განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100110029677
საქმე №1ბ/1538-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
ნადეჟდა მარანელის მდივნობით,პროკურორ - მ------------–---–ის,მსჯავრდებულ - ზ------------------ის
ადვოკატების - თ------------–---–-------------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ------------------ის და ქ. თბილისის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ დ----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ------------------ის მიმართ, დაბადებული 1-----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----------–----------------------------------------ში) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენით:
ზ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ხ---------------–----ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტზე. (ა----------------ის ეპიზოდი).
ზ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ხ---------------–----ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ------------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღრა ჯარიმა 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2010 წლის 02 ივლისიდან - 2010 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შემცირდა და განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, ზ------------------ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა.
საქმეზე წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ხ---------------–----ძესთან მიმართებით 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ა----------------თან მიმართებით - 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით:
განსასჯელ ზ-----------------–ის ძე ჯ---------ემ ჩაიდინა თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება (ორი ეპიზოდი: ხ---------------–----ძე და ა----------------ი), რაც გამოიხატა შემდეგში: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 05 დეკემბრის განაჩენით ე-–------- ს-------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით შეეფარდა 5 წელი პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
2008 წლის 21 ოქტომბერს ე-–------- ს-------ი კვლავ იქნა დაკავებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მისმა ძმამ - ა----------------მა დახმარებისათვის მიმართა ადვოკატ ზ------------------ეს, რომელთანაც დააკავშირა მისმა მამიდაშვილმა ტ--–---------–----------მა. ზ------ ჯ---------ემ დახმარება აღუთქვა ა----------------ს და საქმის შესასწავლად მოითხოვა გარკვეული პერიოდი, რა დროსაც განიზრახა მოტყუებით, ა----------------ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი დაუკავშირდა ა----------------ს და მისი ძმის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდაპირველად მოითხოვა 30 000 ლარის გადახდა, რაზედაც ა----------------მა უარი განაცხადა, ხოლო საბოლოოდ შეთანხმდნენ 12000 ლარის და 2000 აშშ დოლარის გადახდაზე. ზ------ ჯ---------ემ დაარწმუნა ა----------------ი, რომ მის მიერ გადახდილ 10000 ლარს ჩარიცხავდა ე-–------- ს-------ზე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის ანგარიშზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღნიშნულ თანხას სრულად დაუბრუნებდა უკან.
2009 წლის იანვარში, ქ.თბილისში, ზ------------------ეს ა----------------მა და მისმა მამიდაშვილმა ტ--–--- დ-–----------მა ხელზე გადასცეს 10 000 ლარი, ხოლო მის პირად ანგარიშზე შეიტანეს საადვოკატო მომსახურების 1600 ლარი. 2009 წლის თებერვალში გამომძიებელმა ა----------------ს უკან დაუბრუნა ე-–------- ს-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2000 აშშ დოლარი, საიდანაც ა----------------მა 500 აშშ დოლარი გადაუხადა ზ------------------ეს. მიუხედავად გადახდილი 10 000 ლარის და 500 აშშ დოლარისა ე-–------- ს-------ის პატიმრობიდან გათავისუფლება არ მომხდარა და ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას სასჯელის ზომად მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. ამის შემდეგ, დაზარალებულის არაერთი მოთხოვნისა ზ------------------ემ აღარ დააბრუნა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული 10 000 ლარი და 500 აშშ დოლარი. მას წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ’’ბ’’ ქვეპუნქტით.
2009 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული იქნა შპს „დასავლეთ საქართველოს ჰიდრო”-ს დირექტორი ლ------------ე, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შეეფარდა დაპატიმრება.
ლ------------ის დაკავების შესახებ, ამ უკანასკნელის ახლობლის ჯ------–---------ძისაგან 2010 წლის თებერვალში ცნობილი გახდა ადვოკატ ზ------------------ისათვის, რომელიც ქ.თბილისში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. ადვოკატმა ზ------------------ემ, განიზრახა მოტყუებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი ჯ------–---------ძეს დაპირდა, რომ ორ დღეში გაარკვევდა ლ------------ესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს. ზ------------------ემ რამოდენიმე დღეში საერთო მეგობრის ზ------------ის მეშვეობით აცნობა ჯ------–---------ძეს, რომ საპროცესო შეთანხმების საკითხი დადებითად იყო გადაწყვეტილი და აუცილებელი იყო მისი შეხვედრა პატიმრის ოჯახის წევრებთან.
შეთანხმებისამებრ, 2010 წლის 15 მარტს, ქ.ბათუმში, მ-------------ის საცხოვრებელ ბინაში ერთმანეთს შეხვდნენ, ერთის მხრივ ჯ------–---------ძე, ზ------------ე და ზ------------------ე, ხოლო მეორეს მხრივ პატიმარ ლ--------------ის მეუღლე ხ-----------------–-----ე და ამ უკანასკნელის ნათესავი ტ------–-–-----–--ე. შეხვედრისას ზ------------------ემ, მართლსაწინააღმდეგოდ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით მოატყუა ხ---------------–----ძე, რომ თითქოსდა პროკურატურასთან შეთანხმებული და გარკვეული ჰქონდა ლ------------ის საპროცესო შეთანხმების საკითხი, იმ პირობით, რომ ლ------------ის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის - 84770 ლარის ნაწილი - 40 000 ლარი და 5000 ლარი ჯარიმის თანხა, რის შედეგადაც ლ------------ე გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან და მიესჯებოდა პირობითი მსჯავრი. ზიანის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში. გარდა აღნიშნულისა ადვოკატმა ზ------------------ემ ხ---------------–----ძეს აუცილებელ პირობად დაუსახელა „თიბისი” ბანკში, მის ანგარიშზე წინასწარ 25 000 ლარის შეტანა, რომელსაც თითქოსდა ჩარიცხავდა ლ-------------ეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის ასანაზღაურებლად. ხ---------------–----ძე თანხის წინასწარ გადახდის წინააღმდეგი წავიდა და მოსაფიქრებლად ითხოვა დრო. იმავე დღეს, საღამოს, ჯ------–---------ძის სახლში, ხ---------------–----ძე ისევ შეხვდა ზ------------------ეს, რათა შეთანხმებულიყვნენ, რომ თანხას განაჩენის გამოტანის შემდეგ შეიტანდა სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა ზ------------------ემ დაჟინებით მოითხოვა 25000 ლარის მეორე დღეს მის ანგარიშზე ჩარიცხვა. ზ------------------ემ დაარწმუნა ხ---------------–----ძე, რომ თანხის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში აუცილებლად გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და ლ------------ე გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადარიცხულ 25000 ლარს სრულად დაუბრუნებდა. საბოლოოდ ხ---------------–----ძე დათანხმდა ზ------------------ის წინადადებას და 2010 წლის 6 მარტს, ქ.ბათუმში, სასტუმრო ,,ი-----------ში“ მდებარე „საქართველოს ბანკი”-ს ფილიალში ზ------------------ის სახელზე შეიტანა 25000 ლარი. იმავე დღეს, ხ---------------–----ძის მიერ გადარიცხული თანხა ზ------------------ემ გაიტანა ქ.თბილისში სასტუმრო „მ--------ში” მდებარე „საქართველოს ბანკის” სერვისცენტრიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
ზ------------------ემ თანხის მიღების შემდეგ თავი აარიდა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოში ლ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობის მიღებას, რის გამოც 2010 წლის 26 აპრილს განსასჯელ ლ------------ესთან ზ------------------ის მონაწილების გარეშე დადებულ იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც დამტკიცებულ იქნა ხელვაჩაურის სასამართლოს მიერ. ამის შემდეგ, ზ------------------ემ, მიუხედავად ხ---------------–----ძის და ამ უკანასკნელის ახლობელთა მიერ არაერთგზის მოთხოვნისა ზემოაღნიშნული თანხა არ დაუბრუნა დაზარალებულს და მიიმალა. მას წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ’’ბ’’ ქვეპუნქტით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ზ-----------------–ის ძე ჯ---------ემ ჩაიდინა თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ხ---------------–----ძის ეპიზოდი);
ზ-----------------–ის ძე ჯ---------ემ ჩაიდინა თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვია ა----------------ის ეპიზოდი);
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ------------------ემ და ქ. თბილისის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა დ----------------ემ.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ზ------------------ის გამართლება წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარის განმარტებით სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა მთლიანად აცდენილია საქმეში გამოძიების ეტაპზე მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებთან და განსხვავდება მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებისგან. დაზარალებული ა----------------სა და მსჯავრდებულ ზ------------------ეს შორის შეთანხმება არ მომხდარა, დაზარალებულს პატრონობდა და ჯ---------ესთან შეთანხმებას მართავდა ე--- დ-–----------ი. შეთანხმება ე--- დ-–----------ს, ზ------------------ესა და ირიბად ა----------------ს შორის ზეპირი ფორმით გაფორმებული იყო მანამდე, სანამ 2009 წლის 8 იანვარს გაფორმდებოდა შეთანხმება ჯ---------ესა და დ-–----------ს შორის. საქმეში არსებული ე-–------- ს-------ის განაჩენით დასტურდება რომ მის უფლებებს ჯ---------ე იცავდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს ეტაპზე და იურიდიული მომსახურება უკვე გაწეული ჰქონდა, თუმცა, მან თავდაპირველად 30 000 ლარი თხოვა, მათგან კი მხოლოდ 10 000 ლარი და 1600 ლარი მიიღო. ხელშეკრულება ე--- დ-–----------თან დაიდო მას შემდეგ, რაც განაჩენი დადგა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და სწორედ მათი მხრიდან პირობის შეუსრულებლობის გამო 30000 ლარის გადაუხდელობის გამო ჯ---------ე დაკმაყოფილდა 2000 დოლარით, საიდანაც 1500 დააბრუნა უკან. 2009 წლის 8 იანვარს, ჯ---------ემ, როგორც კეთილსინდისიერმა ადვოკატმა დ-–----------თან გააფორმა წერილობით შეთანხმება, სადაც მიუთითა, რომ მზად იყო დაებრუნებინა 10 000 ლარი. ეს თანხა (უფრო ზუსტად 9800 ლარი) იყო იურიდიული მომსახურებისათვის განკუთვნილი. გამოძიებას არ გამოუთხოვია ბანკის ქვითარი, სადაც ამ თანხის დანიშნულებაში იყო მითითებული იურიდიული მომსახურება.
ეს თანხა ზ------------------ეს უნდა დაებრუნებინა ე--- დ-–----------ისთვის თუკი ის ამას წერილობით მოითხოვდა, თუმცა, თუმცა ასეთს ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება ხ---------------–----ძის ეპიზოდს, ზ------------------ე ახორციელებდა მისი მეუღლის იურიდიულ მომსახურებას. მას უკანონოს არაფერს დაპირებია. მან დაწერა და შეიტანა განცხადება საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, შეხვდა პროკურორებს, გაეცნო საქმის მასალებს, მონაწილეობდა პროცესებზე, საპროცესო შეთანხმება ლ. ი------ესთან გაფორმდა სწორედ იმ პირობებით, რომლებიც მან შესთავაზა პროკურორებს. რაც შეეხება თანხას, ჯ---------ეს დაზარალებულისთვის თანხა არ მოუთხოვია. მათ გადმოურიცხეს თანხა, რის შემდეგაც ჯ---------ე იძულებული გახდა თანხა გამოეტანა ბანკიდან. ამის შემდეგ სთხოვა ზ---------ს და ჯ-----------ეს, რომ ჩამოეყვანათ ხ---------------–----ძე და მას დაუბუნებდა თანხას. აღნიშნულ ადასტურებს 2010 წლის 19 აპრილს მის მიერ დაწერილი ხელწერილიც, რომ მზად იყო თანხის უკან დასაბრუნებლად, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა ბათუმში ჩასვლა და არც ხ---------------–----ძე ჩამოსულა თბილისში.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ დაზარალებულებს გააჩნიათ პრეტენზია, მისი მხიდან არ მოხდა მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც ქმნის ზ------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ იქნა საკმარისი მტკიცებულებები, რაც წარდგენილ ბრალდებებში ზ------------------ის ბრალეულობას დაადასტურებდა, პალატა არ იზიარებს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:
დაზარალებულ ა------- ს-------ის ჩვენებით, 2008 წელს დაკავებული იქნა მისი ძმა ე-–------- ს-------ი, რომლის ინტერესების დასაცავად ეძებდა ადვოკატს. გაარკვია, რომ მისი ბიძაშვილი, ტ--–--- დ-–----------ი იცნობდა ადვოკატ ზ------ ჯ---------ეს და დახმარების მიზნით მიმართეს მას. ზ------------------ესთან პირველი შეხვედრა შედგა მის ოფისში, რომელსაც ესწრებოდნენ ტ--–--- და ე--- დ-–----------ები. შეხვედრისას ზ------------------ე დაპირდა, რომ 30000 ლარის სანაცვლოდ შეძლებდა ე-–------- ს-------ის ციხიდან გათავისუფლებას. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა 15000 ლარზე. მან 2008 წელს ზ------------------ეს გადასცა 12000 ლარი და 500 აშშ დოლარი. რაც შეეხება 500 დოლარს, აღნიშნული წარმოადგენდა ე-–------- ს-------ის კუთვნილი თანხის, 2000 აშშ დოლარის ნაწილს, რომელიც მას თან ჰქონდა დაკავებისას. აღნიშნული თანხა გამომძიებელმა უკან დააუბრუნა საიდანაც 500 დოლარი დაიტოვა ზ------------------ემ. ზ------------------ემ ქართულ ენაზე შეადგინა წერილობითი შეთანხმება, რითაც ვალდებულებას იღებდა ე-–------- ს-------ის ციხიდან გათავისუფლების და 10000 ლარის უკან დაბრუნების თუ ვერ მოხდებოდა საპროცესო შეთანხმება. ოფისში ზ------------------ეს, ე--- და ტ--–--- დ-–----------ებს შორის საუბარი მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ ენებზე. საუბრის შინაარსს მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე უთარგმნიდა ე--- დ-–----------ი. ა------- სედოვის განმარტებით, პირველი შეხვედრისას, თავისუფლების მოედანზე მდებარე ოფისში, ზ------------------ეს გადასცა ორდერის თანხა 500 ლარი, ხოლო მოგვიანებით, იმავე ტერიტორიაზე მდებარე „თი ბი სი“ ბანკში ე--- დ-–----------მა ზ------------------ეს გადასცა 10000 ლარი. გარდა მითითებული თანხისა, მან ზ. ჯ---------ეს ანგარიშზე ჩაურიცხა 1600 ლარი. საბოლოოდ, ე-–------- ს-------ი, გასამართლებიდან ოთხი წლის შემდეგ გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე და აღნიშნულში ზ------------------ეს არანაირი წვლილი არ შეუტანია. ვინაიდან ე.ს-------თან არ გაფრომდა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მიუხედავად არაერთი დაპირებისა მას თანხა დღემდე არ დაბრუნებია. დაზარალებულის განმარტებით, ზ------------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საბოლოო ჯამში მიადგა 50000 ლარის მატერიალური ზიანი, რაშიც მოიაზრებს როგორც მასზე გადაცემულ თანხის ოდენობას, ისე ყოველდღიურად აღნიშნული საქმიდან გამოწვეულ ხარჯს. მან მხარი დაუჭირა წარდგენილ სამოქალაქო სარჩელს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მოწმე ტ--–--- დ-–----------ის ჩვენებით, ნაცნობობა აკავშირებს განსასჯელ ზ------------------ესთან, რომელიც როგორც ადვოკატი დახმარებას უწევდა გარკვეულ საქმეებში. ვინაიდან დაკავებული იყო ე-–------- ს-------ი, მისმა ძმამ - ა------- ს-------მა სთხოვა დახმარება ადვოკატის მოძებნაში. შესთავაზა მას ზ------------------ის კანდიდატურა, რომელსაც ა----------------თან ერთად შეხვდა თავისუფლების მოედანზე მდებარე ოფისში. ა----------------მა ზ------------------ეს აუხსნა მისი მდგომარეობა, რაზეც ზ------------------ემ უთხრა, რომ ორ დღეში ეტყოდა პასუხს. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ------------------ე, როგორც ადვოკატი ჩართული იყო ე-–------- ს-------ის საქმეში და ა----------------ისგან აღებული ჰქონდა თანხა, თუმცა თანხის ოდენობა მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, ზ------------------ეს არანაირი დახმარება ე-–------- ს-------ისთვის არ გაუწევია.
მოწმე ნ-----------ის ჩვენებით, ნაცნობობა აკავშირებს განსასჯელ ზ------------------ესთან, რომელსაც ბოლნისის სასამართლოს შენობის წინ ა----------------მა ა/მანქანაში გადასცა პოლიციის განყოფილებიდან წამოღებული 2000 აშშ დოლარი, თუმცა ვინაიდან ა----------------ის ბიძა იყო ცუდად, მან 1500 აშშ დოლარი უკან გამოართვა ზ------------------ეს. გარდა აღნიშნულისა, ა----------------მა ზ------------------ეს გადასცა 10000 ლარი, ე-–------- ს-------ის საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით ციხიდან გამოსაყვანად, რასაც ზ------------------ე პირდებოდა ა----------------ს, თუმცა აღნიშნული მას არ შეუსრულებია და არც აღებული თანხა დაუბრუნებია უკან.
მოწმე ე--- დ-–----------ის ჩვენებით, ზ------------------ე იყო მისი ძმის ტ--–--- დ-–----------ის ადვოკატი და სწორედ აქედან იცნობდა მას. ა------- ს-------ს მისი ძმის ე-–------- ს-------ის ციხიდან გამოსაყვანად მან და ტ--–--- დ-–----------მა შესთავაზეს ზ------------------ის კანდიდატურა. ზ------ ჯ---------ეს შეხვდნენ მის სამუშაო ოფისში, სადაც ე--- დ-–----------მა თარჯიმნობა გაუწია ა------- ს-------ს, რომელმაც აუხსნა საქმის გარემოება ზ------------------ეს, რის შემდგომაც ზ------------------ემ მათ უთხრა, რომ მისთვის უნდა გადაეხადათ 10000 ლარი და იგი ერთი თვის ვადაში მოაგვარებდა ე-–------- ს-------ის საქმეს. აღნიშნული თანხა მას უნდა შეეტანა სახელმწიფოს ანგარიშზე ბანკში და ე-–------- ს-------ს გამოუშვებდნენ ციხიდან. შეაგროვეს აღნიშნული თანხა და თავისუფლების მოედანზე შეხვდნენ ზ------------------ეს, რომელთან ერთადაც შევიდა ბანკში, ხოლო ა----------------ი დარჩა გარეთ. ბანკში ყოფნის დროს პირადად გადასცა ხელში ზ------------------ეს ფულადი თანხა 10000 ლარის ოდენობით. ზ------ ჯ---------ე ბანკში ესაუბრებოდა ოპერატორს, თუმცა სად ჩარიცხა აღნიშნული თანხა ან საერთოდ მიაწოდა თუ არა ოპერატორს, მას არ დაუნახავს. ზ------------------ემ სიტყვიერად დაარწმუნა, რომ თანხა ნამდვილად გადარიცხა. ამის შემდგომ, ზ------------------ემ დაწერა ხელწერილი, რომ იგი შეასრულებდა მიცემულ პირობას აღნიშნული თანხის სანაცვლოდ და ე-–------- ს-------ს გამოუშვებდა ციხიდან. მოწმის განმარტებით, ზ------------------ეს ოფისში არ ჰყოლია თარჯიმანი, ხელწერილი დაწერილი იყო ქართულ ენაზე, რასაც ხელი მოაწერა თავად ზ------------------ემ, რის შემდგომაც იგი აღარ გამოდიოდა კონტაქტზე, არ მოდიოდა დათქმულ დროს და ადგილას შესახვედრად და თავს არიდებდა მათთან ურთიერთობას. ე--- დ-–----------ის განმარტებით, ზ------------------ე სრულიად შემთხვევით ნახა ციხესთან, სადაც იგი დაპირდა ერთ კვირაში საქმის მოგვარებას და ე-–------- ს-------ის ციხიდან გამოყვანას, თუმცა მან დანაპირები არ შეასრულა. ე-–------- ს-------ი პატიმრობიდან გათავისუფლდა ოთხი წლის შემდეგ, ამნისტიით. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ზ------------------ის მხრიდან 10000 ლარის უკან დაბრუნება არ მომხდარა და არც რაიმე გაუკეთებია ე-–------- ს-------ის ციხიდან გამოსაყვანად.
დაზარალებულ ხ---------------–----ძის ჩვენებით, ზ------------------ე გაიცნო 2009 წლის 30 სექტემბერს, როდესაც დააპატიმრეს მისი მეუღლე - ლ------------ე. მისი მეუღლის მეგობრებმა - ჯ------–---------ძემ და ჯ----–-------მ, ლ------------ის საქმის მოგვარებისა და მისი ციხიდან გათავისუფლების მიზნით, გააცნეს ზ------ ჯ---------ე, რომელიც დაპირდა მას გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ მეუღლის ციხიდან გათავისუფლებას. პირველი შეხვედრა ზ------------------ესთან შედგა ჯ------–---------ძის ოჯახში, რომელსაც ესწრებოდნენ ჯ----–-------, ჯ------–---------ძე, დ----------------ე და ტ------–-–-----–--ე. მითითებულ შეხვედრაზე ზ------------------ემ განუმარტა, რომ მას ჰყავდა ნაცნობები პროკურატურაში, რომელთა დახმარებითაც შეძლებდა ლ------------ის ციხიდან გათავისუფლებას, ამასთან, განუცხადა, რომ ი------ის ბრალდების საქმე არ გამოირჩეოდა დიდი სირთულით და სანაცვლოდ მოსთხოვა 42000 ლარი. ზ------------------ის თქმით დასაწყისისთვის აუცილებელი იყო 15000 აშშ დოლარი, რომლის ჩარიცხვაც უნდა მომხდარიყო მის პირად ანგარიშზე და როდესაც მოხდებოდა შეთანხმება პროკურატურასთან, თავად ზ------------------ე გადაურიცხავდა აღნიშნულ თანხას პროკურატურას. ვინაიდან ფინანსურად უჭირდა, აღნიშნული თანხის მოსაგროვებლად იპოთეკით დატვირთა ნათესავების ორი ბინა და ამ გზით შეგროვილი 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 25000 ლარი, ზ------------------ეს მისივე მოთხოვნით ჩაურიცხა საბანკო ანგარიშზე. პირველი პროცესი გადაიდო ზ------------------ის ინიციატივით. აღნიშნულის შემდეგ ზ------------------ემ დაუწერა ხელწერილი, რომ მას ნამდვილად ჰქონდა აღებული აღნიშნული თანხა და დებდა პირობას მისი დაბრუნების, თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა მასთან დაკავშირების, ზ------------------ე თავს არიდებდა შეხვედრას და ცდილობდა დროის გაწელვას. ხ---------------–----ძის განმარტებით, ზ------------------ეს არანაირი წვლილი არ მიუძღვის მისი მეუღლის ციხიდან გათავისუფლებაში და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში. როგორც დაზარალებულმა ითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის - 25 000 ლარის და იპოთეკისგან გამოწვეული პროცენტების გათვალისწინებით ზარალის ანაზღაურება. ასევე მხარი დაუჭირა წარდგენილ სამოქალაქო სარჩელს 34500 ლარის ოდენობით.
მოწმე ლ-------------ის ჩვენებით, 2009 წლის 30 სექტემბერს დაკავებული იყო გადასახადისგან თავის არიდების ბრალდებით. თავდაპირველად მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი რ---–--------–--ში, ხოლო შემდეგ მეუღლე - ხ---------------–----ძემ უთხრა, რომ გამოჩნდა პიროვნება, რომელსაც შეეძლო საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული პიროვნება იყო ადვოკატი ზ------------------ე. ლ------------ის განმარტებით, მისმა ოჯახმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობით, ზ------ ჯ---------ეს მის პირად საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც შეადგენდა 25000 ლარს. პირველ სასამართლო პროცესზე ზ------------------ემ მოითხოვა პროცესის გადადება იმ მოტივით, რომ იგი არ იცნობდა საქმის მასალებს. შემდგომ პროცესებზე ზ------------------ე აღარ გამოცხადებულა. მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესებზე მის ინტერესებს კვლავ ადვოკატი რ---–--------–--ში იცავდა, რომელმაც საბოლოოდ შეძლო პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება და ზ------------------ის დახმარების გარეშე მოხდა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. მისმა ოჯახმა არაერთხელ სცადა ზ------------------ესთან დაკავშირება და თანხის უკან დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ. ზ------------------ემ ხელწერილიც კი დაწერა, რითაც იღებდა ვალდებულებას ხ---------------–----ძისგან აღებული თანხის დაბრუნების, თუმცა ზ------------------ეს მათთვის თანხა დღემდე არ დაუბრუნებია.
მოწმე ტ------–-–-----–--ის ჩვენებით, ზ------------------ე პირველად ნახა ჯ------–---------ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი იმყოფებოდა ლ------------ის მეუღლესთან - ხ---------------–----ძესთან ერთად. ზ------------------ე გაეცნო, როგორც ცნობილი ადვოკატი, რომელიც პირდებოდა ლ------------ის ციხიდან გამოყვანას და ამასთან აქცენტს აკეთებდა მის ძმაზე, რომ იყო მოსამართლე, რომელიც დაახლოებული იყო ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. ზ------------------ე ითხოვდა 15000 დოლარის გადაცემას, რაც მისი განმარტებით უნდა ჩაერიცხა პროკურატურისთვის, რომ დაწყებულიყო ლ------------ის ციხიდან გამოყვანის პროცედურა. თანხის მოძიების მიზნით, იპოთეკით დატვირთა მამის, სიმამრის და ლ------------ის მამიდის ბინები და შეგროვებული თანხა 15000 აშშ დოლარის ოდენობით ხ---------------–----ძემ პირად საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა ზ------------------ეს. თანხის ჩარიცხვის შემდეგ ზ------------------ე აღარ გამოდიოდა კონტაქტზე და ატყუებდა, რომ დააბრუნებდა თანხას. მიუხედავად დაპირებისა, ზ------------------ეს, რომელიც არაფრით დახმარებია ლ------------ეს ციხიდან გამოსვლაში დღემდე არ აქვს თანხა დაბრუნებული.
მოწმე ჯ------–---------ძის ჩვენებით, 2009 წლის სექტემბრის თვეში ლ------------ე დაკავებული იყო გადასახადისაგან თავის არიდების ფაქტზე. მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი რ---–--------–--ში. 2010 წლის თებერვლის თვეში, იგი პირად საქმეზე შეხვდა მის მეგობარ ზ------------ეს, რომელსაც თან ახლდა იმ ეტაპისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა ადვოკატი ზ------------------ე. ზ------------ეს მოუყვა ლ------------ის შესახებ, რასაც ესწრებოდა ზ------------------ეც, რომელმაც უთხრა, რომ გაიკითხავდა რამდენად გამოვიდოდა საპროცესო შეთანხმების დადება და ორ დღეში შეეხმიანებოდა. დაახლოებით ორი დღის შემდეგ დაუკავშირდა ზ------------ე, რომელმაც უთხრა რომ ის საქმე, რომლის გარკვევას მას ზ------------------ე დაპირდა გაკეთებადი იყო და პირადად შეხვედრა სთხოვა. შეხვედრისას, ზ------------ემ უთხრა, რომ ზ------------------ემ გაიკითხა და შეძლებდა საპროცესო შეთანხმების გაკეთებას, თუმცა საჭირო იყო ბიუჯეტში 45000 ლარის გადახდა, რომლის გადახდის შემდეგ ლ------------ეს გაათავისუფლებდნენ და გათავისუფლებიდან 3 თვეში უნდა გადაეხადა დარჩენილი თანხა უკვე სახელმწიფოს ბიუჯეტში. აღნიშნულის შესახებ მან შეატყობინა ლ------------ის მეგობარს ჯ----–-------ს. ჯ----–-------მ მას დაურეკა საუბრიდან დაახლოებით ორ საათში და უთხრა, რომ ლ------------ის ოჯახთან საუბრის შემდგომ ისინი თანახმანი იყვნენ საპროცესო შეთანხმების პირობებზე და პირადად სურდათ ზ------------------ესთან შეხვედრა. აღნიშნული საუბრის შესახებ მან შეატყობინა ზ------------ეს. დაახლოებით ერთ კვირაში, 2009 წლის 25 მარტს, ჯ------–---------ძის კუთვნილ ბინაში, ერთმანეთს შეხვდნენ ლ------------ის მეუღლე ხ---------------–----ძე, შვილი დ----------------ე, რძლის მამა ტ------–-–-----–--ე და ადვოკატი ზ------------------ე. საუბარი შეეხებოდა საპროცესო შეთანხმებას, კერძოდ ზ------------------ემ ხ---------------–----ძეს უთხრა, რომ მისი მეუღლის ლ------------ის საპროცესო შეთანხმების საკითხი პროკურატურასთან შეთანხმებული და გადაწყვეტილი ჰქონდა. ლ------------ის გასათავისუფლებლად 84000 ლარიდან, რომელსაც ი------ეს გამოძიება ედავებოდა, მათ ბიუჯეტში უნდა გადაეხადათ 45000 ლარი, რომლის გადახდის შემდგომ ლ------------ეს გაათავისუფლებდნენ, ხოლო გათავისუფლებიდან 3 თვეში კი უნდა გადაეხადათ დარჩენილი თანხა სრულად. ზ------------------ემ ხ---------------–----ძეს აუცილებელ პირობად წაუყენა, რომ მის პირად ანგარიშზე შეეტანა 25000 ლარი, რომელსაც თავად ზ------------------ე შეიტანდა ბიუჯეტში ლ------------ეზე დაკისრებული თანხის დასაფარად. 25000 ლარის მის პირად საბანკო ანგარიშზე შეტანა ზ------------------ეს, მისივე თქმით, სჭირდებოდა რწმენისთვის, რომ ხ---------------–----ძე არ გადაიფიქრებდა თანხის გადახდას. მოწმის ჩვენებით, ხ---------------–----ძე თავიდან უარზე იყო, თუმცა შემდგომ დათანხმდა ზ------------------ის წინადადებას, რადგანაც ენდო მას და სასტუმრო „ი-----------ში“ მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან ზ------------------ის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 25000 ლარი. მიუხედავად მოთხოვნილი თანხის ჩარიცხვისა, ზ------------------ემ არ შეასრულა პირობა და მის მიერ არ მომხდარა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. იმის გამო, რომ ზ------------------ე თანხას არ აბრუნებდა, 2010 წლის აპრილის თვეში მან, ზ------------ემ და დ----------------ემ პირადად ნახეს ზ------------------ე, რომელმაც ხელწერილი დაწერა მის ანგარიშზე გადარიცხული 25000 ლარის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით და მიუთითა კონკრეტული დრო, თუმცა მიუხედავად დაპირებისა, ზ------------------ის მხრიდან თანხის დაბრუნება არ ხდებოდა, რის გამოც პირველი შეხვედრიდან დაახლოებით 20 დღეში ზ------------ესთან ერთად ისევ შეხვდა ზ------------------ეს, რომელიც ორი დღის ვადაში დაპირდა 25000 ლარის უკან დაბრუნებას. აღნიშნული საუბრის შემდეგ ზ------------------ე კონტაქტზე აღარ გამოსულა, ზ------------------ე აღარ პასუხობდა მათ სატელეფონო ზარებს.
მოწმე ჯ----–----------ის ჩვენებით, ზ------------------ეს იცნობს ლ------------ის საქმიდან გამომდინარე. ზ------------------ე აცხადებდა, რომ მისი ძმა იყო მოსამართლე, კავშირები ჰქონდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და პირდებოდა ოჯახს ლ------------ის ციხიდან გათავისუფლებას. ზ------------------ე არწმუნებდა მათ, რომ უკვე ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დარჩენილი იყო მხოლოდ ფორმალური დეტალები და თანხის გადახდიდან დაახლოებით 10 დღეში მოხდებოდა ლ------------ის პატიმრობიდან გათავისუფლება. ზ------------------ე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად თავდაპირველად ითხოვდა 25000 ლარის პირად ანგარიშზე ჩარიცხვას. მას შემდეგ, რაც ლ------------ის ოჯახი დათანხმდა ზ------------------ისთვის თანხის გადარიცხვას, იგი დაეხმარა ხ---------------–----ძეს 15000 აშშ დოლარის გადახურდავებაში, რის შემდეგაც ხ---------------–----ძესთან და დ----------------ესთან ერთად წავიდა სასტუმრო „ი-----------ში“, სადაც პირად საბანკო ანგარიშზე ზ------------------ეს ჩაურიცხეს 25000 ლარი. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ზ------------------ე არ გამოდიოდა კონტაქტზე და მოგვიანებით ხელწერილი დაწერა ჯ------–---------ძის წინაშე, რომ იგი მის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას აუცილებლად დააბრუნებდა უკან.
მოწმე დ----------------ის ჩვენებით, 2010 წელს ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული იყო მისი მამა ლ------------ე. ზ------------------ე იყო მისი მამის ადვოკატი, რომელიც დაპირდა მას მოკლე ვადაში ციხიდან გამოყვანას. ზ------------------ის განმარტებით იგი პროკურატურასთან კავშირების გამოყენებით შეძლებდა მის გათავისუფლებას. ზ------------------ე აღნიშნულ საქმეში ითხოვდა 45000 ლარს, საიდანაც 25000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო თავიდანვე, ხოლო საქმის დასრულების შემდგომ დამატებით 20000 ლარის. მოწმის განმარტებით, ზ------------------ეს 25000 ლარი ჩაურიცხეს მის საბანკო პირად ანგარიშზე სასტუმრო „ი-----------ში“ მდებარე სადღეღამისო ბანკის დახმარებით. ზ------------------ემ თავად ითხოვა პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ზ------------------ისთვის თანხის გადარიცხვის შემდეგ, მას არანაირი სახის წვლილი არ შეუტანია ლ------------ის ციხიდან გამოყვანაში. ზ------------------ე ემალებოდა მათ, არ გადიოდა მათთან კონტაქტზე და ამასთან პირდებოდა თანხის უკან დაბრუნებას, თუმცა მას თანხა უკან არ დაუბრუნებია.
განსასჯელმა ზ------------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ ა------- ს-------ის და ხ----------------–-----ის ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების განზრახვა მას არ ჰქონია და მისი საქმიანობა შემოიფარგლებოდა კლიენტებისთვის იურიდიული მომსახურების გაწევაში და ე-–------- ს-------ის და ლ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობაში, რაც იმ მომენტისათვის პროკურატურასთან ვერ იქნა მიღწეული.
ე--- დ-–----------ს და ზ------------------ეს შორის არსებული შეთანხმებით, ე--- დ-–----------ი, როგორც კლიენტი და ზ------------------ე როგორც ადვოკატი ერთმანეთში თანხმდებიან, რომ ზ------------------ე ვალდებულია გაუწიოს ე--- დ-–----------ს იურიდიული მომსახურება თავისი ბიძაშვილის - ე-–------- ს-------ის საქმეზე. კერძოდ, გაუკეთოს მას საპროცესო შეთანხმება. კლიენტი თანახმაა ადვოკატ ზ------------------ის ანგარიშზე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად და ბიუჯეტში შესატანად ჩარიცხოს 10 000 ლარი, 2009 წლის 12 იანვრის ჩათვლით. ასევე კლიენტი ე--- დ-–----------ი თანახმაა 2000 ლარი შეიტანოს ადვოკატის ანგარიშზე 2009 წლის 5 თებერვლამდე. კლიენტი თანახმაა, რომ ადვოკატის ანგარიშზე ჩაირიცხოს სასამართლოს მიერ უკან დაბრუნებული ე-–------- ს-------ის ჩხრეკისას ამოღებული 2000 აშშ დოლარი. ადვოკატი ვალდებულია ე-–------- ს-------ის საპროცესო შეთანხმების თანხა გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურის მიერ მითითებულ ანგარიშზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნოს უკან კლიენტს 10000 ლარის ოდენობით. შეთანხმება დადებულია 2009 წლის 8 იანვარს, პ--–---------------ში, ზ------------------ის ოთახში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, ე-–------- ს-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
2010 წლის 19 აპრილის ხელწერილით, ადვოკატი ზ------------------ე დებს ხელწერილს მასზედ, რომ 2010 წლის 21 აპრილს ლ------------ის მეუღლეს - ხ---------------–----ძეს და შვილს დ----------------ეს დაუბრუნებს მის ანგარიშზე გადარიცხულ 25000 ლარს.
2010 წლის 06 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, ხ---------------–----ძის მიერ ზ------------------ის პირად საბანკო აგარიშზე ჩარიცხული იქნა 25000 ლარი.
ა/მანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2010 წლის 2 ივლისს, 15:20 საათიდან 15:40 საათის შუალედში ჩატარებული იქნა ზ------ ჯ---------ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „ტოიოტა ვიტზი“-ს ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ორი ცალი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და ავტომანქანის კუთვნილების რეგისტრაციის მოწმობა, გაცემული ა-–---------------ის სახელზე.
2009 წლის 06 თებერვლით დათარიღებული სალაროს შემოსავლის ორდერი 284AF096, რომლითაც დგინდება, რომ ა----------------ის მიერ ზ------------------ის სახელზე შეტანილია თბს ბანკის მთაწმინდის ფილიალში 1600 ლარი ე.ს-------ის იურიდიული მომსახურების საფასური.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები არის სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ზ------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (ა----------------ის ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ (ხ---------------–----ძის ეპიზოდი) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის (1998 წლის რედაქცია) პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თითოეული მტკიცებულება შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მეხუთე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (1998 წლის რედაქცია), გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზეც, რომლის მიხედვითაც არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (Suominen v. Finland, პუნქტი 34; Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
პალატა აფასებს რა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ყოველგვარ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენას.
მოცემულ შეთხვევაში დაცვის მხარე ეჭვის ქვეშ აყენებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებს და განმარტავს, რომ ისინი არიან ურთიერთსაწინააღმდეგო, არასარწმუნო და დამაჯერებლობას მოკლებული, რის გამოც არ უნდა მოხდეს მათი გაზიარება. ასევე განმარტავს, რომ სხვა სახის პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ იქნა საქმეზე წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპელაციო საჩივარში განვითარებული აღნიშნული მსჯელობა და მსჯავრდებულ ზ------------------ის მიერ წარმოდგენილი ვერსია, როგორც ა----------------ის, ასევე, ხ---------------–----ძის ეპიზოდთან დაკავშირებით აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საწინააღმდეგო დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით.
დაზარალებულმა ხ---------------–----ძემ საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა განვითარებული მოვლენები. მისი განმარტებით, ზ------------------ემ დაარწმუნა რომ ჰყავდა გავლენიანი ნაცნობები, მოსთხოვა გარკვეული თანხა და დაპირდა მეუღლის, ლ------------ის ციხიდან გათავისუფლებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით. ზ------------------ემ მოითხოვა 42000 ლარი, თუმცა, დასაწყისისთვის აუცილებელ პირობად აცხადებდა 15000 აშშ დოლარის ჩარიცხვას მის პირად ანგარიშზე, რასაც პროკურატურასთან შეთანხმების მიღწევისას თავად გადარიცხავდა შესაბამის ანგარიშზე. ხ---------------–----ძე ენდო ზ------------------ის ნათქვამს, რის შემდეგაც ნათესავების ბინების იპოთეკით დატვირთვის გზით შეგროვილი 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 25000 ლარი, ზ------------------ეს მისივე მოთხოვნით ჩაურიცხა საბანკო ანგარიშზე. მიუხედავად ზ------------------ის მხრიდან დაპირებისა, რომ იგი შეძლებდა მისი მეუღლის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას, იგი თავს არიდებდა მასთან შეხვედრას და ცდილობდა დროის გაწელვას. დაზარალებულ ხ---------------–----ძის ჩვენება შესაბამისობაშია მოწმე ლ------------ის ჩვენებასთან. ლ-------------ის ციხიდან გამოყვანის დაპირებით ხათუნა მარგსლიტაძის მიერ ზ------ ჯ---------ის ანგარიშზე მოთხოვნილი თანხის გადარიცხვის ფაქტი, რომელიც დაზარალებულ ხ---------------–----ძეს უკან არ დაბრუნებია ასევე დასტურდება მოწმეების, დ----------------ის, ტ------–-–-----–--ის, ჯ----–----------ის და ჯ------–---------ძის ჩვენებებით, რომლებიც თანმიმდევრული და ურთიერთშეთავებადია, შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მათ საეჭვოობასთან დაკავშირებით. გარდა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებისა, საქმეზე წარმოდგენილი, 2010 წლის 06 მარტით დათარიღებული სალაროს შემოსავლის ორდერით, დასტურდება, რომ ხ---------------–----ძის მიერ ზ------------------ის პირად ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 25000 ლარი.
მსჯავრდებული ზ------------------ე სააპელაციო საჩივარში უთითებს 2010 წლის 19 აპრილით დათარიღებულ ხელწერილზე, რითაც ადვოკატი ზ------------------ე ხ---------------–----ძის და დ----------------ის წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ 2010 წლის 21 აპრილს დაუბრუნებს მის ანგარიშზე გადარიცხულ 25000 ლარს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზ------------------ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული თანხის დაბრუნება ვერ შეძლო, ვინაიდან დატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა ბათუმში წასვლა, ასევე, ხ---------------–----ძე არ ჩამოვიდა თბილისში, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ზ------------------ისა და ხ---------------–----ძის პირისპირ შეხვედრა არ შეიძლება ყოფილიყო ერთადერთი საშუალება ჯ---------ის მხრიდან თანხის დასაბრუნებლად. ზ------------------ის ვერსია მიზნად ისახავს მისი მხრიდან მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ზ------------------ეს წარედგინა ბრალი (დაზარალებულ ხ---------------–----ძის ეპიზოდი).
რაც შეეხება დაზარალებულ ა----------------ის ეპიზოდს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ინკრიმინირებულ ქმედებას;
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ზ------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების (დაზრალებულ ა----------------ის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების თაობაზე. აღნიშნული წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით არც ბრალდების მხარეს გაუხდია სადავოდ.
რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ა----------------ის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, ზ------------------ე მას დაპირდა მისი ძმის ელიბარ ს-------ის ციხიდან გათავისუფლებას, მისთვის გარკვეული თანხის გადაცემის სანაცვლოდ. პირველი შეხვედრა ზ------------------ესთან შედგა და მოლაპარაკება გაიმართა, ტ--–--- და ე--- დ-–----------ების თანდასწრებით. ოფისში ზ------------------ეს, ე--- და ტ--–--- დ-–----------ებს შორის საუბარი მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ ენებზე. საუბრის შინაარსს მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე უთარგმნიდა ე--- დ-–----------ი. ზ------------------ემ ქართულ ენაზე შეადგინა წერილობითი შეთანხმება, რითაც ვალდებულებას იღებდა ე-–------- ს-------ის ციხიდან გათავისუფლების და 10000 ლარის უკან დაბრუნების თუ ვერ მოხდებოდა საპროცესო შეთანხმება. ა------- ს-------ის განმარტებით, პირველი შეხვედრისას, თავისუფლების მოედანზე მდებარე ოფისში, ზ------------------ეს გადასცა ორდერის თანხა 500 ლარი, ხოლო მოგვიანებით, იმავე ტერიტორიაზე მდებარე „თი ბი სი“ ბანკში ე--- დ-–----------მა ზ------------------ეს გადასცა 10000 ლარი. გარდა მითითებული თანხისა, მან ზ.ჯ---------ეს ანგარიშზე ჩაურიცხა 1600 ლარი. ზ------------------ეს ასევე გადაეცა 500 აშშ დოლარი. საბოლოოდ, ე-–------- ს-------ი, გასამართლებიდან ოთხი წლის შემდეგ გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე და აღნიშნულში ზ------------------ეს არანაირი წვლილი არ შეუტანია. ვინაიდან ე.ს-------თან არ გაფრომდა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მიუხედავად არაერთი დაპირებისა მას თანხა დღემდე არ დაბრუნებია.
დაზარალებულ ა----------------ის ჩვენება შესაბამისობაშია მოწმეების, ტ--–--- დ-–----------ის, ე--- დ-–----------ის, ნ-----------ის ჩვენებებთან, რომლებიც ადასტურებს ზ------------------ის მიერ ა----------------ისგან მოტყუებით 10 000 ლარის მიღების ფაქტს, რომელიც მას შეთანხმებისამებრ უკან არ დაუბრუნებია, ვინაიდან ზ------------------ეს ე-–------- ს-------ის გათავისუფლებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ე--- დ-–----------ს და ზ------------------ეს შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან, რომლის თანახმად, ე--- დ-–----------ი, როგორც კლიენტი და ზ------------------ე როგორც ადვოკატი ერთმანეთში თანხმდებიან, რომ ზ------------------ე ვალდებულია გაუწიოს ე--- დ-–----------ს იურიდიული მომსახურება თავისი ბიძაშვილის - ე-–------- ს-------ის საქმეზე. კერძოდ, გაუკეთოს მას საპროცესო შეთანხმება. კლიენტი თანახმაა, ადვოკატ ზ------------------ის ანგარიშზე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად და ბიუჯეტში შესატანად ჩარიცხოს 10 000 ლარი, 2009 წლის 12 იანვრის ჩათვლით. ასევე კლიენტი ე--- დ-–----------ი თანახმაა 2000 ლარი შეიტანოს ადვოკატის ანგარიშზე 2009 წლის 5 თებერვლამდე. კლიენტი თანახმაა, რომ ადვოკატის ანგარიშზე ჩაირიცხოს სასამართლოს მიერ უკან დაბრუნებული ე-–------- ს-------ის ჩხრეკისას ამოღებული 2000 აშშ დოლარი. ადვოკატი ვალდებულია ე-–------- ს-------ის საპროცესო შეთანხმების თანხა გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურის მიერ მითითებულ ანგარიშზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნოს უკან კლიენტს 10000 ლარის ოდენობით. შეთანხმება დადებულია 2009 წლის 8 იანვარს, პ--–---------------ში, ზ------------------ის ოთახში.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას თაღლითობის შედეგად დაზარალებულ ა----------------ისთვის მიყენებულ მნიშვნელობად ზიანთან დაკავშირებით დაზარალებულ ა----------------ის ეპიზოდთან მიმართებით, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენებით და შეთანხმების ხელწერილით დასტურდება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისათვის ზ. ჯ---------ისთვის გადაცემული იქნა 10 000 ლარი, სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 1600 ლარი, რასაც თაღლითობის შედეგად მიყენებულ ზიანად სასამართლო ვერ მიიჩნევს, ვინაიდან ზ.ჯ---------ეს აღნიშნულლი თანხმა გადაეცა როგორც ადვოკატს იურიდიული მომსახურეობისათვის. რაც შეეხება 2000 აშშ დოლარს (რომლიდანაც ზ------------------ემ დაიტოვა 500 აშშ დოლარი) ეს თანხა შეთანხმების თანახმად, არ იყო განკუთვნილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის. აქედან გამომდინარე არ შეიძლება მიჩნეული იყოს როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგაც მიღებული თანხა. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ ზ------------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 10 000 ლარი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად პასუხობენ მტკიცებულებათა უტყუარობის იმ სტანდარტს, რაც საკმარისია დასკვნისათვის, რომ ზ------------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვია (ა----------------ის ეპიზოდი);
აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ------------------ის ქმედებებს (ორივე ეპიზოდთან მიმართებით) მიერცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზ------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის ქცევა და დამიკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე; შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დადგენილი წესით გამოყენებულია სამართლიანი, ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია)
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
პროკურორ დ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი;
ზ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ხ---------------–----ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირებული იქნას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტზე. (ა----------------ის ეპიზოდი).
ზ------ ჯ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ხ---------------–----ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ------------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს ჯარიმა 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2010 წლის 02 ივლისიდან - 2010 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შემცირდეს და განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, ზ------------------ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.
საქმეზე წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ხ---------------–----ძესთან მიმართებით 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ა----------------თან მიმართებით - 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 05 ივლისის ბრძანებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა, რომლის მიხედვით ბრალდებულ ზ------ ა---------–ის ძე ჯ---------ის (პირადი #3----------) საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ------–--–-----–----------–----------------------------------------------ში დაედო ყადაღა და მესაკუთრეს აეკრძალა მისი განკარგვა, ასევე სს „საქართველოს ბანკში“ და სს „თიბისი ბანკში“ ზ------------------ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე, ფულად ანაბრებზე დადებული ყადაღა, რომლის მიხედვით უნდა შეწყდეს შესაბამისი საბანკო ოპერაციები დარჩეს უცვლელი - საქმეზე სამოქალაქო სარჩელის აღსრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მსჯავრდებულ ზ------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის - ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დაზარალებულ ხ---------------–----ძის განცხადებაზე დართული ხელწერილი, სს „საქართველოს ბანკიდან“ ამოღებული თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
ზ. ჯ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადობისა და ადვოკატის მოწმობები, ა/მანქანა „ტოიოტა ვიტზი“, სახ. ნომრით G------, ა/მანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ა/მანქანის მოწმობა და გასაღები დაუბრუნდეს - მსჯავრდებულ ზ------------------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი