განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 28.03.2013
საქმის ნომერი
2კ-911-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№9111-13 28 მარტი, 2013 წელი

ბ-ე გ., 9111-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ფ-ის

ადვოკატების – ე. მ-ის, ხ. ხ-ას

მსჯავრდებულ – გ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, მე-3 ნაწილით – 6 წლით, მე-19,379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით, 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 8 წლით, მე-19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით – 12 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 15 წლით, 224-ე მუხლით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით გ. ბ-ეს განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2002 წლის 19 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2001 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე, სულ – 26 დღე.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 27 იანვრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 25-ე,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 14 წლით, 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, 25-ე,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, 25-ე,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით, 25,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით, 25-ე,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 13 წლით, 25-ე,მე-19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრებითა და შთანთქმით გ. ბ-ეს განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 19 წლიდან, 4 თვითდან, 13 დღიდან – 5 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 19 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით აღნიშნულ განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო 25-ე,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან – 25-ე,143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ბ-ეს დანიშნული სასჯელი – 23 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 3 თვით და საბოლოოდ განესაზღვრა 22 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით გ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 17 წელი, 9 თვე, 16 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით, 9 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 მარტიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით გ. ბ-ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის, 3 თვისა და 16 დღის ვადით.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) – 8 წლით, 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ-ეს განესაზღვრა 12 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 31 წლით, 9 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 მარტიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი –31 წელი, 1 თვე, 26 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 35 წლით, 1 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ოქტომბრიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ამნისტიის კანონის გავრცელების შემდგომ) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ. ბ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 25 წლით, 9 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ოქტომბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ბ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მას სულ განსაზღვრული აქვს 41 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამიტომ სასამართლოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა გაევრცელებინა სწორედ ამ სასჯელზე და არა – 35 წლით, 1 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას და ყველა განაჩენით თითოეული მუხლით დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. ბ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 19,379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 224-ე მუხლით დანიშნული სასჯელები, ვინაიდან აღნიშნული მუხლებით მსჯავრდებისას იგი წინათ განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გ. ბ-ე უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, ხოლო სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის თანახმად - უნდა გაუნახევრდეს. საბოლოოდ, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, გ. ბ-ეს ამ განაჩენით უნდა განესაზღვროს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით, 25,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, 25,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 25-ე,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 25,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 25, 19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ვინაიდან აღნიშნული მუხლებით მსჯავრდებისას იგი წინათ განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, გ. ბ-ეს ამ განაჩენით უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 17 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი (ვინაიდან ამ მუხლით მსჯავრდებისას იგი წინათ განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი) და მიესაჯოს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის 2007 წლის 7 მარტისთვის მოუხდელი ნაწილი - 12 წელი, 7 თვე, 13 დღე - და სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 14 წლით, 10 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები (ვინაიდან ამ მუხლებით მსჯავრდებისას იგი წინათ განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი) და მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის 2008 წლის 19 მარტისთვის მოუხდელი ნაწილი - 11 წელი, 7 თვე, 1 დღე - და სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 20 წლით, 7 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (ვინაიდან ამ მუხლით მსჯავრდებისას იგი წინათ განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი) და მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის 2008 წლის 27 ოქტომბრისთვის მოუხდელი ნაწილი - 19 წელი, 11 თვე, 23 დღე - და საბოლოოდ გ. ბ-ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 22 წლით, 11 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს 2008 წლის 27 ოქტომბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5, მე-12, მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5, მე-12 და მე-16 მუხლების შესაბამისად, გ. ბ-ეს, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით განესაზღვროს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს, თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 17 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და მიესაჯოს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის 2007 წლის 7 მარტისთვის მოუხდელი ნაწილი - 12 წელი, 7 თვე, 13 დღე - და სასჯელის სახით განესაზღვროს 14 წლით, 10 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის 2008 წლის 19 მარტისთვის მოუხდელი ნაწილი - 11 წელი, 7 თვე, 1 დღე - და სასჯელის სახით განესაზღვროს 20 წლით, 7 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის 2008 წლის 27 ოქტომბრისთვის მოუხდელი ნაწილი - 19 წელი, 11 თვე, 23 დღე - და საბოლოოდ გ. ბ-ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვროს 22 წლით, 11 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2008 წლის 27 ოქტომბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე