განაჩენი

სისხლის სამართლის 23.03.2020
საქმის ნომერი
330100118002632638
ინსტანცია
თარიღი
23.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#330100118002632638

საქმე №1ბ/927-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

 

ნადეჟდა მარანელის მდივნობით,პროკურორ - თამარ კერესელიძის,ადვოკატების - მარინე ჩიმაკაძის, ლია ბითაძის, ტარიელ კაკაბაძის,მსჯავრდებულების - ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელის, უშანგი ცუცქირიძის მონაწილეობით,ქ. თბილსის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის, მსჯავრდებულ ავთანდილ აწყურელის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლია ბითაძის, მსჯავრდებულების, გიორგი ჩადუნელის, უშანგი ცუცქირიძის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის, მარინე ჩიმაკაძის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ავთანდილ აწყურელის მიმართ - დაბადებული 1981 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 01016004056, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილი 265, კორპუსი N6, ბინა N1; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისში, ონაშვილის ქუჩა N7, ბინა N39-ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

გიორგი ჩადუნელის მიმართ - დაბადებული 1984 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 01002021608, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისში, გლდანის მე-7 მ/რაიონი, კორპუსი N10, ბინა N88-ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

უშანგი ცუცქირიძის მიმართ - დაბადებული 1989 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 01027047293, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ, თბილისში, აეროდრომის დასახლება, მე-12 ქუჩა, N1ა-ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

ავთანდილ აწყურელს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

მასვე, ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 ივლისს ავთანდილ აწყურელი, უშანგი ცუცქირიძე და გიორგი ჩადუნელი დანაშაულებრივი გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გადაინაწილეს როლები და იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი კორპუსი №50ა, ბინა №63-ში უკანონო შეღწევით, იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით არტემ ზაიცევზე განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა 856 ლარამდე ოდენობით, 800 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა და ირინა ვოსკანიანის კუთვნილ 500 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი.

 

ავთანდილ აწყურელმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 29 ივლისს ავთანდილ აწყურელის სახლის ჩხრეკისას, მდებარე ქალაქ თბილისი, ონაშვილის ქუჩა N7, ბინა 39, ამოღებული იქნა: პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ პაკეტში მოთავსებული მოშავო და მოყავისფრო მცენარეული მასა, წითელი და თეთრი ფერების მრგვალი ფორმის ბურთის შიდა კედლებზე არსებული დანაშრევები, 17 ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში არსებული ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

გიორგი ჩადუნელს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

მასვე, ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 ივლისს ავთანდილ აწყურელი, უშანგი ცუცქირიძე და გიორგი ჩადუნელი დანაშაულებრივი გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გადაინაწილეს როლები და იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი კორპუსი №50ა, ბინა №63-ში უკანონო შეღწევით, იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით არტემ ზაიცევზე განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა 856 ლარამდე ოდენობით, 800 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა და ირინა ვოსკანიანის კუთვნილ 500 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი.

 

გიორგი ჩადუნელმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 29 ივლისს გიორგი ჩადუნელის სახლის ჩხრეკისას, მდებარე ქალაქ თბილისი, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონი, კორპუსი 10, ბინა 88, ამოღებული იქნა პოლიმერული მასალის ბოთლი, შიდა კედლებზე არსებული ნივთიერებებით, რომლებიც მიეკუთვნებიან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

უშანგი ცუცქირიძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

მასვე, ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 ივლისს ავთანდილ აწყურელი, უშანგი ცუცქირიძე და გიორგი ჩადუნელი დანაშაულებრივი გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გადაინაწილეს როლები და იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი კორპუსი №50ა, ბინა №63-ში უკანონო შეღწევით, იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით არტემ ზაიცევზე განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა 856 ლარამდე ოდენობით, 800 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა და ირინა ვოსკანიანის კუთვნილ 500 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი.

 

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უშანგი ცუცქირიძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, კერძოდ: ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად და რომელსაც 2018 წლის 29 ივლისის მდგომარეობით უშანგი ცუცქირიძე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, მესამე მასივი, აეროდრომის დასახლება მე-12 ქუჩა, სახლი N1ა-ში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით:

 

ავთანდილ აწყურელის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტზე.

 

ავთანდილ აწყურელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ავთანდილ აწყურელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ავთანდილ აწყურელს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ავთანდილ აწყურელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ავთანდილ აწყურელს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ავთანდილ აწყურელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. ავთანდილ აწყურელს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.

 

გიორგი ჩადუნელის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტზე.

 

გიორგი ჩადუნელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

გიორგი ჩადუნელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

გიორგი ჩადუნელს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გიორგი ჩადუნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

გიორგი ჩადუნელს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

გიორგი ჩადუნელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. გიორგი ჩადუნელს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.

 

უშანგი ცუცქირიძის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტზე.

 

უშანგი ცუცქირიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

უშანგი ცუცქირიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, უშანგი ცუცქირიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

უაშანგი ცუცქირიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. უშანგი ცუცქირიძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

ავთანდილ აწყურელმა, უშანგი ცუცქირიძემ და გიორგი ჩადუნელმა ჩაიდინეს, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ავთანდილ აწყურელმა და გიორგი ჩადუნელმა ჩაიდინეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა.

 

უშანგი ცუცქირიძემ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 ივლისს ავთანდილ აწყურელი, უშანგი ცუცქირიძე და გიორგი ჩადუნელი დანაშაულებრივი გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გადაინაწილეს როლები და იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი კორპუსი №50ა, ბინა №63-ში მოტყუებით დაეუფლნენ არტემ ზაიცევის კუთვნილი თანხას, სხვადასხვა ტექნიკას და ირინა ვოსკანიანის კუთვნილ ოქროს ბეჭედს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილსის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, მსჯავრდებულ ავთანდილ აწყურელის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლია ბითაძემ, მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩადუნელმა, უშანგი ცუცქირიძემ და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატმა, მარინე ჩიმაკაძემ.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელის და უშანგი ცუცქირიძის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პროკურორის განმარტებით, სასამართლოს შეფასება მსჯავრდებულების, ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ არის დაუსაბუთებელი და უკანონო, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა არტემ ზაიცევმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მართალია მის მიმართ ძალადობრივი ქმედების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ავთანდილ აწყურელის მხრიდან იარაღის დემონსტრირება, მან აღიქვა მუქარად და გაუქჩნდა რეალური შიში, რომ თუ არ დაემორჩილებოდა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა. ავთანდილ აწყურელი მხრიდან კი იარაღის მრავალჯერად გამოყენებას ჰქონდა ადგილი რა დროსაც არტემ ზაიცევი განიდიდა შიშს. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ იარაღის გამოყენება იყო ხერხი თაღლითობისთვის, თუმცა, გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ ავთანდილ აწყურელის მხრიდან უპირველესად იარაღი იქნა გამოყენებული, ანუ თავდასხმა მოხდა დაზარალებულზე მხოლოდ მას შემდეფ რაც ზაიცევს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში ავთანდილ აწყურელი, გიორგი ჩადუნელი და უშანგი ცუცქირიძე ეტაპიბრივად დაეუფლნენ არტემ ზაიცევისა და ირინა ვოსკანიანის ფულად თანხას და სხვა ნივთებს.

 

დაცვის მხარემ, კერძოდ, გიორგი ჩადუნელმა, უშანგი ცუცქირიძემ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მარინე ჩიმაკაძემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის გამართლება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მსჯავრდების ნაწილში, გიორგი ჩადუნელისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მინიმუმანდე შემცირება, ხოლო უშანგი ცუცქირიძისთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლა, მსჯავრდებულ უშანგი ცუცქირიძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლია ბითაძემ ითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენის შეცვლა ავთანდილ აწყურელისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, ავთანდილ აწყურელისთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით 5000 ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

