ვ--–---------------ის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათი, ქმედებების განხორციელების მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე. სასამართლომ შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერი სასჯელი გამოიყენა მის მიმართ, რომელიც არათუ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უზრუნველყოფს, არამედ პირს შესაძლოა კვლავ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისაკენ უბიძგოს. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს პრინციპული დამოკიდებულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დამნაშავეებისა და პოტენციური დამნაშავეების შემდგომი ქცევის კანონის ფარგლებში მოქცევის უზრუნველსაყოფად.

აპელანტის მითითებით, დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს იმგვარი სახისა და ზომის სასჯელი, რომელსაც ექნება შემაკავებელი ეფექტი და მსჯავრდებულს განმეორებით აღარ წარმოეშობა სურვილი განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, მსხვერპლის მიმართ საგამოძიებო ორგანოსათვის მიმართვის შედეგად გამოწვეული დასჯის სურვილით, არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ წამახალისებელიც კი იქნება მსჯავრდებულისათვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის.

ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო მექანიზმებზე, რომლებიც სახელმწიფოს მოუწოდებენ განახორციელონ რიგი ღონისძიებები, რათა ქალთა მიმართ ძალადობა იქნეს სათანადოდ პასუხ გაცემული. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ვ--–---------------ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც, თავის მხრივ, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა მსჯავრდებულ ვ--–---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დარეჯან მაღლაკელიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ ვ--–---------------ის აღიარებით, დაზარალებულ დ--–------------–--ის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ვ--–---------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ--–---------------ისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნის შესახებ, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდგომ, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არის სოციალურად დაუცველი, დაზარალებული მასთან შერიგებულია და ბრალდებულის მიმართ ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება, ხოლო მისი დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა, ვ--–---------------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა, ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ვ--–---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

 

აპელანტი მიუთითებს ვ--–---------------ისათვის დანიშნული სასჯელის შეუსაბამობაზე მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან და განმარტავს, რომ პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რასაც პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა ვ--–---------------ისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე არ ემყარება არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძველს, საჩივარში მითითებული არ არის, თუ რის გამო უნდა მოხდეს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ვ--–---------------ემ ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაულები ჯახის წევრის მიმართ, არ შეიძლება გახდეს მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გახდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და შემდგომში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. სასჯელის მიზნებზე საუბრისას, აპელანტი არ აკონკრეტებს, რატომ შეიძლება ვერ იქნეს მიღწეული სასჯელის მიზნები, მაშინ, როდესაც ვალენტინ მიქელაძეს დანაშაულის ყველა ეპიზოდში შეფარდებული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ყველა მუხლის სანქცია ალტერნატივის სახით ითვალისწინებს უფრო მსუბუქ ალტერნატივებს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ვ--–---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ვ--–---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასანართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ვ--–---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვროს:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ--–---------------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით.

 

ვ--–---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ვ--–---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 28 აგვისტოდან 2019 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე