განჩინება

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
010141318700059635
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059635

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

№297აპ-18 ქ. თბილისი

ც---–--- ჯ---, 297აპ-18 16 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ--- ც---–---სა და მსჯავრდებულ კ------- შ--–--–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- ა-----ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, კ------- შ--–--–---–ს, - დ----------–-------–-–---------------ს, ნასამართლევს, - ბრალი დაედო თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით კ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1997 წლის 17 ოქტომბრის რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. კ------- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 10 აგვისტოდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის „ამნისტიის შესახებ“ საფუძველზე მსჯავრდებულ კ------- შ--–--–---–ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

კ------- შ--–--–---–ი რ------------ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2001 წლის 3 მაისიდან. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ის არ დაადგა გამოსწორების გზას და გადაწყვიტა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა, რისთვისაც რ------------ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, სხვადასხვა დროს, დანაშაულებრივად დაუკავშირდა იმავე სასჯელაღსრულების მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ მსჯავრდებულებს, კერძოდ: N1 საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ბ--------- ქ--------–-–---–სა და ჯ--- ც---–---ს, N3 საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ტ------– ნ----–---–ს, თ---------- თ------–---–ს, თ---------- ა---–-–---–სა და დ----- გ--------ს, N4 საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ზ------ გ-----–---–ს. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ------- შ--–--–---–მა და ზემოაღნიშნულმა შვიდმა მსჯავრდებულმა 2003 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, შეძლეს გამოსულიყვნენ თავიანთი საცხოვრებელი კორპუსებიდან და მისულიყვნენ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ზონაში არსებულ სტადიონთან, რომლის მარცხენა კიდეში გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გათხრილი გვირაბის საშუალებით (რომლის სიგრძეა 14 მეტრი), შეძლეს ძირითადი დამცავი კედლის წინ, გარე აკრძალული ზონის ტერიტორიაზე N3 და N4 საგუშაგოებს შორის ამოსვლა, იქვე არსებული მავთულბადის გადაჭრა და ბოლო აკრძალულ კედელში ჩატანებული რკინის კარის გაღება, საიდანაც ჯგუფურად გაიქცნენ, რის შემდეგაც მიიმალნენ.

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჯ--- ც---–---ს, - დ----------–-------–-–---------------–ს, ნასამართლევს, - ბრალი დაედო თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ჯ--- ც---–--- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 22 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,109-ე მუხლის ”ა,” ”გ,“ ”ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ჯ--- ც---–---ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2000 წლის 13 სექტემბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის „ამნისტიის შესახებ“ საფუძველზე, მსჯავრდებულ ჯ--- ც---–---ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

ჯ--- ც---–--- რ------------ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2002 წლის 8 ივნისიდან. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და გადაწყვიტა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა, რისთვისაც რ------------ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, სხვადასხვა დროს, დანაშაულებრივად დაუკავშირდა იმავე სასჯელაღსრულების მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ მსჯავრდებულებს, კერძოდ: N1 საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ბ--------- ქ--------–-–---–ს, N3 საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ტ------– ნ----–---–ს, თ---------- თ------–---–ს, თ---------- ა---–-–---–სა და დ----- გ--------ს, N4 საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ზ------ გ-----–---–ს და კ------- შ--–--–---–ს. თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯ--- ც---–---მ და ზემოაღნიშნულმა შვიდმა მსჯავრდებულმა 2003 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, შეძლეს გამოსულიყვნენ თავისი საცხოვრებელი კორპუსებიდან და მისულიყვნენ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ზონაში არსებულ სტადიონთან, რომლის მარცხენა კიდეში გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გათხრილი გვირაბის საშუალებით (რომლის სიგრძეა 14 მეტრი), შეძლეს ძირითადი დამცავი კედლის წინ, გარე აკრძალული ზონის ტერიტორიაზე, N3 და N4 საგუშაგოებს შორის ამოსვლა, იქვე არსებული მავთულბადის გადაჭრა და ბოლო აკრძალულ კედელში ჩატანებული რკინის კარის გაღება, საიდანაც ჯგუფურად გაიქცნენ, რის შემდეგაც მიიმალნენ.

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით თ---------- თ------–---–ს, - დ----------–-------–-–----------------–ს, ნასამართლევი, - ბრალი დაედო თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია). თ---------- თ------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით, სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 ქვეპუნქტებით, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებითა და სსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 1996 წლის 17 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 23 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ, თ---------- თ------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, ხოლო 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებაში, კერძოდ, თ---------- თ------–---–ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელები და საქართველოს 1960 წლის სსკ–ის 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით; საქართველოს 1960 წლის სსკ–ის 238–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; საქართველოს 1960 წლის სსკ–ის 238–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით; საქართველოს 1960 წლის სსკ–ის 238–ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით; საქართველოს 1960 წლის სსკ–ის 240–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით; საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით; საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ–ის 143–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ პუნქტით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

მსჯავრდებულ თ---------- თ------–---–ს ¼-ით შეუმცირდა საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით, რომლის ათვლაც დაეწყება მსჯავრდებულის სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებიდან ან განაჩენის აღსასრულებლად მისი დაპატიმრების დღიდან.

მსჯავრდებულ თ---------- თ------–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდის პერიოდი – 1996 წლის 17 აპრილიდან 2003 წლის 8 ივნისამდე. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად.

 

თ---------- თ------–---–ი რ------------ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2001 წლის 3 მაისიდან. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და გადაწყვიტა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა, რისთვისაც რ------------ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, სხვადასხვა დროს, დანაშაულებრივად დაუკავშირდა იმავე სასჯელაღსრულების მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ მსჯავრდებულებს, კერძოდ: N1 საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ბ--------- ქ--------–-–---–სა და ჯ--- ც---–---ს, N3 საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ტ------– ნ----–---–ს, თ---------- ა---–-–---–სა და დ----- გ--------ს, N4 საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ზ------ გ-----–---–სა და კ------- შ--–--–---–ს. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ---------- თ------–---–მა და ზემოაღნიშნულმა შვიდმა მსჯავრდებულმა 2003 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, შეძლეს გამოსულიყვნენ თავისი საცხოვრებელი კორპუსებიდან და მისულიყვნენ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ზონაში არსებულ სტადიონთან, რომლის მარცხენა კიდეში გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გათხრილი გვირაბის საშუალებით (რომლის სიგრძეა 14 მეტრი), შეძლეს ძირითადი დამცავი კედლის წინ, გარე აკრძალული ზონის ტერიტორიაზე, N3 და N4 საგუშაგოებს შორის ამოსვლა, იქვე არსებული მავთულბადის გადაჭრა და ბოლო აკრძალულ კედელში ჩატანებული რკინის კარის გაღება, საიდანაც ჯგუფურად გაიქცნენ, რის შემდეგაც მიიმალნენ.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენით:

 

კ------- შ--–--–---–ი (მონაწილეობის გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციის 379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით.

საქარველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ კ------- შ--–--–---–ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით; კ------- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყება ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

კ------- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდის პერიოდი – 1999 წლის 10 აგვისტოდან 2003 წლის 8 ივნისამდე.

ჯ--- ც---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციის 379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 22 აპრილის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ჯ--- ც---–---ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

ჯ--- ც---–---ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2016 წლის 23 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საქართველოში სასჯელის მოხდის მიზნით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 28 მაისიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე (განაჩენის დადგენამდე) და საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის პერიოდი – 2000 წლის 13 სექტემბრიდან 2003 წლის 8 ივნისამდე.

თ---------- თ------–---–ი (მონაწილეობის გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს სსკ-ის 379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1997 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, თ---------- თ------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა თ---------- თ------–---–ს დაეწყება ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. თ---------- თ------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდის პერიოდი – 1996 წლის 17 აპრილიდან 2003 წლის 8 ივნისამდე.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ--- ც---–---ს სააპელაციო საჩივრისა და მსჯავრდებულ კ------- შ--–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ--- ც---–---ს მიმართ სასჯელისა და კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ კ------- შ--–--–---–ის მიმართ სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება:

 

კ------- შ--–--–---–ი (მონაწილეობის გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ კ------- შ--–--–---–ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 11 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

კ------- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყება ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდის პერიოდი – 1999 წლის 10 აგვისტოდან 2003 წლის 8 ივნისამდე.

 

ჯ--- ც---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 22 აპრილის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ჯ--- ც---–---ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ჯ--- ც---–---ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 23 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საქართველოში სასჯელის მოხდის მიზნით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 28 მაისიდან 2016 წლის 23 დეკემბრამდე (განაჩენის დადგენამდე) და საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის პერიოდი – 2000 წლის 13 სექტემბრიდან 2003 წლის 8 ივნისამდე.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ--- ც---–---მ და მსჯავრდებულ კ------- შ--–--–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ----- ა-----ემ.

 

5. კასატორის - მსჯავრდებულ ჯ--- ც---–---ს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. საქმის მასალები შეფასდა არაობიექტურად, რის გამოც მსჯავრდებული უკანონოდ ცნო დამნაშავედ.

6. კასატორის - მსჯავრდებულ კ------- შ--–--–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ----- ა-----ე უთითებს, რომ ძებნილი მსჯავრდებულის - კ------- შ--–--–---–ის მიმართ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ კ------- შ--–--–---–ი სასჯელს იხდიდა რ------------ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და რომ იგი 2003 წლის 8 ივნისს გაიქცა. დაუდასტურებელია დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტიც.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

 

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

 

8. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ კ. შ--–--–---–ი N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. პირადი საქმის ცნობის მიხედვით (ტ. I, ს.ფ 20), კ------- შ--–--–---–ი რ------------ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2001 წლის 3 მაისიდან, ხოლო საბრალდებო დასკვნის თანახმად, მას ბრალი 2003 წლის 8 ივნისს თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევაში დაედო.

 

10. წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: გ. ი-----–-–---–ის, მ. ო----–---–ის, კ. ბ-------სა და რ-------- კ-------–--ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საგუშაგო უწყისი) უტყუარად ადასტურებს კ. შ--–--–---–ისა და ჯ. ც---–---ს მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევას (საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა საქმის მასალები.

 

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ჯ--- ც---–---სა და მსჯავრდებულ კ------- შ--–--–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- ა-----ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე