განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141319002843891
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№101-19 27 მარტი, 2019 წელი კ------- ა--------ა, 101-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - გრიგოლ ბიბილაშვილის
მსჯავრდებულ - კ------- ა--------ას (გვარის შეცვლის შემდეგ კ------- ბ----ას)
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ------- ა--------ას (გვარის შეცვლის შემდეგ კ------- ბ----ას) საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენით კ------- ა--------ა, --------------–-------–-–--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი.
კ------- ა--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 4 დეკემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
კ------- ა--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 750 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ------- ა--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 750 ლარი.
კ------- ა--------ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 4 დეკემბრიდან.
3. 2019 წლის 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას მიმართა კ------- ა--------ამ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით კ------- ა--------ას (გვარის შეცვლის შემდეგ კ------- ბ----ას) შუამდგომლობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ------- ა--------ამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - ჯარიმისგან სრულად გათავისუფლება, ვინაიდან ხსენებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჯარიმა განსაზღვრულია როგორც ძირითადი სასჯელი, ხოლო ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება, რომლის თანახმადაც, კ------- ა--------ას (გვარის შეცვლის შემდეგ კ------- ბ----ას) შუამდგომლობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კანონიერია, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით ჯარიმა - 750 ლარი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ------- ა--------ას (გვარის შეცვლის შემდეგ კ------- ბ----ას) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე