შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 15.02.2008
საქმის ნომერი
301საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.02.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

301/საზ 15 თებერვალი, 2008 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. შ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 5 მარტის განაჩენით ზ. შ-ძე, _ დაბადებული ….... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 5 წლით, ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - 7 წლით, 143-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 8 წლით, 19, 137-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით, ამავე მუხლების III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 10 წლით, 236-ე მუხლის I ნაწილით - 2 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით - 3 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით _ 6 წლით, 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 237-ე მუხლის I ნაწილით – 3 წლით, 353-ე მუხლის I ნაწილით – 4 წლით, 365-ე მუხლის III ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივი შეკრების წესით, ზ. შ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). იგი სასჯელს იხდის 2001 წლის 31 მაისიდან.

ამავე განაჩენით: ნ. შ-ძე, _ დაბადებული ……… წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის III ნაწილით _ 7 წლით (1960 წლის რედაქცია), 109-ე მუხლის ,,ზ”, ,,ი”, ,,ლ” პუნქტებით _ 20 წლით, 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 5 წლით, ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით – 8 წლით, 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ,,დ” ქვეპუნქტებით _ 13 წლით, 18, 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით, 236-ე მუხლის I ნაწილით _2 წლით, იმავე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით, იმავე მუხლის III ნაწილით _ 6 წლით, 143-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,გ” ,,ზ” ქვეპუნქტებით - 7 წლით, 25, 143-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 5 წლით, 181-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის II ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 5 წლით, 260-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით, 265-ე მუხლის II ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით _ 4 წლით, 151-ე მუხლით _ ტუსაღობა 3 თვით, 127-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივი შეკრების წესით, ნ. შ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). იგი სასჯელს იხდის 2001 წლის 19 მაისიდან.

მსჯავრდებული ზ. შ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. შ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 19, 137-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, იმავე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის I, II, III ნაწილებით, 179-ე მუხლის II ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 237-ე და 353-ე მუხლების I ნაწილებით, 365-ე მუხლის III ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

მსჯავრდებულ ზაზა შანიძის ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, რითაც მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა დანაშაულის სიმძიმის კატეგორია.

მსჯავრდებულის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომელიც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. შ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ნ. შ-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ნ. შ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ”, ,,ი”, ,,ლ” პუნქტებით, 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, 150-ე მუხლის III ნაწილით, 143-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,გ” ,,ზ” ქვეპუნქტებით, 25, 143-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის I, II, III ნაწილებით, 127-ე, 151-ე მუხლებით, 181-ე მუხლის I, II ნაწილებით, 260-ე მუხლის I ნაწილით, 265-ე მუხლის II ნაწილით, 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ", “გ", “დ" ქვეპუნქტებით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

მსჯავრდებულ ნ. შ-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს.

მსჯავრდებულის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ნ. შ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომლებიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა ერთობლიობას.

ნ. შ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 18, 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომლებიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 18. 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ" ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე. ამასთან, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად კი აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ. შ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ" და ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა" და ამავე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე, ამასთან, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა მოექცეს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე.

მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 18, 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 18, 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე.

ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელები ამჟამად მოქმედი შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და, ამდენად, უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის I ნაწილით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ზ. შ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 5 მარტის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ზ. შ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ ნ. შ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ" და ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა" და ამავე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 18, 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 18, 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე.

ნ. შ-ს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულებისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის ზომა დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.