განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2020
საქმის ნომერი
080100119003235359
ინსტანცია
თარიღი
26.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003235359

საქმე №1/ბ-172-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 მარტი, 2020 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ა-------ს ძე ხ------–--ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №5----------, საშუალო განათლებით, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული) - ჭიათურის რაიონი, სოფელი რ----; ფაქტობრივად მცხოვრები: ქობულეთი, ჯ-----–---–ის ქ. N1;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ზ------ ხ------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა;

 

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1 2019 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ზ------ ხ------–--ემ სარკის მინის ნატეხის ყელზე დადებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლე თ----- პ----ე, რომელსაც სურდა მისი საცხოვრებელი სახლიდან მდებარე, ქუთაისი, სადგურის ქუჩა, პირველი შესახვევი N1 გასვლა, აიძულა საცხოვრებელი სახლი არ დაეტოვებინა.

 

1.2 2019 წლის 15 თებერვლის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით ოჯახში სისტემატური ფიზიკური ძალადობისა და ოჯახში სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობისათვის ნასამართლევმა ზ------ ხ------–--ემ 2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ----- პ----ეს, კერძოდ, უმიზეზოდ დაუწყო გინება დედის მისამართით და ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც თ----- პ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განაჩენით ზ------ ხ------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ 111 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი რ----- თ---------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ზ------ ხ------–--ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა ზ------ ხ------–--ის ბრალეულობას, სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

გამართლებულ ზ------ ხ------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-- მ------–-–---–მა პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ითხოვს უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ხ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა თ----- პ----ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის (ზ------ ხ------–--ის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ 2019 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო მასზედ, რომ 2019 წლის 14 აგვისტოს თ----- პ----ის მიმართ ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლემ ზ------ ხ------–--ემ.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად - 2019 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებას განცხადებით მიმართა თ----- პ----ემ და ითხოვა დახმარება, ვინაიდან თითქმის ერთი თვეა მის მიმართ კვლავ აგრესიული გახდა მისი მეუღლე, ემუქრება სიციცხლის მოსპობით. 2019 წლის 14 აგვისტოს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა.

 

მოწმე ნ----- ხ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 14 აგვისტოს საღამოს საათებში იმყოფებოდა საცხოვრებელს სახლში და გააღვიძა ხმაურმა, კერძოდ, ყვირილის ხმამ. გავიდა გარეთ და გამოარკვია, რომ აღნიშნული ხმა გამოდიოდა მისი მეზობლის თ----- პ----ის საცხოვრებელი სახლიდან, რომელსაც სახლიდან რაღაცას უყვიროდა მეუღლე ზ------ ხ------–--ე, თავად თ----- პ----ე ეზოში იჯდა და სახლში არ შედიოდა. ხმაურით შეწუხებულმა ნ----- ხ------ემ მოუწოდა ზ------ ხ------–--ეს შეეწყვიტა ხმაური. სხვა ინფორმაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოწმე არ ფლობს.

 

შემაკავებელი ორდერის N------ თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ---------–------–---ის მიერ მსხვერპლის თ----- პ----ის განცხადების საფუძველზე გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით მოძალადე ზ------ ხ------–--ის მიმართ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად - 16.08.2019 წელს 04:24 –04:35 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ----- პ----ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ---------------ის მიერ 2019 წლის 20 სექტემბერს 22:45 საათზე ქობულეთში, ჯ-----–---–ის ქუჩა N9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე ზ------ ხ------–--ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ზ------ ხ------–--ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111150-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა თინათინ ნიკოლეიშვილმა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, მოცემულ შემთხვევაში კი არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ზ------ ხ------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ჩატარებული პირადი გასინჯვით თ----- პ----ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. რაც შეეხება საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ნ. ხ------ის ჩვენებას, აღნიშნული პირი არ არის ფაქტის თვითმხილველი და მისი ჩვენებით ირკვევა მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტის არსებობა ზ. ხ------–--ესა და თ. პ----ეს შორის.

 

პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენი დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ზ------ ხ------–--ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა (წარდგენილ ყველა ბრალდებაში). ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. აღნიშნული მტკიცებულებები არ არის უტყუარი და საკმარისი იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ზ------ ხ------–--ის ბრალეულობა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ------ ხ------–--ის ბრალდების დადასტურება, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ----- თ---------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განაჩენი ზ------ ხ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ზ------ ხ------–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ზ------ ხ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ზ------ ხ------–--ის მიმართ შეფარდებული გირაოს 5000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, დადებული ყადაღა მოეხსნას ზ------ დ---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ჭიათურა, სოფელი რ---- (საკადასტრო კოდი 3-----------).

 

გამართლებულ ზ------ ხ------–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე