განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066104
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №492აპ-18 ქ. თბილისი
ფ------–-–---–- თ-----, 492აპ-18 15 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მაია სილაგაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:
თ----- ფ------–-–---–-, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლით (ამ ვადით აეკრძალა ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში).
თ----- ფ------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და თ----- ფ------–-–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 (ორი) წლით აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ თ----- ფ------–-–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2015 წლის 19 თებერვლიდან.
ზ------ ნ--–------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლით (ამ ვადით აეკრძალა ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში).
ზ------ ნ--–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და ზ------ ნ--–------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 (ორი) წლით აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ზ------ ნ--–------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2015 წლის 13 თებერვლიდან.
გაუქმდა სასამართლოს განჩინებები ყადაღის დადებისა და გადაუდებელი აუცილებლობით დაყადაღებული ქონებების კანონიერად ცნობის შესახებ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებებსა და საბანკო ანგარიშებზე: 1. ე-–--------------------------–-----------–----------------------------–--–-------–----–--–-------------------------------------------------------------------------------------------------------------–-–---–---------------–-----------–--------------------------------------–--–-------–----–--–------------------------------------------------------------------------------------------------------–----------–-–---–---------------–-----------–----------------------------------------–--–----–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--–----–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--–----–------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------–-------–----–-------------------------------------------------–----------------------------------–-–---------------------------------------–-----------–--------–-------–----–---------------------------------------------------–---------------------------------–-–-------------------------------------–--–-------–----–--–-------------------------–-----------–---------------------------------------------------------–-------------–----------–-–-------–----------------------------–----------------------------------------------------–-–---–-------------------–--------------------–-----------------------------------–--------------------------------------------------------–----------–-–--------------–-----------------------------–-----------------------------------
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
CD დისკები - შენახულ უნდა იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით; ზ. ნ--–------ს მობილური ტელეფონი - უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს; ს. კ-------ს კომპიუტერი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს; შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------დან“ ამოღებული კომპიუტერული ტექნიკა - უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ კომპანიას; დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, ავტომანქანები - „-----------------------------–---------------------------------–-–------------------------------------------------------------------–---------------------------------–-–------------------------ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გადაეცეს დაზარალებულ კომპანიას და მოხმარდეს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;
მსჯავრდებულების - ზ------ ნ--–------სა და თ----- ფ------–-–---–-ს არასრულწლოვანი შვილები - ნ---- ნ--–------ (------------–-------–-–-----------------------------------–--------------–---------–----------------------------–--------------------–-–---------------------------------------------------–------------------- გ------- ნ--–------ (------------–-------–-–--------------------------------------–--------------–---------–----------------------------–--------------------–-–------------------------------------------------------–------------------- მამა - ზ------ ნ--–------, პირადი #-----------, დედა - თ----- ფ------–-–---–-, პირადი #-----------, მსჯავრდებულების მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის პერიოდში, ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე დარჩენის შემთხვევაში - სამეურვეოდ უნდა გადაეცეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ნოემბრის განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- ფ------–-–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; მანვე ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე - მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ზ------ ნ--–------მ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; მანვე ჩაიდინა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე - მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 21 დეკემბერიდან 2015 წლის 1 იანვრამდე თ----- ფ------–-–---–- შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------ში“ მუშაობდა ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს უფროსისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებზე. ამავე კომპანიის დებულებების თანახმად, სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად, თ----- ფ------–-–---–-ს ფუნქციაში შედიოდა კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, ფულადი სახსრების ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, კომპანიის მიერ განხორციელებული ხარჯების დამადასტურებელი აუცილებელი დოკუმენტაციის მიღება და ანგარიშსწორება. თ----- ფ------–-–---–ს, როგორც მთავარ ბუღალტერს, ასევე ჰქონდა ორგანიზაციის სს „ლ-------------–-“ გახსნილ ყველა ანგარიშზე ინტერნეტ ბანკით სარგებლობის სრული უფლება, მათ შორის, #---------------------- ანგარიშზე, რომელზეც პერიოდულად ირიცხებოდა სხვადასხვა თანხა.
2013 წლის დასაწყისში თ----- ფ------–-–---–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება. მან დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო მეუღლეს - ზ------ ნ--–------ს და ამავე კომპანიის ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს უფროსს - ნ----- ნ---------–---–ს, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენ როგორც თ----- ფ------–-–---–-ს სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზ------ ნ--–------ს მიერ ფორმალურად მესამე პირებზე დარეგისტრირებული ორგანიზაციებისა და მისსავე სახელზე დარეგისტრირებული ფირმის ანგარიშებს. ამავე გეგმის მიხედვით, შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------ს“ სს „ლ-------------–-“ გახსნილი #---------------------- ანგარიშიდან უკანონოდ გადაირიცხებოდა დიდი ოდენობით თანხები, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიითვისებდნენ. ამასთან, ნ----- ნ---------–---–ს, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ეკონტროლებინა, რომ უკანონოდ გადარიცხული თანხების ამსახველი საბანკო ამონაწერები არ მოხვედრილიყო სხვა ბუღალტრების ხელში და ჯგუფის დანაშაულებრივი გეგმა არ გამჟღავნებულიყო კომპანიაში.
გეგმის შესაბამისად, 2013 წლის 22 აპრილს ზ------ ნ--–------მ თავის მეგობარ რ----- ს---–-----ს დაარეგისტრირებინა შპს „ა-–---------“, ხოლო 2014 წლის 10 აპრილს - ს----- კ-------ს - შპს „ბ--------“, რომლებსაც საბანკო ანგარიშები გაახსნევინა სს „ლ-------------–-“. ზ------ ნ--–------მ რ----- ს---–-----სა და ს----- კ-------ს გამოართვა ორგანიზაციების იურიდიული და საბანკო დოკუმენტაცია, რითაც უზრუნველყო მისი და თ----- ფ------–-–---–-ს სრული წვდომა ხსენებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე.
თ----- ფ------–-–---–მა, ნ----- ნ---------–---–მა და ზ------ ნ--–------მ, განზრახვის შესაბამისად, 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------ს“ #---------------------- ანგარიშიდან შპს „ქ--------–----------ს“, შპს „ა-–---------ს“, შპს „ბ-------- -ის“ და თ----- ფ------–-–---–-ს პირად საბანკო ანგარიშებზე ჯამურად უკანონოდ გადარიცხეს 2 289 752 ლარი და დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვისა და კვალის დაფარვის მიზნით, ანგარიშსწორების დანიშნულებაში მიუთითეს არარსებული ხელშეკრულებების ნომრები, რომ თითქოსდა, ეს თანხები გადაირიცხა გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ამ გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამურად ეტაპობრივად მიითვისეს შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------ს“ კუთვნილი 2 289 752 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა - თ----- ფ------–-–---–მა, ზ------ ნ--–------მ და ნ----- ნ---------–---–მა შეიმუშავეს მითვისებული თანხისათვის კანონიერი სახის მიცემის სქემა, რომლის მიხედვითაც, მას შემდგომ, რაც ისინი შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------ს“ თანხებს მიითვისებდნენ, შპს „ქ--------–----------ს“, შპს „ა-–---------სა“ და შპს „ბ-------- -ის“ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისი უკანონო წარმომავლობის დაფარვის მიზნით, მითვისებულ თანხას გადარიცხავდნენ სხვადასხვა პირისა და ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე, რის შემდგომაც თანხა ისევ მათ დაუბრუნდებოდათ. სქემის თანახმად, ჯგუფის წევრები შეუთანხმდნენ კ------- დ---------------სა და ზ------ ნ--–------ს დას - ნ---- ნ--–------ს, რომელსაც, უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, დაარეგისტრირებინეს შპს „კ--------–-“, რომ მითვისებული თანხის ნაწილი ჩაირიცხებოდა კ------- დ---------------ს პირად საბანკო ანგარიშსა და შპს „კ--------–-ს“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო თანხის ნაწილი სხვადასხვა დანიშნულებით პირდაპირ გადაირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების პირად საბანკო ანგარიშებზე.
დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლამდე პერიოდში უკანონოდ მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა - თ----- ფ------–-–---–მა, ნ----- ნ---------–---–მა და ზ------ ნ--–------მ შპს „ა-–---------ს“ და შპს „ბ---------ის“ საბანკო ანგარიშებიდან შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------დან“ მითვისებული თანხის ნაწილი, ვითომდა, სხვადასხვა დანიშნულებით (ავანსი, სამეურნეო ხარჯები, მომსახურება) გადარიცხეს თავიანთ პირად საბანკო ანგარიშებზე, კერძოდ, თ----- ფ------–-–---–-ს პირად საბანკო ანგარიშებზე გადაირიცხა 1 404 202 ლარი, ზ------ ნ--–------ს პირად საბანკო ანგარიშებზე - 199 866 ლარი, ნ----- ნ---------–---–ის პირად საბანკო ანგარიშებზე - 62 920 ლარი, ხოლო თანხის ნაწილი, შეთანხმებისამებრ, სხვადასხვა დანიშნულებით გადაირიცხა კ------- დ---------------სა და შპს „კ--------–-ს“ საბანკო ანგარიშებზე, კერძოდ: 100 085 ლარი გადაირიცხა კ------- დ---------------ს საბანკო ანგარიშზე (სამეურნეო ხარჯები, სასტუმროს მომსახურება), ხოლო 373 220 ლარი - შპს „კ--------–-ს“ საბანკო ანგარიშზე (მომსახურება). აღნიშნულის შემდგომ, კ------- დ---------------მ და ნ---- ნ--–------მ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხა დაუბრუნეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებს. გარდა ამისა, მითვისებული თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ვითომდა ავანსის სახით, შპს „ბ-------- -დან“ 25 070 ლარი გადაირიცხა მ-----– მ---------–-სა და გ------- მ---------–-ს პირად საბანკო ანგარიშებზე, ხოლო 35 330 ლარი - შპს „ა---“ საბანკო ანგარიშზე - ტურისტული მომსახურების გაწევისათვის. ამასთან, შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------დან“ შპს „ქ--------–----------ს“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხული თანხა - 70 615 ლარი, ვითომდა სამეურნეო ხარჯებისათვის, მთლიანად გაიტანა ზ------ ნ--–------მ. მითითებული საბანკო ოპერაციების განხორციელების გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოახერხეს შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------დან“ მითვისებული თანხის ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა და შენიღბვა, რის შედეგადაც მოახდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მიღებული შემოსავლის - 2 271 308 ლარის ლეგალიზაცია.
ასევე, თ----- ფ------–-–---–მა და ზ------ ნ--–------მ, უკანონოდ მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის შემდეგ, მითვისებული თანხით შეიძინეს და ფლობდნენ სხვადასხვა უძრავ-მოძრავ ქონებას, კერძოდ: 2----–-–---------------------------------–-–---–---–---------------–--–------–--–---------------–-------------------------------------------------------------------------------------, რომელიც 2015 წლის 9 თებერვალს, ქონების გადამალვის მიზნით, გადაუფორმა ე-–--- ქ-------ს. მანვე 2014 წლის 10 ივლისს შეიძინა ავტომანქანა „-------------------------------- რომელიც ასევე გადამალვის მიზნით, 2015 წლის 18 იანვარს გადაუფორმა მის შვილს - თ---------- კ-----–---ს, ხოლო 2014 წლის 22 ივლისს ზ------ ნ--–------მ შეიძინა ავტომანქანა „----------------------------, რომელიც გააფორმა თავისი მეგობრის - მ-----– მ---------–-ს სახელზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მაია სილაგაძემ, მსჯავრდებულმა ზ------ ნ--–------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-------------–მა, მსჯავრდებულ თ----- ნ--–------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ----- ჩ-------მა და გ--- მ-----–---–მა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ნოემბრის განაჩენში, მსჯავრდებულ თ----- ფ------–-–---–-სათვის განსაზღვრული სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ----- ფ------–-–---–-სათვის ძირითად სასჯელთან ერთად, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების - ქ-------–--–------–--–---------------–----------------------------------------------------------------------------------------- ჩამორთმევა.
მსჯავრდებულმა ზ------ ნ--–------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-------------–მა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ზ------ ნ--–------ს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულ თ----- ფ------–-–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ--- მ-----–---–მა და მ----- ჩ-------მა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და თ----- ფ------–-–---–-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ნოემბრის განაჩენი თ----- ფ------–-–---–-სა და ზ------ ნ--–------ს მიმართ დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მაია სილაგაძემ. კასატორი საჩივრით ითხოვს თ----- ფ------–-–---–-სათვის ძირითად სასჯელთან ერთად, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის გამოყენებით, მისი კუთვნილი ქონების - ქ-------–--–------–--–---------------–------------------------------------------------------------------------------------------ მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩამორთმევას, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მითითებული ქონება თ----- ფ------–-–---–ს შეძენილი აქვს დანაშაულებრივი გზით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მაია სილაგაძის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ არ მსჯელობს მსჯავრდებულების - თ----- ფ------–-–---–-სა და ზ------ ნ--–------ს ბრალეულობის საკითხზე, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი გასაჩივრებული აქვს მხოლოდ ბრალდების მხარეს - თ----- ფ------–-–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის გამოყენების მოთხოვნით, რის შესაბამისადაც, საკასაციო პალატამ იმსჯელა მხოლოდ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში.
3. სახელმწიფო ბრალმდებელი საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს თ----- ფ------–-–---–-ს კუთვნილი ქონების - ქ-------–--–------–--–---------------–----------------------------------------------------------------------------------------- ჩამორთმევას და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია, რომელსაც დაეთანხმა სააპელაციო პალატაც, ამ ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ქონება გადაეცემა სახელმწიფოს და არა დაზარალებულს, ხოლო ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მატერიალური ზიანი მიადგა შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------ს“, ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა არამართლზომიერია.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე - ე-–--- ქ-------ს ჩვენებით, რომლითაც დადგენილია, რომ 2015 წლის თებერვალში თ----- ფ------–-–---–-ს დედის - ნ-----–- ფ------–-–---–-ს თხოვნით, თავის სახელზე გადაიფორმა თ----- ფ------–-–---–-ს კუთვნილი, ქ-------–--–---–--–------------- მდებარე ბინა. სინამდვილეში მას არ შეუსყიდია ეს ბინა და მოგვიანებით ნ-----–- ფ------–-–---–-საგან გაიგო, რომ თ----- ფ------–-–---–ს ჰქონდა პრობლემები, რის გამოც ბინის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად იგი მის სახელზე გადააფორმეს; კ--- კ---------ს ჩვენებით, რომლითაც დადგენილია, რომ 2014 წლის აგვისტოში თ----- ფ------–-–---–სა და ზ------ ნ--–------ს 136 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ-------–--–---–--–---------------–- მდებარე ბინა, რაც ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული დოკუმენტებით; მ-----– მ---------–-ს ჩვენებით, რომლითაც დადგენილია, რომ 2015 წლის დასაწყისში თ----- ფ------–-–---–მა მის სახელზე გააფორმა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც თ----- ფ------–-–---–-ს კუთვნილი ბინა (მ-----------------–--–---–--–----------) გადაუფორმა ე-–--- ქ-------ს; საბანკო ამონაწერებით; რევიზიის დასკვნებითა და სხვა მასალებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა თ----- ფ------–-–---–მა დანაშაულებრივი გზით უკანონოდ მიღებული შემოსავლებით, კერძოდ - შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------დან“ მითვისებული თანხით შეიძინა უძრავი ქონება - ქ-------–--–------–--–---------------–--------------------------------------------------------------------------------------, რომელიც გადამალვის მიზნით, გააფორმა ე-–--- ქ-------ს სახელზე, რასაც არ უარყოფენ არც თავად მსჯავრდებული თ----- ფ------–-–---–- და არც მოწმე - ე-–--- ქ-------.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას სასამართლო დააკისრებს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული.
6. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ----- ფ------–-–---–მა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხით შეიძინა ხსენებული ბინა. ასევე დადგენილია ისიც, რომ თ----- ფ------–-–---–მა ეს ქონება ფორმალურად გადააფორმა მესამე პირის - ე-–--- ქ-------ს სახელზე, მაგრამ მის რეალურ მესაკუთრეს წარმოადგენდა თვითონ, თ----- ფ------–-–---–-. ამასთანავე, თ----- ფ------–-–---–ს ჩადენილი აქვს განზრახი დანაშაული. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, პირს დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს ქონების ჩამორთმევა და, შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------------------“, მაგრამ მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ კონკრეტულად ვინ არის ცნობილი დაზარალებულად.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენში თ----- ფ------–-–---–-ს მიმართ დამატებითი სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ თ----- ფ------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს ქონების ჩამორთმევა და მას სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას ე-–--- ქ-------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება - ს-–----------–---------------------------–--–-------–----–--–---------------–------------------------------------------------------------------------------
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მაია სილაგაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ თ----- ფ------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დაეკისროს ქონების ჩამორთმევა. თ----- ფ------–-–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას ე-–--- ქ-------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება - ს-–----------–---------------------------–--–-------–----–--–---------------–------------------------------------------------------------------------------
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე