დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.03.2014
საქმის ნომერი
1253აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1253აგ-13 28 მარტი, 2014 წელი

გ-ე რ. 1253აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - რ. გ-ის, გ. მ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით რ. გ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 13 წლით;

სსკ–ის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და რ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. გ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 9 აგვისტოდან.

(რ. გ-ე ადრე ნასამართლევია წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის განაჩენით და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 იანვრის დადგენილებით იგი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 5 თვითა და 27 დღით ადრე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის განაჩენით რ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის დადგენილებით იგი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 2 თვითა და 2 დღით ადრე).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენში რ. გ-ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:

რ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ზ-ის ეპიზოდი) - 13 წლით;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. კ-ის ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპით, საბოლოოდ რ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. გ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2008 წლის 9 აგვისტოდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. გ-ის დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით რ. გ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის მე–5 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა;

რ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 19,379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით;

სსკ–ის 19,178–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5500 ლარი;

სსკ–ის 378–ე მუხლის 1–ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე რ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5500 ლარი;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 22 წელი, 7 თვე, 10 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 38 წლით, 7 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 5500 ლარი.

რ. გ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 29 დეკემბრიდან.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განაჩენით რ. კ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 11 წლითა და 8 თვით;

სსკ–ის 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ და მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, რ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 24 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რ. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 7 აპრილიდან.

(რ. კ-ი ადრე ნასამართლევია დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 აგვისტოს განაჩენით და საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 29 დეკემბრის განაჩენით რ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის განაჩენით დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

რ. კ-ი სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

რ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 11 წლითა და 8 თვით, ხოლო სსკ–ის 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ და მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 24 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რ. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 7 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით რ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 19, 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით;

სსკ–ის 19,178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

სსკ–ის 378–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხედლი ნაწილი - 22 წელი, 11 თვე, 8 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 35 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა - 5000 ლარი.

რ. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 29 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გ. მ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 11 წლით;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 2381–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – ჯარიმა 500 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 500 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენით გ. მ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა– 500 ლარი.

გ. მ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 26 აგვისტოდან.

(გ. მ-ე ადრე ნასამართლევია გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4.000 ლარი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში გ. მ-ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:

გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 2381–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – ჯარიმა 500 ლარი;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 500 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლს 14 მარტის განაჩენით გ. მ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 500 ლარი.

გ. მ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან –2008 წლის 26 აგვისტოდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 19 წელი, 7 თვე, 27 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 24 წლით, 7 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. მ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 29 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენი რ. გ-ის, რ. კ-ისა და გ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. გ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები, რომლებიც დამატებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით) დანიშნულ სასჯელზე და რ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მას ბოლო განაჩენის დადგენამდე მოხდილი აქვს 1 წელი, 4 თვე და 20 დღე.

მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით) სსკ-ის 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით) მოსახდელად დარჩენილი სასჯელი - 16 წელი, 7 თვე, 10 დღე და საბოლოოდ რ. გ-ეს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 28 წლით, 7 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რ. გ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 29 დეკემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ-ს „ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის განაჩენით (დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განაჩენით) სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ და მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები, რომლებიც დამატებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით) დანიშნულ სასჯელზე და რ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მას ბოლო განაჩენის დადგენამდე მოხდილი აქვს 1 წელი, 8 თვე და 22 დღე;

მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განაჩენით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით) სსკ–ის 19, 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და სსკ–ის 19,178–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 378–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განაჩენით (დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განაჩენით) მოსახდელად დარჩენილი სასჯელი - 16 წლით, 9 თვით, 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ რ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 26 წლით, 6 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რ. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 29 დეკემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 11 წელი და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და განესაზღვრა 6 წლით თვით თავისუფლების აღკვეთა;

გ. მ-ე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან.

გ. მ-ეს ¼–ით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 19,379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ, სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. მ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 26 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულებმა – რ. გ-ემ, გ. მ-ემ და რ. კ-მა, რომლებმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, იმავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვეს განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულების - რ. გ-ის, გ. მ-ისა და რ. კ-ის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21, 22 თებერვლისა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებები რ. გ-ის, რ. კ-ისა და გ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა - რ. გ-ემ, გ. მ-ემ და რ. კ-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულებმა საჩივრებით ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები ნასამართლევნი არიან განზრახ დანაშაულთა ჩადენისათვის, რ. გ-ის მიმართ - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრისა (რომელიც შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განაჩენით) და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენებით; რ. კ-ის მიმართ - დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრისა (რომელიც შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განაჩენით) და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენებით; გ. მ-ის მიმართ - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრისა (რომელიც შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით) და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენებით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - რ. გ-ის, გ. მ-ისა და რ. კ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, მთლიანი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელები სამართლიანია, შეესაბამება მათ პიროვნებებსა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების - რ. გ-ის, გ. მ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულების - რ. გ-ის, გ. მ-ისა და რ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი