განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003334500
საქმე №1/ბ-123-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- რ-----ის ძე გ------ას მიმართ, დაბადებული: 19-9 წლის 24 ო----------ს. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხელვაჩაური, ა----–-----–ის ქ. №13 ბინა №70;
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ----- გ------ამ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ----- გ------ა და ნ---- ს-----ა 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრამდე დროის პერიოდში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში ეჭვიანობისა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების გამო დაეძაბათ ურთიერთობა, რა დროსაც დ----- გ------ამ 2017 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, საცხოვრებელ სახლში - მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მ-----------ში, დ----- ა----–-----–ის ქ. №13, ბინა №70-ში, ნ---- ს-----ას ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დ----- გ------ა და ნ---- ს-----ა 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრამდე დროის პერიოდში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში ეჭვიანობისა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების გამო დაეძაბათ ურთიერთობა, რა დროსაც დ----- გ------ამ 2018 წლის 20 ო----------ს, დაახლოებით 19:30 საათზე, საცხოვრებელ სახლში - მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მ-----------ში, დ----- ა----–-----–ის ქ. №13, ბინა №70-ში ნ---- ს-----ას, არასრულწლოვანი შვილის - ა-–---------- ს-----ას თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის და თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დ----- გ------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დ----- გ------ას, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ----- გ------ას მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელთან მიმართებით არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების არაპროპორციულია. დ----- გ------ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, აგრეთვე, ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი. ამდენად, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- გ------ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- გ------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ---- ს-----ას, დ----- გ------ას და რ----- გ------ას გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ დ----- გ------ას ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ----- გ------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
დ----- გ------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დ----- გ------ას, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე