საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
371აპ-09 3 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ლ. გ-სა და ი. გ-ის, მსჯავრდებულ ლ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით:
ი. გ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და ,,გ» ქვეპუნქტები (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი. გ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის სსკ-ის 75-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ვადა.
ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 186-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2007 წლის 8 აგვისტოდან 10 აგვისტოს პერიოდი.
ლ. გ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და ,,გ» ქვეპუნქტები (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ლ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 186-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 9 თვე და 18 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით, 3 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 ივნისიდან.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ლ. გ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ,,სონი-ერიქსონის» ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ....... და ,,ლაი-ლაის» სიმბარათი საიდენტიფიკაციო კოდით ....., როგორც დანაშაულის საგანი, რის გამოც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სასამართლო კანცელარიამ დასახელებული ნივთები სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ორგანიზებისათვის უნდა გადაუგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საფინანსო სააგენტოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ივნისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შევიდა ცვლილება შემდეგი სახით:
ტექსტი ,,ი. გ-ს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით» განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაზუსტდა და შეიცვალა ტექსტით: ,,ი. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით». დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. გ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ლ. გ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ლ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 9 თვე და 18 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ,,სონი-ერიქსონის» ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ....... და ,,ლაი-ლაის» სიმბარათი საიდენტიფიკაციო კოდით ............., უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულების _ ლ. გ-სა და ი. გ-ის, მსჯავრდებულ ლ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ლ. გ-სა და ი. გ-ის, მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.