საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.02.2010
საქმის ნომერი
2კ-754აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

754აპ-09 5 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით:

ი. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (დაზარალებულ ვ. ჯ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (დაზარალებულ შ. ჯ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (დაზარალებულ რ. ბ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (დაზარალებულ რ. ჯ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (დაზარალებულ გ. ბ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (დაზარალებულ თ. კ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (დაზარალებულ ნ. დ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (დაზარალებულ თ. ჯ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (დაზარალებულ პ. ც-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. ჯ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ბ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. ა-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. ჯ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ო. შ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ი. დ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 27000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 5 აგვისტოდან.

რ. მ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად შერაცხული.

რ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის I-ლი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. ჯ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ო. შ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. ჯ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (დაზარალებულ ა. ბ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. ჯ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. ჯ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ბ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. ა-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის) _ ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე რ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 14000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 ივლისიდან.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. დ-ა და რ. მ-ს დაეკისრათ დაზარალებულების _ ლ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 600 ლარის, ო. შ-ს სასარგებლოდ _ 530 ლარის, თ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 20 ლარის, დ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 96 ლარის, ნ. ბ-ს სასარგებლოდ _ 45 ლარის, თ. ა-ს სასარგებლოდ _ 30 ლარის სოლიდარულად გადახდა.

რ. მ-ს დაზარალებულ ზ. ჯ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 240 ლარის, ხოლო დაზარალებულ ა. ბ-ს სასარგებლოდ _ 134 ლარის გადახდა.

ი. დ-ს დაეკისრა დაზარალებულ ვ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 50 ლარის, შ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 40 ლარის, რ. ბ-ს სასარგებლოდ _ 75 ლარის, რ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 22 ლარის, გ. ბ-ს სასარგებლოდ _ 132 ლარის, ნ. დ-ს სასარგებლოდ _ 30 ლარის, თ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 20 ლარის, პ. ც-ს სასარგებლოდ _ 135 ლარის, თ. კ-ს სასარგებლოდ _ 30 ლარის გადახდა.

ნივთმტკიცებები _ სამი ცალი ,,აკს-74» ¹, ¹, ¹ ავტომატი 5,45 მმ, 60 ვაზნა, ორი მჭიდი, ეკიპირების ჟილეტი და სამხედრო ფანარი, რომლებიც ინახება თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დამტკიცდა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-ა და მსჯავრდებულ ი. დ-ს შორის 2009 წლის 30 ივნისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ბრალსა და სასჯელზე.

ი. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (ვ. ჯ-ს ეპიზოდი), 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (შ. ჯ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (რ. ბ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (რ. ჯ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (გ. ბ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (თ. კ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (ნ. დ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (თ. ჯ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის I-ლი ნაწილით (პ. ც-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ. ჯ-ს ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნ. ბ-ს ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თ. ა-ს ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ლ. ჯ-ს ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ო. შ-ს ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. დ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

რ. მ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ა. ბ-ს ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ჯ-ს ეპიზოდი) შერაცხული მსჯავრი ამ მუხლებით დანიშნულ სასჯელებთან ერთად და ამ ნაწილში გამართლდა.

რ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის I-ლი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ლ. ჯ-ს ეპიზოდი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ო. შ-ს ეპიზოდი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თ. ჯ-ს ეპიზოდი) _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნონა ბარამიძის ეპიზოდი) _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ. ჯ-ს ეპიზოდი) _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თ. ა-ს ეპიზოდი) _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, რ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 12000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. დ-ა და რ. მ-ს დაეკისრათ დაზარალებულების _ ლ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 600 ლარის, ო. შ-ს სასარგებლოდ _ 530 ლარის, თ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 20 ლარის, დ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 96 ლარის, ნ. ბ-ს სასარგებლოდ _ 45 ლარის, თ. ა-ს სასარგებლოდ _ 30 ლარის სოლიდარულად გადახდა.

ი. დ-ს დაეკისრა დაზარალებულ ვ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 50 ლარის, შ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 40 ლარის, რ. ბ-ს სასარგებლოდ _ 75 ლარის, რ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 22 ლარის, გ. ბ-ს სასარგებლოდ _ 132 ლარის, ნ. დ-ს სასარგებლოდ _ 30 ლარის, თ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 20 ლარის, პ. ც-ს სასარგებლოდ _ 135 ლარის, თ. კ-ს სასარგებლოდ _ 30 ლარის გადახდა.

ნივთმტკიცებები _ სამი ცალი ,,აკს-74» ¹, ¹, ¹ ავტომატი 5,45 მმ, 60 ვაზნა, ორი მჭიდი, ეკიპირების ჟილეტი და სამხედრო ფანარი, რომლებიც ინახება თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. რ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ რ. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის I-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.