დაცვის მხარის (გიორგი ჩადუნელი და მისი ადვოკატი მარინე ჩიმაკაძე, უშანგი ცუცქირიძე და მისი ადვოკატები, ტარიელ კაკაბაძე და მარინე ჩიმაკაძე) მტკიცებით, მოცემულ საქმეში არ მოიპოვება ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიერ რაიმე დანაშაულის, მათ შორის, თაღლითობის ჩადენას. გიორგი ჩადუნელი არ ყოფილა დაზარალებულ ზაიცევის სახლში, არ დამუქრებია დაზარალებულ და მისთვის არაფერი მოუთხოვია. აღნიშნული დასტურდება დაზაქარებულ არტემ ზაიცევის ჩვენებით (რაც შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვეულ ექსპერტიზის დასკვნებთან), ტაქსის მძღოლის, ლევან ვილიაურის ჩვენებით. რაც შეეხება უშანგი ცუცქირიძეს, ის სასამართლო განხილვამდე საერთოდ არ იცნობდა ავთანდილ აწყურელს და დაზარალებულ არტემ ზაიცევს. უშანგი ცუცქრიძის შემთხვევის ადგილზე არყოფნას ადასტურებს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად გამოსაკვლევი 33 დაქტილოფირიდან არც ერთი არ იყო იდენტური უშანგი ცუცქირიძის ხელის თითის ანაბეჭდებისა, ტაქსის მძღოლის, ვილიაურის ჩვენება. რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, მას არ გააჩნია უტყუარობის მაღალი ხარისხი, ვინაიდან დარღვეულია სუნის აღების პროცედურა და ეწინააღმდეგება სუნის აღების სტანდარტით განსაზვრულ პირობებს. მსჯავრდებულ ავთანდილ აწყურელი ადვოკატის, ლია ბითაძის პოზიციით, მსჯავრდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. იგი არის ინვალიდი, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ოჯახური და ქონებრვისი მდგომარეობა და ისე დაუნიშნოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფილების აღლვეთა - 1 წლის ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თამარ კერესელიძემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრებს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას - ავთანდილ აწყურელი, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა არტემ ზაიცევმა განაცხადა, რომ დეიდასთან ირინა ვოსკანიანთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი ,,50ა“ კორპუსი, ბინა N63-ში. 2018 წლის 24 ივლისს კოლმეურნეობის მოედანზე შემთხვევით შეხვდა მის მეზობლად მცხოვრებ ქრისტინე სონგულიას, რომელმაც სთხოვა დახმარება ფეისბუქის პრობლემის მოგვარებაში, მასთან არტემი ზაიცევს ჰქონდა მიმოწერა ტელეგრამის საშუალებით. 2018 წლის 27 ივლისს არტემ ზაიცევი ქრისტინე სონგულიასთან შეთანხმებისამებრ ჩავიდა მასთან სადარბაზოს მე-2 სართულზე, სახლიდან გამოდიოდა ხმაური, თუმცა, კარს არავინ აღებდა. დაახლოებით ხუთი წუთის შემდგომ სადარბაზოში ავიდა უცნობი მამაკაცი, როგორც შემდგომ გაირკვა - ავთანდილ აწყურელი, რომელმაც გვერდი აუარა და მოძრაობა გააგრძელა მე-3 სართულის მიმართულებით. აღნიშნული პიროვნება ისე რომ, არც იყო ასული მე-3 სართულის ნახევრამდე, მოულოდნელად მოტრიალდა და წავიდა არტემისკენ, ზუსტად ამ მომენტში კიდევ ერთი პიროვნება, როგორც შემდგომ გაირკვა - გიორგი ჩადუნელი, ავიდა მე-2 სართულზე. ორივე მათგანი სწრაფად მოძრაობდა მისი მიმართულებით, მოულოდნელად ავთანდილ აწყურელმა ამოიღო პისტოლეტი, მიუშვირა და ხელიდან გასტაცა კუთვნილი მობილური ტელეფონი. ზაიცევმა ხელები აწია და სთხოვა არ ესროლათ, ამ დროს აწყურელმა უთხრა, რომ პოლიციიდან იყვნენ, თან იღიმოდა, ჩადუნელი დაბლა იდგა, არაფერს აკეთებდა. აწყურელმა უთხრა - რა უნდოდა ამ გოგოსთან, იგი იყო ნარკოტიკების დამანაწილებელი, თან ეუბნებოდა, რომ ის და ჩადუნელი პოლიციიდან იყვნენ, მეტი სანდოობისათვის აჩვენეს მათი მიმოწერა და ასევე იარაღი. აღნიშნულ პიროვნებას ტელეფონში გახსნილი ჰქონდა ზუსტად ის მიმოწერა ე.წ ,,ჩატი’’, რითიც ეგონა, რომ ქრისტინას წერდა. ორივე მათგანმა ჩაიყვანა ქვედა სართულზე და დაუწყეს გასინჯვა, გამოკითხეს თუ სად ჰქონდა ნარკოტიკები. დაახლოებით 3-4 წუთის შემდეგ გაიყვანეს კორპუსის კუთხეში, სადაც იდგა ,,ნისანის’’ ფირმის ავტომანქანა - ტაქსი, იქვე იდგა მეოთხე პირიც. სამივე მამაკაცი გარდა ტაქსის მძღოლისა ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, იარაღიანმა მამაკაცმა გაიყვანა კორპუსის მე-2 კუთხეში და უთხრა, რომ ქრისტინა იყო ნარკოტიკების ე.წ დამნაწილებელი და ინტერნეტ ქსელის საშუალებით ახდენდა ნარკოტიკების რეალიზებას. არტემი უხსნიდა, რომ არაფერ შუაში იყო და შეხება არ ჰქონდა ნარკოტიკებთან. ავთანდილ აწყურელმა და უშანგი ცუცქირიძემ აიყვანეს თავის სახლში თითქოსდა ნარკოტიკების დაძებნის მიზნით, ჩადუნელი დარჩა გარეთ, დაიწყეს ბინის ჩხრეკა. აწყურელი და ცუცქირიძე დადიოდნენ ოთახებში და ეძებდნენ სხვადასხვა საგნებს, ნარკოტიკს. არტემ ზაიცევმა განმარტა, რომ აწყურელს და ცუცქირიძეს წინააღმდეგობას ვერ უწევდა, რადგან ერთ-ერთ მათგანს იარაღი ჰქონდა. მაგიდიდან აიღეს ვიდეორეგისტრატორი, ასევე, მოსთხოვეს ტელეფონის ყუთის გადაცემა, რადგან სურდათ პოლიციაში წაღება და ნომრების გადამოწმება; ავთანდილ აწყურელმა უთხრა, რომ მისი ტელეფონიდან უნდა ამოეღოთ სიმ ბარათი და სხვა ტელეფონში ჩაედო, მოსთხოვა ფურცელზე დაეწერა ტელეფონის ნომერი, რომელზეც დაუკავშირდებოდნენ და დაუბრუნებდნენ ტელეფონს; გაჩხრიკეს როგორც არტემი ზაიცევის, ასევე დეიდის - ირინა ვოსკანიანის საძინებელიც. ზაიცევი იყო ძალიან შეშინებული და დაბნეული, წასვლისას ავთანდილ აწყურელს შეეკითხა ციხეში ხომ არ ჩასვამდა, რაზეც აწყურელმა უთხრა თუ წყნარად იქნებოდა და არავის ეტყოდა, არაფერი იქნებოდა. ზაიცევის საფულიდან წაღებულ იქნა დაახლოებით 22 000 რუსული რუბლი, ასევე, ვერცხლისფერი “ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი, ვიდეორეგისტრატორი და ირინა ვოსკანიანის ოქროს ბეჭედი. არტემი ზაიცევმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ამოიცნო სამივე ბრალდებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ირინა ვოსკანიანმა დაადასტურა, რომ დისშვილთან არტემი ზაიცევთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი N50ა, კორპუსში ბინა 63-ში. 2018 წლის 27 ივლისს სამსახურში ყოფნისას დაახლოებით 21:00 საათზე დაუკავშირდა ნათესავი ჟანა დავიდოვი და შეატყობინა, რომ არტემი ზაიცევი დააყაჩაღეს. საცხოვრებელ ბინაში მისვლისას დახვდა პოლიცია, ბინის დათვალიერებისას აღმოაჩინა, რომ წაღებული იყო მისი კუთვნილი დაახლოებით 500-600 ლარამდე ღირებულების ოქროს ბეჭედი, წონით 5-6 გრამი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რობერტ აკოფოვმა განაცხადა, რომ არტემ ზაიცევი არის მისი ნათლული, 2018 წლის 27 ივლისს საღამო საათებში ლუდის დასალევად ეზოში ჩასულს რემი კლდიაშვილმა უთხრა, რომ არტემ ზაიცევი ნახა უცხო საეჭვო პირებთან ერთად. რობერტ აკოფოვმა დაიწყო ზაიცევის ძებნა, როდესაც შეხვდა არტემი ზაიცევს იგი იყო განერვიულებული, შეშინებული და მოუყვა, რომ უცნობმა პირებმა წაიღეს 20 000 რუბლი, მობილური და აპარატი. რობერტ აკოფოვმა კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დარეკა 112-ზე.

 

ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე თამაზ ხუნძაყიშვილმა.

 

ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა როლანდ გიორგაძემ განმარტა, რომ 2019 წლის 29 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 27 ივლისს არტემ ზაიცევის ყაჩაღობა ჩადენილი უნდა ქონოდათ ავთანდილ აწყურელს, გიორგი ჩადუნელსა და უშანგი ცუცქირიძეს, ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე ილია ლეკაშვილმა განმარტა, რომ მუშაობს ისანი-სამგორის სამმართველოს 1 განყოფილებაში, ინსპექტორ-გამომძიებლად. ხელმძღვანელობის დავალებით უჩა ხარაიშვილთან ერთად გამოცხადდნენ ავთანდილ აწყურელის ბინაში მდებარე ონაშვილის ქუჩა N7 ბინა 39-ში. დადგენილება გააცნეს ბინის მფლობელს გენადი სირაძეს, ამოღებულ იქნა აწყურელის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, დანაშაულის საგანი, იარაღი, ვიდეო აპარატი, ფული, ოქრო, აწყურელის ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა თეთრი ფერი ქაღალდში შეხვეული ნივთიერება, ორი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იყო მოყავისფრო ნივთიერება, მოშაო გაურკვეველი ნივთიერება, შემდგომ იმავე ტრილიაჟიდან ორი პოლიეთილენის პარკი რომელსაც ეტყობოდა რომ ადრე რაიმე ნივთიერება იყო, ასევე ტანსაცმლის გარდერობის თავიდან რამოდენიმე სასაჩუქრე პოლიეთილენის პარკი, ქურთულის ჯიბიდან 14 ცალი პოლიეთილენის პარკი ცარიელი, ასევე ჩახრახნული სათითეს მაგვარი მეტალის ნივთიერება და შპრიცი ნემსის გარეშე.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ივანე ფირცხალაიშვილმა, ნია სვანიშვილმა, შორენა მაზანაშვილმა, ქეთევან ქავთარაძემ, შალვა კაპოსნიძემ, მამუკა ქერაშვილმა, ზვიად ამაზაშვილმა, რამაზ გულბანმა, უჩა ხანიშვილმა, ზურაბ სამხარაძემ, გიორგი ბეგიაშვილმა, ვიტალი გადელიამ, გიგა მანოშვილმა, ზურა ჯამასპიშვილმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე; ასევე ექსპერტებმა, მანუჩარ ჩიხრაძემ, თენგიზ სისაურმა, ლექსო კობიაშვილმა და ნანი ნარიმანიძემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებათა სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ტექნოკომის“ თანამშრომელმა თორნიკე კირკიტაძემ განმარტა, რომ კომპანია ასრულებს ტაქსით მომსახურეობის შეკვეთებს. 2018 წლის 27 ივლისს მობილური ტელეფონის ნომრიდან 597 055 125 გამოძახებულ იქნა ტაქსი. სასამართლო განჩინების საფუძველზე შპს ,,ტექნოკომიდან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონიდან განხორციელებულ ზართან დაკავშირებით. გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი გამოკვლეულ იქნა სასამართლო პროცესზე, რომლითაც დგინდება, რომ გლდანის მეშვიდე მიკროში, მეათე კორპუსის მიმდებარედ სტადიონთან მძღოლი მისული იყო ვერცხლისფერი ავტომობილი ,,ნისან ალმერათი’’, სახელმწიფო ნომრით 759 და ტაქსს სამი პიროვნება უნდა წაეყვანა ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, 50ა კორპუსთან, რომლის საფასური იქნებოდა 11 ლარი და 60 თეთრი.

 

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ლევან ვალიაურმა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,მაქსიმში’’, ტაქსების გამოძახების სერვისში, კომპანია მდებარეობს ქ. თბილისი, ნონეშვილის ქ N18-ში, აღნიშნულ კომპანიაში მუშაობას ახორციელებს საკუთარი ა/მანქანით: ვერცხლისფერი NISSAN ALMERA TINO, სახელმწიფო ნომრით: AD759DA. 2018 წლის 27 ივლისს დაახლოებით 17:00 საათზე აპლიკაციით მიიღო შეტყობინება მისამართზე ქ. თბილისი გლდანის მე-5-7 მიკროების საზღვარზე. ადგილზე მისულს მანქანაში ჩაუჯდა სამი მამაკაცი, ერთი მოთავსდა მის გვერდით, ხოლო ორი უკანა სავარძელზე. ისინი მიიყვანა მოსკოვის გამზირი კორპუსი N50ა-სთან. მანქანა გააჩერა კორპუსის კუთხეში. ერთ-ერთმა უკან მჯდომმა პიროვნებამ უთხრა, რომ დალოდებოდა, სამივე გადავიდა მანქანიდან და წავიდნენ 50ა კორპუსის სადარბაზოების მიმართულებით. გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩამოვიდა სამი მგზავრი და კიდევ ერთი დაახლოებით 20 წლამდე ბიჭი, რომელიც იყო საშუალო სიმაღლის გამხდარი, ღია ფერის კანით და მოკლე თმით და ეკეთა მხედველობის სათვალე, ოთხივემ შემოუარა მანაქანას და უკანა მხარეს გაჩერდნენ კორპუსთან, გარკვეული პერიოდი საუბრობდნენ, ხოლო შემდგომ ისევ გაბრუნდნენ უკან. დაახლოებით 30 წუთში სამივე დაბრუნდა, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ ვარკეთილის მიმართულებით ჯავახეთის ქუჩაზე, სადაც ორი მგზავრი - წინ და უკან მჯდომი გადავიდნენ, შემდგომ საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა და იძულებული გახდა მანქანა მოფარებულ ადგილას გაეჩერებინა. ორივე მგზავრის დაბრუნების შემდგომ ისინი წაიყვანა ნუცუბიძეზე და შემდგომ მიიყვანა ისევ გლდანში. ლევან ვალიაურმა დაადასტურა, რომ მასთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ავტომანქანის დათვალიერება და ასევე პირის ამოცნობა, რა დროსაც წარმოდგენილი სამი პირიდან მან ამოიცნო ავთანდილ აწყურელი. დანარჩენი ორი მგზავრის ამოცნობა არ შეუძლია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გოდერძი გოგოლაძემ დაადასტურა, რომ არის მიკრო საფინანსო კომპანია რიკო ექსპრესის თბილისის რეგიონალური მენეჯერი. ჯავახეთის N 2-ში მდებარე ვარკეთილის სერვის ცენტრიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა ვიდეო ჩანაწერი.

 

მოწმე ნიკა ჩუბინიძემ განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,მისო რიკო ექსპრესის“ ვარკეთილის ფილიალში მდებარე ჯავახეთის N2, სადაც განთავსებულია ვიდეო კამერები და 24 საათის განმავლობაში კეთდება ვიდეოჩანაწერები.

 

ავთანდილ აწყურელმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივნისს გლდანის მე-7 მ/რაიონიდან ტაქსით მარტო წავიდა მოსკოვის პროსპექტისკენ. ვინაიდან არის მარიხუანას მომხმარებელი, შეხვდა არტემ ზაიცევს, რომელიც დაკავებული იყო ნარკოტიკების რეალიზაციით; მოტყუების მიზნით გაეცნო, როგორც პოლიციის თანამშრომელი და ვინაიდან, არ ჰქონდა თანხა, სთხოვა გადაეცა მისთვის მარიხუანა. ზაიცევს არ სურდა იქ საუბარი, თან არ ჰქონდა მარიხუანა, ამიტომ აიყვანა სახლში, ისაუბრეს, რომ რამდენიმე ხანში შეხვდებოდა და მიაწვდიდა მარიხუანას, ზაიცევი დაახლოებით საათსა და ოცი წუთში შეხვდა ავთანდილ აწყურელს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და გადასცა შავი ფერის ე.წ. ,,ბიო’’, რაც ამოიღეს შემდეგ მისი ბინიდან. ზაიცევმა მას როგორც პოლიციის თანამშრომელს მეგობრობის ნიშნად გადასცა კუთვნილი ფოტოაპარატი, აგრეთვე, რეგისტრატორი და ტელეფონი. ავთანდილ აწყურელი წასვლისას მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე საშაურმესთან შეხვდა გიორგი ჩადუნელს, ისაუბრეს, შევიდნენ ,,რიკო ექსპრესში’’ ჩადუნელის თანხის ჩასარიცხად, ხოლო აწყურელი ფულის დასახურდავებლად, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს, რაც შეეხება უშანგი ცუცქირიძეს მას სასამართლო პროცესამდე არ იცნობდა. აწყურელსა და ზაიცევს შორის საუბარი იყო ჩვეულებრივი, ადამიანი თანამშრომლობაზე რომ მიდის პოლიციასთან - ისეთი ვითარება იყო, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ზაიცევთანაც მარტო იყო მისული და სახლშიც მარტონი იყვნენ. ავთანდილ აწყურელის განმარტებით, მან მოატყუა ზაიცევი, რაშიც სცნობს თავს დამნაშავედ, ყაჩაღობას ადგილი არ ქონია, ასევე არ გამოუყენებია იარაღი.

 

პირველი ინსტანციის სამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა გიორგი ჩადუნელმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივლისს მთელი დღის განმავლობაში მეგობართან ლევან სულაბერიძესთან ერთად იმყოფებოდა უბანში, დაახლოებით ექვსი-შვიდი საათისთვის ლევანის თხოვნით წავიდნენ ,,ვარკეთილის’’ მეტროსთან ტელეფონის სატენის შესაძენად. როდესაც ლევანს დაემშვიდობა, მეტროსთან შემთხვევით შეხვდა ავთანდილი აწყურელი, ესაუბრა მას. ტელეფონზე თანხის ჩარიცხვის მიზნით შევიდნენ ლომბარდში, აპარატიდან ჩარიცხა ფული, შემდეგ დაემშვიდობა ავთანდილს და დაბრუნდა სახლში, იმ დღეს უშანგი ცუცქირიძე არ უნახავს. იგი არ იცნობს არტემ ზაიცევს და 2018 წლის 27 ივლისს არ უნახავს იგი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა უშანგი ცუცქირიძემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივლისს დილიდან საღამომდე იმყოფებოდა სახლში, არსად გასულა და არ უნახავს არც ავთანდილ აწყურელი და არც უშანგი ცუცქირიძე, აწყურელს საერთოდ არ იცნობდა, ასევე, არ იცნობს დაზარალებულ ზაიცევს და 2018 წლის 27 ივლისს მასთან სახლში არ ყოფილა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ თბილისში, მოსკოვის გამზირი, კორპუსი 50ა, N63-ში, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს და მდებარეობს ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე, აღნიშნულ სახლში შევდივართ თეთრი ფერის რკინის კარით, რომლის ხელმარცხნივ განლაგებულია აბაზანა-ტუალეტი და ორი საძინებელი, პირდაპირ მდებარეობს მისაღები ოთახი, ხოლო ხელმარჯვნივ სამზარეულო და ლოჯი. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული, კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, 2 ქილად, სამძებრო ძაღლი ,,ლეგა“ გაშვებულ იქნა სუნის კვალზე შემთხვევის ადგილიდან მეცხრე სართულიდან, კერძოდ, ჩავიდა პირველ სართულზე, გავიდა სადარბაზოდან, წავიდა ხელმარცხნივ და კორპუსის კუთხეში გაჩერდა გზის სავალ ნაწილთან. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ 16 სტერილურ ჩხირზე აღებულ იქნა ანაწმენდები 8 ნიმუშად. ამოღებულ იქნა ზარდახშა მცირე ზომის ქაღალდის ფრაგმენტებით და მოყავისფრო ფერის საფულე. 33 დაქტილოფირზე ამოღებულ იქნა ხელის კვლები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა ლექსო კობიაშვილმა, ნანი ნარიმანიძემ, გამომძიებელმა შორენა მაზანაშვილმა.

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 ივლისს ქ. თბილისში ონაშვილის ქ. N7 ბინა N39-ში ავთანდილ აწყურელის საცხოვრებელ ბინაში, გენადი სირაძეს - ავთანდილ აწყურელის სიმამრს მიეცა წინადადება წარმოედგინა ავთანდილ აწყურელის ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის მაისური ლურჯი ფერის სახელოებით, სპორტული ფეხსაცმელი მუქ ფერებში გაწყობილი, დანაშაულის ჩადენის იარაღი, მობილური ტელეფონი, ვიდეო რეგისტრატორი თავისივე ყუთით, ოქროს ბეჭედი, ფოტოაპარატი, ფულადი თანხა. გენადი სირაძემ წარმოადგინა: 1. ,,LG”ის ფირმის მობილური ,,Q6”-ის მოდელი, რომელიც არის უკანა მხრიდან თეთრი ფერის და აქვს წარწერა ,,Q6”. მობილური ტელეფონი მოთავსდა სპეც. პაკეტებში შტრიხ. კოდით FCD849280, სპეც პაკეტზე დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. 2. ერთი ცალი მუყაოს ყუთი, მასზე არსებული წარწერით ,, DENVER“ ,,AC 5000W”, ყუთში მოთავსებულია ვიდეო-რეგისტრატორი, რომელზეც იკითხება წარწერამ ,,DENVER WiFi Camera”, 2 (ორი) პულტი, 2(ორი) ცალი სამაგრი, ფურცლები მოხმარების ინსტრუქციით. მუყაოს ყუთი თავისივე შიგთავსით. დაილუქა სპეც. პაკეტში შტრიხკოდით FCD949281. სპეცპაკეტზე დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. ერთი ცალი იარაღის მსგავსი საგანი, რომელსაც აქვს წარწერა ,,PM” და ,, 28 PMK7518”, რომელიც არის შავი ფერის და ტარი გაწყობილია ყავისფერ ფერში. ერთი ცალი მჭიდი, იარაღის მსგავსი საგანი, თავისივე მჭიდთან ერთად მოთავსდა მუყაოს ყუთში, დამაგრდა და აღნიშნულის შემდგომ დაილუქა სპეც.პაკეტში შტრიხ.კოდით FCD970197 გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი. 4. ერთი ცალი თეთრი ფერის მაისური ლურჯი სახელოებით, რომელსაც აქვს წარწერები, კერძოდ, იკითხება ,,NEW YORK”, ერთი ცალი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც აქვს წარწერა ,,LCW JEANS”, შარვალი არის დაზიანებული მარცხენა ზედა მხარეს; ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც არის მუქ ფერებში გაწყობილი და აქვს თეთრი ძირი და იკითხება წარწერა ,,Nike”; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოთავსდა კონვერტებში და დაილუქა ერთ სპეც. პაკეტში შტრიხ კოდით FCD 878323. სპეც. პაკეტში დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. იქიდან გამომდინარე, რომ ვერ მოხერხდა დადგენილებაში მითითებული ნივთების სრულად ამოღება ბინაში ჩატარდა ჩხრეკა. ავთანდილ აწყურელის საძინებელ ოთახში განთავსებული ე.წ. ტრილიაჟის (კარადის) მარცხენა ზედა უჯრაში ნანახი იქნა თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტი, რომელსაც კუთხე აქვს მოხეული და შიგნით მოთავსებულია მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მასა. იმავე უჯრაში მოთავსებული ტყავის საფულეში ნანახი იქნა ორი ცალი პოლიეთილენის პატარა გამჭვირვალე პაკეტი. ერთ პაკეტში მოთავსებულია მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მასა, ხოლო მეორე პაკეტში მოთავსებულია მოშავო ფერის სპეციფიკური სუნის მასა, იმავე ,,ტრილიაჟის“ მეორე უჯრაში პოლიეთილენის პარკში ნანახი იქნა შვიდი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, ცარიელ მდგომარეობაში. საძინებელ ოთახში განთავსებულ კარადის მარჯვენა ზედა სათავსოში ნანახი იქნა ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი ცარიელ მდგომარეობაში და ე.წ. ,,ფოლგის“ ქაღალდი. იმავე კარადაში მოთავსებული ტყავის ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბეში ნანახი იქნა 14 (თოთხმეტი) ცალი პოლიეთილენის ცარიელი პაკეტი და ერთი ცალი ცარიელი წითელი ფერის სასაჩუქრე პაკეტი. იმავე ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში ნანახი იქნა ,,ბილიარდის ,,შარის“ (ბურთი) მსგავსი საგანი, რომელიც შუაში არის გახვრეტილი და ჩაყენებული აქვს ლითონის ბადე და ბოთლის თავსახური, იმავე საწოლ ოთახში საწოლის ქვეშ ნანახი იქნა ე.წ. ინსულინის 100 მლ.იანი სამედიცინო შპრიცი ნემსის გარეშე. ნივთები მოთავსდა კონვერტებში და დაილუქა. ჩხრეკის მიმდინარეობა აისახა ფოტოაპარატის მეშვეობით. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა ილია ლეკაშვილმა, გამომძიებელმა უჩა ხანიშვილმა, ექსპერტმა გიორგი ნებიერიძემ.

 

გიორგი ჩადუნელის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გიორგი ჩადუნელის ბინის ჩხრეკისას მის საძინებელში არსებული ტანსაცმლის კარადიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური წინა მხარეს შავი ფერის ლათინური წარწერით ,,TBILISI”, ასევე, ამავე საძინებელში მდგარი საწოლის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, წინა მხარეს ნაცრისფერ ფონზე წარწერებით ,, HAPPY Halloween”, ამავე საწოლიდან, ასევე, ამოღებულ იქნა მონაცრისფრო ფერის ჯინსის შარვალი წინა და უკანა მხარეს ჯიბეებით, ამავე საძინებელში იქვე საწოლთან იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ერთი წყვილი მაღალ ყელიანი სპორტული ფეხსაცმელი წითელი და შავი ფერის საფირმო ნიშნით ,,NIKE”, ამავე საძინებელში არსებული საწერი მაგიდის ზედა პირველი უჯრიდან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის ქაღალდში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ამავე ოთახში არსებული ფანჯრის რაფიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც არის გადაჭრილი და ქვედა მხარეს მასზე დამაგრებულია პოლიეთილენის პარკი. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა მასში მონაწილე გამომძიებელმა არსენ ხუნაშვილმა, გიორგი მჭედლიშვილმა.

 

ამოღების ოქმის თანახმად, ამოღების წესით 2018 წლის 29 ივლისს გენადი სირაძისაგან ამოღებულ იქნა: ,,Canon“-ის ფირმის ფოტოაპარატი, რომელიც არის ნაცრისფერი ფერის, უკანა მხარეს აქვს ეკრანი და იკითხება ლათინური ასოებით წარწერა ,,Pover Shot A490”. ფოტოაპარატს არ აქვს ბატარიები და მასში მოთავსებულია მეხსიერების ბარათი, რომელზეც იკითხება ლათინური ასოებით წარწერა ,,High Speed” ,,V-smart” და ,,4 GB”. ამოღებული ფოტოაპარატი მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა 27/13/17 ლუქით, ლუქზე დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა უჩა ხანიშვილმა.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს არტემ ზაიცევის კუთვნილი Canon-ის ფირმის ფოტოაპარატის ყუთი, დათვალიერება მიმდინარეობს არტემ ზაიცევის თანდასწრებით. ყუთი წარმოადგენს 20*15 სმ ზომის მუყაოს ყუთს, რომელიც არის მოყავისფრო მოყვითალო ფერის და ზედა მხარეს ახატია ფოტოაპარატი თეთრი ფერის წარწერით Canon. ასევე ქვედა კუთხეში წარწერაა თეთრი ფერის Power Shot A 490 DIGITAL CAMERA, ასეთივე წარწერა აქვს დანარჩენ ორ მხარეს მარჯვენა და მარცხენა გვერდზე, ასევე ერთ გვერდზე აქვს შტრიხ კოდები: 4258B003AA-4960999660905. 0880062001845, ასევე ყველა კუთხეში აქვს სავარაუდოდ ჩინურ ენაზე წარწერები, ასევე ყუთში მოთავსებულია შავი ფერის სადენი ყვითელი და შავი გადამყვანით და მეორე შავი ფერის სადენი ორივე მხარეს მწვანე ფერის გადამყვანებით, ასევე აპარატის დრაივერის დასაყენებელი დისკი და საგარანტიო ბარათი. დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ფოტოაპარატის ყუთი, მასში არსებული დეტალებით იქნა ამოღებული, მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების ლუქით N27/13/7, რომელზეც შესრულდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა შორენა მაზანაშვილმა.

 

ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა არტემი ზაიცევმა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო გენადი სირაძისაგან ამოღებული ნივთი-ფოტოაპარატი, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს დამნაშავე პირებმა იარაღის მუქარით წაიღეს მისი საცხოვრებელი ბინიდან, ამომცნობმა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო შემდეგ ნიშნებით; ფოტოაპარატის ვერცხლისფერი ფერით, საფირმო სახელით - ,,ქენონი“, ფოტოგადაღების ხარისხის მაჩვენებლით -10 მეგაპიქსელით, ლურჯი ფერის 4 გეგა ბაიტიანი ჩიპით, თეთრი ფერის თოკის ხელზე საკიდით, ეკრანთან მარჯვენა მხარეს არსებული ლაქის კვალით, ელემენტის ჩასადების დაზიანებული ხუფით. ნივთის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხალაიშვილმა.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ირინა ვოსკანიანის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია ქალბატონი მოაჯირთან. ირინა ვოსკანიანის განმარტებით, აღნიშნული ქალბატონი არის თავად, მას მარცხენა ხელზე უკეთია ის ბეჭედი, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს წაიღეს მისი საცხოვრებელი ბინიდან ყაჩაღებმა. ფოტოსურათზე გამოსახული ბეჭედი არის ოქროსფერი, ოვალური ფორმის, აქვს შუა ნაწილში თვალი. დათვალიერების შემდგომ ამობეჭდილ იქნა ფოტოსურათი, რომელიც დაერთო საქმეს. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა უჩა ხანიშვილმა.

 

ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილ იქნა 2018 წლის 29 ივლისს ამავე საქმეზე გენადი სირაძის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ვიდეო რეგისტრატორი ყუთთან, ორ ცალ პულტთან და ინსტრუქციასთან ერთად, რომელიც დალუქულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეც. პაკეტში FCD 849281. რეგისტრატორთან ერთად ასევე დევს სამაგრი, რომლიც არის შავი ფერის, მასზე დამონტაჟებულია დასაფიქსირებელი მოძრავი დეტალი. სამაგრს ქვედა მხარეს აქვს რეზინის ზედაპირზე მისაკრობი ლენტი, ხოლო ზედა მხარეს რეზბიანი მილაკი. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხალაიშვილმა.

 

ნივთის ამოცნობი ოქმის თანახმად, ამომცნობმა არტემ ზაიცევმა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო გენადი სირაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთი - ვიდეორეგისტრატორი, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს დამნაშავე პირებმა იარაღის მუქარით წაიღეს მისი საცხოვრებელი ბინიდან. ამომცნობმა პირმა ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ,,DENVER AC 5000W” მოდელით, კორპუსის ვერცხლისფერი ფერით, შუაში შავი ფერის კორპუსით, სამარკო ეტიკეტით, მართკუთხედის ფორმით, თეთრი ფერით, მეტალის ორი ცალი ღილაკით, სამაგრზე დასაყენებელი რეზბიანი ხვრელით, სამაგრის შავი ფერით, დასაფიქსირებელი მოძრავი დეტალით, სამაგრის რეზინის ზედაპირზე მისაკრობი ლენტით. ნივთის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხალაიშვილმა.

 

ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა მობილური ტელეფონი LG-ის ფირმის, Q6 მოდელის, სენსორიანი. ტელეფონს ეკრანი აქვს მუქი ფერის, ხოლო უკანა ხუფი თეთრი ფერის. ტელეფონს უკანა მხარეს, თეთრ ფონზე ორ ადგილას აღენიშნება ნაკაწრები ზედა და ქვედა მხარეს, ხმარების შედეგად გამოწვეული, ასევე უკანა ხუფზე ზედა მარცხენა კუთხეში დამონტაჟებული აქვს კამერის თვალი, ტელეფონს მარცხენა მხარეს აქვს ორი, ხოლო მარჯვენა მხარეს ერთი ცალი მეტალის ღილაკი. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხალაიშვილმა.

 

ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, არტემ ზაიცევის მიერ წარდგენილი ნივთებიდან ამოცნობილ იქნა გენადი სირაძის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნივთი - მობილური ტელეფონი, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს დამნაშავე პირებმა იარაღის მუქარით წაიღეს მისი საცხოვრებელი ბინიდან, ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: LG-ის ფირმით, Q6 მოდელით, სენსორიანი. ტელეფონის ეკრანის შავი ფერის ხუფით, ტელეფონის ხუფზე არსებული ნაკაწრებით, კამერის თვალით, ტელეფონზე დამონტაჟებული მეტალის ღილაკების რაოდენობით და მდებარეობით. ნივთის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხალაიშვილმა.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, არტემი ზაიცევმა ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგომი პიროვნება ავთანდილ აწყურელი, რომელმაც 2018 წლის 27 ივლისს თავის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იარაღის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი და მისი საცხოვრებელი ბინიდან დაეუფლა სხვადასხვა ნივთებს, არტემი ზაიცევის განმარტებით აღნიშნული პირი იყო დაახლოებით 30-35 წლამდე ასაკის, 180 სმ სიმაღლის საშუალო აღნაგობის, მოგრძო სახით, სწორი ცხვირით, მოგრძო წაწვეტებული ნიკაპით, საშუალო ზომის მუქი თაფლისფერი თვალებით, ხორბლისფერი მორიჟაო ფერის მოკლედ შეჭრილი თმით, ამავე ფერის საშუალო ზომის თხელი წვერით, თხელი სწორი წარბებით, თხელი ტუჩებით, საშუალო ზომის ყურებით, ღია ხორბლისფერი კანის ფერით, მაღალი შუბლით და შეწეული ლოყებით. პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხელაიშვილმა.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, არტემი ზაიცევმა წარდგენილ პირთაგან სიმაღლით საშუალო თხელი აღნაგობით, თხელი მოგრძო ფორმის სახით, წაწვეტებული ნიკაპით, წვეტიანი ფორმის ცხვირით, წარბების ფორმით ფერითა და მოყვანილობით, მუქი ფერის საშუალო ზომის თვალებით, საშუალო ზომის სწორი ფორმის ტუჩებით თხელი ლოყებით ამოიცნო მის წინაშე მდგომი მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგომი პიროვნება გიორგი ჩადუნელი, რომელიც თან ახლდა იმ პიროვნებას, რომელმაც მიუშვირა იარაღი და იარაღის მუქარით გასტაცა ტელეფონი, ხოლო შემდეგ ჩაიყვანეს კორპუსის ეზოში და როდესაც ორმა მამაკაცმა აიყვანა მის საცხოვრებელ ბინაში აღნიშნული პიროვნება დარჩა კორპუსის ეზოში, სავარაუდოდ, საყარაულოდ. ამომცნობმა ამოსაცნობი ამოიცნო, როგორც მის მიერ ზემოთხსენებული ნიშნებით, ასევე მთლიანი ვიზუალური შეხედულებით. პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გიგია მანოშვილმა.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, არტემი ზაიცევმა ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგომი პიროვნება - უშანგი ცუცქირიძე, რომელიც მან ნახა 2018 წლის 27 ივლისს თავის საცხოვრებლ კორპუსთან, რომელიც იარაღიან თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში. არტემ ზაიცევის განმარტებით, აღნიშნული პიროვნება ამოიცნო ასაკით - 30 წლის ასაკის, 185 სმ. სიმაღლის, საშუალოზე ოდნავ მსხვილი აღნაგობით, ოვალური ფორმის ფართე სახით, მსხვილი უმნიშვნელოდ გადაბმული მუქი ფერის წარბებით, მსხვილი და მოკლე ფორმის ცხვირით, მუქი ფერის თვალებით, მრგვალი ფორმის ნიკაპით, საშუალო ზომის ტუჩებით, საშუალოზე დიდი ზომის შავი ფერის წვერით. პირის ამოცნობის ოქმის სისწორედაადასტურაგამომძიებელმა ივანე ფირცხალაიშვილმა.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა ლევან ვალიაურმა ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან ამოიცნო ავთანდილ აწყურელი, რომელიც თანმხლებ ორ პირთან ერთად ტაქსით მიიყვანა გლდანიდან მოსკოვის გამზირი 50ა N1 საცხოვრებელ კორპუსთან და ის მანქანაში იჯდა მის გვერდით. აღნიშნული პირი ამოიცნო ასაკით 30-35 წლის, საშუალო აღნაგობის, სიმაღლით 180 სმ-ით, მოგრძო სახით, სწორი ცხვირით, მოგრძო წაწვეტებული ნიკაპით, თაფლისფერი თვალებით, თხელი წვერით, ხორბლისფერი - მორიჟაო ფერის მოკლე თმით, ხორბლისფერი კანით, შეწეული ლოყებით და თხელი ტუჩებით. პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხალაიშვილმა.

 

ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მოწმე ლევან ვალიაურის კუთვნილი ავტომანქანა ვერცხლისფერი NISSAN ALMERA TINO სახელმწიფო ნომრით AD75DA, აღნიშნული ავტომანქანა ემსახურება ტაქსის კომპანია ,,მაქსიმას’’, დათვალიერებულ იქნა ა/ მანქანის სალონი წინა და უკანა ნაწილი, აღნიშნული დათვალიერებისას ამოღებული და ნანახი არაფერი არ ყოფილა.

ავტომანქანის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა შორენა მაზანაშვილმა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ქ. თბილისი მოსკოვის გამზირი გამყოფი ზოლი N6 დან, მდებარე შსს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან. მოწმე ლევან ვალიაურის მონაწილეობით და გაგრძელდა მოსკოვის გამზირის ჯავახეთის ქუჩის, ჰუალინგის და ზღვისუბნის გავლით, შემდეგ მუხიანის დასახლების მეტრო ახმეტელის და ხიზანიშვილის ქუჩებით მივიდნენ გლდანის მე-5- მე-7 მრ. შორის მდებარე სტადიონთან, სადაც ლევან ვალიაურმა მიუთითა ის ადგილი, როდესაც გაჩერდა და დაელოდა კლიენტს, შემდეგ იგივე გზით წაიყვანა ისინი ქ. თბილისი მოსკოვის გამზირი N50ა, სადაც გააჩერა ა/მანქანა და ელოდებოდა მათ, როდესაც ისინი გადავიდნენ მანქანიდან. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურა გამომძიებლებმა შორენა მაზანაშვილმა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 ივლისს მოწმის სახით მიცემული ჩვენების გადამოწმების მიზნით ამავე დღეს ავთანდილ აწყურელის თანხმობითა და მითითებით ექსპერტების თანდასწრებით ქ. თბილისი მოსკოვის გამზირი გამყოფი ზოლი N6-ში მდებარე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან გავიდნენ ,,სუბარუს’’ მარკის ლეგასის მოდელის ავტომანქანით სახ. ნომრით GG-989-ll, ავთანდილ აწყურელის მითითებით მოსკოვის გამზირზე პირველივე შუქნიშანთან სტომატოლოგიური კაბინეტის გვერდით აუხვიეს ხელმარჯვნივ და გაემართნენ სკვერის მიმართულებით, ხელმარჯვნივ შეუხვიეს კვლავ ხელმარჯვნივ და გაჩერდნენ მოსკოვის გამზირი 1 კორპუსი, N50ა-თან. ავთანდილ აწყურელის განმარტებით, აღნიშნულ კორპუსთან მივიდა 2018 წლის 27 ივლისს გიორგი ჩადუნელთან და უშანგი ცუცქირიძესთან ერთად, არტიომასთან შესახვედრად, მისი მითითებით შევიდნენ ამავე კორპუსის მესამე სადარბაზოში და ავიდნენ მეორე სართულზე, ის და გიორგი შეხვდნენ არტიომას, ხოლო შემდეგ ის და უჩა ავიდნენ არტიომას კორპუსში მეცხრე სართულზე და მიუთითა ადგილი, ამავე კორპუსის მესამე სადარბაზო მე-9 სართულზე, ბინა N63 ასასვლელი კიბიდან ხელმარჯვნივ, სადაც მისი განმარტებით არტიომას ბინიდან წაიღო მან ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი რუსული რუბლი და ვიდეო რეგისტრატორი. აღნიშნულის შემდეგ ავთანდილ აწყურელის მითითებით ავიდნენ ჯავახეთის ქუჩაზე, სადაც გაჩერდნენ ჯავახეთის ქუა N2-თან რიკო კრედიტის ფილიალთან, მისი განმარტებით სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე რიკო კრედიტში მან და გიორგი ჩადუნელმა გადაახურდავეს არტიომის ბინიდან წამოღებული 20 000 რუსული რუბლი. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურა გამომძიებლებმა ლალი შარიქაძემ და თემურ წინწალაშვილმა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გიორგი ჩადუნელთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ მოწმე ჩადუნელმა განაცხადა, რომ სრულად ადასტურებს მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორეს, თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში და ქ. თბილისის მოსკოვის გამზირი, კორპუსი N50ა-ში აჩვენოს ის ადგილი, სადაც 2018 წლის 27 ივლისს 17-დან - 18 საათამდე დროის მონაკვეთში ავთო აწყურელთან და უჩა ცუცქირიძესთან ერთად ნახა არტემი, რომლის გვარიც მისთვის უცნობია. აღნიშნულის შემდეგ შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების შენობიდან მოწმის გიორგი ჩადუნელის მითითებით შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტებთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით მიდიან ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, კორპუსი N50ა-სთან, სადაც გიორგი ჩადუნელმა მიუთითა N50ა კორპუსის გვერდით არსებულ კედელთან და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილას იყო გაჩერებული ტაქსი, რომელიც მათ ელოდებოდათ, აღნიშნულის შემდეგ გიორგი ჩადუნელის მითითებით მიდიან N50ა კორპუსის, მე-3 სადარბაზოსთან, შედიან სადარბაზოში და კიბის გავლით ავდიან მე-2 სართულზე, სადაც მიუთითა გიორგი ჩადუნელმა და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილას შეხვდნენ 2017 წლის 27 ივლისს არტემ ზაიცევს თვითონ და ავთო აწყურელი, რის შემდეგაც გამოელაპარაკნენ რუსულ ენაზე არტემ ზაიცევს და სადარბაზოდან გარეთ კორპუსის ეზოში გამოიყვანეს, რის შემდეგაც არტემ ზაიცევი, ავთო აწყურელი და უჩა ცუცქირიძე ავიდნენ არტემ ზაიცევის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გიორგი ჩადუნელი დარჩა კორპუსის ეზოში. აღნიშნულის შემდეგ გიორგი ჩადუნელმა მიუთითა N50ა კორპუსის ეზოში იმ ადგილზე, სადაც ელოდებოდა ავთო აწყურელს და უჩა ცუცქირიძეს, ხოლო როდესაც ავთო აწყურელი და უჩა ცუცქირიძე ჩავიდნენ კორპუსის ეზოში, ჩასხდნენ ტაქსში და წავიდნენ ვარკეთილის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ გიორგი ჩადუნელის მითითებით გაემართნენ ვარკეთილის მიმართულებით, ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩა N2-ში მდებარე ,,რიკო კრედიტის“ ოფისთან გიორგი ჩადუნელმა მიუთითა ,,რიკო კრედიტის“ ოფისზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის 27 ივლისს, მას შემდეგ რაც ტაქსით წამოვიდნენ მოსკოვის გამზირი N50ა კორპუსიდან, ავთო აწყურელმა სწორედ აღნიშნული ,,რიკო კედიტის“ ოფისში დაახურდავა ფული, რის შემდეგაც ასევ იგივე ტაქსით ე. წ. ზღვის გზით წავიდნენ გლდანის მიმართულებით. საგმოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გიგა მანოშვილმა, თენგიზ სისაურმა.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს ,,ტექნოკომიდან“ გამოთხოვილ დისკში აღმოჩნდა სულ 04 (ოთხი) ფაილი, ფაილებზე მითითებულია ტელეფონის ნომერი 995597 055 125, საიდანაც ხორციელდება სატელეფონო ზარები ტაქსის კომპანია ,,მაქსიმში“ ( 0322 60 60 60) პირველი ფაილის გახსნისას ისმის ოპერატორი ქალბატონის ხმა“ - თქვენთან მოვიდა ავტომობილინ,,ნისან ალმერა’’, ვერცხლისფერი, სახ. ნომრით 759; მეორე ფაილის გახსნისას ისმის ქალბატონის ხმა- ,,ოპერატორი თამარი გისმენთ“ და ესალმება მამაკაცს. მამაკაცი იძახებს ტაქსს მისამართზე გლდანის მე-7 მ/რ, მე-10 კორპუსი, მე-5 სადარბაზოსთან სტადიონთან და სურს მოსკოვის გამზირი N50ა კორპუსთან მისვლა ოპერატორი ეუბნება მგზავრობის საფასურს - 11 ლარს და 60 თეთრს. მესამე ფაილში ისმის მამაკაცის ხმა, რომელმაც გამოიძახა ტაქსი და ესაუბრება მძღოლს, მძღოლი ეუბნება კლიენტს, რომ ელოდება მითითებულ მისამართზე სტადიონთან. მეოთხე ფაილი იდენტურია მესამე ფაილის აუდიოჩანაწერის. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხალაიშვილმა.

 

ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა შპს ,,მისო რიკო ექსპერიდან’’ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია 2 ცალ DVD დისკზე. პირველ დისკზე აღმოჩნდა სულ ოთხი ვიდეო ფაილი ვიდეოჩანაწერი დისკებზე გადატანილია განჩინებაში მითითებული დროით სრული მოცულობით, იწყება 17:32 საათზე და სრულდება 20:02 საათზე პირველ დისკში არსებული ოთხი ვიდეო ფაილი ასახავს რიკო ექსპრესის გარე პერიმეტრს. მეორე ფაილი იწყება 2018 წლის 27 ივლისის 1718:13 საათზე და სრულდება 18:54 საათზე. ჩანაწერში 18:17 საათზე ჩანს, რომ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ჯავახეთის ქუჩაზე ჩერდება ვერცხლისფერი ,,ნისანის“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით AD759DA ტაქსისი აღმნიშვნელი ,,ნისნით’’, ასევე ჩანს რომ მგზავრთა სასიარულო ბილიკზე რიკოს მიმართულებით მოძრაობს ორი პიროვნება, ამათგან ერთ-ერთი სიარულის დროს კოჭლობს, აცვია თეთრი ფერის მაისური ლურჯი სახელოებით წინ მაისურზე წარწერით-NEW YORK, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. აღნიშნული პიროვნება არის ამავე საქმეზე ბრალდებული ავთანდილ აწყურელი. მასთან მყოფ პირს აცვია თეთრი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, მუქი ფერის შარვალი და თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, აღნიშნული პიროვნება არის წვერებში, აფარია კეპი და გაკეთებული აქვს მზის სათვალე, არის შედარებით მაღალი, ისინი გზაზე შედიან სხვა დაწესებულებაში. პარალელურად გზაზე გაჩერებულ ტაქსს ჩართული აქვს ავარიული ნიშნები და ელოდება ხსენებულ პირებს. 18:18 საათზე ორივე პიროვნება გამოდის გარეთ და აწყურელს ხელში უჭირავს ფულადი თანხა, რომლის შემდგომაც 18:19 საათზე ორივე მათგანი შედის ,,რიკოს’’ ფილიალში, ამავე დროს ტაქსთან ჩერდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც სავარაუდოდ აჯარიმებს მძღოლს და მანქანა იცვლის ადგილს, ეფარება კამერებს. ამავე ჩანაწერის 18:26 საათზე ავთანდილ აწყურელი და მასთან მყოფი პირი გამოდის გარეთ, აწყურელს ხელში უჭირავს ფულადი თანხა და დებს საფულეში, შემდგომ ორივე მათგანი ჩადის ქვემოთ, საუბრობენ ერთმანეთში და ისევ ტრიალდებიან უკან, ,,რიკოს’’ მიმართულებით. 18:29 საათზე ისინი ჩაუვლიან ,,რიკოს’’ ფილიალს და ეფარებიან კამერების თვალთახედვის არეს. მეორე დისკში არსებული ოთხი ვიდეო ფაილი ასახავს ,,რიკო ექსპრესის’’ შიდა პერიმეტრს. პირველ ფაილში ჩანს, რომ ,,რიკოს’’ ფილიალში შედის ავთანდილ აწყურელი და მასთან მყოფი პირი (46:48) ისინი შედიან სალაროების მხარეს, მარცხნივ, შემდგომ მალევე გამოდიან ფოიეში და შედიან ცენტრალური კარების მოპირდაპირედ არსებულ სალაროებთან, საიდანაც გამოდიან რამოდენიმე წუთში და დგებიან კართან, საუბრობენ ერთმანეთში. ამის შემდგომ ავთანდილ აწყურელი მიდის ,,რიკოს’’ ფოიეში განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, საფულედან იღებს თანხას და ოპერატორის დახმარებით თანხას რიცხავს აპარატში, რომლის შემდგომ ორივე მათგანი გადიან გარეთ (53:43). მეორე ფაილში ჩანს სალაროს დახლი, სადაც 2018 წლის 27 ივლისს 18:17:50 სთ-ზე მიდიან აწყურელი და მასთან მყოფი პირი, რომლებიც ოპერატორს დახლზე უდებს ქაღალდის უცხოურ კუპიურებს. 18:18 საათზე ჩანს, რომ ერთერთს ხელში უჭირავს ოქროსფერი ბეჭედი, რგოლი, რომელსაც აჩვენებს თანმხლებ პირს. ოპერატორი მათ უკან უბრუნებს ქართულ კუპიურებს 410 ლარს. 18:19 საათზე ისინი ტოვებენ სალაროს ტერიტორიას. მეოთხე ფაილში ამავე დროის შუალედში ჩანს სალარო, სადაც ზის ოპერატორი მამაკაცი, რომელიც იღებს უცხოურ ვალუტას და ზ/ხსენებულ პირებს უბრუნებს ხურდა ფულს და ასევე ფულად თანხას 410 ლარს, კერძოდ, 2 ც 100 ლარიან კუპიურას, 2 ცალ 50 ლარიან კუპიურას, 5 ცალ 20 ლარიან კუპიურას და 1 ცალ 10 ლარიან კუპიურას. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხალაიშვილმა.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის N46/22-586 თანახმად, სისხლის სამართლის N004270718012 საქმეზე ქ. თბილისში მოსკოვის გამზირი N50 ,,ა“ ბინა N63-ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ავთანდილ აწყურელისგან და უშანგი ცუცქირიძისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მანუჩარ ჩიხლაძემ.

 

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N2276/დ თანახმად: N004270718012 საქმესთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის N8 კვალი (იხ. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N2246/დ 30.07.2018 წლის შესრულებული მთავარი ექსპერტის - ხ. ჭანკოტაძის მიერ) არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - უშანგი ელდარის ძე ცუცქირიძის (დაბ. 28.09.1989წელს) და ავთანდილ გიორგის ძე აწყურელის (დაბ.10.08.1981 წელს) სახელებზე შევსებული დაქტილობარათებზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდების. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ხათუნა ჭანკოტაძემ.

 

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N2246/დ დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები N18, N25 და N27 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ავთანდილ გიორგის ძე აწყურელის (დაბ. 10.08.1981 წელს) ხელის თითის ანაბეჭდების. კერძოდ; კვალი N18 იდენტურია- ავთანდილ გიორგის ძე აწყურელის მარჯვენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდის, კვალი N25 იდენტურია - ავთანდილ გიორგის ზე აწყურელის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; კვალი N27 იდენტურია - ავთანდილ გიორგის ძე აწყურელის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ხათუნა ჭანკოტაძემ.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის N1816/ბ დასკვნის თანახმად, სს N004270718012 საქმეზე გამოკვლეული: ობიექტი N28PMK7518 არის ქარხნული წესით დამზადებული 4,5 მმ. კალიბრის პნევმატური პისტოლეტის მოდელი ,,PM”, იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და წარმოდგენილი სახით უვარგისია სროლისთვის. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გიორგი ელიავამ.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ავთანდილ აწყურელის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი სპორტული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა, ,,WITTeHEN”-ის ფირმის შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ავთანდილ აწყურელის პირადობის მოწმობა, შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის’’ ცნობა - გაცემული ავთანდილ აწყურელზე, ,,ლას ვეგასის’’ მოთამაშის პლასტიკური ბარათი, კლუბ ,,ივერიის’’ პლასტიკური ბარათი, ,,თიბისი ბანკის’’ პლასტიკური ბარათი, საბერძნეთის ეროვნული ბანკის პლასტიკური ბარათი, გაცემული IO MALASIZE-ზე და ფულადი თანხა 5 ლარიანი კუპიურა, ასევე სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 357621083578379 და 37621083578377 ტელეფონში მოთავსებულია ,,ბილიანის’’ სიმ ბარათი, ტელეფონის ეკრანს ვიზუალურად ეტყობა დაზიანების კვალი, კერძოდ, არის გაბზარული. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხელაიშვილმა.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი გამყოფი ზოლი N6 შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში დაკავებულ იქნა გიორგი ჩადუნელი, რომლის პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქა ,,აიფონ 5“-ის მოდელის ტელეფონი იმეი კოდით IMEI 358828055403846, ტელეფონში მოთავსებულია ,,ბილაინის’’ ქსელის სიმ ბარათი, ტელეფონი დევს შავი ფერის რეზინის დამცავში. გიორგი ჩადუნელის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონ 5-ის“ მოდელის ტელეფონი, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ლუქის ბეჭდით 27/13/7ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი 29.07.2018 წელი. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გიგა მანოშვილმა.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, უშანგი ცუცქირიძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მისი პირადი ნივთები, ,,აიფონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, ხურდა ფული 2 ლარი და 70 თეთრი. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ივანე ფირცხელაიშვილმა.

 

ბრალდებულ ავთანდილ აწყურელის ადვოკატმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება - ყაჩაღობა და ეს არც დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ავთანდილ აწყურელმა მოატყუა არტემი ზაიცევი, როცა უთხრა რომ პოლიციიდან იყო, აღნიშნული მიზნად ისახავდა ნარკოტიკების გადმოცემას; მისი მხრიდან არანაირ მუქარას ან ძალადობას არტემი ზაიცევის მიმართ ადგილი არ ჰქონია; მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი ბრალდების დასადასტურებლად. ადვოკატმა მოითხოვა ავთანდილ აწყურელის ბრალდება სსკ-ის 179-ე მუხლიდან გადაკვალიფიცრდეს სსკ-ის 180-ე მუხლზე, რის ჩადენასაც ავთანდილ აწყურელი აღიარებს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სააპლაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციაზე, ვინაიდან დაცვის მხარე აღირებს და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით არც ერთი მხარე სადაოდ არ ხდის მსჯავრდებულ უშანგი ცუცქირიძის მიერ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულების ავთანდილ აწყურელისა და გიორგი ჩადუნელის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთი მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. თუმცა, მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული ვერც ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიერ მათთვის ბარალად წარგდენილი ქმედების ჩადენა. სახეზე არ არის ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა, თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, მოულოდნელობის მიუხედავადაც, როგორც წესი, კარგად აქვს გაცნობიერებული დაზარალებულს.

 

პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს თავად დაზარალებულ არტემ ზაიცევის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომელიც არის ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიმართ ბარალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად მოპოვებული ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. არტემ ზაიცევის მიუთითებით, სადარბაზოს კიბეებზე ამავალი ავთანდილ აწყურელი მოულოდნელად მოტრიალდა, წავიდა არტემისკენ, ამოიღო პისტოლეტი, მიუშვირა და ხელიდან გასტაცა კუთვნილი მობილური ტელეფონი, რა დროსაც ზაიცევმა ხელები ასწია და სთხოვა არ ესროლა, ამ დროს აწყურელს მის მიმართ არ გამოუყენებია არც ძალადობა და არც ძალადობის მომცველი მუქარა, არამედ უთხრა, რომ პოლიციიდან იყვნენ, თან იღიმებოდა, რაც შეეხება ჩადუნელს იგი დაბლა იდგა და არაფერს აკეთებდა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ თავად დაზარალებულის ჩვენებიდანაც კი არ იკვეთება მსჯავრდებულების ქმედებაში ყაჩაღობის ნიშნები. ავთანდილ აწყურელის მიერ იარაღის დემონსტრირება კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს როგორც თავდასხმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ვინაიდან, როგორც დაზარალებულმა განმარტა, მას აწყურელმა იარაღი მიუშვირა, რა დროსაც გაუღიმა და უთხრა რომ პოლიციის თანამშრომლებბი იყვნენ. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაპირველად დაზარალებულზე განხორციელდა თავდასხმა (ყაჩაღობა დასრულდა), რის შემდეგაც მსჯავრდებულები დაეუფლნენ ნივთებს, ვინაიდან აწყურელი მხრიდან დაზარალებულზე არ განხორციელებულა თავდასხმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის მუქაით, რაც ყაჩაღობის ქმედების შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.დაზარალებულ არტემ ზაიცევის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას არ გასჩენია შიში იმასა, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთე ექმნებოდა. მან მსჯავრდებულები აღიქვა პოლიციის მუშაკებად და ჰქონდა განცდა იმისა, რომ შესაძლებელი იყო დაეკავებინათ.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის ბრალეულობის დასადასტურებლად ყაჩაღობის ჩადენაში პირდაპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ არტემ ზაიცევის ჩვენება, რომელიც თავისი შინაარსით აშკარად და უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიერ მისი მისამართით ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს, შესაბამისად, ის ვერ გახდება ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებისათვის გამომატყუნებელ განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით და მათ მსჯავრდებას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის:

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისთვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისთვის (მატოჩია იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 61). ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს. კერძოდ, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში (პელისიერი და სასი საფრანგეთის წინააღმდეგ (Pélissier and Sassi v. France), განაცხადი no. 25444/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, პუნქტი 62). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტი არ არის დარღვეული იმ შემთხვევაში, როცა სამართალწარმოების განმავლობაში ქმედების გადაკვალიფიცირებისას ბრალდებულს დაცვის განსახორციელებლად საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა (ბლოკი უნგრეთის წინააღმდეგ (Block v. Hungary), განაცხადი no. 56282/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 24). აგრეთვე, ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუთინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99).

 

პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების გადაკვალიფიცირებისას უპირველს ყოვლისა სისხლის სამართლის კოდექსის იმავე თავში უნდა მოიძებნოს მსგავსის სახის სხვა დანაშაული, რომელიც გარკვეულწილად, თუმცა სრულად არ განსხვავდება წარდგენილი ბრალდებისაგან. განსახილველ შემთხვევაში ავთანდილ აწყურელს, გიორგი ჩადუნელს და უშანგი ცუცქირიძის ბრალი წარედგინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის და მისთვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებაც მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამავე თავით გათვალისიწნებულ უფრო მსუბუქი ხასიათის დანაშაულზე, როგორიცაა თაღლითობა. კვალიფიკაციის მსგავსი სახით შეცვლა ბრალდებულებისთვის არის მოსალოდნელი და განჭვრეტადი და არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლე არ გაცდენილა წარდგენილი ბრალდების თვისებრივ და არსებით შინაარსს და ბრალდებულს კვლავ მსჯავრი დაედო სხვის მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის, დანაშაულის ჩადენის ხერხი კი წარმოადგენს სწორედ იმ გარკვეული მცირე მნიშვნელობის განსხვავებას, რამაც განაპირობა მოცემულ შემთხვევაში ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაციის შეცვლა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლასთან მიმართებით, თანხვედრაშია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნასთან (მუხლი 273), რომლის თანახმად თუ დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, სასამართლო უფლებამოსილია დასაბუთებულად შეცვალოს იგი ბრალდებულის სასარგებლოდ. კონკრეტულ შემთხვევაში, ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის დადგენილი სანქციის თანახმად, წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამდენად, სასამართლოს მიერ ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის ქმედების სამართლებრივი შეფასება არის ბრალდებულების სასარგებლო და არ აუარესებს მათ მდგომარეობას.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიმართ არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და იგი გამოტანილია მხოლოდ დაზარალებულ არტემ ზაიცევის ჩვენებით შექმნილი ვარაუდის საფუძველზე.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა სასამართლოს მოახსენა, რომ მსჯავრდებულები მას წარმოუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები, აწყურელის, როგორც პოლიციის მუშაკის მხრიდან მოხდა იარაღის დემონსტრირება, ამ დროს გიორგი ჩადუნელი ქვემოთ იდგა და არაფერი მოუმოქმედებია. აწყურელმა და ჩადუნელმა დაზარალებული ჩაიყვანეს ქვემოთ და როგორც პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკების აღმოჩენის მიზით დაუწყეს გასინჯვა. ქვემოთ, დახვდათ უშანგი ცუცქირიძე, რომელმაც აწყურელთან ერთად აიყვანა ზაიცევი ბინაში და დაიწყეს ოთახების ჩხრეკა. მსჯავრდებულთა მხრიდან მოტყუებით მოხდა დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედება და მისი სახლიდან ნივთების დაუფლება.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, თითქოს უშანგი ცუცქირიძე და გიორგი ჩადუნელი საერთოდ არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას და ეს ვერსია გამოძიებას პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით დაზარალებულმა მიაწოდა, ვინაიდან ბრალდების მხარის საწინააღმდეგო პოზიცია დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვეული ურთიერთშეთავდებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის შემთხვევის ადგილზე ყოფნა დადასტურებლია დაზარალებულ არტემ ზაიცევის ჩვენებით, პირის ამოცნობის ოქმებით, რომელთა თანახმად დაზარალებულმა ამოიცნო სამივე პიროვნება, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან (არტემი ზაიცევის ბინიდან) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ავთანდილ აწყურელისგან და უშანგი ცუცქირიძისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ადგენს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ავთანდილ აწყურელის ხელის თითის ანაბეჭდების.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშრებით, რომ ავთანდილ აწყურელი მარტო იყო ასული არტემ ზაიცევის საცხოვრებელ ბინაში, ვინაიდან საწინააღმდეგო დასტურდება მოწმე თამაზ ვალიაურის ჩვენებით და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით. თამაზ ვილიაურის განმარტებით, მან როგორც ტაქსის მძღოლმა სამი კაცი წამოიყვანა გლდანიდან მოსკოვის პროსპექტზე, რომლებსაც ელოდებოდა და შემდეგ წაიყვანა ჯერ ჯავახეთის ქუჩაზე, ხოლო შემდეგ გლდანში, ვიდეოჩანაწერებში კი აშკარად ჩანს როგორ გადაადგილდებიან ავთანდილ აწყურელი და გიორგი ჩადუნელი. ამასთან, გიორგი ჩადუნელს აცვია ის ტანსაცმელი, რაც გიორგი ჩადუნელის ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

ვიდეოჩანაწერზე ასევე ჩანს, რომ ავთანდილ აწყურელი და გიორგი ჩადუნელი შედიან ,,რიკოს’’ ფილიალში, მიდიან ოპერატორთან, უდებენ ქაღალდის უცხოურ კუპიურებს, ერთ-ერთ ხელში უჭირავს ოქროსფერი ბეჭედი, რომელსაც აჩვენებს თანმხლებ პირს, ოპერატორი მათ უკან უბრუნებს ქართულ კუპიურებს, შემდეგ ისინი ტოვებენ სალაროს ტერიტორიას. ვიდეოჩანაწერზე ასახული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულების არტემს ზაიცევის და ირინა ვოსკანიანის ჩვენებებთან, ფოტოსურათის დათვალიერების ოქმთან, რომელთა თანახმად, მსჯავრდებულების მიერ დანაშაულებრივი გზით მოხდა მათი ბინიდან რუსულ ვალუტაში გამოსახული ფულადი თანხის 22 000 რუსული რუბლი და ირინა ვოსკანიანის კუთვნილი ოქროს ბეჭდის დაუფლება.

 

დაზარალებულების არტემი ზაიცევის და ირინა ვოსკანიანის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ გარდა ფულადი თანხისა და ოქროს ბეჭდისა ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დანაშაულებრივი გზით მოხდა ვერცხლისფერი “ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატის, მობილური ტელეფონის, ვიდეორეგისტრატორის დაუფლება, რომელთა საერთო ღირებულება აჭარბებს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობას (სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნა), 150 ლარს.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულის ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც ისინი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტაცია გაზიარებული არ უნდა იქნეს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სხვაგვარი დასკვების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ავთანდილ აწყურელმა, უშანგი ცუცქირიძემ და გიორგი ჩადუნელმა ჩაიდინეს, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ავთანდილ აწყურელმა ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

გიორგი ჩადუნელმა ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

უშანგი ცუცქირიძემ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ ავთანდილ აწყურელისთვის ალტერნატივის სახით ჯარიმის დანიშვნის, ასევე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის თაობაზე, მსჯავრდებულ უშანგი ცუცქირიძისთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე და მსჯავრდებულ გიორგი ჩადუნელისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ავთანდილ აწყურელს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მისი პიროვნება, წარსული ცხოვრება (ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის), ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (ჩადენილია მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია;

 

ასევე მსჯავრდებულ გიორგი ჩადუნელის მიმართ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად მოხდა მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მსჯავრდებულის პიროვნების, წარსული ცხოვრების, დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის (ჩადენილია მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაული), ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინება და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად შეაფასა მსჯავრდებულ უშანგი ცუცქირიძის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მისი პიროვნება, წარსული ცხოვრება, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (ჩადენილია მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია;

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულების ავთანდილ აწყურელის, გიორგი ჩადუნელისა და უშანგი ცუცქირიძის მიმართ როგორ კვალიფიკაციის ასევე სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ გიორგი ჩადუნელის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ უშანგი ცუცქირიძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ავთანდილ აწყურელის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი;

 

ავთანდილ აწყურელის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტზე.

 

ავთანდილ აწყურელი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ავთანდილ აწყურელი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ავთანდილ აწყურელს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ავთანდილ აწყურელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ავთანდილ აწყურელს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

ავთანდილ აწყურელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. ავთანდილ აწყურელს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.

 

გიორგი ჩადუნელის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტზე.

 

გიორგი ჩადუნელი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

გიორგი ჩადუნელი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

გიორგი ჩადუნელს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გიორგი ჩადუნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

გიორგი ჩადუნელს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

გიორგი ჩადუნელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. გიორგი ჩადუნელს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.

 

უშანგი ცუცქირიძის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტზე.

 

უშანგი ცუცქირიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

უშანგი ცუცქირიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, უშანგი ცუცქირიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

უშანგი ცუცქირიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. უშანგი ცუცქირიძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის კვალის ნიმუშები და ხელის კვლები 33 დ/ფ, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

ერთი ცალი ზარდახშა და საფულე, დალუქული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

დაზარალებულების არტემ ზაიცევისგან და ირინა ვოსკანიანისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

ხელის კვლები, რომელიც განთავსებულია შსს მონაცემთა ბაზაში, შენახულ იქნეს სათანადო ბაზაში.

გენადი სირაძის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ცალი მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად, ერთი ცალი ვიდეორეგისტრაგრატორი, მისივე ყუთით, ერთი ცალი მაისური, ერთი ცალი შარვალი, ერთი ცალი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი პნევმატური იარაღი მჭიდით - განადგურდეს.

ამოღებული პოლითილენის პაკეტები, ქაღალდები, მოყავისფრო მასა, შპრიცი და ბურთულა, დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასრულების შემდგომ ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

გენადი სირაძისგან ამოღებული ერთი ცალი ფოტოაპარატი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

ავთანდილ აწყურელის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული დოკუმენტებით და მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

ავთანდილ აწყურელისგან და უშანგი ცუცქირიძისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც ინახება განყოფილებაში, ნეწყვის ნიმუშები, როლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

ხელის კვლები განთავსებულია შსს მონაცემთა ბაზაში, შენახულ იქნეს სათანადო ბაზაში.

გიორგი ჩადუნელის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

ერთი ცალი ბოთლი და ქაღალდში გახვეული ნივთიერება, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასრულების შემდგომ ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

გიორგი ჩადუნელის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

უშანგი ცუცქირიძის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

ცალი ვაზნა დაბრუნებული ბალისტიკური ექსპერტიზიდან და ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს, მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი 7,62 მმ კალიბრაის ვაზნა გადაეცეს შსს შესაბამის სამსახურს.

უშანგი ცუცქირიძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონი, პირადობის მოწმობა და ხურდა ფული, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

არტემი ზაიცევის ფოტოაპარატის ყუთი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

შპს ,,ტექნოკომიდან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

შპს ,,მისო რიკო ექსპრესიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ორ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე