განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002032483
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N40აპ.-19 ქ. თბილისი
კ------–--- ბ---, 40აპ.-19 17 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- ქარდავას, მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის ადვოკატ ლ---------- კ---------სა და მსჯავრდებულ ა------ ა----------ს ადვოკატ გ---–------- ტ---–--–---–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით:
ბ--- კ------–---, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--- კ------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ბ--- კ------–---ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის ერთი დღე - 2017 წლის 14 ივნისი.
ზ------ ქ------–--, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ------ ქ------–--ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ივნისიდან.
ა------ ა----------, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა------ ა---------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ივლისიდან.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ--- კ------–---მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, არაერთგზის; ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ; მოთავსების სხვა ადგილიდან ბრალდებულის გაქცევა.
ზ------ ქ------–--მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად.
ა------ ა---------მა ჩაიდინა, ყაჩაღობაში დახმარება, ე.ი. დახმარება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ბ--- კ------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 15:50 საათზე, თ---–--–ი, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ--- კ------–--- და ზ------ ქ------–-- თავს დაესხნენ დ----- რ---------–---–ს. ბ--- კ------–--- უკნიდან მიეპარა დაზარალებულს და თავში ჩაარტყა ბეისბოლის სათამაშო ე.წ. „ბიტა“. დარტყმის შედეგად დ----- რ---------–---–- დაეცა, რის შემდეგაც ბ--- კ------–---მ განაგრძო დ----- რ---------–---–-სთვის ე.წ. „ბიტის“ გამოყენებით დარტყმების მიყენება. ამავდროულად, ზ------ ქ------–-- მივარდა წაქცეულ დ----- რ---------–---–ს და ყელიდან ჩამოგლიჯა 7000 ლარად ღირებული ოქროს ჯაჭვი და მედალიონი, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ბ--- კ------–---მ და ზ------ ქ------–--მ განიზრახეს თ---–--–ი, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----- რ---------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმა. განზრახვის განხორციელებისთვის მათ დახმარება სთხოვეს ა------ ა---------ს. კერძოდ, ა------ ა---------ს თავისი კუთვნილი „BMW X5“ მოდელის ავტომანქანით უნდა უზრუნველეყო თავდამსხმელების დანაშაულის ადგილამდე მიყვანა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა. ა------ ა---------- ბ--- კ------–--ისა და ზ------ ქ------–--ს შეთავაზებას დასთანხმდა. 2017 წლის 14 ივნისს ა------ ა---------მა თავისი კუთვნილი „BMW X5“ მოდელის ავტომანქანით ბ--- კ------–--- და ზ------ ქ------–-- მიიყვანა თ---–--–ი, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ა------ ა---------მა ავტომანქანა გააჩერა ბ-------------–----–---ის გამზირისა და ი---------- ქუჩის კუთხეში მდებარე „ვ-----–ის“ გაზგასამართ სადგურთან. ბ--- კ------–--- უკნიდან მიეპარა ბ-------------–----–--------------------ში არსებული საცხობის წინ მდგარ დ----- რ---------–---–ს და თავში ჩაარტყა ბეისბოლის სათამაშო ე.წ. „ბიტა“. დარტყმის შედეგად დ----- რ---------–---–- დაეცა, რის შემდეგაც ბ--- კ------–---მ განაგრძო დ----- რ---------–---–-სთვის ე.წ. „ბიტის“ გამოყენებით დარტყმების მიყენება. ამავდროულად, ზ------ ქ------–-- მივარდა წაქცეულ დ----- რ---------–---–ს და ყელიდან ჩამოგლიჯა 7000 ლარად ღირებული ოქროს ჯაჭვი და მედალიონი. ამის შემდეგ, ბ--- კ------–--- გაიქცა ბ-------------–----–---ის გამზირის N--ის მიმართულებით, ხოლო ზ------ ქ------–-- ჩაჯდა ა------ ა----------ს კუთვნილ ავტომანქანაში. ა------ ა---------მა დაუყოვნებლივ დაძრა ავტომანქანა და უზრუნველყო ზ------ ქ------–--ს შემთხვევის ადგილიდან გაქცევა. 2017 წლის 14 ივნისს, 15:52 საათზე, ბ--- კ------–--- დააკავეს დ----- რ---------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებით. დაკავების დროს ბ--- კ------–---ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს ცივი იარაღი - დანა.
2017 წლის 14 ივნისს, 15:52 საათზე, ბ--- კ------–--- დააკავეს დ----- რ---------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებით. დაკავების შემდეგ ბ--- კ------–--- მიიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც იგი იმავე განყოფილების თანამშრომლებმა: ზ---- გ--------–--ემ, ი-----–- ქ--–----ემ და ა---- ტ------–მა გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების მიზნით. თ---–--–ი, კ-------–-----–--ის ქუჩის N--ში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორთან მისვლის შემდეგ, დაახლოებით 21:40 საათზე, ბ--- კ------–---მ მოახერხა გაქცევა და მიმალვა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა ზ------ ქ------–--მ და მისმა ადვოკატმა გ------- ბ---------–--ემ; მსჯავრდებულ ა------ ა----------ს ადვოკატმა გ---–------- ტ---–--–---–მა და მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის
ადვოკატმა ლ---------- კ--------ემ.
მსჯავრდებულების - ზ------ ქ------–--სა და ა------ ა----------ს ადვოკატებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ხოლო მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ--- კ------–--ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ü მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ბ--- კ------–--ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბ--- კ------–---მ განმარტა, რომ მანქანაში იმყოფებოდნენ მხოლოდ ის და ა------ ა----------. მესამე პირი მათთან ერთად არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ბ--- კ------–-- გადმოვიდა ავტომანქანიდან და უკნიდან თავს დაესხა დ----- რ---------–---–ს, რომელსაც რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში „ბიტა“. თავდასხმის დროს დაზარალებულს სხვა პირი არ მიახლოებია და მისთვის ჯაჭვი არავის წაურთმევია. იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი ფაქტი მოხდებოდა, ის აუცილებლად დაინახავდა. ადვოკატის განმარტებით, ბ--- კ------–---სთან ერთად ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას არ აღიარებენ მსჯავრდებულები - ზ------ ქ------–-- და ა------ ა----------. თავდაპირველად არც დ----- რ---------–---–ს განუცხადებია ექიმისა და ექსპერტისათვის ოქროს ყელსაბამის წართმევის შესახებ და კისრის არეში არსებულ დაზიანებაზეც არაფერი უთქვამს. ასევე, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწმე ქ------- რ---------–---–-ს ჩვენება მამამისისათვის ოქროს ყელსაბამის ჩამოგლეჯის ნაწილში, რადგან იგი არ არის გამყარებული არცერთი სხვა მტკიცებულებით. ამასთან, მეორე თავდამსხმელი არ დაუნახავს შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმე მ--- ტ--------საც. დადგენილია, რომ დაზარალებულ დ----- რ---------–---–ს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა კისრის არეში, რაც ჯაჭვის ჩამოგლეჯის შემთხვევაში აუცილებლად უნდა განვითარებულიყო.
ü მსჯავრდებულ ზ------ ქ------–--სა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოსამართლემ არაობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და განაჩენს საფუძვლად დაუდო მხოლოდ ვარაუდები. მსჯავრდებულმა ა------ ა---------მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მან ზ------ ქ------–-- გაიცნო მხოლოდ დაკავების შემდეგ N- დაწესებულებაში. მანამდე მასთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებდა და მის ავტომობილში ზ------ ქ------–-- საერთოდ არ მჯდარა. ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან დასტურდება, რომ ზ------ ქ------–-- ბ--- კ------–---სა და ა------ ა---------თან ერთად არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, იგი შემთხვევის ადგილზე მისვლას და დანაშაულში მონაწილეობას ვერ მოასწრებდა. დაცვის მხარის მოსაზრებით, დაზარალებული დ----- რ---------–---–- ცრუობს სასამართლოს წინაშე, როდესაც მის თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთ პირად ასახელებს ზ------ ქ------–--ს, ვინაიდან იგი ვერ შეძლებდა ზ------ ქ------–--ს დანახვას. ამასთან, დ----- რ---------–---–მა ზ------ ქ------–--ს შესახებ ჩვენება მისცა მომხდარიდან მხოლოდ 9 საათის შემდეგ, რის გამოც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ თუ თავდასხმის მომენტშივე ამოიცნო მან ზ------ ქ------–--, რატომ დაუყოვნებლივ არ განუცხადა შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს, რათა ცხელ კვალზე გახსნილიყო დანაშაული. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ პირს, რომელიც იხრება დ----- რ---------–---–თან (ბრალდების მხარის ვერსიით, ზ------ ქ------–--ს), ხელზე - იდაყვიდან მტევნამდე - აქვს ტატუ, ხოლო ზ------ ქ------–--ს ხელზე ტატუ არ აქვს.
ü მსჯავრდებულ ა------ ა----------ს ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ა------ ა---------მა ჩაიდინა ყაჩაღობაში დახმარება. ა------ ა---------ს ბრალად წარედგინა ბ--- კ------–---სა და ზ------ ქ------–--ს მიერ ჩადენილ ქმედებაში დახმარება იმ პირობებში, როდესაც არც ბ--- კ------–--ის და არც ზ------ ქ------–--ს ბრალდების შესახებ დადგენილებები არ მოიცავს ჩანაწერს, რომ მათ განიზრახეს დ----- რ---------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმა და ამ მიზნით დახმარება სთხოვეს ა------ ა---------ს, ეს უკანასკნელი კი დასთანხმდა მათ შეთავაზებას. ა------ ა---------- არ იცნობდა არც ზ------ ქ------–--ს და არც დაზარალებულ დ----- რ---------–---–ს. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ა------ ა---------ს ჰქონდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ის ფაქტი, რომ მან იცოდა დ----- რ---------–---–ზე თავდასხმის შესახებ. უსაფუძვლოა მოსამართლის მსჯელობა, რომ თითქოს, ა------ ა---------- ხედავდა თავდასხმას, ხოლო თავდასხმის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი თავდამსხმელი „შეთანხმებისამებრ“ ჩაჯდა მის მანქანაში. დადგენილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა------ ა---------მა თანმხლებ პირთან ერთად ბ--- კ------–--- მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, თუმცა არ დასტურდება მათ შორის ისეთი კომუნიკაცია, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნებოდა საკმარისი ა------ ა----------ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ბ--- კ------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--- კ------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ--- კ------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ბ--- კ------–---ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის ერთი დღე - 2017 წლის 14 ივნისი.
ზ------ ქ------–-- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------ ქ------–-- დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომათა დარბაზიდან.
გამართლებულ ზ------ ქ------–--ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ა------ ა---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა------ ა----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ა------ ა---------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ივლისიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ü ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ირაკლი ქარდავა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას გამართლებულ ზ------ ქ------–--ს ნაწილში, კერძოდ: მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვებას, შემდეგი საფუძვლებით:
დაზარალებულ დ----- რ---------–---–-სა და მისი შვილის, მოწმე ქ------- რ---------–---–-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ დ----- რ---------–---–ზე თავდამსხმელი პირები იყვნენ სწორედ ზ------ ქ------–-- და ბ--- კ------–---, რასაც ასევე ადასტურებს ვიდეოჩანაწერები, საიდანაც დგინდება, რომ დაზარალებულს ერთი პირი დაესხა თავს, ხოლო მეორე ართმევს ყელსაბამს. ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება, რომ ზ------ ქ------–-- შემთხვევის დღეს მართლაც იმყოფებოდა სპორტდარბაზში, რომელიც დატოვა 15:30 საათზე, რის შემდეგაც მას ჰქონდა დაახლოებით 20 წუთამდე შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, რასაც იგი თავისუფლად მოასწრებდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ა------ ა----------ს ავტომანქანაში ზ------ ქ------–--ს სუნისა და ხელის კვალის, აგრეთვე ბილოგიური მასალის ნიმუშების კვალი არ აღმოჩნდა, როგორც მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა განმარტეს, შესაძლებელია ავტომანქანაში არ დარჩეს მასში მყოფი პირის ესა თუ ის კვალი, სხვადასხვა გარემო პირობების გათვალისწინებით.
ü მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ---------- კ--------ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის გამართლებას ყაჩაღობის ნაწილში, სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.
ü მსჯავრდებულ ა------ ა----------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ---–------- ტ---–--–---–ი საკასაციო საჩივრებით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა------ ა----------ს გამართლებას შერაცხულ ბრალდებაში, სააპელაციო საჩივარში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- ქარდავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის ადვოკატ ლ---------- კ---------სა და მსჯავრდებულ ა------ ა----------ს ადვოკატ გ---–------- ტ---–--–---–ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მსჯავრდებულების - ბ--- კ------–--ისა და ა------ ა----------ს უდანაშაულობის შესახებ, თუმცა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და დასკვნებს ბ--- კ------–--ისა და ა------ ა----------ს მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაციის ნაწილში, რომლის მიხედვით, ბ--- კ------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ხოლო ა------ ა---------- - საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ:
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, თუ დაზარალებულმა როგორ აღიქვა და შეაფასა მის მიმართ გამოთქმული მუქარის შინაარსი.
4. საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ბ--- კ------–--- მართლაც თავს დაესხა დაზარალებულ დ----- რ---------–---–ს, თუმცა პალატა აღნიშნავს, რომ მის ქმედებაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა.
5. ყაჩაღობის ეპიზოდში სააპელაციო პალატამ ბ--- კ------–--ისა და ა------ ა----------ს მიერ ჩადენილი ქმედებები დადასტურებულად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი ძირითადი მტკიცებულებებით:
6. შპს „ვ-----–----------–---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, რომელთა თანახმად, 15:50:16 საათზე ა------ ა----------ს კუთვნილი „BMW X5“ მოდელის ავტომობილი ჩერდება ბ-------------–----–---ის გამზირის №- კორპუსის წინ, ავტოსადგომზე. 15:50:23 საათზე, ა.ა----------ს ავტომანქანის წინა, მარჯვენა კარიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ფერის მაისური და მოლურჯო, ოდნავ მოკლე ჯინსის შარვალი, ხელში უჭირავს ხელკეტი და მირბის ბ-------------–----–---ის გამზირის №- კორპუსის მიმდებარედ, ქვეითთა სავალ ბილიკზე მდგომი დ----- რ---------–---–-სკენ, ურტყამს ხელკეტს, რის გამოც დ----- რ---------–---–- ეცემა ძირს, ხოლო აღნიშნული მამაკაცი აგრძელებს დ----- რ---------–---–-ს ხელკეტით ცემას. ამ დროს ა------ ა----------ს „BMW X5’’ მოდელის ავტომობილის მხრიდან დ----- რ---------–---–-ს მიმართულებით, სწრაფი ნაბიჯით მირბის მამაკაცი, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის მაისური და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. იგი მიდის დ----- რ---------–---–თან, ეხება კისერზე, ასრულებს გარკვეულ მოქმედებას ხელებით, რის შემდეგაც სწრაფად ბრუნდება ა------ ა----------ს მანქანის მიმართულებით.
7. ინდ მეწარმე ი-----–- ჩ------–---–-სგან გამოთხოვილი აფთიაქისა და სავალუტო ჯიხურის კამერების ვიდეოჩანაწერებით, რომლებითაც დადგენილია, რომ ბ-------------–----–---ის გამზირის №- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქვეითთა სავალ ბილიკზე გაჩერებულ დ----- რ---------–---–თან 15:50:08 საათზე მირბის მამაკაცი და ურტყამს ხელკეტს. დ----- რ---------–---–- ეცემა ასფალტზე, რის შემდეგაც მამაკაცი აგრძელებს მის ცემას. წაქცეულ დ----- რ---------–---–თან მირბის მეორე მამაკაცი, რომელიც იხრება და კისერთან ჰკიდებს ხელს. კადრში ჩნდება დ----- რ---------–---–-ს შვილი - ქ------- რ---------–---–-, რის შემდეგაც მამაკაცი, რომელიც დ----- რ---------–---–თან იყო დახრილი, დგება და გარბის „ვ-----–ის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით, ხოლო მეორე მამაკაცი აგრძელებს დ----- რ---------–---–-ს ცემას. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ იმ მომენტში, როდესაც ბ--- კ------–--- აგრძელებს ძირს წაქცეულ, დაზარალებულ დ----- რ---------–---–-ს ცემას, მათ ნამდვილად უახლოვდება ჯინსის შარვალსა და შავი ფერის მაისურში ჩაცმული პირი. იგი იხრება დ----- რ---------–---–თან და ეხება კისრის არეში, კერძოდ, ორივე ხელის გამოყენებით სწრაფად ასრულებს სწორედ იმგვარ მოქმედებას, რაც უკავშირდება ადამიანის ყელიდან ძეწკვის მოხსნას.
8. წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით დადგენილი ინფორმაცია სააპელაციო პალატამ თანხვდენილად მიიჩნია დაზარალებულ დ----- რ---------–---–-სა და მოწმე ქ------- რ---------–---–-ს ჩვენებებთან, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე ასევე დააფიქსირეს ორი თავდამსხმელი. კერძოდ, მათი განმარტებით, როდესაც ერთ-ერთი თავდამსხმელი „ბიტის“ გამოყენებით ფიზიკურად უსწორდებოდა დ----- რ---------–---–ს, მეორე მათგანი მიუახლოვდა მას და კისრიდან ჯაჭვი ჩამოგლიჯა.
9. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ქ------- რ---------–---–- სწორედ მაშინ გამოდის საცხობიდან, როდესაც მეორე თავდამსხმელი დ----- რ---------–---–-ს თავთან არის დახრილი. თავად დაზარალებული კი ხელებისა და ფეხების საშუალებით ცდილობს მოიგერიოს ბ--- კ------–---, რა დროსაც მთელ სხეულს და მათ შორის თავსაც, ამოძრავებს სხვადასხვა მიმართულებით. ამდენად, ვიდეოჩანაწერებისა და მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, დადასტურებული ფაქტია, რომ დ----- რ---------–---–ზე თავდასხმა ბ--- კ------–---სთან ერთად ჩაიდინა სხვა პირმაც, რომელმაც დაზარალებულს გასტაცა სამკაულები.
10. გარდა ამისა, დ----- რ---------–---–ზე ჩადენილ თავდასხმაში ორი პირის მონაწილეობა სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ასევე მოწმე ბესიკ გამეზარდაშვილის ჩვენებით, რომლის თანახმად, შემთხვევის დროს ბ-------------–----–---ის ქუჩა N--ში მდებარე საცხობ „ბ---------სთან“ ქვეითთა სავალ ნაწილზე, დაინახა წაქცეული პირი, რომელსაც ერთი მამაკაცი ურტყამდა, ხოლო მეორე იმყოფებოდა უშუალოდ მასთან. ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი გაიქცა გზის მხარეს. მას უკან მისდევდა ქალბატონი, რომელიც იძახდა, რომ დააყაჩაღეს.
11. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
12. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შემდეგ სააპელაციო პალატა ა------ ა----------ს ბრალდების ეპიზოდში არ დაეთანხმა დაცვის მხარის განმარტებას, რომ მან ბ--- კ------–--ის განზრახვის თაობაზე არაფერი იცოდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ბ--- კ------–--- შეუთანხმდა ა------ ა---------ს, რომ დანაშაულის ჩადენაში ხელშეწყობის მიზნით იგი უნდა მიეყვანა კონკრეტულ ადგილზე, რაც შეასრულა კიდეც და ბ--- კ------–--- თანმხლებ პირთან ერთად მიიყვანა შემთხვევის ადგილზე. ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ კი ელოდებოდა მათ. ა------ ა---------მა საკუთარი ავტომობილიდან დაინახა თავდასხმის ფაქტი და იქ განვითარებული მოვლენები, რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ თავდასხმისა და სამკაულის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ, ბ--- კ------–--ის თანმხლები პირის ავტომობილისკენ გაქცევისთანავე, ა------ ა---------მა სწრაფად დახურა კარი და დაძრა ავტომობილი, რომლითაც შემოუარა იქვე არსებულ წრეს და ისევ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც გაჩერდა რამდენიმე წამს (სავარაუდოდ, ეძებდა სხვა მიმართულებით გაქცეულ ბ--- კ------–---ს), შემდეგ კი დატოვა შემთხვევის ადგილი.
13. ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ა------ ა----------ს ავტომანქანიდან ჯერ გადმოდის ბ--- კ------–---, რომელიც ავტომანქანის კარს ტოვებს ღიას, ცოტა მოგვიანებით იმავე ავტომანქანიდან გადმოდის მეორე პირი, ხოლო ა------ ა---------- ამის შემდეგაც არ ტოვებს შემთხვევის ადგილს, კარი კვლავ ღია აქვს და ელოდება დ----- რ---------–---–ზე თავდამსხმელ პირებს. ა------ ა---------- ავტომანქანის კარს ხურავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მისკენ მიემართება და ავტომობილში მისი ჩაჯდომის შემდეგ ტოვებს შემთხვევის ადგილს. რაც შეეხება ბ--- კ------–--ის მიერ ა------ ა----------ს ავტომობილის კარის ღიად დატოვებას, პალატის განმარტებით, აღნიშნული გარემოება მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ ბ--- კ------–--- თავდასხმის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო ა------ ა----------ს ავტომობილში. ეს გარემოებები აშკარად მიანიშნებს, რომ ა------ ა---------მა დამნაშავე პირები მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, დაელოდა მათ და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა, რითაც მას დაეხმარა მიმალვაში. აღნიშნული ქმედებით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა------ ა---------მა დ----- რ---------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმის თანაამსრულებლებს გაუწია ფიზიკური დახმარება, რაც გამოიხატა საკუთარი ავტომობილით მათ გადაადგილებაში.
14. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ არ ეთანხმება ბ--- კ------–--ისა და ა------ ა----------ს ქმედებების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ:
15. საკასაციო პალატასაც დადგენილად მიაჩნია, რომ ა------ ა---------მა ბ--- კ------–--- საკუთარი ავტომობილით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე. მათ თან ახლდათ მესამე მამაკაციც. ბ--- კ------–--- გადმოდის ავტომანქანიდან და ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს ესხმის დ----- რ---------–---–ს, რომელსაც ურტყამს ხელკეტს. დაზარალებული ვარდება ასფალტზე, ხოლო თავდამსხმელი აგრძელებს მის ცემას. წაქცეულ დ----- რ---------–---–თან მირბის მეორე მამაკაცი, რომელიც იხრება, კისერთან ჰკიდებს ხელს და ასრულებს გარკვეულ მოქმედებას. ამ დროს დ----- რ---------–---–-ს დასახმარებლად მიდის მისი შვილი - ქ------- რ---------–---–-, რის შემდეგაც მამაკაცი, რომელიც დ----- რ---------–---–თან იყო დახრილი, დგება და გარბის „ვ-----–ის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით, ხოლო მეორე მამაკაცი აგრძელებს დ----- რ---------–---–-ს ცემას. ქ------- რ---------–---–- იგერიებს ბ--- კ------–---ს, რომელიც გარბის ბ-------------–----–---ის გამზირის N--ის მიმართულებით, მეორე მამაკაცი კი ჯდება ა------ ა----------ს კუთვნილ ავტომანქანაში და ტოვებენ შემთხვევის ადგილს.
16. როგორც ზემოთ აღინიშნა, ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია თავდასხმისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, რომელიც, თავის მხრივ, ჩადენილი უნდა იყოს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. გასათვალისწინებელია, რომ თავდასხმა გამოიხატება დაზარალებულზე უეცარ, აგრესიულ, ძალადობრივი სახის მოქმედებაში.
17. საკასაციო პალატა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:
18. მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი სასჯელს იხდიდა გლდანის N- დაწესებულებაში, სადაც მომარაგების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა დ----- რ---------–---–-, რომელმაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ბ--- კ------–--- დაჰპირდა, რომ ცემას არ შეარჩენდა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, სამაგიეროს გადაუხდიდა. სწორედ 2017 წლის 14 ივნისს მიეცა დ----- რ---------–---–-ს ცემის შესაძლებლობა. მეგობარს - ა------ ა---------ს სთხოვა კონკრეტულ ადგილზე მისი კუთვნილი „BMW-ს“ მარკის მანქანით მიყვანა. ა------მა ჰკითხა, თუ რად უნდოდა ე.წ. „ბიტა“, რაზეც უპასუხა: „ერთი უნდა დავანგრიოო“. იგი ა------ ა---------თან ერთად, მისივე მანქანით გაემართა ბ-------------–----–---ის გამზირისკენ და ამ ტერიტორიაზე ბ--- კ------–--- უკნიდან თავს დაესხა დ----- რ---------–---–ს, რომელსაც „ბიტა“ რამდენჯერმე ჩაარტყა თავში და აგრძელებდა მის ფეხებში დარტყმას დაზარალებულის ძირს დაცემის შემდეგაც. მასთან მიირბინა დ----- რ---------–---–-ს ქალიშვილმა - ქ------- რ---------–---–მა და ძალის გამოყენებით წააქცია, რის შემდეგაც წამოდგა და გაიქცა გზის მოპირდაპირე მხარეს. ბ--- კ------–---მ განუმარტა სასამართლოს, რომ მას დ----- რ---------–---–-ს დაყაჩაღების განზრახვა არ ჰქონია და არც აღნიშნული ქმედება ჩაუდენია.
19. გამართლებულ ზ------ ქ------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბ--- კ------–---სთან, ხოლო ა------ ა---------- გაიცნო დაკავების პერიოდში N- დაწესებულებაში. ასევე იცნობს დაზარალებულ დ----- რ---------–---–ს, ვინაიდან მეგობრობდა მის შვილთან. 2017 წლის 14 ივნისს, შუადღის საათებში, იმყოფებოდა სპორტდარბაზში, საიდანაც გამოსვლის შემდეგ საკუთარი მანქანით წავიდა მეგობრის სანახავად. ვინაიდან თავად არ აქვს მართვის მოწმობა, საჭესთან დასვა ასევე მისი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის ვინაობის გამჟღავნებაც არ სურს. ისინი გაემართნენ ხ---------------ის ქუჩაზე. ბ-------------–----–---ის გამზირზე შენიშნა, რომ იქვე არსებული საცხობის მოპირდაპირედ ხალხი იყო შეკრებილი, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დაახლოებით საღამოს 17:00-18:00 საათისთვის იმყოფებოდა სახლში. ინტერნეტის საშუალებით გაიგო მომხდარი თავდასხმის შესახებ. მოგვიანებით გადავიდა უბანში, სადაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. უთხრეს, რომ ბრალი ედებოდა დ----- რ---------–---–-ს დაყაჩაღებაში. ზ------ ქ------–--მ დამატებით განმარტა, რომ სავარჯიშო დარბაზის დატოვებისას ეცვა „ადიდასის“ ფირმის მაისური, შორტი და ბოტასი. შემთხვევის ადგილი არის მისი უბანი, სადაც გავლა უწევს დღეში რამდენჯერმე, თუმცა შემთხვევის დღეს მანქანიდან ამ ტერიტორიაზე არ გადასულა. ასევე, იმ დღეს არ შეხვედრია ბ--- კ------–---ს და მასთან არც სატელეფონო კავშირი ჰქონია.
20. ასევე საყურადღებოა, რომ თვითონ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები ზ------ ქ------–--ს ყაჩაღობაში მსჯავრდების ნაწილში ვერ აკმაყოფილებს მტკიცების პროცესისათვის სავალდებულო უტყუარობის კრიტერიუმს, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები კი არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ------ ქ------–--ს დამნაშავედ ცნობისათვის, რასაც საკასაციო პალატაც სრულად იზიარებს და რის შესახებაც ქვემოთ იმსჯელებს.
21. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ბ--- კ------–---ს ჰქონდა ყაჩაღობის განზრახვა. სააპელაციო პალატა ამ ბრალდების დასადასტურებლად ძირითად მტკიცებულებად მიიჩნევს ბ--- კ------–--ის მიერ დაზარალებულზე თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისული მეორე პირის მოქმედებას, რომელიც, როგორც ვიდეოჩანაწერებში ჩანს და ამასთან, დაზარალებული და მისი შვილი განმარტავენ, მიდის წაქცეულ დ----- რ---------–---–თან, მას ძეწკვს ხსნის და გარბის. საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია ეს ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება, რომ ბ--- კ------–--ის განზრახვა მოიცავდა ყაჩაღობის ჩადენას და მას ჰქონდა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ვინაიდან გაურკვეველია და დადგენილი არ არის, მოქმედებდნენ თუ არა ბ--- კ------–--- და მეორე პირი ერთობლივად, სახელდობრ: ვიდეოჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ ბ--- კ------–--- და მეორე პირი როგორც დანაშაულის დაწყებისას, ისე - მისი მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგაც, ახორციელებენ სრულიად სხვადასხვა მოქმედებას, კერძოდ: დანაშაულის დაწყებისას ბ--- კ------–--- უკნიდან მიდის დაზარალებულთან და თავს ესხმის მას ე.წ. „ბიტით“, იწყებს მის ცემას, რასაც აგრძელებს მისი დაცემის შემდეგაც. რამდენიმე წამში ძირს დაცემულ დაზარალებულთან მირბის მეორე მამაკაცი, რომელიც იხრება მის თავთან და ასრულებს გარკვეულ მოქმედებას, რის შემდეგაც გარბის. ბ--- კ------–--- დაზარალებულის ცემას არ წყვეტს, ხოლო მას შემდეგ, რაც დაზარალებულის შვილი მას წინააღმდეგობას უწევს და ცდილობს შეაჩეროს, ბ--- კ------–--- იძულებული ხდება, დატოვოს შემთხვევის ადგილი. ბ--- კ------–--- და მეორე მამაკაცი შემთხვევის ადგილს ტოვებენ სხვადასხვა მიმართულებით. ამასთანავე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მეორე პირი არ იყო ზ------ ქ------–-- და მისი ვინაობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაუდგენელია.
23. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით: ბ--- კ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, სურდა, დ----- რ---------–---–ს გასწორებოდა ძველი წყენის გამო და მისთვის სამაგიერო გადაეხადა; დანაშაულებრივ ფაქტთან რაიმე შეხებას და ბ--- კ------–---სა და ა------ ა---------თან ერთად ყოფნას საერთოდ გამორიცხავს ზ------ ქ------–--; ზ------ ქ------–--სთან ერთად ყოფნას, მის მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმასა და საერთოდ, ყაჩაღობის ფაქტს ასევე გამორიცხავს ა------ ა---------- (დაცვის მხარის შესავალ სიტყვაში), ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბ--- კ------–--- დაზარალებულს თავს ამ მიზნით დაესხა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და არ დგინდება, რომ ბ--- კ------–--- და მეორე პირი ერთობლივად მონაწილეობდნენ მითითებული დანაშაულის ჩადენაში. ის, რომ ბ--- კ------–--- სხვა პირთან ერთად დაზარალებულს თავს დაესხა სწორედ დაყაჩაღების მიზნით, არ დასტურდება არც საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებით.
24. რაც შეეხება თვითონ დაზარალებულისა და ასევე, მისი შვილის ჩვენებებს, რომელთა თანახმად, დ----- რ---------–---–ს თავს დაესხნენ დაყაჩაღების მიზნით, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მას ერთ - ერთმა პირმა ჩამოგლიჯა ძეწკვი, საკასაციო პალატა მათ ჩვენებებს ამ ნაწილში საეჭვოდ არ მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ მათ მომხდარი ფაქტი სწორედ ყაჩაღურ თავდასხმად აღიქვეს, თუმცა მათი ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ბ--- კ------–---სა და მეორე პირს - ორივეს ჰქონდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზანი და ისინი მოქმედებდნენ ერთობლივად, წინასწარ შეთანხმებითა თუ შეუთანხმებლად.
25. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და ანალიზის შედეგად ბ--- კ------–--ის ქმედებაში არ დგინდება ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანი და, ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს მის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მას ამოძრავებდა შურისძიების მოტივი და სწორედ ამ, და არა - ყაჩაღობის მიზნით, დაესხა თავს დაზარალებულს, მაგრამ ამასთანავე, მის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის შემადგენლობა (2017 წლის 14 ივნისს მოქმედი რედაქცია) - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, რის გამოც ბ--- კ------–--ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე (2017 წლის 14 ივნისს მოქმედი რედაქცია).
26. რაც შეეხება ა------ ა----------ს ქმედებას, მას მსჯავრად დაედო ყაჩაღობაში დახმარება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს:
27. საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულში თანამონაწილეობის ერთ-ერთი სახეა დამხმარე, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენაში ხელის შეწყობას.
28. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა------ ა---------ს ბრალად დაედო ყაჩაღობაში დახმარება, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად.
29. საკასაციო პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა, რომ ბ--- კ------–--ის ქმედებაში არ იკვეთება ყაჩაღობის ნიშნები, თუმცა დადგენილად მიიჩნია, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. შესაბამისად, საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს, დაეხმარა თუ არა ა------ ა---------- ბ--- კ------–---ს მითითებული დანაშაულის ჩადენაში.
30. საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა------ ა---------მა დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ფიზიკური დახმარება გაუწია ბ--- კ------–---ს, რაც გამოიხატა საკუთარი ავტომობილით მის გადაყვანაში, რასაც ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის ჩვენება, რომლითაც დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ივნისს თავის მეგობარს - ა------ ა---------ს სთხოვა კონკრეტულ ადგილზე მისი მანქანით მიყვანა. როდესაც ა------მა ჰკითხა, თუ რად უნდოდა ე.წ. „ბიტა“, მან უპასუხა: „ერთი უნდა დავანგრიოო“; ვიდეოჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ ბ--- კ------–--- საკუთარი ავტომანქანით შემთხვევის ადგილზე მიიყვანა სწორედ ა------ ა---------მა, რა დროსაც ავტომანქანიდან ჯერ გადმოდის ბ--- კ------–---, რომელიც ავტომანქანის კარს ტოვებს ღიას, ცოტა მოგვიანებით ამავე ავტომანქანიდან გადმოდის მეორე პირი, ხოლო ა------ ა---------- ამის შემდეგაც არ ტოვებს შემთხვევის ადგილს, კარი კვლავ ღია აქვს და ელოდება მათ დაბრუნებას. ა------ ა---------- ავტომანქანის კარს ხურავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე პირი მისკენ მიემართება და მისი ავტომობილში ჩაჯდომის შემდეგ ტოვებს შემთხვევის ადგილს; თვითონ მსჯავრდებული ა------ ა----------ც ადასტურებს, რომ მან ბ--- კ------–--- საკუთარი ავტომანქანით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, თუმცა განმარტავს, რომ არ იცოდა ბ--- კ------–--ის განზრახის შესახებ (დაცვის მხარის შესავალი სიტყვა), რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
31. შესაბამისად, საკასაციო პალატას, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ა------ ა---------მა კარგად იცოდა, თუ რა მიზნით მიდიოდა ბ--- კ------–--- ბ-------------–----–---ის გამზირზე და მიუხედავად ამისა, იგი დასთანხმდა მის თხოვნას, წაიყვანა მის მიერ მითითებულ ადგილას, დაელოდა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ მეორე პირი იქიდან გაიყვანა, რაც ნათლად მიუთითებს, რომ იგი, როგორც დამხმარე, მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში.
32. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ზ------ ქ------–--ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და ამ ნაწილში სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას ზ------ ქ------–--ს უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
33. მსჯავრდებულმა ზ------ ქ------–--მ (ისევე როგორც მსჯავრდებულებმა ბ--- კ------–---მ და ა------ ა---------მა) კატეგორიულად უარყო თავისი მონაწილეობა მომხდარ დანაშაულში. ზ------ ქ------–--მ განმარტა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, შუადღის საათებში, იმყოფებოდა სპორტდარბაზ „ს--------ში“, საიდანაც გამოსვლის შემდეგ, საკუთარი მანქანით წავიდა მეგობრის სანახავად. ვინაიდან თვითონ არ აქვს მართვის მოწმობა, საჭესთან დასვა მეგობარი. ისინი გაემართნენ ხ---------------ის ქუჩისკენ. ბ-------------–----–---ის გამზირზე შენიშნა, რომ იქვე არსებული საცხობის მოპირდაპირედ ხალხი იყო შეკრებილი, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დაახლოებით 17:00-18:00 საათისთვის იმყოფებოდა სახლში, ხოლო მომხდარი თავდასხმის შესახებ გაიგო ინტერნეტის საშუალებით.
34. სპორტდარბაზ „ს--------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ 2017 წლის 14 ივნისს ზ------ ქ------–-- ნამდვილად იმყოფებოდა აღნიშნულ დარბაზში. დადგენილია ის ფაქტიც, რომ ზ------ ქ------–--მ სპორტდარბაზი „ს--------“ დატოვა 15:36:17 საათზე, ხოლო დანაშაული მოხდა დაახლოებით 15:50 საათზე. შპს „რ------------–------------–ოს“ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, ბ--- კ------–--- და ა------ ა---------- მისივე კუთვნილი ავტომანქანით ერთად გადაადგილდებიან ჯერ კიდევ 15:19 საათზე. აღნიშნულის შემდგომაც, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ზ------ ქ------–-- იმყოფებოდა სპორტდარბაზში, ა------ ა---------- და ბ--- კ------–--- ერთად ჩნდებიან შპს „პს---------დან“ და შპს „ს------------–---------------დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში ისინი მოძრაობენ ბ------------–--–-ის ქუჩიდან ბ-------------–----–---ის ქუჩის მიმართულებით.
35. შპს „ვ-----–----------–--------------ისა“ და ინდ მეწარმე ი-----–- ჩ------–---–-საგან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ იმ დროს, როცა ბ--- კ------–-- აგრძელებს წაქცეული დ----- რ---------–---–-ს ცემას, ა------ ა----------ს „BMW X5“ მოდელის ავტომობილის მხრიდან დ----- რ---------–---–-ს მიმართულებით, სწრაფი ნაბიჯით მირბის მამაკაცი, ეხება კისერზე, ხსნის ძეწკვს და სწრაფად ბრუნდება კვლავ ა------ ა----------ს მანქანის მიმართულებით. აღნიშნულ მამაკაცს აცვია მუქი მაისური და მოლურჯო ჯინსის შარვალი.
36. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომელიც, ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერების ანალიზიდან გამომდინარე, მართებულად აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა 15:36:17 საათზე მოსკოვის გამზირზე მდებარე სპორტდარბაზიდან გამოსულმა ზ------ ქ------–--მ რა ვითარებაში გამოიცვალა შორტი და ჩაიცვა შარვალი, როგორ დაუკავშირდა ამ დროს უკვე ბ-------------–----–---ის ქუჩაზე მყოფ ა------ ა---------სა და ბ--- კ------–---ს და 15:48:28 საათისათვის როგორ აღმოჩნდა ა------ ა----------ს კუთვნილ ავტომანქანაში; გარდა ამისა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ა------ ა----------ს ავტომობილში არ აღმოჩნდა ზ------ ქ------–--ს ხელის, სუნისა და ბიოლოგიური ნიმუშების კვლები, რაც ბრალდების მხარემ ახსნა იმ გარემოებით, რომ როგორც ოდოროლოგიური დარგის ექსპერტებმა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, ავტომობილში პირის ყოფნის მიუხედავად, შესაძლებელია ავტომობილში მისი სუნის კვალი არ დარჩეს. ბრალდების მხარის მითითებული მოსაზრება შესაძლოა, გაზიარებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი წარმოდგენილი იქნებოდა სხვა უტყუარი მტკიცებულება ზ------ ქ------–--ს ა----------ს ავტომობილში ყოფნასთან დაკავშირებით. იმ პირობებში კი, როდესაც ა------ ა----------ც და ბ--- კ------–---ც კატეგორიულად უარყოფენ მათთან ერთად ავტომობილში ზ------ ქ------–--ს ყოფნას, ხოლო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით ვერ მოხერხდა ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულ ბ--- კ------–---სთან ერთად მყოფი პირის იდენტიფიკაცია, სხვა რაიმე მტკიცებულება კი წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ ექსპერტთა განმარტებები ვერ დააკმაყოფილებს მტკიცების პროცესისათვის სავალდებულო უტყუარობის მაღალ სტანდარტს.
37. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 14 ივნისს თ---–--–ი, ბ-------------–----–------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----- რ---------–---–-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები დაემთხვა ზ------ ქ------–--სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშს, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება ზ------ ქ------–--ს მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ქუჩას, სადაც გადაადგილდებიან მოქალაქეები და მათ შორის - ზ------ ქ------–--ც, რომელსაც, იმის გამო, რომ ეს გზა არის ქალაქის ცენტრალურ უბნებთან დამაკავშირებელი, ხშირად უწევდა ამ ტერიტორიაზე გავლა. ამასთან, სავარჯიშო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ზ------ ქ------–--მ გაიარა შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც ადასტურებს გ-------–----–---ის ქუჩა N--ში მდებარე აფთიაქზე განთავსებული კამერის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულებრივი ქმდებიდან ერთი წუთის შემდეგ - 15:51:15 საათზე, ზ------ ქ------–--ს ავტომობილი დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელშიც, დაცვის მხარის განმარტებით, ზ------ ქ------–-- ზის მძღოლის გვერდითა სავარძელში.
38. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა დაცვის მხარის ინიციატივით შპს „დ--------------–-------------–------------------–----------–-----------ას“ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოჩანაწერში, პირს, რომელიც მიწაზე დაცემულ დ----- რ---------–---–-ს თავთან წამიერად იხრება, მარცხენა ხელის მტევნიდან იდაყვამდე მონაკვეთში აღენიშნება სხვადასხვა სახის ტატუ. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ------ ტ----–---–---–მა და მან კატეგორიულად განახცადა, რომ დ----- რ---------–---–ზე თავდამსხმელ პირს მარცხენა ხელზე აღენიშნება „მასიური ტატუ“. სასამართლოს წინაშე არ ყოფილა წარდგენილი არანაირი დასაბუთებული არგუმენტი ან მტკიცებულება, რაც პალატას ექსპერტ მ------ ტ----–---–---–ის ობიექტურობასა და კომპეტენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს შეუქმნიდა და მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სხვაგვარად შეფასების საშუალებას მისცემდა. მითითებული პირის მარცხენა ხელზე გარკვეული ლაქის არსებობა არ არის უარყოფილი არც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ მესამე პირს მარცხენა ხელის მაჯის პირველ ნახევარში, მაჯის ზედა მხრიდან აღენიშნება მუქი ფერის ლაქა. აღნიშნული ლაქა წარმოადგენს თუ არა სვირინგს (ტატუს), დადგენა შეუძლებელია. დასკვნის ავტორმა - ექსპერტმა ლ-–- ა-------–---მ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა, რომ ხსენებულ პირს ხელზე ნამდვილად აღენიშნება ლაქა, რომელიც შესაძლებელია იყოს ტატუ/სვირინგი ან სხვა რაიმე, რომლის გარჩევაც შეუძლებელია. ამდენად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს დ----- რ---------–---–ზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ბ--- კ------–--ის თანმხლები მეორე პირისა და ზ------ ქ------–--ს იდენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
39. რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ისათვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე (2017 წლის 14 ივნისს მოქმედი რედაქცია), ხოლო მსჯავრდებულ ა------ ა----------ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 25,120-ე მუხლზე (2017 წლის 14 ივნისს მოქმედი რედაქცია), რომლის დისპოზიცია ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
41. მსჯავრდებულების - ბ--- კ------–--ისა და ა------ ა----------ს მიმართ სასჯელის ზომისა და სახის განსაზღვრისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, ასევე - საქართველოს სსკ–ის 39-ე და 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ბ--- კ------–--- წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი და მის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მათ მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, კერძოდ: დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად (თანამონაწილეობით), დღისით, ხალხმრავალ - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რაც ხაზს უსვამს მათი ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, მათი გამოსწორებისა და რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2017 წლის 14 ივნისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის მაქსიმუმი - 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ბ--- კ------–--ის ადვოკატ ლ---------- კ---------სა და მსჯავრდებულ ა------ ა----------ს ადვოკატ გ---–------- ტ---–--–---–ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ბ--- კ------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე (2017 წლის 14 ივნისს მოქმედი რედაქცია);
ბ--- კ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2017 წლის 14 ივნისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
ბ--- კ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
ბ--- კ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2017 წლის 14 ივნისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელებიდან 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--- კ------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
მსჯავრდებულ ბ--- კ------–---ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის ერთი დღე - 2017 წლის 14 ივნისი;
5. ა------ ა----------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 25,120-ე მუხლზე (2017 წლის 14 ივნისს მოქმედი რედაქცია);
ა------ ა---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,120-ე მუხლით (2017 წლის 14 ივნისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
მსჯავრდებულ ა------ ა---------ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ივლისიდან;
ა------ ა---------- დღეის მდგომარეობით სასჯელმოხდილია, რის გამოც დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი ზ------ ქ------–--ს გამართლებისა და ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე