განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210119003001335
2ბ/7224-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თ---–---- სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ი“
წარმომადგენელი - თ----- მ------ა
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჰ----- ჯ-----ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
აღწერილობითი ნაწილი
1.2017 წლის 20 დეკემბერს შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ი“-მა შეიძინა ჰ-----ური და სხვა სახის პროდუქცია შპს „ჰ----- ჯ-----ი“-საგან.
2.2018 წლის 05 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის საფუძველზეც შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ი“-მა აღიარა გადაუხდელი დავალიანება 7512,03 ლარი.
3.შედარების აქტის გაფორმების შემდეგ, მხარეებმა 2018 წლის 14 დეკემბერს გააფორმეს შეთანხმება, დავალიანების 7512,03 ლარის აღიარების და ეტაპობრივად გადახდის შესახებ. შეთანხმების მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს დავალიანების გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის სახით ერთჯერადად დაეკისრებოდა 1000 ლარის გადახდა.
4. შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ი“-მა დაარღვია შეთანხმება და გადაიხადა მხოლოდ 1512,03 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 6000 ლარი არ გადაიხადა.
5.შპს „ჰ----- ჯ-----“-მა სარჩელით მიმართა თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოპასუხის შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ი“-ს მიმართ და მოითხოვა 7000 ათასი ლარის დაკისრება, საიდანაც, 6000 ლარი არის დავალიანების თანხა და 1000 ლარი - ჯარიმა.
6. სარჩელის საფუძვლები:
6.1. შპს „ჰ----- ჯ-----“-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ი“-მა დაარღვია 2018 წლის 14 დეკემბრის შეთანხმება, დავალიანების 7512,03 ლარის აღიარების და ეტაპობრივად გადახდის შესახებ. შეთანხმების მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს დავალიანების გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის სახით ერთჯერადად დაეკისრებოდა 1000 ლარის გადახდა. სასაქონლო ზედნადებით Nელ-0349407849 დასტურდება, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს მოპასუხემ შეიძინა ჰ-----ური და სხვა სახის პროდუქცია. მასში გაწერილია გამყიდველისა და მყიდველის მონაცემები, გადასახდელი თანხა და საქონლის მიღების დადასტურება, რაც ნიშნავს, რომ გამყიდველმა ჯეროვნად შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მყიდველის მიერ შესასრულებელია შეთანხმებით დადგენილი თანხის სრულად გადახდა.
7. მოპასუხის შესაგებელი:
7.1. 2019 წლის 10 ივნისს მოპასუხის მიერ შემოტანილ იქნა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ მოთხოვნასა და გარემოებებს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის გამო.
8. თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ჰ----- ჯ-----ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ს“ მოსარჩელე შპს „ჰ----- ჯ-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა - 7000 ლარის გადახდა (იხ.დაუსწრებელი გადაწყვეტილება).
8.1. თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ის“ წარმომადგენელმა.
8.2. თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ი“-ს წარმომადგენლის თ----- მ------ას საჩივარი თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N 2/10903-19 საქმეზე, დარჩა ძალაში (იხ. განჩინება).
9. თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ი“-ს წარმომადგენლის თ----- მ------ამ. აპელანტის განმარტებით:
9.1. შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ი“ წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას, რომელიც სტაციონარული საქმიანობის შესახებ სანებართვო მოწმობის საფუძველზე ახორციელებს ნებადართულ სამედიცინო საქმიანობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაწესებულება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36-ე დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ, პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებას. მითითებული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფოს, კერძოდ, პროგრამის განმახორციელებლის - სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, გაწეული სამედიცინო მომსახურების მოცულობის შესაბამისად. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს პროგრამით გათალისწინებულ ვადებში (რომელშიც შედის ანგარიშგების წარდგენის და დამუშავების ვადებიც). რამდენადაც დაწესებულებისათვის ფულადი თანხის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხმები (რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებიდანვე ცნობილი იყო შპს „ჰ----- ჯ-----ისათვის“) წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება დამოკიდებული არის სახელმწიფოსაგან მისაღები თანხების დამუშავებაზე და შემდგომ მის ჩარიცხვაზე.
წინამდებარე სამოქალაქო დავაზეც შპს „ჰ----- ჯ-----ის“ მიმართ აღნიშნული დავალიანების დაგროვებაც განპირობებულ იქნა პროგრამული თანხების მიუღებლობით, კერძოდ, სახელმწიფოსაგან სადავო პერიოდშიც და დღეის მდგომარეობითაც დაგვიანებით და არასრულად ხდება გაწეული მომსახურების ანაზღაურება. შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების მიუხედავად გაწეული მომსახურების ანაზღაურების დაყოვნებაც მითითებული საფუძვლით არის განპიროებებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კი რამდენადაც ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანების გადახის ვალდებულების შეუსრულებლობა მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული, კანონმდებლობის შესაბამისად მოვალე სრულად გათავისუფლებულია ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოდ იქნა დაკისრებული გადასახდელი თანხა, ვინაიდან დავალიანების გადაუხდელობა განპირობებული არის მხარისაგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური გარემოებებით.
9.2.აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა არ იყო განპირობებული არასაპატიო მიზეზით, არამედ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას. თ---–---- საქალაქო სასამართლო სისტემაში არაერთი სამოქალაქო საქმისწარმოება მიმდინარეობს შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ის“ მონაწილეობით, რაც გამოწვეულია კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობით. ამასთან, მიმდინარე საქმეების ასახვა ხორციელდება კლინიკის თანამშრომლის მიერ ელექტრონულად შესაბამის პროგრამაში. გადმოცემული ინფორმაციით მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომის თარიღი, მითითებულ პროგრამაში დაფიქსირებული ოყო 10.10.2019 - ნაცვლად 01.10.2019-ისა. ამ გარემოების გამო, შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ის“ წარმომადგენლის მხრიდან შეუძლებელი იყო პროცესის მიმდინარეობისას აღნიშნული საფუძვლის ინფორმირება, ვინაიდან, არასწორად მითითებულ თარიღში პროცესი უკვე დასრულებული აღმოჩნდა.
აპელანტის მტკიცებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე მიზანშეუწენელად შეიძლება ჩაითვალოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმა, იმის გამო, რომ მოპასუხე მხარეს - შპს „თბილსის ზ----- ჰ---------–ს“ უმოქმედობით უარი არ განუცხადებია საპროცესო თანამშორმლობაზე, რადგანაც მას პროცესზე გამოცხადების ნება ნამდვილად ჰქონდა (მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი შესაგებლით მხარისათვის მორიგებით საქმის დამთავრება ჰქონდა შეთავაზებული), მხოლოდ მისი გამოუცხადებლობა, ტექნიკური უზუსტობით იყო განპირობებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოპასუხის - შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ის“ გამოუცხადებლობა დაკავშირებულია მცირედ შეცდომასთან, შესაბამისად არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძვლები.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
11. პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდეს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საქმის №2/10903-19 განხილვა დაინიშნა მოსამზადებელ სხდომაზე, 2019 წლის 01 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თ---–---- საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი №55 (ტ. І, ს.ფ.59-60).
2019 წლის 12 ივნისს მოსარჩელის წარმომადგენელს თ----- მ------ას ეცნობა 2019 წლის 01 ოქტომბერს 10:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სატელეფონო შეტყობინების გზით, მასვე კანონით დადგენილი წესით განემარტა სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, რის თაობაზეც შედგა აქტი (ტ. І, ს.ფ. 61).
2019 წლის 01 ოქტომბერს, 10:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 01 ოქტომბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ჰ----- ჯ-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ს“ მოსარჩელე შპს „ჰ----- ჯ-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა - 7000 ლარის გადახდა.
12. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 01 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის, ასევე სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, მხარე მის გაუქმებას მოითხოვს შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არა სასამართლოს მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებით, არამედ გარკვეული სახის შეცდომით. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელს თ----- მ------ას სასამართლო უწყება ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინებით. თ---–---- საქალაქო სასამართლო სისტემაში არაერთი სამოქალაქო საქმისწარმოება მიმდინარეობს შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ის მონაწილეობით. მიმდინარე საქმეების ასახვა კი ხორციელდება კლინიკის თანამშრომლის მიერ ელექტრონულად შესაბამის პროგრამაში. მითითებულ პროგრამაში მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომის თარიღი, დაფიქსირებული ოყო 10.10.2019 - ნაცვლად 01.10.2019-ისა. ამ გარემოების გამო, შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ის“ წარმომადგენლის მხრიდან შეუძლებელი იყო პროცესის მიმდინარეობისას აღნიშნული საფუძვლის შესახებ სასამართლოს ინფორმირება, ვინაიდან, არასწორად მითითებულ თარიღში პროცესი უკვე დასრულებული აღმოჩნდა.
პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს:
ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო უწყება სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელ თ----- მ------ას ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია შესაგებელში (ტ. I, ს.ფ.45). ასევე, შესაგებელზე თანდართულია რწმუნებულება, რომლითაც თ----- მ------ას ეძლევა უფლებამოსილება წარმოადგინოს შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ი“ საქართველოს სასამართლოებში (ტ. I, ს.ფ.56). ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ----- მ------ას სასამართლო უწყება ჩაბარდა, როგორც უფლებამოსილ წარმომადგენელს, რაც სრულიად საკმარისი საფუძველია, რათა უწყება ჩაბარებულად ჩაითვალოს. ხოლო, აპელანტის წარმომადგენლის მითითება, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი იყო თავად შპს „თ---–---- ზ----- ჰ---------–ის“ თანამშრომლის მიერ დაშვებული ტექნიკური უზუსტობა არ შეიძლება ჩაითვალოს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის არსებულ საპატიო გარემოებად.
სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა და სადავო საპროცესო მოქმედების – სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას გაამართლებს. პალატის მოსაზრებით, 2019 წლის 12 ივნისიდან სასამართლო შეტყობინების განხორციელებიდან 2019 წლის 01 ოქტომბრამდე - დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე, მხარეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ზედმიწევნით დაეზუსტებინა სადავო საკითხი.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი). შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას, სახელდობრ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია მხარეს აქვს ინტერესი განსახილველი დავის მიმართ, თუმცა მხარემ გამოიჩინა დაუდევრობა, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე დათქმულ დროს, რის გამოც მის მიმართ ამოქმედდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, კერძოდ, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა. ასევე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე და 341-ე მუხლების საფუძველზე.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადაუხდელობა არ არის გამოწვეული მისი ბრალით, კერძოდ, სახელმწიფომ არ უზრუნველყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამომდინარე დაწესებულებისათვის გადასახდელი თანხის ანაზღაურება დროულად, რამაც გამოიწვია შესასრულებელი ვალდებულებების დაგროვება. აპელანტი მიიჩნევს, რომ რამდენადაც ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანების გადახის ვალდებულების შეუსრულებლობა მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული, არამედ მხარისაგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური გარემოებებით, კანონმდებლობის შესაბამისად მოვალე სრულად გათავისუფლებულია ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ზემოთ მოყვანილ მსჯელობას, ვინაიდან აპელანტი არ უთითებს, თუ რა სამართლებრივი საფუძველი ათავისუფლებს მას ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. ამასთანავე, მის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იმ კუთხით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემობები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 01 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით და არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.
13. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება მათ და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
14. საპროცესო ხარჯები
14.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,თ---–---- ზ----- ჰ---------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი