განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№16821-13 5 ივნისი, 2013 წელი
ქ-ე ე., 16821-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ჯ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ქ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განაჩენით ე. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ე. ქ-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 25,369-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 8 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 8000 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 19 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე.
2013 წლის 14 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარის პრობაციის ბიურომ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ქ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ე. ქ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 25,369-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ნ. ქ-ეს განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ქ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მის მიმართ არასწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინების გაუქმებას და პირობითი მსჯავრისაგან განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ე. ქ-ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25,369-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება - კანონიერია, ვინაიდან, მართალია, აღნიშნული დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება, მაგრამ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლში იმპერატიულადაა მითითებული, რომ ხსენებული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ ე. ქ-ისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრება, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება - ასევე კანონიერია.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ე. ქ-ეს პროპორციულად უნდა შეუმცირდეს გამოსაცდელი ვადაც და გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 4 წელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ ე. ქ-ეს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე