განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700070786
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N772აპ.-18 ქ. თბილისი
დ---–--- ი-----–-, 772აპ.-18 15 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – ანა ლეკიაშვილის
მსჯავრდებულ - ი-----–- დ---–--ის
ადვოკატ – ე-–--- ლ--------–---–ის
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განაჩენით ი-----–- დ---–---, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილსი „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- დ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 მაისის განჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით, 5 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ასევე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით, 10 თვითა და 16 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- დ---–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის უფლება 1 წლით, 10 თვითა და 16 დღით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განაჩენით ი-----–- დ---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის; ასევე გამოძალვაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, არაერთგზის.
სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ი-----–- დ---–---მ 2016 წლის 28 აპრილიდან 2016 წლის 10 ივნისამდე პერიოდში თ----- გ------ასა და მისი ახლო ნათესავების მიმართ ძალადობის გამოყენების, თ----- გ------ას მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურებისა და სხვა ცნობის გავრცელების მუქარით, გამოსძალა დიდი ოდენობით თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ი-----–- დ---–--- 2016 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 14.00 საათზე, „მ---------ის“ საიტზე რეგისტრირებული თ----- გ------ას ანგარიშიდან, რომელზეც ამ უკანასკნელს მიბმული ჰქონდა სს „თ----------ში“ გახსნილი თავისი კუთვნილი ანგარიში, ნომრით G-------------------- (ანგარიშის პლასტიკური ბარათის ნომერი: 4---------------) სამ ეტაპად განხორციელებული ტრანზაქციით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თანხას - 400 ლარს, რამაც თ----- გ------ას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განაჩენში ი-----–- დ---–--ის მიმართ შევიდა მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
ი-----–- დ---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- დ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 და მე–8 ნაწილების თანახმად, ბოლოო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 წლით, 5 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - ნაწილობრივ დაემატა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სრულად დაემატა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით, 10 თვითა და 16 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- დ---–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 1 წლით, 10 თვითა და 16 დღით.
ი-----–- დ---–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 10 ივნისიდან.
4. კასატორმა - პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა ითხოვა მსჯავრდებულ ი-----–- დ---–--ისთვის სასჯელის გამკაცრება.
5. 2019 წლის 1 მაისს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორსა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან.
6. 2019 წლის 3 მაისს პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ი-----–- დ---–---ს შორის 2019 წლის 1 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული ი-----–- დ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–- დ---–---ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 წლით, 5 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთიდან -ნაწილობრივ დაემატოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით, 10 თვითა და 16 დღით - დაემატოს სრულად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- დ---–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით, 10 თვითა და 16 დღით. „ბლექბერის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათითა და „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - მსჯავრდებულ ი-----–- დ---–---ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №--- ოქმზე დართული ორი CD-R დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა, მსჯავრდებულმა ი-----–- დ---–---მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე-–--- ლ--------–---–მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ანა ლეკიაშვილსა და მსჯავრდებულ ი-----–- დ---–---ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ი-----–- დ---–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ი-----–- დ---–--ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ი-----–- დ---–--- ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ცნობილია ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი-----–- დ---–--ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ანა ლეკიაშვილსა და მსჯავრდებულ ი-----–- დ---–---ს შორის;
4. ი-----–- დ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–- დ---–---ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 წლით, 5 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთიდან -ნაწილობრივ დაემატოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით, 10 თვითა და 16 დღით - დაემატოს სრულად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- დ---–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით, 10 თვითა და 16 დღით;
5. მსჯავრდებულ ი-----–- დ---–---ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 10 ივნისიდან;
6. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მასვე დაევალოს კონტროლი დამატებითი სასჯელის - სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის - აღსრულებაზე;
7. „ბლექბერის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით და „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - მსჯავრდებულ ი-----–- დ---–---ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №--- ოქმზე დართული ორი CD-R დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე