შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№841აგ-13 17 მარტი, 2014 წელი
მ-ი ნ.- 841აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ნ. მ-ისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით მ. ლ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 6000 ლარი;
სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 25,208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2007 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 25,208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2008 წლის 26 მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ. ლ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით.
მ. ლ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 20 მაისიდან იმავე წლის 3 ივნისის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით მ. ლ-ე, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2500 ლარი, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა და მ. ლ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით, 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით.
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 26 ივნისიდან იმავე წლის 30 ივლისის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით მ. ლ-ე, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 9-9 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – 5-5 წლით, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 4 წლითა და 6 თვით თავიუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ლ-ეს მიესაჯა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის (პირობითი მსჯავრი) მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით, 5 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 იანვრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი.
ამავე განაჩენით ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 2 წელი და 6 თვე (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 4 წელი და 6 თვე; სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 2 წელი და 6 თვე (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 4 წელი და 6 თვე; სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 2 წელი და 6 თვე (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 4 წელი და 6 თვე; სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 2 წელი და 6 თვე (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) და ნ. მ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 32 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, მას სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 29 იანვრიდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: მ. მ-ს, ვ. ჟ-ს, დ. მ-ს, მ. კ-ესა და ვ. ო-ს.
აღნიშნული განაჩენი მ. ლ-ისა და ნ. მ-ის მიმართ შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით, კერძოდ:
მ. ლ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით, 5 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 იანვრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი.
ნ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (4 ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) განესაზღვრა 32 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, მას განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 29 იანვრიდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით მ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;
მ. ლ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 ივლისიდან.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. ლ-ის მიმართ 2011 წლის 1 მარტის განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 23 წლით, 6 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა (2011 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით) და მ. ლ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 31 წლითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 26 წლითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 ივლისიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული მ. ლ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 15 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლითა და 4 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 იანვრიდან.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
ნ. მ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ნ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 21 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 29 იანვრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა მ. ლ-ისა და ნ. მ-ის შუამდგომლობები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:
სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მ. ლ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მ. ლ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთამ (1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა -სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 2 წელი და 8 თვე - პირობითი მსჯავრი) - შთანთქა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი და ამ განაჩენით მ. ლ-ეს სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 8 თვე - ჩაეთვალა პირობით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელს - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით შეფარდებული მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი სასჯელი ჯარიმა - 6000 ლარი (მთლიანად) და მ. ლ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით.
მ. ლ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2010 წლის 28 იანვრიდან.
ამავე განაჩენით სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ. მ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ნ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით. ნ. მ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 29 იანვრიდან.
ამავე განაჩენით მ. მ-ს, ვ. ჟ-სა და ვ. ო-ს სასჯელი განესაზღვრათ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა - მ. ლ-ემ და ნ. მ-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მ. ლ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთან, მიუთითა, რომ 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ჯარიმა - 6000 ლარი გადახდილი აქვს და იგი არასწორად დაემატა საბოლოო სასჯელს.
ნ. მ-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთან, მიუთითა, რომ 2006 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა ამნისტიით და პრეზიდენტის შეწყალებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი სრულად, ხოლო მსჯავრდებულ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ. მ-ს (ნასამართლობის არმქონეს) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განაჩენით მიესაჯა: სსკ-ის 23,24-210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 იანვრის №... განკარგულებით ნ. მ-ი, მსჯავრდებული სსკ-ის 24-210-ე და 362-ე მუხლებით, გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
ამდენად, ნ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (4 ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ:
ნ. მ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას: სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელები და ნ. მ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით.
ნ. მ-ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს 2010 წლის 29 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მ. ლ-ეს, როგორც ნასამართლობის არმქონე პირს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) და სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები (სამი ეპიზოდი) ჩადენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისისა და 30 ივლისის განაჩენების გამოტანამდე - 2006 წელს და 2009 წლის მარტში, შესაბამისად, მ. ლ-ეს ამ მუხლებით სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების შესაბამისად, კერძოდ:
მ. ლ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას: სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი), სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელები და საბოლოო სასჯელად ამ ნაწილში უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით ჩათვლილი დრო (პატიმრობაში ყოფნის) - 2009 წლის 20 მაისიდან იმავე წლის 3 ივნისის ჩათვლით; ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით ჩათვლილი დრო (პატიმრობაში ყოფნის) 2009 წლის 26 ივნისიდან იმავე წლის 30 ივლისის ჩათვლით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ასევე მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მ. ლ-ეს, როგორც ნასამართლევ პირს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისისა და 30 ივლისის განაჩენების გამოტანის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის გამოტანამდე - 2009 წლის სექტემბერში, შესაბამისად, მ. ლ-ეს ამ ნაწილში სასჯელი უნდა დაენიშნოს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების შესაბამისად. ამასთან, მ. ლ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით სასჯელი დანიშნული ჰქონდა სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რამაც შთანთქა ამავე განაჩენით სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29 ივლისის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა დაინიშნოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული, ამნისტიით შემცირებული მოუხდელი სასჯელის ნაწილს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას (4 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი, ხოლო 7 თვე და 13 დღე - პირობითი მსჯავრი) - უნდა დაემატოს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი) სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა - უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად უნდა დაეკისროს ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. ლ-ეს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა - უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად უნდა დაეკისროს ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ლ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით ჩათვლილი დრო (პატიმრობაში ყოფნის) - 2009 წლის 20 მაისიდან იმავე წლის 3 ივნისის ჩათვლით; ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით ჩათვლილი დრო (პატიმრობაში ყოფნის) 2009 წლის 26 ივნისიდან იმავე წლის 30 ივლისის ჩათვლით.
რაც შეეხება მ. ლ-ისათვის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის (6000 ლარი) დამატებას საბოლოო სასჯელზე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მას აღნიშნული სასჯელი მოხდილი აქვს (27/05/2009 წლის ქვითარი), შესაბამისად, ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს და მ. ლ-ეს უნდა მოეხსნას სასჯელი - ჯარიმა 6000 ლარი.
გასაჩივრებული განაჩენი მ. ლ-ის მიმართ სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ლ-ეს სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრებისა და შთანთქმის პრინციპების გამოყენებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ. ლ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უმეტეს - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი ნ. მ-ის მიმართ შეიცვალოს, კერძოდ:
ნ. მ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას: სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ს. მ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. წ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი); სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელები და ნ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით.
ნ. მ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს 2010 წლის 29 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი ნ. მ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი მ. ლ-ის მიმართ შეიცვალოს, კერძოდ:
მ. ლ-ეს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 6000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების შესაბამისად, მ. ლ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას: სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) და სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელები, შესაბამისად, მას ამ ნაწილში სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით შთანთქმის პრინციპით დანიშნული, ამნისტიით შემცირებული, მოუხდელი სასჯელის ნაწილს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას (4 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი, ხოლო 7 თვე და 13 დღე - პირობითი მსჯავრი) - დაემატოს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი) სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის ბინის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი, ხოლო 7 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა - პირობით, 3 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით), რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ბინის ეპიზოდი) შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და მ. ლ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს პირობით, 3 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მ. ლ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით ჩათვლილი პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 20 მაისიდან იმავე წლის 3 ივნისის ჩათვლით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით ჩათვლილი პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 26 ივნისიდან იმავე წლის 30 ივლისის ჩათვლით.
მ. ლ-ეს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2010 წლის 28 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი მ. ლ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი