განჩინება

სისხლის სამართლის 15.04.2019
საქმის ნომერი
020141318700066318
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700066318

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №98აგ-18 15 აპრილი, 2019 წელი

ქ----–----ე ნ----, 98აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ---- ქ----–----ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ნ---- ქ----–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ნ. ქ----–----ეს განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2014 წლის 26 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ ნ. ქ----–----ეს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს ,,აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში’’ (ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე.

 

ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნ. ქ----–----ეს 3 წლით ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენი ნ---- ქ----–----ის მიმართ დარჩა უცვლელად.

 

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ---- ქ----–----ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

4. 2018 წლის 10 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ---- ქ----–----ემ და ითხოვა, რომ სსკ-ის 273-ე მუხლთან დაკავშირებით მის მიმართ გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

6. კასატორი ითხოვს შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

 

3. გადასასინჯი განაჩენით ირკვევა, რომ ნ---- ქ----–----ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის’’ უკანონოდ მოხმარებისათვის, რის გამოც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ---- ქ----–----ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ---- ქ----–----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ---- ქ----–----ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე