განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003256863
საქმე №1/ბ-151-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- თ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, თ--------------------–--ის მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მისამართზე: თ--------------------–--ა, ქ-----------------–---------–-----–---------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111;187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:
მ----- თ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ----- თ-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ----- თ-----ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 28 სექტემბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ მ----- თ-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს _ ქ------- დ----ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი №4------, დასტურის №ა-------).
ნივთიერი მტკიცებულება _ „-----------------“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბ--------------–-----------------–--ს პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- თ-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ--------–-----------------------------–---–ის ქუჩების კვეთაში, მ----- თ-----მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელების მოქაჩვით, ხელის კვრით და წაქცევით, თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ-----–-- ბ-----ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 27 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, მ----- თ-----მა განზრახ დააზიანა თავისი ოჯახის წევრის, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ-----–-- ბ-----ის კუთვნილი ,,-------------------’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რამაც 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-–--- მ------–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ----- თ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ძალიან მსუბუქია და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–-- ბ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ პ----- ს--------ის და ა-–---------- ჭ--–--ის გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოცხრილით, ამოღების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ----- თ-----მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მ----- თ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: მ----- თ-----ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 25 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებულ ნ-----–-- ბ-----ეს მ----- თ-----ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მასზე გავრცლდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მ----- თ-----ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი მ----- თ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი მ----- თ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.მ----- თ-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, მ----- თ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ მ----- თ-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 28 სექტემბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ----- თ-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია. შესაბამისად გირაოს შემტანს _ ქ------- დ----ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი №4------, დასტურის №ა-------).
7.მსჯავრდებულ მ----- თ-----ისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8.ნივთიერი მტკიცებულება _ „-----------------“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბ--------------–-----------------–--ს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/