დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli
№1231-13 12 მარტი, 2013 წელი
ს-ი დ, 1231-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ი. გ-ას
მსჯავრდებულ _ დ. ს-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ თ. ჭ-სა და განსასჯელ დ. ს-ს შორის.
დ. ს-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით – 6 თვით, ხოლო სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, შეკრების წესით, დ. ს-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 7 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის 3 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის განაჩენით დ. ს-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 1.500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 თვე, 15 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 20 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის 2 დღე.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული დ. ს-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 360–ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე კოდექსის 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ს-ს 1/4–ით (6 თვით) შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – 2 წელი და მოსახდელად დარჩა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ს-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სასჯელის სწორად ათვლა და პატიმრობიდან განთავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნით (სადაც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“) და დ. ს-ი, იმის გამო, რომ ამ პერიოდისთვის იგი იყო ნასამართლობის არმქონე პირი, კანონიერად გაათავისუფლა საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლითა და სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელებისაგან.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.
იმის გამო, რომ დ. ს-ი საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი დანაშაულის დროს იყო ნასამართლევი პირი, მასზე კანონიერად ვერ გავრცელდა ამნისტიის კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნები და ზემოაღნიშნული მუხლის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი – 2 წელი, სამართლიანად შეუმცირდა ¼-ით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ.ოშხარელი
გ. შავლიაშვილი
საჩივარი დარჩეს განუხილველი
№1231-13 26 თებერვალი, 2013 წელი
ს-ი დ, 1231-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ი. გ-ას
მსჯავრდებულ _ დ. ს-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ თ. ჭ-ასა და განსასჯელ დ. ს-ს შორის.
დ. ს-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით – 6 თვით, ხოლო სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, შეკრების წესით, დ. ს-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 7 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის 3 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის განაჩენით დ. ს-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 1.500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 თვე, 15 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 20 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის 2 დღე.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული დ. ს-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 360–ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე კოდექსის 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ს-ს 1/4–ით (6 თვით) შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – 2 წელი და მოსახდელად დარჩა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 20 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის 2 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ს-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სასჯელის სწორად ათვლა და პატიმრობიდან განთავისუფლება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინება და პირადი საქმე დ. ს-ის მიმართ №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიგზავნა 2013 წლის 29 იანვარს.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად: ,,ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით“.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა 2013 წლის 14 თებერვალს, რითაც დაირღვა გასაჩივრების 2 - კვირიანი ვადა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რადგან საკასაციო პალატა უფლებამოსილი არ არის, აღადგინოს გასაჩივრების გაცდენილი ვადა, რომელსაც საქართველოს სსსკ-ის 89-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს პირველი ინსტანციის სასამართლო, წარმოდგენილ საჩივარს ვერ განიხილავს.
ამდენად, საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. ს-მა გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილი საჩივარი შუამდგომლობით უკან გაითხოვა.
კასატორს აქვს საჩივრის უკან გათხოვნის უფლება, ამიტომ მისი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 301-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი