ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2198 აპ ქ. თბილისი
3 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ღ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით:
ხ. ღ-ი (გ-ი) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,339-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 23,362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა. დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ზ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ზ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,339-ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 23,362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მან დანიშნული სასჯელიდან 3 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა ‘ 15000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა. დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ნ. თ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,339-ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 23,362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მან დანიშნული სასჯელიდან 3 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა. დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ლ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მან დანიშნული სასჯელიდან 2 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა. დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ მ. თ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
მ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად,თვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად,დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა -5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ. თა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს პირს.
დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა. დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ დ. შ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
დ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დ. შ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს პირს.
ნივთმტკიცება _ ,,პანასონიკის” ვიდეოკასეტები: VHშ სტანდარტის ¹180ღ-258, VHშ სტანდარტის ¹120შ-245, VHშ სტანდარტის ¹120შ-251, VHშ სტანდარტის ¹120შ-253, VHშ სტანდარტის ¹120შ-188, გ. გ-ს სახელზე გაცემული დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის უფროსის მიმართვა კ. ბ-ს სახელზე, გ. გ-ს დაბადების მოწმობის ასლი, ო. გ-ს პირადობის მოწმობის ასლი, საბოლოო შეფასების უწყისის ასლები, რეგისტრაციის წესების დარღვევის ¹269 ოქმი, ელექტრონული ფოსტით ამონაბეჭდი ცნობები 2 ეგზემპლარად 19.10.2006 და 31.10.2006 წ.წ. გადახდის ქვითრები ¹29557720 და ¹29557852, ოქმი რეგისტრაციის წესების დარღვევის შესახებ, წვევამდელის მიწერილობის მოწმობის ასლი, გ. გ-ს სახელზე გაცემული სამხედრო ნამსახურეობის ბარათის ასლი, საპატრიარქოდან გაცემული ცნობა გ. გ-ს სახელზე, ფორმა ¹3 საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობის შესახებ, განცხადება-ანკეტა ფორმა ¹1ა გ. გ-ს ანკეტური მონაცემების შესახებ, პირადობის მოწმობის ასლი, ,,სახალხო ბანკის” ქვითარი 35 და 14 ლარიანი, დ. შ-ს თავისუფალი ხელმოწერის ნიმუშები, მ. თ-ს, დ. გ-ს, თ. ლ-ს ხელწერისა და ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშები, მ. თ-ს ხელწერისა და ხელმოწერების დამატებითი თავისუფალი ნიმუშები, ლ. ბ-ს, მ. გ-ს ხელწერისა და ხელმოწერების დამატებითი თავისუფალი ნიმუშები, გ. გ-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი დარჩეს სს საქმეში მისი შენახვის ვადით; პირადობის (ბინადრობის) მოწმობებისა და პასპორტების გაცემის აღრიცხვის ჟურნალი ფორმა ¹2-200 ფურცელი უნდა დაუბრუნდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურს; 1974 წლის დაბადების სააქტო ჩანაწერის წიგნი, 15 ერთეული ქორწინების აქტის ჩანაწერი, 5 ერთეული გარდაცვალების აქტის ჩანაწერი, განცხადება და ავტობიოგრაფია 2 ფურცლად დაუბრუნდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდაბნის სამსახურს; ორი ცალი აშშ 20 დოლარიანი კუპიურები ¹BG86158949ჩ, ¹AG70233824ჟ, ერთი ცალი აშშ 10 დოლარიანი კუპიურა ¹ჩB22952858B, ერთი ცალი აშშ 50 დოლარიანი კუპიურა ¹AB27815470D უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენით მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ხ. ღ-მა 2006 წელს, გამოძიებით ზუსტი თარიღი დაუდგენელია, განიზრახა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და მოტყუებით, თითქოსდა შესაბამის თანამდებობის პირთათვის ქრთამის სახით გადაცემის მიზნით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების მსურველთაგან ფულადი თანხების აღება და შემდგომში თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, იგი დაუკავშირდა თავის ნაცნობ ნ. თ-ს, რომელსაც უთხრა, რომ ჰყავდა ნაცნობები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მუშაკთა შორის და საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალური დოკუმენტების _ პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის ყალბად დამზადება შეეძლო. ამასთან, სთხოვა, იმ შემთხვევაში, თუ ყალბი პირადობის მოწმობის ან პასპორტის აღების მსურველი გამოჩნდებოდა, დაეკავშირებინა მასთან და შესთავაზა ამ დანაშაულებრივი გზით უკანონოდ მიეღოთ დამატებითი შემოსავალი, რასაც ნ. თ-ი დათანხმდა. დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ ნ. თ-მა აცნობა თავის მეგობარს _ ზ. გ-ს და ხსენებულმა პირთა ჯგუფმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა ე. ნ-ს ქონებას და ამავე მიზნით ქრთამის მიცემაში წაექეზებინათ ეს უკანასკნელი, რომელსაც ზ. გ-ი 2006 წლის 18 აგვისტოს შეხვდა. E. ნ-ძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს ოპერატიულ მუშაკად მსახურობდა, გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია ზემოაღნიშნული პირების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ და, სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, დანაშაულებრივ ქმედებათა გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მითითებულ პირებთან კონტაქტი დაამყარა.
ზ. გ-მა, წინასწარ შეთანხმებული იყო რა ნ. თ-სა და ხ. ღ-თან, ე. ნ-ს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, 10-14 დღის განმავლობაში, შეეძლო დაემზადებინა ყალბი პირადობის მოწმობა და მოქალაქის პასპორტი მისთვის სასურველი ანკეტური მონაცემებით, ასევე განუცხადა, რომ ასეთი დოკუმენტების დასამზადებლად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამდებობის პირთათვის გადასაცემად. E. ნ-ს 1700 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ქრთამის სახით, აღნიშნულზე ე. ნ-მ თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ ზ. გ-მა ე. ნ-სთან შეთანხმების შესახებ ნ. თ-ს და ხ. ღ-ს შეატყობინა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა _ ზ. გა-მა, ნ. თ-მა და ხ. ღ-მა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ამ უკანასკნელის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში კავშირების გამოყენებით, განიზრახეს ე. ნ-სათვის დაემზადებინათ მოგონილი პირის “გ. გ-ის”ანკეტური მონაცემებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ, პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელშიც ჩაკრული იქნებოდა ე. ნ-ს ფოტოსურათი. ზ. გ-ი, რომელიც ხ. ღ-თან და ნ. თ-თან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა, არწმუნებდა ე. ნ-ს, რომ 1700 აშშ დოლარი, ქრთამის სახით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამდებობის პირებისათვის უნდა გადაეცათ, რის სანაცვლოდაც ისინი დაამზადებდნენ ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს. შესაბამისად, ე. ნ-ძე წააქეზეს თანამდებობის პირის მიერ უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემაში. ამავე დროს, ატყუებდნენ რა ე. ნ-ძეს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება მხოლოდ ხ. ღ-ის კავშირების გამოყენებით ჰქონდათ განზრახული და მათ მიზანს ე. ნ-ძის კუთვნილ თანხის _ 1700 აშშ დოლარის მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით, თაღლითური გზით, დაუფლება წარმოადგენდა.
ე. ნ-მ ზემოხსენებულის შესახებ სამმართველოს ხელმძღვანელობას აცნობა, რის შემდეგაც, გადაწყდა ე. ნ-ს, მყიდველის სახით, დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართვა და მათ მიერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტების საკონტროლო შესყიდვისათვის შესაბამისი თანხაც გამოიყო. თანხის გადაცემის დასაფიქსირებლად ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა და ფოტოგადაღება დაიგეგმა. 2006 წლის 19 აგვისტოს, ე. ნ-ძე თანხის გადასაცემად, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, “საქართველოს ბანკის” ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ზ. გ-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნულ ვადაში და ფასად, თანამონაწილეებთან ერთად, შეძლებდა მისთვის ყალბი პირადობისა და დაბადების მოწმობის დამზადებას “გ. გ-ს” სახელზე. E. ნ-მ ზ. გ-ს სპეცსახსრებიდან გამოყოფილი 1500 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დანარჩენი 200 აშშ დოლარი, შეთანხმებისამებრ, მას შემდეგ უნდა გადაეხადა, რაც ზ. გ-ი მას ყალბ პირადობის მოწმობას და პასპორტს გადასცემდა. დანაშაულებრივმა ჯგუფის წევრებმა _ ხ. ღ-მა, ზ. გ-მა და ნ. თ-მა მიიღეს რა ზემოაღნიშნული თანხა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. E. ნ-სთან შეთანხმებით, მას “გ. გ-ს” სახელზე, ყალბი პირადობის მოწმობისა და მოქალაქის პასპორტის დამზადებას დაჰპირდნენ და ზ. გ-ს მეშვეობით არწმუნებდნენ, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურიდან ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გაცემის ფაქტი არ გახმაურდებოდა.
დანააშულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ხ. ღ-ი დაუკავშირდა თავის ნაცნობს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის სპეციალისტ ლ. ბ-ს, რომელსაც შეუთანხმდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის _ ყალბი პირადობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის დამზადებასთან დაკავშირებით. ყალბი პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურში ოფიციალური წესით, ყალბად გადასაცემად საჭირო იყო შესაბამისი პირის სახელზე გაცემული დაბადების მოწმობა. ხ. ღ-სათვის ცნობილი იყო, რომ “გ. გ-ძის” ანკეტური მონაცემების მქონე პირი, დაბადებული ....... წლის ... თებერვალს ქ. თბილისში, რომლის სახელზეც ხსენებული ყალბი დოკუმენტები უნდა დამზადებულიყო, რეალურად არ არსებობდა. აღნიშნულის გამო მან პირთა ჯგუფთან _ ზ. გ-თან და ნ. თ-თან ერთად, განიზრახა არაერთგზის ჩაედინა დანაშაული, კერძოდ, თავისი ნაცნობის _ მ. თ-ს დახმარებით დაემზადებინა ყალბი დაბადების მოწმობა “გ. გ-ის” სახელზე, რის გამოც 2006 წლის 26 აგვისტოს ისინი ზ. გ-ს მეშვეობით ე. ნ-ს დაუკავშირდნენ და შესთავაზეს მას ყალბი დაბადების მოწმობის დამზადება, რის სანაცვლოდაც მისგან მოითხოვეს 150 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც ყალბი დაბადების მოწმობის დამამზადებელი, თითქოს შესაბამისი, თანამდებობის პირისათვის უნდა გადაეცა, რითაც ე. ნ-ძე ხ. ღ-მა, ნ. თ-მა და ზ. გ-მა წააქეზეს, თანამდებობის პირის მიერ უკანონო ქმედების ჩასადენად, ქრთამის მიცემაში. ამავე დროს, ატყუებდნენ რა ე. ნ-ს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება მხოლოდ ხ. ღ-ის კავშირების გამოყენებით ჰქონდათ განზრახული და მათ მიზანს ე. ნ-ის კუთვნილი თანხის _ 150 აშშ დოლარის, მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით, თაღლითური გზით, დაუფლება წარმოადგენდა. E. ნ-მ იმავე დღეს, დაახლოებით 14 საათზე, ზ. გ-ს ქ. რუსთავში ოპერატიული ღონისძიებების ჩასატარებლად სპეციალური სახსრებიდან გამოყოფილი თანხა _ 150 აშშ დოლარი გადასცა.
ხ. ღ-ი, ზემოხსენებული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანისა და ყალბი დაბადების მოწმობის დამზადებაში დახმარების მიღების მიზნით, 2006 წლის ოქტომბრის თვეში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დაუკავშირდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდაბნის სამსახურის განყოფილების უფროსს _ მ. თ-ს, რომელთან ერთადაც წარსულში, წლების მანძილზე, გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაიონულ აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობდა და სთხოვა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის _ “გ. გ-ს” სახელზე შედგენილი განმეორებითი დაბადების მოწმობის დამზადება. მ. თ-ძე დათანხმდა მას და ამ უკანასკნელისათვის უპირატესობის მიღების მიზნით, შესაბამისად _ პირადი მოტივით, საჯარო მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ბოორტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ყალბი ჩანაწერები გააკეთა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდაბნის სამსახურის განყოფილების 1979 წლის დაბადების სააქტო ჩანაწერის წიგნში და განმეორებით დაამზადა ყალბი დაბადების მოწმობა “გ. გ-ს” სახელზე, რომელიც ხ. ღ-ს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურში უნდა მიეტანა. ასევე მეტი დამაჯერებლობისათვის, ხ. ღ-მა, კომპიუტერზე სკანერისა და ფერადი პრინტერის გამოყენების გზით, გააყალბა საპატრიარქოს სასულიერო აკადემიისა და სემინარიების ბლანკი, კანცელარიის ბეჭდის ანაბეჭდი და კანცელარიის უფროსის _ ნ. მ-ის ხელმოწერები და დაამზადა ყალბი ცნობა, რომლის მიხედვითაც, არარსებული პირი _ “გ. გ-ძე” 2000-2006 წლებში, თითქოს, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის დარაჯად მუშაობდა. ამავე მიზნით, მანვე ყალბად დაამზადა საბოლოო შეფასების უწყისის, წვევამდელის მიწერილობის მოწმობისა და სამხედრო ნამსახურების ბარათის ასლები გ. გ-ს სახელზე და ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დროს მიიტანა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის სპეციალისტ ლ. ბ-თან, რომელმაც, თავის მხრივ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ხსენებული პირებისათვის უპირატესობის მისაღებად, არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, კერძოდ, პირადი მოტივით, ე. ნ-სათვის ყალბად შეადგინა ოფიციალური დოკუმენტი _ დაამზადა ყალბი პირადობის მოწმობა “გ. გ-ს” სახელზე. აღნიშნული დოკუმენტი მან გადასცა თავის თანამშრომელს _ მ. გ-ს და უთხრა, რომ საბუთები მოტანილი ჰქონდა ხ. ღ-ს, ყველაფერი წესრიგში იყო და დაბადებისა და პირადობის მოწმობები გადაეცა პირისათვის, რომელიც მასთან ამ დოკუმენტის წასაღებად მივიდოდა. მან ლ. ბ-ის თხოვნა შეასრულა და 2006 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 14.00 საათზე, ყალბი პირადობისა და დაბადების მოწმობები გადასცა დოკუმენტების წასაღებად მისულ ე. ნ-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ზ. გ-ს 100 აშშ დროლარი პირადად გადასცა. 2006 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 15.00 საათზე, ე. ნ-ძე, შეთანხმებისამებრ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასაღებად გამოცხადდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შენობასთან, სადაც ზ. გ-ს გადასცა 100 აშშ დოლარი, შევიდა შენობაში ზ. გ-თან და ნ. თ-თან ერთად და აიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი შედგენილი ყალბად, “გ. გ-ის” სახელზე, რა დროსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები _ ზ. გ-ი, ნ. თ-ი და ლ. ბ-ი ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს სპეციალური ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ზ. გ-ს შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა ე. ნ-ს მიერ, საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისათვის, საქართველოს შსს-ს სპეცსახსრებიდან გამოყოფილი, 100 აშშ დოლარი, კერძოდ, 1 ცალი აშშ 50 დოლარიანი, 2 ცალი 20 დოლარიანი და 1 ცალი ათდოლარიანი კუპიურები.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ნივთმტკიცების ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ხ. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,339-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 23,362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხ. ღ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 აგვისტოდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ,,პანასონიკის” ვიდეოკასეტები: VHშ სტანდარტის ¹180ღ-258, VHშ სტანდარტის ¹120შ-245, VHშ სტანდარტის ¹120შ-251, VHშ სტანდარტის ¹120შ-253, VHშ სტანდარტის ¹120შ-188, ,,გ. გ-ს” სახელზე გაცემული დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის უფროსის მიმართვა კ. ბ-ს სახელზე, გ. გ-ს დაბადების მოწმობის ასლი, ო. გ-ს პირადობის მოწმობის ასლი, საბოლოო შეფასების უწყისის ასლები, რეგისტრაციის წესების დარღვევის ¹269 ოქმი, ელექტრონული ფოსტით ამონაბეჭდი ცნობები 2 ეგზემპლარად 19.10.2006 და 31.10.2006 წ.წ. გადახდის ქვითრები ¹29557720 და ¹29557852, ოქმი რეგისტრაციის წესების დარღვევის შესახებ, წვევამდელის მიწერილობის მოწმობის ასლი, გ. გ-ს სახელზე გაცემული სამხედრო ნამსახურების ბარათის ასლი, საპატრიარქოდან გაცემული ცნობა გ. გ-ს სახელზე, ფორმა ¹3 საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობის შესახებ, განცხადება-ანკეტა ფორმა ¹1ა გ. გ-ს ანკეტური მონაცემების შესახებ, პირადობის მოწმობის ასლი, ,,სახალხო ბანკის” ქვითარი 35 და 14 ლარიანი, დ. შ-ის თავისუფალი ხელმოწერის ნიმუშები, მ. თ-ის, დ. გ-ის, თ. ლ-ის ხელწერისა და ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშები, მ. თ-ს ხელწერისა და ხელმოწერების დამატებითი თავისუფალი ნიმუშები, ლ. ბ-ს, მ. გ-ს ხელწერისა და ხელმოწერების დამატებითი თავისუფალი ნიმუშები, გ. გ-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქაალაქის პასპორტი დარჩეს სს საქმეში მისი შენახვის ვადით; პირადობის (ბინადრობის) მოწმობებისა და პასპორტების გაცემის აღრიცხვის ჟურნალი ფორმა ¹2-200 ფურცელი უნდა დაუბრუნდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურს; 1974 წლის დაბადების სააქტო ჩანაწერის წიგნი, 15 ერთეული ქორწინების აქტის ჩანაწერი, 5 ერთეული გარდაცვალების აქტის ჩანაწერი, განცხადება და ავტობიოგრაფია 2 ფურცლად დაუბრუნდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდაბნის სამსახურს; ორი ცალი აშშ 20 დოლარიანი კუპიურები ¹BG86158949ჩ, ¹AG70233824ჟ, ერთი ცალი აშშ 10 დოლარიანი კუპიურა ¹ჩB22952858B, ერთი ცალი აშშ 50 დოლარიანი კუპიურა ¹AB27815470D საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს.
მსჯავრდებული ხ. ღ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის 24,339-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს; იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 23,362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხ. ღ-ი ალტერნატიული მოთხოვნის სახით შუამდგომლობს სასჯელის შემსუბუქებას. კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ შეესაბამება მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილ ქმედებას ორ ეპიზოდში; სასამართლომ არასწორად გამოიყენა მატერიალური კანონის ნორმა; მის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა საჩივრის მტკიცება იმის შესახებ, რომ ხ. ღ-ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 24,339-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების _ ე. ნ-ს, ი. ვ-ს, ი. ხ-ს, მ. გ-ს, დ. გ-ს, ო. გ-ს, დ. ლ-სა და სხვათა ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით ხ. ღ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა დადასტურებულია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ხ. ღ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 23,362–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა გაუნახევრდეს და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
“ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ხ. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 23,362–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.
მსჯავრდებულ ხ. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 24,339-ე მუხლის მეორე ნაწილით, 23,362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.