განჩინება

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
010141318700064634
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700064634

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №91აგ-18 ქ. თბილისი

დ------–-–---–ი ა-----–, 91აგ-18 20 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განაჩენით ა-----– დ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლით, ხოლო სსკ-ის 108-ე მუხლით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ა-----– დ------–-–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე და 108-ე მუხლებით შეფარდებული სასჯელები. ა-----– დ------–-–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

8. 2018 წლის 1 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა-----– დ------–-–---–მა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ის შუამდგომლობა არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ს აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 აგვისტოს განჩინების გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

11. კასატორი – მსჯავრდებული ა-----– დ------–-–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 აგვისტოს განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მასში ცვლილების შეტანას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლთან მიმართებით იმ მოტივით, რომ მის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატებოდა 150 ლარს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ს არ მიუთითებია არცერთ ფაქტსა ან მტკიცებულებაზე, რომელიც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლებოდა განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო.

3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ა-----– დ------–-–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე