განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 174-დად 19 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. გოგელია
განიხილა ა. გ-ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებებზე. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის დადგენილებით დაკმაყოფილდა ნ. ჯ-ის საჩივრის მოთხოვნა, ცვლილება იქნა შეტანილი მცხეთა-მთიანეთის ოლქის პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2004წ. 1 აპრილის დადგენილებაში. კერძოდ, დადგენილებიდან ამორიცხულ იქნა სიტყვები “ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო”.
მცხეთის რაიონული სასამართლოსწ. 14 ივნისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-ის საჩივარი, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ოლქის პროკურატურის განყოფილების პროკურორის შ. გ-ის მიერ 2004წ. 1 აპრილს მიღებული დადგენილება სისხლის სამართილს საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებით შეწყვეტის შესახებ დატოვებულ იქნა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის სამსხელო მოწყობილობათა ქარხანამ, რომელიც წასრულში ექვემდებარებოდა სსრკ ჩარხმშენი და საინსტრუმენტო მრეწველობის სამინისტროს “---ის” სამეცნიერო გაერთიანებას, 1990 წელს აღნიშნულ სამიინსტროსთან გააფორმა ხელშეკრულება ქარხნის იჯარა გამოსყიდვის შესახებ, რომლის მოქმედების პერიოდიც განისაზღვრა 2000წ. 1 ოქტომბრამდე.
1992წ. 25 სექტემბერს თბილისის სამსხელო მოწყობილობათა ქარხნის დირექტორმა ზ. რ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ქონების მართვის კომიტეტს და მიუთითა, რომ მან ქარხანა გამოისყიდა და ქონების მართვის კომიტეტიდან მოითხოვა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.
ზ. რ-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1993წ. 5 ივლისის ¹-- ბრძანებით შეიქმნა კომისია ნ. ჯ-ის თავმჯდომარეობით წევრები ვ. ა-ძე, გ. ქ-ვა, რომელსაც დაევალა თბილისის სამსხელო მოწყობილობათა ქარხნის საიჯარო ურთიერთობებზე გადასვლისა და სახელმწიფო ქონების გამოსყიდვის კანონიერების შესწავლა. კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიას წარუდგინა თავისი დასკვნა. დასკვნის მიხედვით, თბილისის სამსხელო მოწყობილობათა ქარხნის ბალანსზე რიცხული ქონება გამოსყიდულად ჩათვალა და შეიქმნა საფუძველი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე.
1994წ. 31 აგვისტოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიამ ¹-- დადგენილებით დაამტკიცა თავისი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა და თბილისის სამსხელო მოწყობილობათა ქარხანაზე გასცა გამოსყიდული ქონების კოლეგიური საკუთრების დამადასტურებელი ¹-- დროებითი მოწმობა. აღნიშნული ქონების ბაზაზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ 1993წ. 27 ოქტომბერს ¹-- განკარგულებით რეგისტრირებულ იქნა შპს “--”.
2000წ. ოქტომბრის თვეში ა. გ-მა და თბილისის სამსხელო მოწყობილობათა ქარხნის ყოფილმა დირექტორმა ვ. გ-მა საჩივრით მიმართეს სხვადასხვა ორგანოებს, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ სამსხელო მოწყობილობათა ქარხნის პრივატიზების დროს 1993წ. აგვისტო-სექტემბერში იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა არსებული კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქარხნის ქონება გამოისყიდა შპს “---მ” და არა შრომითმა კოლექტივმა. საკუთრების მოწმობა სს “---მ” მიიღო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მუშაკების შეცდომაში შეყვანის გზით, გამოსყიდვის პერიოდისათვის ქარხნის ქონება არ იქნა გადაფორმებული საქართველოს მთავრობის 1992წ. 14 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად, შპს “---მ” დარღვევით გაიარა რეგისტრაცია. ასეთი განცხადებები საფუძველი გახდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ყურადღებისა და სათანადო მითითებების მიცემისა საკითხის უფრო სრულყოფილად შესწავლის მიზნით. 2001წ. 5 სექტემბერს ქ. თბილისის პროკურატურის შს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილებაში, თბილისის შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალების საფუძველზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნშინული საქმე 2001წ. 11 სექტემბერს თბილისის პროკურატურიდან ქვემდებარეობით შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად გადაგზავნილ იქნა ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში.
გამოძიების პროცესში 2003წ. 29 იანვარს გამომძიებელმა კ. პ-მა წარმოებით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლის დევნა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ ხანდაზმულობის გასვლის გამო. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თბილისის სამსხელო მოწყობილობათა ქარხანაში პრივატიზაციის დროს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის III ნაწილის “ბ” პუნქტის მიხედვით.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2003წ. 17 ივნისს გამომძიებელ კ. პ-ის დადგენილება გააუქმა, გამოძიების შემდგომი წარმოებისათვის აცილების წესით საქმე დაუქვემდებარა მცხეთა-მთიანეთის ოლქის პროკურატურას სათანადო მითითებებით. 2003წ. 21 ივნისს აღნიშნული საქმე წარმოებაში მიიღო მცხეთა-მთიანეთის ოლქის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა შ. გ-ემ. შ. გ-ის მიერ შემომწებული იქნა თბილისის სამსხელო მოწყობილობათა ქარხნის პრივატიზების კანონიერება. საქმის მწარმოებელი გამომძიებელმა მიიჩნია, რომ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თანამშრომლებს: ნ. ჯ-სა და გ. ქ-ას არ ჩაუდენიათ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ჩადენილიც, რომ ყოფილიყო გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. მცხეთა-მთიანეთის ოლქის პროკურატურის განყოფილების პროკურორ შენგელი გოგოლიძის 2004წ. 1 აპრილის დადგენილებით საქართველოს სსსკ-ის 71-ე მუხლის და 28-ე მუხლის “ბ” და “ზ” პუნქტების თანამხად შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თანამშრომლების ნ. ჯ-სა და გ. ქ-ას მიმართ, რადგან მათი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.
აღნიშნული დადგენილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში 2004წ. 18 მაისს გასაჩივრებულ იქნა სს “---ს” აქციონერ ა. გ-ის მიერ, როგორც უკანონო, საჩივრის თანახმად _ საქმის მწარმოებელ პროკურორ შ. გ-ის მიერ დადგენილებაში გაყალბებულ იქნა მთელი რიგი გარემოებები, არ იქნა გამახვილებული ყურადღება განმცხადებლების მიერ მითითებულ ფაქტებზე და გარემოებებზე. არ იქნა შესწავლილი კონტროლის პალატის აქტში მოყვანილი ფაქტების სინამდვილე, არ იქნა გაზიარებული დოკუმენტური მტკიცებულებები დანაშაულის ფაქტის არსებობის შესახებ, მას არ განუხორციელებია საჭირო საპროცესო მოქმედებები, არ მოუძიებია და გამოუკვლევია მტკიცებულებები, არ გადაუმოწმებია დაკითხულ პირთა მიერ მიცემული ჩვენებათა სინამდვილე, არ შეუსწავლია საქმეში არსებული განცხადებები და დადგენილების გამოტანისას დამალა ისეთი დოკუმენტების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ დანაშაულის ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრებით ა. გ-ლი და ადვოკატი კ. გ-ლი ითხოვენ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას და საქმეზე გამოძიების განსაახლებლად პროკურატურისათვის გადაცემას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა კ. გ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩირვის მოთხოვნას და იშუამდგომლა მათი დაკმაყოფილების შესახებ.
ამ მოთხვონას დაეთანხმა ა. გ-ლი, რომელმაც ასევე იშუამდგომლა სასამართლოსა და გამოძიების მიერ გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ.
ნ. ჯ-ლი არ დაეთანხმა კერძო საკასაციო საჩირვების მოთხოვნას. მან აღნშინა, რომ გ-ები დიდიხანია უსაფუძვლოდ ჩივიან როგორც სამოქალაქო წესით ასევე სისხლისსამართლებრივი წესით, მათი მოთხოვნა ყველა შემთვხევაში არის უსაფუძვლო და არ არსებობს რაიმე არგუმენტირებული საფუძველი გამოძიების განსაახლებლად.
დაინტერესებულმა პირმა ზ. რ-მა კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწვეტილებები და იშუამდგმოლა მათი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა შ. გ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ გამოძიების მიერ დეტალურად იქნა გამოკვლეული ყველა სადაო საკითხი და მიღებულ იქნა სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება. პროკურორმა შენგელი გოგოლიძემ იშუამდგმოლა მოცემულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებათა უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს და საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე საჩივრების საკასაციო წესით განხილვისას წარმოდგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის წერილი თბილისის საოლქო სასამართლოს სახელზე, სადაც მითითებულია, რომ ა. გ-ლი ითხოვს სააქციო საზოგადოება “---ს” ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების ნაწილში სათანადო მოსარჩელედ ცნობილ იქნეს ეკონომიკის სამინისტრო.
ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის --- კ. ბ-ძე მიუთითებს, რომ თავის დროზე სამსხმელო მოწყობილობების ქარხნის პრივატიზაცია განხორციელებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ, ამიტომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო არ ეთანმხება ა. გ-ის სარჩელის მოთხოვნას სს “---ს” ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო უარს ამბობს სარჩელზე სს “---ს” ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების მოთხოვნით.
პალატ თვლის, რომ ეს არის ფაქტობრივად ახალი გარემოება რაც არ ყოფილა გარკვეული და შეფასებული. კერძოდ, დამატებით გამოძიების დროს ეკონომიკის მინისტრის ზემოაღნიშნულ წერილის საფუძველზე, დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული, თავისდროზე თბილისის სამსხელო მოწყობილობების ქარხნის პრივატიზაციის კანონიერების საკითხი, რაც ამჟამადაც ა. გ-ლს და მისი ინტერესების დამცველ, ადვოკატს მიაჩნიათ სადაოდ.
ამ საკითხის გამოკვლევისათვის საჭიროა საქმეზე დაკითხულ იქნეს ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტები, საჭიროების შემთხვევაში მინისტრი კ. ბ-ძე და მიღებულ შედეგებს უნდა მიეცეს შეფასება.
პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს საქმეზე წინასწარი გამოძიების წარმოებისას პროკურორ შენგელი გოგოლიძის მიერ ჩადენილ იქნა სიყალბები, ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება და ემყარება მხოლოდ ადვოკატის მოსაზრებას.
პალატა აღნიშანვს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე გ. პ-ლი) ისე განიხილა დაინტერესებული პირის ნ. ჯ-ის საჩივარი, რომ ამის თაობაზე არ შეატყობინა მხარეებს, რომელთაც უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საჩივრის განხილვაში.
იმავე რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ნ. ჭ-ძე) 2004წ. 14 ივნისს განიხილა ა. გ-ის საჩივარი და უცვლელად დატოვა პროკურატურის მიერ მიღებული სისხლის სამართლის შეწყვეტის დადგენილება, მაშინ როდესაც აღნიშნულ დადგენილების თაობაზე უკვე მსჯელობა ჰქონდა იმავე რაიონულ სასამართლოს და ცვლილებაც იქნა შეტანილი პროკურატურის მიერ მიღებულ საქმის შეწყვეტის დადგენილებაში. ფაქტობრივად, სასამართლოს მიერ ერთი და იგივე საკითხზე მიღებულია სხვადასხვა გადაწყვეტილება.
პალატა აღნიშნავს, რომ ადვოკატ კ. გ-ის საჩივრებში დაყენებული საკითხები უნდა შემოწმდეს საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე უნდა მთელი გულისყურით უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ვერსიები და მიღებულ შედეგებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს და მასალები გადაეცეს პროკურატურას საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე, 243-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილისა და 14 ივნისის დადგენილებები, ასევე მცხეთა-მთიანეთის ოლქის პროკურატურის განყოფილების პროკურორ შ. გ-ის მიერ 2004წ. 1 აპრილს გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და მასალები გადაეცეს მცხეთა-მთიანეთის ოლქის პროკურატურას საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.