ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-820-812(კს-15)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
№ბს-820-812(კს-15) 7 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი. მ-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 8 აპრილს ი. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სამხედრო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის #... სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილედ. 1999 წლის 16 თებერვალს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სასამართლოს მიერ მსჯავრდებულად ცნობის გამო.
მოსარჩელე 1999 წლის 9 ოქტომბერს გათავისუფლდა პატიმრობიდან და როგორც თადარიგში დათხოვნილმა ვიცე-პოლკოვნიკმა, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალს და მოითხოვა პენსიის დანიშვნა. საკითხის შესწავლის შემდეგ, შინაგანი ჯარების დასკვნისა და წარდგინების საფუძველზე მოსარჩელეს 2000 წლის 15 ივნისს დაენიშნა პენსია. 2010 წლის 1 ივნისს ი. მ-ეს საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების გამო პენსია შეუჩერდა (შეუწყდა). 2015 წლის 15 იანვარს მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან, რის გამოც თხოვნით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს კომპენსაციის (პენსიის) განახლების თაობაზე.
2015 წლის 27 იანვარს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრმა #04-15-01/220 წერილით ი. მ-ეს კომპენსაციის აღდგენასა და დანიშვნაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლდა „შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 70-ე მუხლით, რის გამოც მისთვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი არ არსებობდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 მარტის #04/21370 გადაწყვეტილებით ი. მ-ეს ასევე უარი ეთქვა კომპენსაციის დანიშვნაზე იმავე საფუძვლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 27 იანვრის #04-15-01/220 მიმართვისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 მარტის #04/21370 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა (განახლება) მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 27 იანვრის #04-15-01/220 მიმართვა/გადაწყვეტილება და ი. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის, დამატებითი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 მარტის #04/21370 გადაწყვეტილება; ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს კანონით დადგენილ ვადაში ი. მ-ისათვის შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახლა დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს ჩაჰბარდა 2015 წლის 16 სექტემბერს. შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 17 სექტემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 30 სექტემბერს. სააპელაციო საჩივარი კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2015 წლის 5 ოქტომბერს, რითაც მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის არსებითად განსახილველად გადაცემა მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების ასლები ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრში წადგენილ იქნა არა 2015 წლის 16 სექტემბერს, არამედ ამავე წლის 19 სექტემბერს. ამდენად, მითითებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 20 სექტემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 4 ოქტომბერს. ვინაიდან, 2015 წლის 4 ოქტომბერი იყო უქმე დღე, სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა მომდევნო სამუშაო დღეს, კერძოდ, 2015 წლის 5 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს სსსკ-ის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა არ გაუშვია და სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეში დაცულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის დამდგენი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. კერძოდ, საქმის 145-146-ე გვერდებზე არსებულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაგზავნის შესახებ მიმართვაზე დასმულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შტამპზე თანამშრომლის ხელმოწერის ქვეშ მითითებულია თარიღი 2015 წლის 16 სექტემბერი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის კერძო საჩივარზე დართულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაგზავნის შესახებ მიმართვების ასლებზე დასმული შტამპის თანახმად, მიმართვებს მინიჭებული აქვთ #12431 და #12432, ხოლო მიმართვების მიღების თარიღის გრაფაში მითითებულია 2015 წლის 19 სექტემბერი (ს.ფ. 173-174).
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე მითითებით განმარტავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სააპელაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლთან შესაბამისობის შესამოწმებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად უნდა დაადგინოს ზემოაღნიშნულ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს შორის რომელი მტკიცებულება ადასტურებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების ჩაბარების რეალურ თარიღს. ზემოაღნიშნული გარემოების დადგენის საფუძველზე სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხზე მიიღოს არსებითად სწორი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის კერძო საჩივარის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="4McTSePeprMbXAWzQbS1ohIX6TAXj4lQkUK1vhLj";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize