განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
190100118002717029
ინსტანცია
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190100118002717029, №1/ბ-1113-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 მარტი 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---- ჯ--–-------

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ო--------–- ვ--–---ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ა------------ი, ბ--------–-------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----–------------------------------;

 

ადვოკატი - ს-------------–----ე.

 

თარჯიმანი - ა---------–---------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ).

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ო--------–- ვ--–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ო--------–- ვ--–---ის ჩვენება, სადაც მან დეტალურად აღწერა რა მარშრუტით გადაადგილდებოდნენ ის და ო----- ა-–---ი. სასამართლო დაეყრდნო დაინტერესებულ პირთა ჩვენებებს, გაიზიარა ო----- ა-–---ის ჩვენება, მაშინ, როდესაც ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის ო----- ა-–---ს, რომელსაც მანქანაში წითელი ხიდის ტერიტორიაზე მიაწოდეს შეფუთული ნარკოტიკული საშუალება, რომლის ნაწილიც ჩადო სკამის ქვეშ, ნაწილი კი რეიტუზში ჩაუდო მანქანაში მჯდომ მცირეწლოვან ბავშვებს;

▪ პოლიციის თანამშრომლებს ბავშვების ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, ხოლო მანქანაში არსებული ნარკოტიკი ამოიღეს და ო--------–- ვ--–---ს მოთხოვეს ეთქვა, რომ აღნიშნული ეკუთვნოდა მას და გაუკეთებდნენ საპროცესო შეთანხმებას;

▪ ო--------–- ვ--–---ს ისე მოაწერინეს ოქმზე ხელი, არვის უთარგმნია მისთვის;

▪ სისხლის სამართლის საქმის მასალებით, ო--------–- ვ--–---ის ნარკოტიკული საშუალება ედო შარვლის უბეში, რაც არის შეუძლებელი, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულება მისი სიდიდის გამო ფიზიკურად ვერ მოთავსდებოდა ჯინსის შარვლის ჯიბეში;

▪ ო----- ა-–---ი ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისთვის, ამასთან, მისი ყველა ოჯახის წევრი სასჯელს იხდის ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის;

▪ ო--------–- ვ--–---ი ოფიციალურად, ყველანაირი წესების დაცვით გადმოვიდა საზღვარზე და როგორც ჩანს, მას საზღვარზე გადმოსვლისას პასპორტში არ ჩაურტყეს ბეჭედი, რასაც თავად არ მიაქცია ყურადღება, რადგან არ იყო ინფორმირებული (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

ბრალდების მხარის პოზიცია - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, ო--------–- ვ--–---ს ანალოგიური დანაშაულისთვის გაფორმებული აქვს საპროცესო შეთანხმება. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა და თარჯიმანმა დეტალურად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები, ასევე დაიკითხა მისი ნაცნობი ტაქსის მძღოლიც, რომელთა ჩვენებები თანხვედრაშია ერთმანეთთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ო--------–- ვ--–---მა განაცხადა, რომ საზღვარი გადმოკვეთა საბაჟოს გვერდის ავლით (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით, ო--------–- ვ--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:

- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

- ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ;

- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ო--------–- ვ--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა ჯარიმა 10500 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 16 თებერვლიდან 2018 წლის 20 თებერვლის პერიოდი) შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ო--------–- ვ--–---ი 2018 წლის 9 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო გზის მეოთხე კილომეტრზე, პირადად ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 144,446 გრამ ჰეროინს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების - მორფინის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა ო--------–- ვ--–---მა განმეორებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი“ და ,,მეტადონი“.

 

ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქემ, ო--------–- ვ--–---მა, რომელსაც საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან გასვლა უფიქსირდება 2018 წლის 27 ივნისს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით:

 

ო--------–- ვ--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ო--------–- ვ--–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ო--------–- ვ--–---ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

სასჯელის ვადის ათვლა ო--------–- ვ--–---ს დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 9 ოქტომბრიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო ო--------–- ვ--–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე.

 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ა---- ზ-------ის პატაკი, სადაც ის უთითებს, რომ მიღებული ინფორმაციით, მარნეულიდან ქ.თბილისის მიმართულებით, ,,ჰ------ს“ მარკის ავტომანქანით V-------- მოძრაობს ა------------ის მოქალაქე ო--------–- ვ--–---ი, რომელსაც თან ან/და მანქანაში უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ა---- ზ-------ემ დაადასტურა პატაკში მითითებული ინფორმაციის სისწორე და განმარტა, რომ მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელს, ხოლო შემდეგ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 9 ოქტომბერს 18:30 საათიდან 18:55 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ო--------–- ვ--–---ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, მისი ჯინსის ლურჯი ფერის შარვლის წინა უბიდან საქამრის შიდა მხრიდან ამოღებული იქნა მოგრძო, დამრგვალებული ფორმის რამდენიმე ცელოფანში და ბოლოს მოწითალო ფერის ცელოფანში მოთავსებული ყავისფერი ფხვნილი, რომელსაც გარედან წებოვანი, გამჭვირვალე ლენტი ჰქონდა გადაკრული. მისივე ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ოქმში მითითებულია, რომ პირადი ჩხრეკის ოქმის შინაარსი ო--------–- ვ--–---ს მისთვის გასაგებ ა------------ულ ენაზე, უთარგმნა თარჯიმანმა ნ-----–- გ------მა. პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ო--------–- ვ--–---ი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 10 ოქტომბრის ექსპერტიზის N----------------- დასკვნით:

▪ ო--------–- ვ--–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული:

უფერო გამჭვირვალე წებოვანი ლენტით შემოგარსული ვარდისფერი და უფერო პოლიეთილენის ნაჭრების ფენებში მოთავსებული 3 (სამი) ცალად დაფასოებული:

- 2 ცალ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ნივთიერებები, საერთო წონით მშრალ მდგომარეობაში - 205,23 გრამი (ნოტიოს საერთო წონა 316,55 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 142,1309 გრამის ოდენობით.

- უფერო პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ქაღალდის ნაჭერში გადახვეული ყავისფერი პლასტიკური მასა, წონით - 33,63 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 2,3151 გრამის ოდენობით.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–------ემ.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე ლაშა მაღრაძემ განმარტა, რომ განყოფილებაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გავიდა მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავ საავტომობილო გზაზე, სადაც შენიშნეს ,,ჰ------ს“ მარკის ავტომანქანა, რომელიც გააჩერეს. ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, მძღოლის გვერდით იჯდა ო--------–- ვ--–---ი, რომელსაც გამომძიებელმა დ----- თ----------მ თარჯიმნის მეშვეობით განუმარტა უფლებები. ასევე განემარტა, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა. ო--------–- ვ--–---ის გარდა ავტომანქანაში ისხდნენ მძღოლი და მისი მცირეწლოვანი ბავშვი. აღნიშნულის შემდეგ მან და ზ------ ვ-------–---–მა ჩაატარეს ო--------–- ვ--–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის უბიდან ამოღებული იქნა დამრგვალებული, მოგრძო ფორმის შეფუთული საგანი, ტანსაცმლის ჯიბეებიდან კი მობილური ტელეფონი. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდა თარჯიმანი ნ-----–- გ------ი. ო--------–- ვ--–---ის პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინა გამომძიებელმა დ----- თ----------მ.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ზ------ ვ-------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე მათ დააკავეს ო--------–- ვ--–---ი და გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. მოწმის განმარტებით, ო--------–- ვ--–---ის პირადი ჩხრეკის პარალელურად ჩატარდა ო----- ა-–---ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

მოწმე დ----- თ----------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მის მირ შედგენილი დოკუმენტების სისწორე და შინაარსი.

 

მოწმე ნ-----–- გ------ის ჩვენებით, 2018 წლის 9 ოქტომბერს, იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რა დროსაც მათ გააჩერეს შავი ფერის ავტომანქანა, რომელში მყოფ პირს - ო--------–- ვ--–---ს უთარგმნა დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა ამ პირის პირადი ჩხრეკა, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო როგორც თარჯიმანმა. პირადი ჩხრეკისას ო--------–- ვ--–---ის შარვლის უბიდან ამოღებული იქნა შეფუთული, მოგრძო ფორმის ნივთი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ მან დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებს მოაწერა ხელი. ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე ო----- ა-–---ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს მას დაურეკა ო--------–- ვ--–---მა და თხოვა თავისი მანქანით გადაადგილება. ო--------–- ვ--–---მა მანქანა გააჩერებინა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიასთან, უთხრა რომ მიდიოდა ნათესავთან და თხოვა დალოდებოდა და წაეყვანა უკან. ისინი გზაზე გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ჩაატარეს როგორც მისი და ო--------–- ვ--–---ის პირადი ჩხრეკა, ისე ავტომანქანის ჩხრეკა. მოწმის განმარტებით, ო--------–- ვ--–---ის პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის უბიდან ამოიღეს წითელ პაკეტში შეფუთული საგანი. ჩხრეკის დროს ავტომანქანაში იჯდა მისი მცირეწლოვანი შვილიც, რადგან იმ დროს, როდესაც მას დაურეკა ო--------–- ვ--–---მა, ბავშვი იყო მასთან ერთად. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ თავად ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის. ასევე დაჯარიმებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის, თუმცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან მას არანაირი შეხება არ ჰქონდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა ნარკოტიკული საშუალება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 9 ოქტომბრის ნარკოლოგიური შემოწმების N------- დასკვნით, ო--------–- ვ--–---ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის და მეტადონის მოხმარების ფაქტი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის დადგენილებით, ო--------–- ვ--–---ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის და სახდელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს 22:05 საათიდან 22:50 საათამდე პერიოდში ჩატარდა ქ------–-----–-------------------------------ში მდებარე ო--------–- ვ--–---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ო--------–- ვ--–---ის სახელზე გაცემული, ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი N----------

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განყოფილების უფროსის წერილზე დართული ინფორმაციით ირკვევა, რომ ო--------–- ვ--–---ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან გასვლა დაფიქსირდა 2018 წლის 27 ივნისს. ხოლო საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის და ქვეყანაში დაბრუნების თარიღი აღნიშნული ინფორმაციით არ ფიქსირდება.

 

მოწმე ნ------- ჯ--------ის ჩვენებით, მუშაობს საქართვეოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მე-11 განყოფილებაში, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოში. მის მოვალეობაში შედის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მგზავრების კონტროლი, მათი შესაბამის ბაზაში დარეგისტრირება და თარიღის დამღის დაფიქსირება. მოწმის განმარტებით, შეუძლებელია საზღვარზე შემოსვლისას არ შემოწმდეს პირი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ო--------–- ვ--–---მა წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი საქართველოში შემოვიდა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, რა დროსაც მას დაუდგინა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით შემოსვლა ო--------–- ვ--–---მა უარყო სააპელაციო სასამართლოში და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ნაწილში აღიარება გამოწვეული იყო მსუბუქი სასჯელის დაპირებით, სინამდვილეში ის შემოვიდა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან და ყურადღება არ მიუქცევია პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის საჭიროებისთვის.

 

ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა ავტომანქანის და არა მისი პირადი ჩხრეკისას, თუმცა აღნიშნული ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა. ბრალდებულის განმარტებით, ო----- ა-–---ი ოჯახის წევრთან ერთად ეწევა ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ამიტომ მან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების და პოლიციასთან თანამშრომლობის გამო დანაშაულის ჩადენაში ამხილა ო--------–- ვ--–---ი. მისივე განმარტებით, ო----- ა-–---ი ცრუობს, როდესაც ამბობს რომ იყო ტაქსის მძღოლი. გარდა ამისა, მას ხუთი წლის ვადით აქვს ჩამორთმეული ავტომანქანის მართვის უფლება, მიუხედავად ამისა, მაინც მართავდა მანქანას და შარში გახვია ო--------–- ვ--–---ი. რეალურად დამნაშავე არის გარეთ, თავად კი - უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ო--------–- ვ--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10500 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 16 თებერვლიდან 2018 წლის 20 თებერვლის პერიოდი) დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში. შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ო--------–- ვ--–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ განაჩენის გასაჩივრებულ დებულებებზე.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ო--------–- ვ--–---ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის არაერთგზის ჩადენისთვის.

 

გარემოებები, რაც სადავო გახადა დაცვის მხარემ, პალატას მიაჩნია დადასტურებულად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. მოცემული დანაშაულის ობიექტია საქართველოში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული დანაშაული, ობიექტური მხრივ გულისხმობს დადგენილი წესის გვერდის ავლით, სათანადო დოკუმენტების, ნებართვისა და რეგისტრაციის გარეშე საქართველოდან გასვლას, ასევე საქართველოში შემოსვლას. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან.

 

თავდაპირველად პალატა შეაფასებს საკითხს, ო--------–- ვ--–---ი იმყოფებოდა თუ არა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიღმა და გადმოკვეთა თუ არა იგი უკანონოდ.

 

საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტებით დადგენილია, რომ ო--------–- ვ--–---მა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი გადაკვეთა 2018 წლის 27 ივნისს. აღნიშნული დოკუმენტებით არ არის დადგენილი ო--------–- ვ--–---ის საქართველოში შემოსვლის ფაქტი.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ო--------–- ვ--–---ი, რომლის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ო--------–- ვ--–---ის სახელზე გაცემული, ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი NC01338407, რომელშიც 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ არის. მოწმე ნ------- ჯ--------ის ჩვენებით კი, შეუძლებელია საზღვარზე შემოსვლისას არ შემოწმდეს საქართველოში შემომსვლელი პირი. გარდა პასპორტში არსებული მონაცემებისა, წარმოდგენილია საზღვრის კვეთის მონაცემები, სადაც არ ფიქსირდება ო--------–- ვ--–---ის მიერ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კანონიერად გადმოკვეთის ფაქტი. ყოველივე აღნიშნული პალატას აძლევს საფუძველს არ გაიზიაროს ო--------–- ვ--–---ის არგუმენტი, მის მიერ საზღვრის კანონიერად გადმოკვეთისას მესაზღვრეების მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას ადასტურებდა აღნიშნულ ფაქტს, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ო--------–- ვ--–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე ადასტურებენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ო--------–- ვ--–---ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით, მათ შორის თარჯიმნის და თავად ო--------–- ვ--–---ის ხელმოწერითაც. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება, გაცემული დასკვნების ირგვლივ, სასამართლოს აძლევს საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა დარწმუნდეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის სისრულესა და ობიექტურობაში.

 

პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის, ჩხრეკის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებები შესაბამისობაშია როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, ისე ექსპერტიზის დასკვნებთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს.

 

დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია ო--------–- ვ--–---ს, ის ამოღებული იქნა ავტომანქანის და არა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს. თუ პოლიციის თანამშრომლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იჩენდნენ მისდამი დაინტერესებას და რაიმე ფორმით განახორციელეს მისი უფლებების დარღვევა ან შეზღუდვა, მას ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა ეცნობებინა სამართალდამცავი ან სხვა ორგანოებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც მას არ გაუკეთებია და მხოლოდ მისი სასამართლოში მიცემული განმარტება ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელ----ტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს ო----- ა-–---ის ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მოწმე დაინტერესებულია და თავისი დანაშაული დააბრალა ო--------–- ვ--–---ს. პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ო----- ა-–---ის ჩვენება არ დადებია საფუძვლად ო--------–- ვ--–---ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ო----- ა-–---ის ჩვენება თავის მხრივ გამყარებულია მოწმე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით, სადაც მითითებულია, რომ ნარკოტიკული საშუალების ამოღება მოხდა არა ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად (როგორც ამას დაცვის მხარე უთითებს), არამედ ო--------–- ვ--–---ის ჩხრეკის შედეგად. აღნიშნულს ადასტურებს ასევე თარჯიმანიც და პალატას არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ო--------–- ვ--–---ისთვის არ უთარგმნიათ ოქმები და ისე მოაწერინეს ხელი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ-----–- გ------მა დაადასტურა, რომ მან დეტალურად უთარგმნა ო--------–- ვ--–---ს დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ, ასევე ოქმების შინაარსი და გამომძიებლის განმარტებებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ მისთვის ცნობილი იყო რა ეწერა საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის სისწორეც თარჯიმანს დადასტურებული აქვს ხელისმოწერით და მასზე რაიმე სახის შენიშვნა არ დაუფიქსირებია.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ო--------–- ვ--–---ს პრეტენზია გააჩნდა თარგმანთან ან თარჯიმნის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

ზემოთმითითებულ ზოგად ნორმებში ხაზგასმულია შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა „კოდექსით დადგენილ შემთხვევებში“, რაც მიუთითებს პროცესის შესაბამის ეტაპზე შუამდგომლობის განხილვის კანონისმიერ შესაძლებლობაზე. როგორც წესი, მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა ხდება წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე. სწორედ ამ დროს სრულდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. საქმისწარმოების შემდეგ ეტაპებზე მტკიცებულებების წარდგენას კი სჭირდება გარკვეული წინაპირობების არსებობა, რაც, თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარდგენის სპეციალურ წესს უკავშირდება. ეს სპეციალური წესი მოქმედებს საქმის არსებითი და სააპელაციო წესით განხილვისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულების გაუზიარებლობის და იმის დადასტურების საფუძველს, რომ ყალბია საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ხოლო მასში მონაწილე პირებმა სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ო--------–- ვ--–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 144,446 გრამი, რაც მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ო--------–- ვ--–---ს გამოკვლევისას დაუდგინდა სწორედ ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი, რაც ასევე ადასტურებს ო--------–- ვ--–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების მისდამი კუთვნილებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, # 12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა ძირითად არგუმენტებზე ნამსჯელი აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რასაც ასევე იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

 

პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია. განაჩენში დეტალურად არის გაცემული პასუხი დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, დასაბუთებულია თითოეული მსჯელობა, მათ შორის სასჯელის ნაწილიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი.

 

ო--------–- ვ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ო--------–- ვ--–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ო--------–- ვ--–---ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

სასჯელის ვადის ათვლა ო--------–- ვ--–---ს დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 9 ოქტომბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

მობილური ტელეფონი და პასპორტი, დაუბრუნდეს ბრალდებულს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ნარკოტიკული საშუალება, დალუქული ერთ პაკეტად განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე