დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 29.09.2015
საქმის ნომერი
ბს-459-452(2კ-15)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-459-452(2კ-15)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-459-452 (2კ-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი,ქ. თბილისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - 1. მ. ხ-ა (მოსარჩელე) 2. სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-ამ 16.10.12 წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სპს ,,...’’ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საბიუჯეტო დავალიანების (ძირითადი დავალიანება 2172.05 ლარი და საურავი 5570,78 ლარი), როგორც უკანონოდ დარიცხულის, გაუქმება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წელს ფოთის საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო წერილი, რომლის მიხედვით, ერთი და იგივე სახელწოდებით ცალ-ცალკე რეგისტრირებული ორი დამოუკიდებელი საწარმო სპს ,,...’’ არსებობა ხელს უშლიდა მომავალ საქმიანობას. აღნიშნულის გამო მან მიმართა ფოთის საგადასახადო ინსპექციას კოდის გაუქმების მოთხოვნით და შესაბამისად, გაუქმდა სპს ,,...’’ მინიჭებული კოდი: ... . 19.02.08წ იგი დარეგისტრირდა ინდ.მეწარმედ, რის შემდეგაც დროულად წარადგინა დეკლარაციები და აწარმოა სათანადო ანგარიშსწორება.

მოსარჩელის განმარტებით, იგი საქმიანობას ახორციელებს ქ. ზუგდიდში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და 15.05.12წ. ჩათვლით რაიმე დავალიანება არ ერიცხებოდა, რაც დასტურდება შედარების აქტით. მიუხედავად ამისა, 2012 წელს სპს ,,...’’ პირად ბარათზე აისახა საბიუჯეტო დავალიანება 7742,83 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი დავალინებაა 2171,05 ლარი და საურავი 5570,78 ლარი. მოპასუხემ აცნობა, რომ აღნიშნული დავალიანება წარმოშობილი იყო სხვა პირადი ბარათიდან გადმოტანილი დავალიანების საფუძველზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. 22.08.07წ. ჩატარდა რევიზია, რასაც მოჰყვა ანგარიშსწორებათა გასწორება, რის შემდეგაც გაუქმდა მასზე ადრე მინიჭებული კოდი და იგი დარეგისტრირდა ინდ.მეწარმედ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მასზე არასწორად არის დარიცხული როგორც ძირითადი დავალიანება, ასევე საურავი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 21.09.12წ. განცხადებით მიმართა მოპასუხეს-სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა არასწორად დარიცხული თანხის გაუქმება, რაზეც 28.09.12წ. წერილით უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.12.12წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების შესაბამისად, რეგისტრირებულია სპს ,,...’’, საიდენტიფიკაციო კოდით .... სპს ,,...’’ (ს/ნ ...) შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 15.11.12წ. მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ ერიცხება სულ ძირითადი დავალიანება 2185, 05 ლარი და საურავი 5838,68 ლარი. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების შესაბამისად რეგისტრირებულია ინდივიდუალური მეწარმე ,,...’’ საიდენტიფიკაციო კოდით ... (ძველი საიდენტიფიკაციო კოდი: ...). ი/მ ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ ...), შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 15.11.12წ. მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ ერიცხება და აქვს ზედმეტობა 503,98 ლარი. სპს ,,...’’ (ს/ნ ...) საკუთრების უფლებით ერიცხება ქალაქ ზუგდიდში, ... ქუჩაზე (ყოფ. ... 1-ლი შესახვევი) მდებარე, დაზუსტებული 3000 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: .... მ. ხ-ას (ს/ნ ...) საკუთრების უფლებით ერიცხება ქალაქ ზუგდიდში, ... ქუჩა N50-ში მდებარე დაზუსტებული 313 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: ....

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 04.05.06წ. საგადასახადო მოთხოვნით, სპს ,,...’’ (საიდენტიფიკაციო კოდით ...), ძირითადი დავალიანება შეადგენს 981,86 ლარს, ხოლო საურავი 1340,37 ლარს. ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ 13.01.09წ. მომზადდა დასკვნა, რომელშიც აღინიშნა, რომ უნდა განხორციელდეს სპს ,,...’’ (ს/ნ ...) ლიკვიდაცია და არსებული ნარჩენის კოოპერატივი ,,ქ...’’ (ს/ნ ..., სპს ,,...’’) პირადი აღრიცხვის ბარათზე გადატანა. დასკვნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სპს ,,...’’ ერთი და იგივე სახელწოდებით დროის სხვადასხვა პერიოდში რეგისტრირებული იყო ცალ-ცალკე, როგორც ორი დამოუკიდებელი საწარმო ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონში. ამავე დასკვნით განისაზღვრა, რომ 11.01.09წ. მდგომარეობით, შედარების აქტის მიხედვით, სპს ,,...’’ (ს/ნ ...) ერიცხებოდა დავალიანება-ქონების გადასახადში საურავი 120,96 ლარი, სხვა გადასახადებში (გაუქმებული) ნარჩენი 13,00 ლარი, საურავი 61,19 ლარი; მიწის გადასახადში ნარჩენი 2172,05 ლარი და საურავი 3510, 59 ლარი. ბარათების გაერთიანების შემდეგ განხორციელდა სპს ,,...’’ (საიდენტიფიკაციო კოდით ...) ლიკვიდაცია. რეორგანიზაციის შედეგად მ. ხ-ა (კოოპ. ,,ქ...“)(ს/ნ ...) შეერწყა სპს ,,...’’ (ს/ნ ...).

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სპს ,,...’’ არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი გადახდის ქვითრებით. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ხ-ა რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ, ასევე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში დაცულია 27.04.12წ. 1130 ლარის ოდენობით საბიუჯეტო გადასახადის ქვითარი, გადახდა განხორციელებულია ინდ. მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ მიერ (ს/ნ...); 27.04.12წ. 40 ლარის ოდენობით საბიუჯეტო გადახდის ქვითარი, რომელიც გადახდილია ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ მიერ (ს/ნ ...); 13.01.12წ., 720 ლარის ოდენობით საბიუჯეტო გადასახადის გადახდის ქვითარი, გადახდა განხორციელებულია მ. ხ-ას მიერ (ს/ნ ...) და 5.12.08წ. 700 ლარის ოდენობით საბიუჯეტო გადასახადის გადახდის ქვითარი, რომელიც გადახდილია ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ მიერ. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნული მტკიცებულებების შესაბამისად, მოხდა იმ გადასახადების გადახდა, რომლებიც ერიცხებოდა ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’, რაც შეეხება 16.07.07წ. გადახდის ქვითარს, რომელიც განახორციელა სპს ,,...’’, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული დავალიანება დარიცხულია მას შემდეგ - 2009 წლის დასკვნის საფუძველზე, ორი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პირადი ბარათების გაერთიანების შედეგად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტის შესაბამისად, საზოგადოებას არ ერიცხებოდა დავალიანება და იგი მოულოდნელად აისახა 2012 წელს. სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის და 2012 წლის შედარების აქტები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის პოზიციას, ეკუთვნის ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ და არა სპს ,,...’’. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 01.12.10წ. მდგომარეობით არსებული შედარების აქტი ასახავს ბიუჯეტის მიმართ ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ დავალიანებას, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მან ამ დავალიანების დაფარვით შეასრულა ვალდებულება, რომელიც ეკისრებოდა სპს ,,...’’.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 7.04.05წ. N228 ბრძანების 1.2 მუხლის, 8.41 მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონით განსაზღვრულ საწარმოთა რეორგანიზაციისას (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) საწარმოთა შერწყმის შედეგად გაერთიანებული ცალკეული საწარმოები წყვეტენ არსებობას და გაერთიანების შემდეგ ისინი აღარ არსებობენ როგორც სამართალსუბიექტები, ხოლო საწარმო, რომელსაც მიუერთდნენ აგრძელებს არსებობას და გაერთიანების შედეგად წარმოშობილი საწარმო არის მიერთებული საწარმოს უფლებამონაცვლე, სკ-ის 61-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ 13.01.09წ. გაცემულ დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა განხორციელდეს სპს ,,...’’ (ს/ნ ...) ლიკვიდაცია და არსებული ნარჩენის კოოპერატივი ,,ქ...’’ (ს/ნ ... სპს ,,...“) პირადი აღრიცხვის ბარათზე გადატანა. დასკვნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სპს ,,...’’ ერთი და იგივე სახელწოდებით დროის სხვადასხვა პერიოდში რეგისტრირებული იყო ცალ-ცალკე, როგორც ორი დამოუკიდებელი საწარმო ზუგდიდსა და წალენჯიხის რაიონში. ამავე დასკვნით განისაზღვრა, რომ 11. 01.09წ. მდგომარეობით შედარების აქტის მიხედვით სპს ,,...’’ (ს/ნ ...) ერიცხებოდა დავალიანება-ქონების გადასახადში საურავი 120,96 ლარი, სხვა გადასახადებში (გაუქმებული) ნარჩენი 13,00 ლარი, საურავი 61,19 ლარი, მიწის გადასახადში 2172,05 ლარი ნარჩენი, საურავი 3510,59 ლარი. ბარათების გაერთიანების შემდეგ განხორციელდა სპს ,,...’’ (საიდენტიფიკაციო კოდით ...) ლიკვიდაცია. ,,გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ’’ მეთოდური მითითების 9.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, ბარათების შემოწმების შემდეგ, რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე რეორგანიზაციის თარიღით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 13.01.09წ. დასკვნის საფუძველზე განხორციელდა სპს ,,...’’ (კოოპერატივი ქ..., ს/ნ ...) რეორგანიზაცია და იგი შეერწყა სპს ...’’ (ს/ნ ...), შესაბამისად, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ძველი სუბიექტის უფლებამონაცვლეს და საგადასახადო ორგანოს მიერ სწორად განხორციელდა გადასახადების მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადატანა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.12.12წ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.13წ. განჩინებით მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.12.12წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 382.2, 390.3 მუხლებზე მითითებით სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.04.13წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და სპს ,,...’’ პირად ბარათზე რიცხული დავალიანების გაუქმება. კასატორმა აღნიშნა, რომ სპს ,,...’’ გაუქმების მოთხოვნით მიმართა ფოთის საგადასახადო ინსპექციას 2007 წელს, მას შემდეგ დავალიანება დღემდე უკანონოდ ერიცხება. სასამართლომ არ დაასაბუთა აღნიშნული დავალიანების დარიცხვის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით მ.ხ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.13წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს მითითებით პირადი აღრიცხვის ბარათზე მითითებული თანხა აღემატება 04.05.06წ. საგადასახადო შეტყობინებაში მითითებულ თანხას. 04.05.06წ. შეტყობინებაში ძირითად თანხად მითითებულია 981,86ლ., ხოლო პირადი აღრიცხვის ბარათში საგადასახადო დავალიანების ძირითად თანხად მითითებულია 2363,48 ლ., ამ შეუსაბამობაზე მ. ხ-ა სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, მიუხედავად ამისა სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აღნიშნულთან დაკავშირებით. ამასთანავე, პირადი აღრიცხვის ბარათში გაზრდილი საგადასახადო დავალიანების აღრიცხვის საფუძველი სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის.გარდა ამისა, არ იქნა შესწავლილი საგადასახადო დავალიანების წარმომშობი დოკუმენტაცია, დავალიანების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად შემოსავლების სამსახურის 13.01.09წ. დასკვნა იქნა მიჩნეული მაშინ, როდესაც დასკვნა თავისთავად არ ადასტურებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების დარიცხვის მართლზომიერებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;. მ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სპს ”...” პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხები (გარდა 2006 წლის 4 მაისის საგადასახადო მოთხოვნით/შეტყობინებით ძირითად გადასახადში დარიცხული 981.86 ლარისა და მასზე დარიცხული საურავისა) და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების გადაანგარიშება, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოსარჩელის მოთხოვნა სპს ”...” პირადი აღრიცხვის ბარათზე 2006 წლის 4 მაისის საგადასახადო მოთხოვნით/შეტყობინებით ძირითად გადასახადში დარიცხული 981.86 ლარის და მასზე დარიცხული საურავის გაუქმების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1. სპს ,,...“ ერთი და იგივე სახელწოდებით დროის სხვადასხვა პერიოდში რეგისტრირებული იყო ცალ-ცალკე, როგორც ორი დამოუკიდებელი საწარმო სპს ,,... კოოპერატივი ქ...” (ს/ნ ...) და სპს ,,...” (ს/ნ ...);

2. 2006 წლის 4 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახდო დეპარტამენტის მიერ გამოიცა №04-02/363 საგადასახადო მოთხოვნა სპს ,,...’’ (საიდენტიფიკაციო კოდით ...) მიმართ, რომლის თანახმად, 2006 წლის 3 მაისის მდგომარეობით მას ბიუჯეტის მიმართ ერიცხებოდა სულ ძირითადი დავალიანება 981,86 ლარი, საურავი _ 1340,37 ლარი, მათ შორის, ქონების გადასახადში ირითადი თანხა _ 9,0 ლარი, საურავი _ 124,32 ლარი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადში ძირითადი თანხა _ 13,00 ლარი, საურავი _ 52,21 ლარი; არასასოფლო მიწის გადასახადში ძირითადი თანხა _ 959,86 ლარი, საურავი _ 1163,84 ლარი (ტ.1. ს.ფ. 112);

3. სპს ,,...“ 2006 წლის 4 მაისის №04-02/363 საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2006 წლის 23 მაისს (ტ.2. ს.ფ. 9);

4. მ. ხ-ა არ დაეთანხმა დარიცხულ დავალიანებას და 2006 წლის 29 მაისს ფოთის საგადასახადო ინსპექციას მიმართა შესაგებლით, რომელიც დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დარღვეული იყო იმ დროისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, შესაგებელში აღნიშნული არ იყო დავის გაგრძელების შემთხვევაში მისი გადაწყვეტის ფორმა (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ან სასამართლოს მიერ), რაც 2006 წლის 7 ივნისის №01/4-4/839 წერილით ეცნობა მ. ხ-ას (ტ.1. ს.ფ. 118);

5. ფოთის რეგიონული ცენტრის მიერ 2009 წლის 13 იანვარს შედგა №84 დასკვნა, რომელშიც აღინიშნა, რომ უნდა განხორციელდეს სპს ,,...“ (ს/ნ ...) ლიკვიდაცია და არსებული ნარჩენის კოოპერატივი ,,ქ...“ (ს/ნ ... სპს ,,...“) პირადი აღრიცხვის ბარათზე გადატანა, რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სპს ,,...“ ერთი და იგივე სახელწოდებით, დროის სხვადასხვა პერიოდში რეგისტრირებული იყო ცალ-ცალკე, როგორც ორი დამოუკიდებელი საწარმო, ზუგდიდსა და წალენჯიხის რაიონში. დასკვნის თანახმად, 2009 წლის 11 იანვრის მდგომარეობით შედგენილი შედარების აქტის მიხედვით, სპს ,,...“ (ს/ნ ...) ერიცხებოდა შემდეგი დავალიანება: ქონების გადასახადის საურავი _ 120,96 ლარი, სხვა გადასახადები (გაუქმებული) ნარჩენი _ 13,00 ლარი, საურავი _ 61,19 ლარი, არასასოფლო მიწის გადასახადი ნარჩენი _ 2172,05 ლარი, საურავი _ 3510,59 ლარი. ამავე დასკვნის თანახმად, შესაბამის თანამშრომელს დაევალა განეხორციელებინა სპს ,,...” (ს/ნ ...) და კოოპერატივი „ქ...“ (ს/ნ ...) პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანება და ბარათების გაერთიანების შედეგად მოხდა სპს ,,...“ (საიდენტიფიკაციო კოდით ...) ლიკვიდაცია (ტ.1. ს.ფ. 116; 267).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ფოთის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის13 იანვრის №84 დასკვნის გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 07 აპრილის N228 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინტრუქციის მე-8 მუხლის 41-ე პუნქტის თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საწარმოთა რეორგანიზაციისას (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა), საწარმოთა შერწყმის შედეგად გაერთიანებული ცალკეული საწარმოები წყვეტენ არსებობას და გაერთიანების შედეგად ისინი აღარ არსებობენ როგორც სამართალსუბიექტები, ხოლო საწარმო, რომელსაც მიუერთდნენ აგრძელებს არსებობას და გაერთიანების შედეგად წარმოშობილი საწარმო არის მიერთებული საწარმოს უფლებამონაცვლე. სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის N1205 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 9.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, ბარათების შემოწმების შემდეგ, რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე რეორგანიზაციის თარიღით (რეორგანიზაციის თარიღის ათვლა მოხდება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღიდან).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფოთის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 13 იანვრის №84 დასკვნის საფუძველზე, სპს ,,...“ (კოოპ. ,,ქ...“, ს/ნ ...) შეერწყა სპს ,,...“ (ს/ნ ...), შესაბამისად, ეს უკანასკნელი არის ძველი სუბიექტის უფლებამონაცვლე. 2009 წლის 31 იანვარს განხორციელდა სპს ,,...“ (ს/ნ ...) ლიკვიდაცია და აღნიშნული საიდენტიფიკაციო ნომრით პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ნარჩენი, შესაბამისი გადასახადის სახეების მიხედვით, გადატანილი იქნა მოქმედ საიდენტიფიკაციო ნომერზე - .... შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, სპს ,,...“ (ს/ნ ...) 2012 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ ერიცხება სულ ძირითადი დავალიანება 2185,05 ლარი, საურავი _ 5621,48 ლარი, მათ შორის, ქონების გადასახადში საურავი _ 120,96 ლარი, სხვა (გაუქმებულ) გადასახადებში _ 13 ლარი, საურავი _ 72,66 ლარი, არასასოფლო მიწის გადასახადში ძირითადი დავალიანება _ 2172,05 ლარი, საურავი _ 5427,86 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სპს „...” პირადი აღრიცხვის ბარათზე 2006 წლის 4 მაისის საგადასახადო მოთხოვნით/შეტყობინებით ძირითად გადასახადში დარიცხული 981.86 ლარისა და მასზე დარიცხული საურავის გაუქმების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ სპს ,,...’’ არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რაც, თითქოსდა, დასტურდება საქმეში წარდგენილი გადახდის ქვითრებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 27 აპრილს საბიუჯეტო ანგარიშზე 1130 ლარის გადახდის ქვითარი, რომლის თანახმად, გადახდა განხორციელებულია ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ...) მიერ, 2012 წლის 27 აპრილს საბიუჯეტო ანგარიშზე 40 ლარის გადახადის ქვითარი, რომელიც გადახდილია ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ მიერ (ს/ნ ...); 2012 წლის 13 იანვარს საბიუჯეტო ანგარიშზე 720 ლარის გადახადის ქვითარი, რომლის თანახმად, გადახდა განხორციელებულია მ. ხ-ას მიერ (ს/ნ ...), 2008 წლის 5 დეკემბერს 700 ლარის საბიუჯეტო გადასახადის გადახდის ქვითარი, რომელიც ასევე გადახდილია ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას“ მიერ (ტ.1. ს.ფ. 13-15; ტ.2. ს.ფ. 4); ამდენად, მითითებული მტკიცებულებების შესაბამისად, განხორციელებულია ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-აზე“ რიცხული გადასახადების გადახდა. რაც შეეხება 2009 წლის 26 ნოემბრის საგადასახადო დავალებას, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, საბიუჯეტო შემოსავლის კოდზე: ... (რომელიც აღნიშნავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის გადახდას იურიდიული პირების მიერ) გადახდილი თანხა _ 400 ლარი ასახულია ინდ.მეწარმე „მ. ხ-ას“ პირადი აღრიცხვის ბარათზე (ტ.2.ს.ფ.165; ტ.3.ს.ფ.36). 2007 წლის 16 ივლისის გადახდის ქვითრის შესაბამისად კი, მართალია, 540 ლარი გადახდილი აქვს სპს ,,...“, მაგრამ ამ შემთხვევაში თანხის გადამხდელიც და მიმღებიც არის მ. ხ-ა, ამასთან, არც ქვითრიდან ირკვევა და ვერც მოსარჩელე მიუთითებს, რა დანიშნულებით გადაიხადა მან ეს თანხა (ტ.2. ს.ფ. 3).

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სპს „. ..” პირადი აღრიცხვის ბარათზე მითითებული თანხა აღემატება 2006 წლის 4 მაისის საგადასახადო შეტყობინებაში მითითებულ თანხას. კერძოდ, 2006 წლის 4 მაისის შეტყობინებაში ძირითად თანხად მითითებულია 981,86 ლარი, მათ შორის, ქონების გადასახადში _ 9,0 ლარი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადში _ 13,00 ლარი; არასასოფლო მიწის გადასახადში _ 959,86 ლარი. საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტების მიხედვით კი, სპს ,,...“ (ს/ნ ...) რიცხული საგადასახადო დავალიანების ძირითადი თანხა შეადგენს 2185,05 ლარს, მათ შორის, არასასოფლო მიწის გადასახადში _ 2172,05 ლარს და სხვა (გაუქმებულ) გადასახადებში _ 13 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, სპს ”მ. ხ-ას” პირადი აღრიცხვის ბარათზე მითითებული გაზრდილი საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია ორივე საწარმოს _ სპს ,,...“ (კოოპ. ,,ქ...“, ს/ნ ...) და სპს ,,...“ (ს/ნ ...) დავალიანებების შეკრების, კერძოდ, სპს ,,...“ (კოოპ. ,,ქ...“, ს/ნ ...) პირადი აღრიცხვის ბარათიდან გადატანილ დავალიანებაზე სპს ,,...“ (ს/ნ ...) პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში რიცხული საგადასახადო დავალიანების მიმატების შედეგად, რომელიც სპს ,,...“ პირადი აღრიცხვის ბარათზე გადატანილი იქნა ”საქ. ავეჯის მაღაზიის” პირადი ბარათიდან (ტ.1. ს.ფ. 200; სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1997 წლის 13 ივნისის საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლისა და 2004 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-5, მე-6, მე-7 ნაწილების თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გადასახადის გამოანგარიშება ხდებოდა მიწის წლიური საბაზრო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტსა და მიწის ფართობზე. 1997 წლის 13 ივნისის საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2004 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-9 შესაბამისად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელების აღრიცხვა და გადასახადის დარიცხვა წარმოებდა ყოველწლიურად 1 მარტის მდგომარეობით. 1997 წლის 13 ივნისის საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 2004 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადის შესახებ „საგადასახადო მოთხოვნას“ გადამხდელებს გადასახადის გამოანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის ჩვენებით აბარებდნენ საანგარიშო წლის 1 ივლისამდე.

სააპელაციო სასამართლომ 2004 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ „საგადასახადო მოთხოვნა“ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს „საგადასახადო მოთხოვნას“ უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის N228 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ინსპექცია დამოუკიდებლად ახორციელებს გადასახადის თანხების დარიცხვას და ამის თაობაზე გადასახადის გადამხდელს უგზავნის ,,საგადასახადო მოთხოვნას”. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, თანხის დარიცხვა პირადი აღრიცხვის ბარათზე ხდება საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე, ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანების დარიცხვის შემთხვევაში, დარიცხვა უნდა განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც საქმეში არ მოიპოვება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სპს ,,...“ (ს/ნ ...) პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების ასახვას (გარდა 2006 წლის 4 მაისის საგადასახადო მოთხოვნით/შეტყობინებით დარიცხული თანხისა). კერძოდ, არ არის გამოკვლეული, რის საფუძველზე განხორციელდა დარიცხვა, არსებობდა თუ არა დარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, აღნიშნულ დავალიანებაზე გამოცემული იყო თუ არა საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელს ჩაბარებული ჰქონდა თუ არა საგადასახადო ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი _ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო ასეთი დოკუმენტის ჩაუბარებლობა წარმოადგენდა თუ არა მიწის გადასახადზე საურავებისაგან განთავისუფლების საფუძველს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

სსიპ შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლო გადასახადის კანონიერებაზე მსჯელობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაცულია ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადები. მოცემულ შემთხვევაში, ვადა დარღვეულია. სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე უკანონოა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, რადგან „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მ. ხ-ა ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებას და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორის მტკიცებით, 2006 წლის 4 მაისის შეტყობინებაში ყველა დიდი დავალიანებაა მიწის გადასახადი, რომელსაც მოსარჩელე არ ეთანხმება. 2001 წლიდან მიწა გასხვისებული აქვს. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ფოთის რეგიონულ საგადასახადო ინსპექციას, მაგრამ დავალიანების გასწორება არ მომხდარა. ეს მოთხოვნა ხანდაზმულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებით მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მ. ხ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორები ვერ ასაბუთებებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მ. ხ-ას საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, მ. ხ-ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება; მ. ხ-ას დაუბრუნდეს 28.07.15 წლის N7561869 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="b9Tma1B90r2QAb1a6uEtlEC3pLYzkNOKIuUaV67o";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize